Posts Tagged ‘წუწუნი’

17/05

Posted: მაისი 17, 2012 in მე მე მე
ტეგები:

როოოგორ ვერ ვიტან საკუთარ თავს ასეთ დროს, ღმერთო რამე ჩამცხე:|

  1. ხელები მტკივა,ანუ ალერგია მაქვს.
  2. წვიმს სულ, და კიდევ იწვიმებს ერთი კვირა.
  3. მაკდონალდში ჯერ არ წავსულვარ
  4. ახალი კაბა მინდა, ვნახე მაღაზიაში და მეძვირება.
  5. 4 დღეა არ მინახავს!!!
  6. სამსახურში უსაქმურობა მკლავს.
  7. კოქტეილი მინდა მე,  აქ და ახლავე!
  8. მოწყენილი ვარ.
  9. თბილიში მივდივარ საღამოს და მეზარება 🙂 🙂
  10. და ბარემ მეათე ის იყოს რომ გამოვიწერე mp3 და 2 კვირა უნდა ველოდო:|

აიიიი რატომ ვერ ვიტან ჩემს თავს, ვწუწუნებ და იმიტომ, ფუ 😐

Advertisements

წუწუნი

Posted: სექტემბერი 7, 2011 in პროტესტი))
ტეგები:

დღეს მინდა მოგიყვეთ საშინელ სენზე რომელსაც წუწუნი ჰქვია.რატომ (ვ)წუწუნებენ ადამიანები?ალბათ იმიტომ რომ ეგოისტები არიან.არამგონია არსებობდეს ქვეყნად ადამიანი რომელსაც სხვისი წუწუნის მოსმენა სიამოვნებს. ზოგს ის უკვე ჩვევაში აქვს გადასული და ვერც კი ხვდება როგორი ძნელი ასატანია მისი მოსმენა გარშემომყოფთათვის.ძირითადად, წუწუნი  სუსტი ადამიანების ხვედრია,მათი,ვინც ბავშვივით იქცევა და მოთმინების არანაირ უნარს არ ამჟღავნებს.

გარშემო საწუწუნო თემა ეხება ხოლმე ყველაფერს,რაც კი შეიძლება ადამიანს ყოველდღიურად სჭირდეს: დილით ყავა ვერ დავლიე,ტრანსპორტმა გამასწრო (თან გაძვირდა), გზები ვჭამოთ?ცხელა,ცივა,რაიმე მტკივა,მშია,მწყურია,მეზარება,მენანება,მეშინია,მიყვარს,მიჭირს,ფული არ მაქვს, 3 ზომა ძუძუები არ მაქვს,სამსახური არ მაქვს,სექსი არ მაქვს,ზაგარი არ მაქვს,მაგრამ რა სარგებლობა მოაქვს ამას? :დ:დ:დ

ხედავთ რა გავრითმე ამ წუწუნ–წუწუნში??:დ

რეალურად ხომ ადამიანი,რომელიც წუწუნებს ვერ იღებს გადაწყვეტილებას და მთელ თავის ენერგიას და დროს წუწუნს ახმარს. მინდა წუწუნა ადამიანებს შევთავაზო რამოდენიმე მარტივი გზა იმისთვის რომ წუწუნს შეეშვან და საქმეზე გადავიდნენ:

  1. აიღეთ ფურცელი და დაწერეთ თქვენი პრობლემა,რეალური პრობლემა,რაც თქვენი წუწუნის მთავარი მიზეზია და არა ის ათასი რამ,რასაც წუწუნის დროს ,,ჩააქსოვთ” ხოლმე (როგორც მე ზემოთ);
  2. იფიქრეთ შექმნილ სიტუაციაზე და მოძებნეთ პასუხი,თუ რატომ მოხდა ის.ჩამოწერეთ ყველა შესაძლო გზა გამოსავლის საპოვნელად;
  3. აირჩიეთ ერთ–ერთი თქვენს მიერ არჩეული გზა და განახორციელეთ,სცადეთ პრობლემის გადაჭრა.

თუ თქვენმა დასახულმა გზამ გაამართლა ხომ კარგი, და თუ არაფერი გამოვიდა ოღონდაც ისევ წუწუნს ნუ დაიწყებთ,ხომ ხედავთ რომ ეგ საქმეს ვერ შველის.

გასაგებია,რომ დალხენილი ცხოვრება არავის არ აქვს და საწუწუნო ყველას მოეძებნება,მაგრამ დაფიქრდით,თქვენ გსიამოვნებთ ვინმეს გულისწამღები წუწუნის მოსმენა?იფიქრეთ ლოგიკურად და ყველაფერი  მოგვარდება,თუმცა იმასაც დავამატებ რომ ადამიანი,რომელსაც სერიოზული პრობლემა აქვს წუწუნს არ დაიწყებს და ამაში დროს არ დაკარგავს.იმედი მაქვს ჩემი პოსტი  წუწუნის წინააღმდეგ წუწუნი არ გამოვიდა.= ))