Posts Tagged ‘kompiuteri’


,,ახლა როცა ამ სტრიქონს ვწერ,შუაღამე იწვის,დნება…” =)))

მორჩა,ხვალიდან ადრე ვიძინებ!

ხვალე ალბათ ადრე დავიძინებ იმიტომ რომ ზეგ გამოცდა მაქვს დილით,მაგრამ მერე ისევ დამავიწყდება ჩემი შემართება…

არადა რა სჯობს დილით ადრე ადგომას,პარკში ვარჯიშს,წყლის გადავლებას,გემრიელ საუზმეს?_არც არაფერი! მაგრამ მე,როგორც ცოცხალი ლეში,გვამი და მუქთახორა,დილას ვიწყებ პირველს რომ გადასცდება მაშინ,მერე მთელი დღე დავიზლაზნები უღიმღამოდ,სამაგიეროდ საღამოს ვაქტიურდები და მერე ვეღარ ვიძინებ! არადა გასული რამოდენიმე წლის ეს სეზონი ზუსტად ისე ჯანმთელად მაქვს გატარებული როგორზეც წეღან მოგახსენებდით. ჩემი სიზარმაცე საოცარი პირდაპირობით აისახა ჩემს როგორც ფიზიკურ,ისე სულიერ,გონებრივ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე,იქამდე დავეშვი რომ საჭმლის ჭამასაც აღარ ვკადრულობ.არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი ალბათ ვინც ამ მდგომარეობამ გადაიყოლა,სწორედ ამიტომ გადავწყვიტე,ხვალიდან ადრე დავიძინო,დილით ადრე ავდგე,გავემართო სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად და ხელ-ფეხის გასაქნევად პარკში,დავლიო რძე და ვიცხოვრო ჯანსაღი ცხოვრების წესით!

იმდენი რამის დაწყებას ვაპირებ ხვალიდან,მომავალი დღის იმედით ვცოცხლობ)) მაგ:გარდა იმისა,რომ გავიძახი ხვალიდან ადრე ვიძინებ,ხვალიდან ვარჯიშს ვიწყებ,კიდევ მსგავსი დაპირებები მესმის საკუთარი თავისგან:ხვალიდან ვიმეცადინებ,ხვალ სახლს დავალაგებ,ხვალ ნათლიას დავურეკავ და მოვიკითხავ,ხვალ ფრჩხილებს გავიკეთებ,ხვალიდან მასზე აღარ ვიფიქრებ)) ხვალ წამლის დალევა აღარ დამავიწყდება,ხვალ ფბ-ზე ამდენი ხანი აღარ დავრჩები,ხვალ ესკიზებს დავხატავ,ხვალ წიგნის კითხვას დავიწყებ და ასე უსასრულოდ შემიძლია ყველაფრის ხვალისთვის გადადება.აი ეხლა ვფიქრობ,რომ არაფერი არ მიშლის ხელს იმაში,რომ ზუსტადაც ხვალიდან,დიახ,ხვალიდან ამ ყველაფრის გაკეთება დავიწყო..

მოგიწოდებთ ყველა ჩემნაირ უარგისს,ვინც 1:26 ეი.ემ-ზე კომპიუტერის ეკრანებს უსხედხართ,მომბაძეთ )) ოღონდ რამდენ საათს გასტანს ეს ჩემი აქტიური კამპანია,ვერ გეტყვით,კაცმა არ იცის დილაზე რა ხასიათზე გამეღვიძება..:D