Posts Tagged ‘ჯობს.გე’


მე გაუნათლებელი ვარ.

რამდენიმე დღეა ბაკალავრიატი დავამთავრე, მას მერე ვფიქრობ: ვინ ვარ აბა ბოლოს? რა ვისწავლე, რა გამოცდილება მივიღე, რა პერსპექტივებია ჩემთვის, რა ვაკანსიაზე უნდა გავაგზავნო ბოლო-ბოლო ეს ჩემი CV,სადაც უკვე კურსდამთავრებული წერია გარკვევით და ბოლდ შრიფტით? ვფიქრობ და იმ აზრამდე მივდივარ რომ არაფერიც არ ვიცი,არ დაიწყოთ ეხლა გესწავლა უკეთ და გეცოდინებოდაო,ოთხი წელი რას მიკეთებდიო და ა.შ.

შევაფასოთ ჩემი შესაძლებლობები:

ძირითადი პროფესია: ამერიკანისტი

ეს რაღა ჯანდაბაა?

სწორი შენიშვნაა=))

მაგრამ დაგვიანებული…=))

მეორადი პროფესია: პიარშიკი))

ერთ წელში ნასწავლი პიარის ….

სამუშაო გამოცდილება: უნიქარდის გაყიდვების მენეჯერი (ყოფილი), წითელი ჯვრის მოხალისე.

ცუდათაა საქმე 😀

გადავხედოთ დამსაქმებლებს:

ზუსტად დილას ვათვალიერებდი ჯობს.გე-ს და ჰოი საოცრებავ რას აღარ გადავაწყდი,დაწყებული ხინკლის მომხვევით, დამთავრებული ჩემი უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებული ასისტენტის ვაკანსიით )) 200-მდე კურსდამთავრებული გაუშვა წელს შზსუ-მ და ასისტენტს სხვაგან ეძებს)) (მცირედი ირონია)

აღმოჩნდა რამდენიმე საინტერესო და შესაფერისი ვაკანსიაც,რომელთა მოთხოვნებშიც მყარი პოზიცია ეკავა უპირველეს მოთხოვნას: მინიმუმ ერთ წლიან გამოცდილებას შესაბამის სფეროში. ომგ ვთფ…

მე გაუნათლებელთან ერთად უმუშევარიც ვარ…

ცოტა ხანსი ჩემს ოჯახში მწვავედ წამოიჭრება ჩემი ,,მიხედვის’’ საკითხი,რაც თავის თავში გულისხმობს ჩემს დასაქმებას მამაჩემის ბლატებით, ან ჩემს სარფიანად გათხოვებას (ჩემი ბებია ამ დღეზე ოცნებობს,საქმროს არჩევას მე არ მომანდობს შანსი არაა,აკი ერთხელ უკვე ჰქონდა ამის მცდელობა).

რატომღაც ჩემი აზრი არაერთი ჩემი ჯგუფელისთვის ნაცნობი და ახლობელია, ქვეყანაში არ არსებობს პერსპექტივა ჩემნაირი უვიცების დასასაქმებლად, არ გვეძლევა ახალგაზრდებს შანსი და საერთოდაც, ვიბლოკებით რა)) გამომუშავებაზე ხელფასს უკვე დიდი ხანია აღარ ვკადრულობ, (მანდ გიხაროდეს იხვეწებიან უპრობლემოდ) ,რაიმე მყარი მჭირდება..  ბოლოს,თუ არაფერი მეშველა, მეტი რა მისწავლია ამერიკელებისგან, ავდგები და ვიყიდი ერთ ჰოთ-დოგის მანქანას და გავყიდი გემრიელ სოსისებს 😀

თუმცა მე იმედს არ ვკარგავ, კვლავ დიდი ენთუზიაზმით ვავსებ ყველა ხელსაყრელ პოზიციაზე CV-ს და  დიდ მიშა ცაგარელს მივანდობ ჩემს მომავალს,რომელიც ყოველ დღე საოცარი სიზუსტით საზღვრავს დღის პოზიტიურობის დონეს, მარსის განლაგებას ვენერას მიმართ და გველის წელში დაბადებულ მორიელებსაც დაგვასაქმებს იმედია მალე…

Advertisements