Posts Tagged ‘ძილი’


გამოცდების პერიოდი

გამოცდების პერიოდი

სიზარმაცე სენია, დაავადება, რომელიც ძნელად იკურნება, ან საერთოდ არ იკურნება და გადამდებია(warning!)

ყველა ადამიანი ზარმაცია, ოღონდ სხვადასხვა ხარისხში. არსებობენ პასიური ზარმაცები, ზარმაცები, ხშირად ზარმაცები და ძააან ძერსკებეეე კიარადა ძალიან ზარმაცები.

აი მე, მაგალითად, მეგობრებო, ზე–ზარმაცი ვარ, ხანდახან სუნთქვაც კი მეზარება, კიდევ კარგი ეს დალოცვილი დიდ ძალას არ მოითხოვს და თანდაყოლილია, თორემ დავიღუპებოდი=)).

ვერ გამაკვირვებთ ვერაფრის დაზარებას,იმიტომ რომ დღის განმავლობაში არ მგონია ჩემზე მეტჯერ იყენებდეთ ამ სიტყვას.

მე მეზარება:

დილით ადგომა,

ჩაცმა,

მოწესრიგება,

ჭამა,

მგზავრობა,

სამსახურში ყავის დალევა,

მეილის შემოწმება,

პასუხების გაგზავნა და ა.შ. მთელი სამუშაო პროცესი,

მერე სახლში მოსულს მეზარება ტანსაცმლის გამოცვლა,

კომპიუტერის დანახვაც კი მეზარება უკვე,

სკაიპში მეგობრების მოკითხვაზე პასუხის გაცემაც  მეზარება,

ტუალეტში შესვლაც მეზარებაააააააა :დ

მერე მოსწავლე მეზარება,

მერე ტივის ყურებაც უკვე დიდი ხანია მეზარება

და მეგობრებო, დგება კულმინაციური მომენტი, ამდენ დაზარებაში, არის ის, რაც ჩემს სულს ახარებს, სხეულს ამხნევებს და გონებას აბედნიერებს!

ერთადერთი რაც არ მეზარება არის ძილი! :დ ძილის წინ მაქვს მთელი ცერემონიალი,ჩემთვის ყველაზე ტკბილი ნაწილი, ყველაზე აამღელვებელი და მგრძნობიარე არის პიჟამოების ჩაცმის და ლოგინში შეყუჟვის მომენტი ❤

ესეც მე ვარ:

შესაბამისად, ყველაზე არასასიამოვნო პროცესი ამ სიამოვნებისგან ჩემი მოწყვეტაა, ამიტომ არავის არ გირჩევთ დილით ჩემს მაღვიძარაზე ადრე ჩემთან კონტაქტში შემოსვლას, ძალიან სახიფათო და ფატალური შედეგით შეიძლება დასრულდეს ყველაფერი)).

ერთადერთი მახსოვს რომ რამოდენიმე წლის წინ ჩემმა ძმამ დაბადების დღე მომილოცა და დილით თავთან რაფაელო დამიდო და მაგაზე გამეღვიძა, მაგრამ ვაპატიე რაფაელოს ხათრით :დ

მე ❤ ძილი =))))

პ.ს. თუ რაიმე საქმე გექნებათ გადაუდებელი, დილაობით სანამ გამაღვიძებთ საწოლთან შორს დადექით თავიდან, ერთ დაძახებაზეც გავიგებ და ეგრევე ხელების ქნევას დავიწყებ ,,მტრის ლიკვიდაციის მიზნით”, ხოდა შორს თუ იდგებით გადარჩებით 😀

Advertisements

ვწევარ ლოგინში და ჩვეულ პოზაში ვცდილობ დაძინებას. ჩვეული პოზა არის მუცლით ქვემოთ,მარცხენა ფეხი მოკეცილი და სახითაც მარცხნივ ვიყურები.ვწევარ და ვითვლი თეთრ ფარფატა შუქებს ჩემი თვალების გარშემო რომ დარბიან.მაგრამ გატყუებთ,მაგათ ვერ დაითვლი იმიტომ რომ ციმციმებენ.

ჩემი ძილის პროცესი ძალიან გრძელია,ანუ სანამ ძილამდე მივაღწევ ის პროცესი.იწელება მინიმუმ ერთი საათი და ბოლოს ძილის მოუსვლელობაზე ნერვებდაწყვეტილი ვიღლები და ვიძინებ რა. მანამდე ათჯერ ვიცვლი პოზას და ვერაფრით ვერ ვიძინებ გულაღმა.იცით რატომ? იმიტომ  რომ მარჯვენა წარბს ზემოთ,შუბლზე მეჩვენება რომ რაღაცა დამიცოცავს,ხელს ვისვამ,იმ ადგილს ვიტყავებ,რა თქმა უნდა იქ არავინ და არაფერი არ დამდის,ეს უბრალოდ ის ,,წიკია” რომელიც წლებია მაწვალებს. ამის გამო სულ მარცხენა მხარეს ვატრიალებ თავს და ვყირავდები მუცელზე, რომ შუბლი საწოლს შევახო. ჰაჰააა,მიგასვი საცოდავო მცოცავო,მიდი აბა იცოცე კიდევ ჩემს წარბს ზემოთ,იფუთფუთე მიდი აბა!

მერე ვიწყებ ფიქრს იმაზე რაც თავში მომივა.წუხელ რაზე ვფიქრობდი გაინტერესებთ? კიი, კვდებით ინტერესით, წუხელ ვფიქრობდი სიღნაღზე. მინდა მე სიღნაღში წასვლა <3. ვფიქრობდი რას გავაკეთებდით იქ,როგორ მოვივლიდი ყოველ სანტიმეტრს დაზეპირებულ ქუჩებში და ვიქნებოდი ბედნიერი.

მაგრამ ყოველთვის ასე არ უმართლებს ხოლმე ჩემს საწოლს! და არის ჟამი,როცა უძილობა გრძელდება მაგალითად დილის 5 საათამდე, აი განა რამე კომპი, ტივი კინო რომ, არა, უბრალოდ ვწევარ 12 საათიდან 5 საათამდე და ვიყურები დებილივით აქეთ–იქით, ფუ!

იცით თუ არა, რომ ძილის წინ დგება წუთი,როდესაც ყველა ადამიანი ის არის,რაც სინამდვილეშია, დგება წამი,როდესაც ნამდვილად შენ შენ ხარ და ისიც იცით თუ არა ,რომ ყველას ქენჯნის სინდისი იმ ერთ საოცარ წუთს. იმ ერთ წამს ყველამ იცის სიმართლე.

ხოდა იმის თქმა მინდოდა რომ თუ უძილობა გაწუხებთ ვინმეს,დალიეთ ვალერიანი,დიაზეპამი და ა.შ. და ისე ტკბილად იძინებთ მე რომ ჯერ არც დამსიზმრებია 😀

 


,,ახლა როცა ამ სტრიქონს ვწერ,შუაღამე იწვის,დნება…” =)))

მორჩა,ხვალიდან ადრე ვიძინებ!

ხვალე ალბათ ადრე დავიძინებ იმიტომ რომ ზეგ გამოცდა მაქვს დილით,მაგრამ მერე ისევ დამავიწყდება ჩემი შემართება…

არადა რა სჯობს დილით ადრე ადგომას,პარკში ვარჯიშს,წყლის გადავლებას,გემრიელ საუზმეს?_არც არაფერი! მაგრამ მე,როგორც ცოცხალი ლეში,გვამი და მუქთახორა,დილას ვიწყებ პირველს რომ გადასცდება მაშინ,მერე მთელი დღე დავიზლაზნები უღიმღამოდ,სამაგიეროდ საღამოს ვაქტიურდები და მერე ვეღარ ვიძინებ! არადა გასული რამოდენიმე წლის ეს სეზონი ზუსტად ისე ჯანმთელად მაქვს გატარებული როგორზეც წეღან მოგახსენებდით. ჩემი სიზარმაცე საოცარი პირდაპირობით აისახა ჩემს როგორც ფიზიკურ,ისე სულიერ,გონებრივ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე,იქამდე დავეშვი რომ საჭმლის ჭამასაც აღარ ვკადრულობ.არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი ალბათ ვინც ამ მდგომარეობამ გადაიყოლა,სწორედ ამიტომ გადავწყვიტე,ხვალიდან ადრე დავიძინო,დილით ადრე ავდგე,გავემართო სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად და ხელ-ფეხის გასაქნევად პარკში,დავლიო რძე და ვიცხოვრო ჯანსაღი ცხოვრების წესით!

იმდენი რამის დაწყებას ვაპირებ ხვალიდან,მომავალი დღის იმედით ვცოცხლობ)) მაგ:გარდა იმისა,რომ გავიძახი ხვალიდან ადრე ვიძინებ,ხვალიდან ვარჯიშს ვიწყებ,კიდევ მსგავსი დაპირებები მესმის საკუთარი თავისგან:ხვალიდან ვიმეცადინებ,ხვალ სახლს დავალაგებ,ხვალ ნათლიას დავურეკავ და მოვიკითხავ,ხვალ ფრჩხილებს გავიკეთებ,ხვალიდან მასზე აღარ ვიფიქრებ)) ხვალ წამლის დალევა აღარ დამავიწყდება,ხვალ ფბ-ზე ამდენი ხანი აღარ დავრჩები,ხვალ ესკიზებს დავხატავ,ხვალ წიგნის კითხვას დავიწყებ და ასე უსასრულოდ შემიძლია ყველაფრის ხვალისთვის გადადება.აი ეხლა ვფიქრობ,რომ არაფერი არ მიშლის ხელს იმაში,რომ ზუსტადაც ხვალიდან,დიახ,ხვალიდან ამ ყველაფრის გაკეთება დავიწყო..

მოგიწოდებთ ყველა ჩემნაირ უარგისს,ვინც 1:26 ეი.ემ-ზე კომპიუტერის ეკრანებს უსხედხართ,მომბაძეთ )) ოღონდ რამდენ საათს გასტანს ეს ჩემი აქტიური კამპანია,ვერ გეტყვით,კაცმა არ იცის დილაზე რა ხასიათზე გამეღვიძება..:D