Posts Tagged ‘tbilisi’


12-ში,ანუ გუშინ,ოფენეარზე ვიყავი))

დღეს გამოცდა მქონდა,მაგრამ დავიკიდე და წავედი..და საერთოდ არ ვნანობ იმას რომ დღეს ერთი თემით ნაკლები დავწერე )) ოფენეარზე რომ კაცი დაისვენებს…ამ სიტყვის გარდა ალბათ ყველა ზმნა შეიძლება იხმარო მაგრამ მე დავისვენე იქ)) მუსიქ ბრეიკს ფრი))))

მოგეხსენებათ,ალტერვიჟენი ყოველწლიური მუსიკალური ივენთია რომლის დაარსებასაც საქართველოს 2009 წლის ევროვიზიის მონაწილეების სიმღერას უნდა ვუმადლოდეთ,იდეა სწორედ მაშინ გაჩნდა როცა ,,we don’t wonna put in” დაბლოკეს.ოფენეარი 2009-დღემდე ყოველწლიურად წარმატებით მიმდინარეობს და მის მრავალრიცხოვან დამსწრე საზოგადოებას წელს მეც დიდი სიამოვნებით შევუერთდი)) ,, ფესტივალის მთავარი იდეაა თავისუფლება.ეს არის თავისუფლება სტრესისგან,სოციალური კონტროლისგან,კლიშეებისგან,ასეე ახლის შექმნისა და გამოხატვის თავისუფლება და იმის გაცნობა,რაც ჩვენში,როგორც ინდივიდებში ღირებულია.”

თავისუფლებას ნამდვილად იგრძნობდა კაცი)) კარგია როცა ყველას კიდიხარ და გკიდია:D იპოდრომზე კოტრიალიც არაა ურიგო,და მუსიკაააა ხოოომ საერთოდ საერთოდ საერთოდ (ვაბშე უკეთ ჟღერს,მაგრამ..) ჩვენ რა თქმა უნდა დავაგვიანეთ,და ჩემს ლაუდებსაც (LOUDspeakers) ვერ მივუსწარით :|:|:|:| სასმელი,სუფთა ჰაერი,კუნთავიკი დაცვა, საჩემო მუსიკა და ბევრი დაცენტრილი გარშემო_ ოფენეარის ხიბლიც ესაა))                                     

საგამოცდო თემებიც ლაივში ვიხილე,ჰიპები(მცდელობა),ალტერნატივას თითქმის ყველა ცნობილი ჯგუფი ახალგაზრდათა მაისურებზე,კურტ კობეინის ცხოვრების და მოღვაწეობის წლები განსაკუთრებით დამამახსოვრდა და გამოცდაზეც გამომადგა:D  ცოტა დამღლელი იყო გამომსვლელთა შორის დიდი პაუზები,და ისიც ცუდი იყო რომ ბოლომდე ვერ დავრჩი და 10-ზე დავტოვე იქაურობა((მაგრამ მაინც სრულიად კმაყოფილი და გაბადრული დავბრუნდი სახლში))

ოფენეარი ერთი წლით დაგვემშვიდობა…

MUSIC BREAKS FREE!!!

Advertisements