Posts Tagged ‘ქორწილი’


ვაა ეს დღეც დამდგარააა, აშკარად მე ვარ, ეს ჩემს თავს ხდება და მე ვნერვიულობ ისე, როგორც არასდროს…

უკვე ტაძარში ვართ..რატომ ვერ ვცნობ ამ ადგილს?? მაღალსაფეხურებიანი ეკლესიის შესასვლელი, კიბეებზე ძლივს ავდივარ,  რა თქმა უნდა ყელამდე  ქუსლები მაცვია 🙂

ამ ახალგაზრდა მამაოსაც არ ვიცნობ, ხელში საკმეველი უჭირავს და ცოტა ღელავს, მგონი ეს მისთვის პირველი ჯვრისწერაა. საკურთხეველში შევიდა. ან საიდან მაქვს ამდენზე ფიქრის თავი?!ის კედელზე მიდგმულ გრძელ სკამზე ზის, ხელებში აქვს თავი ჩარგული, მგონი ლოდინით დაიღალა ჩემი ბიჭი.=)) გარეთ გავდივარ, ვნერვიულობ, ჩემს გოგოებს ვეძებ, ეზოში არიან და გიჟობენ, მოვარდისფრო კაბები აცვიათ, გრძელი. მე ვითომ კი არ ვაპირებდი თეთრი კაბის ჩაცმას და ეს რა არის აბა??„თეთრი კაბაა, თან ბზინავს რაღაცნაირად. არა მომწონს, კმაყოფილი ვარ =))

გოგოებს დავერიე და ვაფრთხილებ, სურათები გადამიღეთ მილიონობიით, უსასრულოდ, უამრავი და ყველგან! აჰა, ეს განკარგულებაც გავეცი. უი,ხო, გოგოებო, საკურთხეველზე რომ ავალთ აი ხომ იცით ხატებს რომ უნდა ვემთხვიოთ, მაშინ არ დაგავიწყდეთ სურათის გადაღებააა!

ეს ჩემი ქმარი რა შორი-შორს დადის, მოდი აქ ბიჭო! ზურგიდან ვეპარები და კისერზე ვეხვევი, სახეს ვერ ვხედავ, მოკლედ შეჭრილი არც ისე მუქი შავი  თმა აქვს და გამხდარია. ღმერთო ეს რა ჩაუცვამს?? მის შავ კოსტუმს წვრილი თეთრი ზოლები აქვს, უწვრილესი მაგრამ მე მაინც არ მომწონს!

და საერთოდაც, ვინ უთხრა რომ ჯვრისწერაზე შარვალ-კოსტუმი უნდა სცმოდა?? მე ჩოხა მინდოდა:(((

ეკლესიის გალავნის კარიდან ხმაური მესმის, აჰაა, სხვა წყვილი მობრძანდა ჟივილ-ხივილით. აუ რააა, აი ეხლა უკვე ცუდ ხასიათზე ვარ, მე არ მინდოდა რიგითი პატარძალი ვყოფილიყავი ამ ტაძარში რააა….

ისე ლამაზი პატარძალია ისიც..

ტარანანა ტარანანა ტარანანა ნააა.

ხელით უჭირავს კაბის ბოლო და ისე მოდის,ლამაზი კბილები აქვს რომ იცინის ანათებს..

ტარანანა ტარანანა ტარანანა ნააა.

სად დადის კაცო ეს ჩემი ქმარი, შევიდე ამ ტაზარში სანამ დროა!

ტარანანა ტარანანა ტარანანა ნააა.

ჯანდაბააააააააააა, გამორთე კახა ეს ზარი გამორთე რაააა, გამეღვიძა,არ შეიძლება კვირა დილას მაინც რომ გამოვიძინო ხოლმე ისე რომ 9 საათზე ბნედა არ დამცეთ??? ბულ შით რა.

ისა, სად ვიყავით?


სანამ ამ კითხვას დაგისვამენ და თქვენ ოფიციალურად იტყვით ,,დიახ-ს”, (ან არას :D) მანამდე მოდით გავარკვიოთ რას დაინახავენ ზურგს უკან თქვენს ქორწილში მოწვეული სტუმრები.

არ მევასება ზოგადი შესავლები, სადაც ჯერ ,,ჯენერალ” უნდა ისაუბრო თემის გარშემო და მერე გადახვიდე კონკრეტულ შემთხვევაზე.

პირდაპირ გეტყვით, ისევე როგორც ყველა გოგო,  ასაკის,ინტელექტის, ტვინის მოცულობის, განათლების, სიგრძე-სიგანის და უამრავი სხვა მონაცემის განურჩევლად, (ოჯახური მდგომარეობის გარდა), ოცნებობს თავის ქორწილზე, დღეზე, რომელმაც მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი უნდა დააყენოს. მეც მათ შორის. უფრო სწორი იქნებოდა, თუ ვიტყოდი, რომ ვოცნებობ კი არა, ვფიქრობ ამაზე. ჯერ-ჯერობით არა ინტენსიურად, მაგრამ მაინც.

თუ გუგლს დავუჯერებთ,  სიმბოლური თეთრი კაბა ქორწილში, ეს ტრადიციაა, რომელიც პატარძლის სიახლეს, სინაზეს და ქალწულობას უსვამს ხაზს. დიახ, დიახ,სიახლეს პატარძლისთვის,ანუ მის პირველ ქორწინებას. თუ თქვენთვის ქორწინება ახალი ხილი არ არის, თამამად შეგიძლიათ მოირგოთ ნებისმიერი ფერის კაბა.=)

წმინდა თეთრი ფერის კაბა, თუ შეგინიშნავთ არც ისე თვალისმომჭრელი და ეფექტურია, თეთრიდან ნებისმიერ ტონალობაში გადასული კაბები გაცილებით უკეთ გამოიყურება, უმრავლესობას, ჩემი დაკვირვებით, ვარდისფერი, ცისფერი და კანისფერი ტონალობები აქვს შერეული. მაინც გავურიე ,,ჯენერალი”:D

ქორწილი, როგორც ცერემონია, ჩემთვის ასოცირდება ბრწყინვალებასთან. ქორწილში ყველაფერი უნდა ბრწყინავდეს, პატარძალი კი მზე უნდა იყოს. =) ქალებო, ეს თქვენი დღეა, არ ვიცი ვის როგორი ცხოვრება ელის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ქორწილის ემოცია არის ის, რასაც მთელი ცხოვრება თან დაატარებ.

მე, პირადად, ჩემს ქორწილში ერთ დეტალს არ დავტოვებ ისე, ჩემს ხელში რომ არ გაიაროს :). არ აქვს მნიშვნელობა ქორწილი 50 კაციანია თუ 300, მთავარია ყველაფერი იყოს გან სხვა ვე ბუ ლი!

ტრადიციული პატარძლების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, პატარძალს შეუძლია თუნდაც ერთი დეტალით საკუთარ გარეგნობაში, სამუდამოდ დაამახსოვროს თავი პუბლიკას.

დავიწყოთ კაბით: ძირითადად, დეკოლტე, გრძელი, ვიწრო. ან კორსეტი და ქვემოთ ბუჩქი, თავზე ფატა. ფატის მომხრე ძალიანაც არ ვარ, ჯვრისწერისას უბრალოდ თავსაბურავი შეგიძლიათ მოიფაროთ. ვარცხნილობის დამალვა, თან მთელი ქორწილის განმავლობაში, დიდი დანაშაულია 🙂

ეჰ, რა გიშავთ კაცებს, გადაიცვამთ შარვალ-კოსტუმს, უკეთეს შემთხვევაში ჩოხას და მზად ხართ! აბა ნახეთ რამდენი რამე სჭირდება ქალს: კაბა, ფეხსაცმელი, თაიგული, ვარცხნილობა, საყურე, ყელსაბამი, სამაჯური, მაკიაჟი და კიდევ ათასი წვრილმანი!

კონკრეტული მაგალითების გარეშე არაფერი გამოვა, ჩემი არჩევანი მდიდრული, არატრადიციული კაბებია. არც მთლად არატრადიციული, შავი კაბის ჩაცმას არავის ვურჩევ 🙂

მე გადავწყვიტე, რომ რადაც არ უნდა დამიჯდეს, ერთ კაბას არ დავჯერდები, მეორე კაბა მოკლე უნდა იყოს (მესამეც თუ იქნება,მთლად უკეთესი 😀 გაიწეწა ოჯახი :D)

ყველა მომწონს, მაგრამ ის, რომელიც მე მეცმევა თუ ოდესმე გათხოვება გადავწყვიტე, აქ არ არის, იმიტომ რომ მე ეგოისტი და შურიანი ადამიანი ვარ და არ მინდა რომ თქვენც მოგეწონოთ და ჩაიცვათ! 😛

გადავიდეთ ფეხსაცმელზე:

არ დაგავიწყდეთ, ბალეტკები ცეკვის დროს ძალიან პრაქტიკულია, რომ ჩამოხვალთ ორსართულიანი ქუსლებიდან, აი ასეთი ლამაზი რამეები შეგიძლიათ ჩაიცვათ.

თმა:

ეხლა გადავხედე სურათებს და სულ ქერა ვარცხნილობები ამირჩევია 😀 ძალიან მომწონს გაშლილ ან ჩაწნულ თმაში ჩამაგრებული ყვავილები.

მართალია თაიგული მეჯვარის ასარჩევია, მაგრამ მე წინასწარ ვაფრთხილებ ჩემს მეჯვარეებს, აქედან აარჩიეთ რომელიმეს დიზაინი =)

რა დაგვრჩა? სამკაულები? რავიცი,რავიცი,ეს ისეთი რამეა რომელსაც თქვენს გემოზე ვერ დაამზადებინებთ (ნუ, დაამზადებინებთ, მაგრამ ძვირი სიამოვნებაა). ამიტომ ერთი-ორი ცალით შემოვიფარგლები:)

რაც შეეხება ყელსაბამებსა და სამაჯურებს,რომლებსაც მე ვერ ვიხდენ, თავად აარჩიეთ :დ

ესეც ზოგიერთი დეტალი:

მე ვფიქრობ, რომ ქალისთვის შვილის ყოლა, გასაგებია, ალბათ ყველაზე დიდი ბედნიერებაა, მაგრამ სანამ შვილი გაჩნდება, მანამდე 9 თვე ხომ უნდა გქონდეთ რამეზე სალაპარაკო?! 😀  ვერაფრით ვერ ვიჯერებ, რომ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ უნდა, რომ ლამაზი ქორწილი ჰქონდეს, ნუ დაგენანებათ ფული საკუთარი სილამაზისთვის და აჩუქეთ საკუთარ თავს დაუვიწყარი დღე. არ მაქვს იმის ილუზია, რომ ყველას შეუძლია მდიდრული ქორწილის გადახდა, დაპატიჟეთ 50 სტუმრით ნაკლები და იყიდეთ ისეთი კაბა, როგორიც გინდათ =) გააფორმეთ სახლი ყვავილებით და არა ბროლის მძივებით, ჩამოკიდეთ ჭერზე ბუშტები, რომლებსაც ფერადი ლენტები ექნება შებმული. აბა მითხარით, რად უნდა ამას ბევრი ფულის ქონა? ყველაფერი მონდომების და ფანტაზიის ამბავია. ასე რომ, წარმატებებს და ოცნებების ასრულებას გისურვებთ :*