Posts Tagged ‘სინდისის ქენჯნა’


რამდენიმე დღეა ვფიქრობ, რომ რაღაცის დაწერა არ მაწყენდა, კონკრეტული ვერაფერი მოვიფიქრე, არ მიყვარს ძალით პოსტების წერა, თუ თავისით არ მოვიდა ვერ დავწერ, არ გამოვა ნამდვილი. ხოდა მეც ველოდი მუზას, ველოდი მთელი ათი დღე და დღეს ვნახე ვიდეო ,რომელმაც განსაზღვრა ჩემი პოსტის თემა და შინაარსი.  (არ ვიცი როგორ უნდა ჩავსვა ვიდეო :დ) ალბათ მინახავს ამაზე უფრო ამაღელვებელი ვიდეოებიც,მაგრამ..

ბევრჯერ მინახავს და წამიკითხავს ისეთი რამე, რომ მიფიქრია, რატომ არ ვარ უკეთესი, რატომ არ შემიძლია ვიყო უფრო კეთილი, თბილი, მოსიყვარულე, უბრალო და დადებითი, ეს ხომ ისეთი ადვილია…რა მიშლის ხელს? არც არაფერი, საკუთარი ეგოისტობა და ბოღმა,რომელიც  მახრჩობს. სხეულში, რომელშიც ვცხოვრობ,სული მეხუთება…

არ ვიცი  რა ჰქვია ამ შეგრძნებას ან რატომ მოდის ჩემთან ასე იშვიათად და მალევე მტოვებს, ამ დროს ვხვდები ხოლმე რომ ადამიანი ვარ, ვგრძნობ ხოლმე რომ რაღაც ჩემზე მეტი და ძვირფასი მმართავს, მართავს ჩემს გონებას და მე ეს მომწონს.

რატომ არ შემიძლია ადამიანებს ყველაფერი ვაპატიო, რატომ არ შემიძლია მათ თვალებში ჩავხედო და ვუთხრა: არ იდარდო, არაუშავს რომ მაწყენინე, არაუშავს რომ მიმატოვე, მერე რა, რომ არ გიყვარვარ, მერე რა, რომ გული მატკინე, არაუშავს თუ დამცინე, არაუშავს თუ დამამცირე…

სამწუხაროდ,როგორც უკვე აღვნიშნე მხოლოდ განსაკუთრებული ზემოქმედების დროს ვფიქრობ ამაზე და მალევე ვასრულებ ფიქრს, იმიტომ, რომ ჩემში ცუდი უფრო მეტია და ის ყოველთვის იმარჯვებს.

ძირითადად კი თქვენი ქეთუსია ბოროტი და შურიანი გოგოა, სძულს გარემო რომელშიც ცხოვრობს, ვერ ისვენებს,სულ რაღაცას ეძებს, იტანჯავს თავს და აწამებს სხვებსაც. ალბათ სწორედ ამიტომ არ ჰყავს ბევრი მეგობრები და ვინც ჰყავს იმათიც ძალიან უკვირს რომ უძლებენ.

კიდევ რა? კიდევ ის რომ:

ხანდახან მინდა უანგარო სიყვარული შემეძლოს

ხანდახან მინდა  ცოცხალი იყო

ხანდახან მინდა  პატარა ვიყო

ხანდახან მინდა  მყავდეს ადამიანი რომლის გამოც შევიცვლები

ხანდახან მინდა კარგი ვიყო

ეს ყველაფერი მხოლოდ ხანდახან…


ვწევარ ლოგინში და ჩვეულ პოზაში ვცდილობ დაძინებას. ჩვეული პოზა არის მუცლით ქვემოთ,მარცხენა ფეხი მოკეცილი და სახითაც მარცხნივ ვიყურები.ვწევარ და ვითვლი თეთრ ფარფატა შუქებს ჩემი თვალების გარშემო რომ დარბიან.მაგრამ გატყუებთ,მაგათ ვერ დაითვლი იმიტომ რომ ციმციმებენ.

ჩემი ძილის პროცესი ძალიან გრძელია,ანუ სანამ ძილამდე მივაღწევ ის პროცესი.იწელება მინიმუმ ერთი საათი და ბოლოს ძილის მოუსვლელობაზე ნერვებდაწყვეტილი ვიღლები და ვიძინებ რა. მანამდე ათჯერ ვიცვლი პოზას და ვერაფრით ვერ ვიძინებ გულაღმა.იცით რატომ? იმიტომ  რომ მარჯვენა წარბს ზემოთ,შუბლზე მეჩვენება რომ რაღაცა დამიცოცავს,ხელს ვისვამ,იმ ადგილს ვიტყავებ,რა თქმა უნდა იქ არავინ და არაფერი არ დამდის,ეს უბრალოდ ის ,,წიკია” რომელიც წლებია მაწვალებს. ამის გამო სულ მარცხენა მხარეს ვატრიალებ თავს და ვყირავდები მუცელზე, რომ შუბლი საწოლს შევახო. ჰაჰააა,მიგასვი საცოდავო მცოცავო,მიდი აბა იცოცე კიდევ ჩემს წარბს ზემოთ,იფუთფუთე მიდი აბა!

მერე ვიწყებ ფიქრს იმაზე რაც თავში მომივა.წუხელ რაზე ვფიქრობდი გაინტერესებთ? კიი, კვდებით ინტერესით, წუხელ ვფიქრობდი სიღნაღზე. მინდა მე სიღნაღში წასვლა <3. ვფიქრობდი რას გავაკეთებდით იქ,როგორ მოვივლიდი ყოველ სანტიმეტრს დაზეპირებულ ქუჩებში და ვიქნებოდი ბედნიერი.

მაგრამ ყოველთვის ასე არ უმართლებს ხოლმე ჩემს საწოლს! და არის ჟამი,როცა უძილობა გრძელდება მაგალითად დილის 5 საათამდე, აი განა რამე კომპი, ტივი კინო რომ, არა, უბრალოდ ვწევარ 12 საათიდან 5 საათამდე და ვიყურები დებილივით აქეთ–იქით, ფუ!

იცით თუ არა, რომ ძილის წინ დგება წუთი,როდესაც ყველა ადამიანი ის არის,რაც სინამდვილეშია, დგება წამი,როდესაც ნამდვილად შენ შენ ხარ და ისიც იცით თუ არა ,რომ ყველას ქენჯნის სინდისი იმ ერთ საოცარ წუთს. იმ ერთ წამს ყველამ იცის სიმართლე.

ხოდა იმის თქმა მინდოდა რომ თუ უძილობა გაწუხებთ ვინმეს,დალიეთ ვალერიანი,დიაზეპამი და ა.შ. და ისე ტკბილად იძინებთ მე რომ ჯერ არც დამსიზმრებია 😀