Posts Tagged ‘ცეკვა’


მე 19 ის ვარ. შენც!

მე მორწმუნე ვარ. შენც!

მე მიყვარს შოკოლადის ნაყინი. შენც!

მე პირველს ვივიწყებ. შენც!

მე მიყვარს ლუდი. შენც!

მე ვსველდები ზაფხულის წვიმაში. შენც!

მე ლექსებს ვწერ. შენც!

მე ვტირი. შენც!

მე ვმღერი. შენც!

მე ვხატავ. შენც!

მე არ ვეწევი. არც შენ!

მე აღარ მომწონს ამდენი საერთო რომ გვაქვს.

_…….

მე გავიგე რომ 18 წლის ხარ.

_…….

მე ვხედავ რომ შენ ჩემი ფული ძალიან გიყვარს.

_…….

მე გავიგე რომ ისევ ეწევი.

_…….

მე ვხედავ,  რომ შეხვედრაზე  ყოველთვის აგვიანებ.

_………

მე მივხვდი, რომ შენ ძალიან დიდ გავლენას ახდენ ჩემზე ჩემდაუნებურად.

_…………

მე ვგრძნობ,რომ ვიხუთები შენ გვერდზე.

_……….

მე ვგრძნობ, რომ სასწრაფოდ უნდა განვთავისუფლდე შენგან.

_………..

ორი თვის თავზე მე შენ გტოვებ.

_………..

Advertisements

   თამუნა,ჩემი უსაყვარლესი არსებაა,ჩემზე 13 დღით ადრეა დაბადებული და ეს მხოლოდ თავის დაბადების დღეს ახსენდება,სხვა დროს არ სარგებლობს ამ უპირატესობით ხოლმე. ჩვენ 21 წელია ერთად ვართ მაგრამ აი ბოლო 4 წელია ერთად ვცხოვრობთ (კვირაში რამოდენიმე დღე). ჩვენ ვართ ის ორი თითქმის ერთნაირი არსება,რომლებსაც თამუნას დედა სიამის ტყუპებს გვეძახის. ჩვენი დილა იწყება თამუნას ნარნარა სიმღერით,როცა ის ჩემზე რამოდენიმე საათით ადრე დგება და სანამ არ გამაღვიძებს თავისი ემართება :|. მერე იწყება ჩემი ბუზღუნი,მერე გაბუებული თმების სწორება,მერე ტელეფონის ძებნა,მერე ადგომა და ფეხშველა ბოდიალი,მერე თამუნას საუბარი სასწრაფოდ გადააქვს საუზმეზე რომ კარგ ხასიათზე მოვიდე და მერე მეც ვიღვიძებ=))

გარდა იმისა,რომ ჩვენ დები ვართ (არაბიოლოგიური),ამასთანავე ვართ ნათესავები. ბოლო წლებია რაც აღმოვაჩინეთ,რომ ერთნაირად არ გვიმართლებს პირად ცხოვრებაში,ერთნაირად გვეზარება სწავლა,ერთნაირად გვიყვარს ხალხური სიმღერა და ერთნაირად ვერ ვიტანთ დაკუნთულ ბიჭებს.კიდევ ბევრი საერთო გვაქვს და არასაერთო კიდევ უფრო მეტი, მაგრამ მთავარი ის არის რომ ბოლო 13 წელია არ გავბუტივართ ერთმანეთს( რაც მხოლოდ მისი რბილი ხასიათის დამსახურებაა) და ერთმანეთის გარეშე რამდენიმე დღე ვეღარ ვძლებთ.ახლაც, ჯერ ერთი კვირა არ გასულა რაც არ მინახავს და ისეთი უკმაყოფილო და უბედურივარ,რომ თავ-პირი ჩამომტირის((.

ჩვენ ერთმანეთს ოფიციალური სახელებით მივმართავთ:ქეთევანი და თამარი_ქართული სერიალის გავლენაა, ისიც აღმოვაჩინეთ რომ მე განსაკუთრებით ვგავარ ამ სერიალის გმირს ხასიათის სიწუნკლით=))

ხოდა აი ასე,ყოველი ერთად გატარებული დღე ჩვენთვის სიმღერით იწყება და სიმღერითვე მთავრდება საწოლში,სადაც ხანდახან ზღაპრის შეთხზვის ხასიათზეც კი ვდგებით,აი მაგალითად,ერთ ღამეს ჩემს დას მუზა ეწვია და მარტის მშვენიერ ღამეს,საგაზაფხულო ზღაპარიც გამოვაცხეთ:

იყო და არა იყო რა,ღვთის უკეთესი რა იქნებოდა,იყო ორი და:თამარი და ქეთევანი.ისინი ძალიან ლამაზი და ჭკვიანი გოგონები იყვნენ.მათ გარშემო უამრავი საპირისპირო სქესის ბიჭი ტრიალებდა,მაგრამ თვალები დაბრმავებული ჰქონდათ და ვერ ამჩნევდნენ დების სილამაზეს.თუმცა იყო ორი  გამონაკლისიც,რომლებსაც სიბრმავეს ვერ დავაბრალებდით,რადგან უიმედოდ იყვნენ შეყვარებულნი დებზე,სამაგიეროდ მათ სხვა უამრავი ნაკლი ჰქონდათ,რომლებთან შეგუებაც გოგონებს არ შეეძლოთ..ამ ვაჟების სახელები იყო გოჩა და ლაშა.

ასე გადიოდა დრო,თამარი და ქეთევანი მოთმინებით ელოდნენ თავიანთ ბედს,რომელსაც სჯეროდათ რომ სულ მალე იპოვიდნენ.და სანამ ეს მოხდებოდა,მათ დროის გასაყვანად და გულის გადასაყოლებლად ორი ლეკვი აიყვანეს,ორი ფინია,რომლებიც მათ ართობდნენ და მარტოობას უმსუბუქებდნენ.თუმცა ხანდახან ლეკვები ძალიან თავს გადიოდნენ და დები მათ სჯიდნენ,ხანდახან გარეთაც კი აგდებდნენ! ამ ფინიებს სახელები ერთნაირი ჰქონდათ,დიდი ქართველი პოეტის მსგავსად.(მე-12-ე საუკუნე)

ერთხელ,როდესაც თამარი და ქეთევანი გაზაფხულის ერთ მშვენიერ საღამოს ქუჩაში სეირნობდნენ,დახეთ ბედის სიურპრიზს!!!მათ დაინახეს საპირისპირო მხრიდან მომავალი ორი მზეჭაბუკი.როგორც კი მათი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ,ოთხივე მიხვდა რომ ისინი ერთმანეთისთვის იყვნენ გაჩენილნი..

ამ ბიჭების სახელები იყო გუგა და გ(..)გა.

უფრო დავკონკრეტდები და გეტყვით რომ ქეთევანის ბედის საჩუქარი გუგა იყო,რომელსაც განათლება ლონდონში ჰქონდა მიღებული,ხოლო თამარის სული მეორე ნახევარი იყო გ(..)გა,რომელსაც (…….)-ის აკადემია ჰქონდა დამთავრებული..

ბიჭები მიხვდნენ,რომ ესენი ,,ისინი’’ იყვნენ და უსიტყვოდ,მხოლოდ თვალებში ცქერით შესციცინებდნენ ერთმანეთს ხელიხელჩაკიდებულნი…

შეყვარებული წყვილები მალე შეუღლდნენ,ააშენეს ერთი დიდი ულამაზესი სახლი(ბაღით,რომელშიც თავისი ერთგული ლეკვები დააბინავეს) და ცხოვრობდნენ ბედნიერად და მხიარულად სიცოცხლის ბოლომდე..

ჭირი იქა,ლხინი აქა,ქატო იქა,ფქვილი აქა 🙂

რა თქმა უნდა გმირების სახელები შეიცვალა და თქვენ წარმოიდგინეთ და ფინიად წოდებული მამრი ამჟამად ჩემი დის სიყვარულში მეტოქეობას სერიოზულად მიწევს:|.

ხშირად ხდება ჩვენს თავს ბევრი უსიამო ამბავიც,რასაც ერთად ვუმკლავდებით,თუმცა ცანცარი უკეთ გამოგვდის ერთად.

ჩვენი ბოლო დავა რომელიც ზევით ვახსენე და რომელიც დიდი ხნის წინ მოხდარა თქმა უნდა ჩემი დამსახურება იყო და ახლავე გაგაცნობთ შინაარსს: ჩვენ სოფელიც საერთო გვაქვს სადაც ზაფხულის უმეტეს ნაწილს ერთად ვატარებდით ხოლმე და კარგადაც ვერთობოდით.ხოდა ერთ დღესაც მე გადავწყვიტე თამარი ცხენით ჯირითში გამეწვრთნა)),მისი პანიკური შიშის მიუხედავად ჯიუტად მოვითხოვდი დაუყონებლივ შემომჯდარიყო ცხენზე ჩემთან ერთად. ეხლაც მახსოვს მისი შეშინებული სახე და მუდარა,თან ხასიათს არ იფუჭებდა და ბოლოს როცა ჩემი ვირზე შემჯდარი ხასიათის ატანას ჩემთან ერთად ცხენზე ჯდომა ამჯობინა,მე კმაყოფილი სახით გაბადრული დავატარებდი აქეთ-იქით,თამუნა კიდევ ყვიროდა: დრრრრ ცხენოოო,ვაიმეე ჩამოვვარდებიი,არ გააჭენოო, და ა.შ))

როცა ერთმანეთის გაბრაზება გვინდა,ის ქეთინოს მეძახის,მე თამრიკოს ან თამროს.

 

ჩვენი საყვარელი საქმიანობაა ხმებში სიმღერა,ჩილიმის მოწევა და ცეკვაა,აბა ორ ახალგაზრდა,სიცოცხლით სავსე გასათხოვარ გოგოს მეტი რა ჰობი უნდა ჰქონდეს??=))ჩვენ ვერასოდეს ვეტევით სარკესთან ერთად და ყოველთვის 5 თეთრიანის ძებნაში ვართ სახლიდან გამოსვლის დროს.კიდევ გვჭირს რამოდენიმე უცნაურობა,მოდი ჩემ თავზე არ ვიტყვი,თამოს ავუწითლებ ყურებს:მისი ხშირადხმარებადი  ფრაზაა:როგორ გამოვიყურები,თმა გაბუებული მაქვს საშინლად ხომ? ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა არის ის რომ ვერ ვეტევით ერთ კომპიუტერთან ერთ სკამზე და ორივე ნახევრად ვზივართ ხოლმე ზედ სანამ ერთ-ერთს ფეხი არ დაუბუჟდება; არ ვუსწორებთ ერთმანეთს თმას თუ ეს საქციელი ორმხრივი არაა;მე მას ვემუქრები რომ თუ ისეთ ბიჭს გაჰყვება ცოლად რომელიც მე არ მომწონს მე მის ქორწილში ჩადრით მივალ და მგლოვიარესავით ვიჯდები; ასევე დიდი რუდუნებით და სიამოვნებით ვხარჯავ მის უძვირფასეს სუნამოს და სინდისი საერთოდ არ მქენჯნის.აი ასე დღეს მიჰყვება დღე,ჩვენ არ ვიცვლებით (იმედი მაქვს არც შევიცვლებით) და თუ ოდესმე არჩევანის გაკეთება მომიწევს,მეგობრობას ავირჩევ (ყოველ შემთხვევაში არ  დავჩაგრავ მაინც)….. ))))


ბევრგან წამიკითხავს მსგავსი რამე things to do list, მინდა აქვე გირჩიოთ ერთი ფილმი ამ თემასთან დაკავშირებით, თუ უყურებთ მიხვდებით რომ ცხოვრების ბოლომდე უნდა გააკეთო ყველაფერი შესაძლებელი იმისთვის რომ თავი ბედნიერად იგრძნო,თუნდაც ბევრი სისულელის ჩადენა მოგიწიოს..

http://www.allmovies.ge/ge/#movie/AGDAC

მე რა მინდა რომ მოვასწრო (!) ცხოვრებაში? ეჰ,ხან არაფერიც არ მინდა,მაგრამ არის რაღაც-რარაცეები გასაკეთებელი რის გაკეთების შემდეგაც ვიცი რომ ბედნიერად ვიგრძნობ თავს)).

1.პირველ რიგში მინდა ტატუ,ზურგზე,პატარა თათები მინდა კისრისკენ რომ მიბაჯბაჯებენ ისეთი));

2.მინდა თმა ღია ,,მყვირალა’’ წითლად შევიღებო;


3.არც პარაშუტით ფრენა მინდა და არც კლდიდან ხტომა,თუშეთში მინდა სალაშქროდ წასვლა;

4.მინდა მქონდეს აგურებიანი პატარა სახლი;

5.N-Y ში მინდა ვიცეკვო))განა აი რამე ჩავიდე ,ვისწავლო, ,,ცხოვრება ავიწყო’’,არა,მინდა რომ ვი-ცეკ-ვო!

6.მინდა გავხსნა სარეაბილიტაციო ცენტრი ქალაქგარეთ,სადაც ადამიანები (ფსიქოლოგიური პრობლემებით ან მათ გარეშე) მოვლენ და სულიერ დახმარებას მიიღებენ ჩემს ცენტრში,დაისვენებენ ყველაფრისგან;

7.მინდა ვისწავლო ჭადრაკის თამაში და ბიძაჩემს მოვუგო));

8.გიტარაზე დაკვრა უნდა ვისწავლო და ვიყროყინო ხოლმე;


9.უნდა წავიდე მონასტერში,ძალიან მაინტერესებს როგორ ცხოვრობენ და რას გრძნობენ საკუთარი ნებით სამყაროს განდგომილი ადამიანები..

10.ციხეში უნდა ჩავჯდე(თუნდაც ერთი ღამით),ოღონდ აი ჯარიმა გადავიხადო და მერე გამომიშვან))

მინდა რომ შვილიშვილებისთვის რაიმე მქონდეს მოსაყოლი რა…გავიხსენო და გამეცინოს,გამეღიმოს და სასიამოვნოდ გამაჟრჟოლოს))) ან უსიამოვნოდ,რავიცი ციხეში ჯდომა ვითომ სასიამოვნო რამეა?? 😀
სია სავარაუდოდ უსასრულოდ გაიზრდება,ჯერ-ჯერობით აქ შევჩერდეთ.
შენ რისი გაკეთება გინდა? ;))