Posts Tagged ‘სიღნაღი’


დაიწყო სასწავლო ციება (ცხელებას ვერ დავწერ ამ სიცივეში),ხალხი დადის სკოლაში,უნივერსიტეტში,კოლეჯში,რეპეტიტორებთან,წუწუნებენ,უხარიათ,ეზარებათ,მოენატრათ,უკვე არდადეგები უნდათ…

მე?

მე რაღაცა სხვანაირად ვარ,მთელი ცხოვრება რაც მახსოვს სულ ვსწავლობდი,ან ბაღში დავდიოდი,ან სკოლაში,ან უნიში.

ეხლა რა ვაკეთო? 😐

არა რა ჯობია დილით როცა მინდა ვიღვიძებ,მთელი დღე დავდივარ სადაც მინდა,ყოველ ვიქენდს ქალაქგარეთ ვატარებ და საერთოდაც პონტში ვარ მაგრამ…რაღაცა უხერხული მდგომარეობაა…

ფული არასდროს მაკლდა,ჩემ სამყოფს ვშოულობ სამი წელია,მოსწავლეები არ მომაკლოს ღმერთმა=)) მაგრამ რაიმე სერიოზულ შემოთავაზებაზე არ იტყოდა კაცი უარს..მაგრამ ვიცი ისიც დამეზარება მერე)) ვერ ვიტან უფროსებს,ვერ ვიტან ჩემზე მაღლა მდგომ ადამიანს რომელსაც შეუძლია რამე მიბრძანოს.აბა მითხარით ასეთი ხასიათით ვინ ამიყვანს სამსახურში? :დ

ამიტომ გადავწყვიტე გავაკეთო ჩემი საქმე,ისეთი სადაც არავინ ამოიყრის სხვაზე გაბრაზებული ჩემზე ჯავრს,არავინ მაიძულებს 9საათზე ადგომას,არავინ მისაყვედურებს დაგვიანების გამო და საერთოდ,მინდა საქმე სადაც მე დავავალებ სხვებს ყავის მოდუღებას=))

სიღნაღში მინდოდა წასვლა… ვერ მოვასწარი

მთაწმინდაზე მინდოდა ასვლა…ვერ მოვასწარი

ვაპირებდი მეთქვა მიხარიხარ მეთქი და ვერ მოვასწარი

ამასობაში გარეთ ფოთლები ცვივა…

Advertisements

ვწევარ ლოგინში და ჩვეულ პოზაში ვცდილობ დაძინებას. ჩვეული პოზა არის მუცლით ქვემოთ,მარცხენა ფეხი მოკეცილი და სახითაც მარცხნივ ვიყურები.ვწევარ და ვითვლი თეთრ ფარფატა შუქებს ჩემი თვალების გარშემო რომ დარბიან.მაგრამ გატყუებთ,მაგათ ვერ დაითვლი იმიტომ რომ ციმციმებენ.

ჩემი ძილის პროცესი ძალიან გრძელია,ანუ სანამ ძილამდე მივაღწევ ის პროცესი.იწელება მინიმუმ ერთი საათი და ბოლოს ძილის მოუსვლელობაზე ნერვებდაწყვეტილი ვიღლები და ვიძინებ რა. მანამდე ათჯერ ვიცვლი პოზას და ვერაფრით ვერ ვიძინებ გულაღმა.იცით რატომ? იმიტომ  რომ მარჯვენა წარბს ზემოთ,შუბლზე მეჩვენება რომ რაღაცა დამიცოცავს,ხელს ვისვამ,იმ ადგილს ვიტყავებ,რა თქმა უნდა იქ არავინ და არაფერი არ დამდის,ეს უბრალოდ ის ,,წიკია” რომელიც წლებია მაწვალებს. ამის გამო სულ მარცხენა მხარეს ვატრიალებ თავს და ვყირავდები მუცელზე, რომ შუბლი საწოლს შევახო. ჰაჰააა,მიგასვი საცოდავო მცოცავო,მიდი აბა იცოცე კიდევ ჩემს წარბს ზემოთ,იფუთფუთე მიდი აბა!

მერე ვიწყებ ფიქრს იმაზე რაც თავში მომივა.წუხელ რაზე ვფიქრობდი გაინტერესებთ? კიი, კვდებით ინტერესით, წუხელ ვფიქრობდი სიღნაღზე. მინდა მე სიღნაღში წასვლა <3. ვფიქრობდი რას გავაკეთებდით იქ,როგორ მოვივლიდი ყოველ სანტიმეტრს დაზეპირებულ ქუჩებში და ვიქნებოდი ბედნიერი.

მაგრამ ყოველთვის ასე არ უმართლებს ხოლმე ჩემს საწოლს! და არის ჟამი,როცა უძილობა გრძელდება მაგალითად დილის 5 საათამდე, აი განა რამე კომპი, ტივი კინო რომ, არა, უბრალოდ ვწევარ 12 საათიდან 5 საათამდე და ვიყურები დებილივით აქეთ–იქით, ფუ!

იცით თუ არა, რომ ძილის წინ დგება წუთი,როდესაც ყველა ადამიანი ის არის,რაც სინამდვილეშია, დგება წამი,როდესაც ნამდვილად შენ შენ ხარ და ისიც იცით თუ არა ,რომ ყველას ქენჯნის სინდისი იმ ერთ საოცარ წუთს. იმ ერთ წამს ყველამ იცის სიმართლე.

ხოდა იმის თქმა მინდოდა რომ თუ უძილობა გაწუხებთ ვინმეს,დალიეთ ვალერიანი,დიაზეპამი და ა.შ. და ისე ტკბილად იძინებთ მე რომ ჯერ არც დამსიზმრებია 😀