Posts Tagged ‘სითბო’


დღეს სტატიას ვკითხულობდი პირადი სივცრცის თეორიაზე და იმაზე, თუ რამდენად არასასიამოვნოა როცა არასასურველი პიროვნება შენს ინტიმურ ზონაში (რომელიც 15-45სმ-ის მანძილზე ვრცელდება) დაუკითხავად შემოდის. ამ მიზეზით ყოფილა გამოწვეული ის, რომ ვერ ვიტან როცა უნებურად მეხებიან, ან არც ისე ახლობელი გადაკოცნას მოინდომებს, ან ვინმე დაჟინებით მიყურებს. ამ ბოლოზე განსაკუთრებული ალერგია მაქვს. თვალებში ჩახედვა ჩემთვის ძალიან ინტიმური თემაა, შემიძლია სახლშიც კი შავი სათვალით ვიჯდე, ოღონდაც თვალებში არავინ ჩამხედოს :\

ხოდა იმას გეუბნებოდით, რომ როცა შენს ინტიმურ პირად სივრცეში შენი ნებართვით უშვებ ვინმეს იმისთვის რომ აკოცო,  მოეფერო, ჩაეხუტო, (ან მოუღიტინო :)) სადღაც ტვინში ხომ გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონები? )) მე ალბათ ენერგო ვამპირი ვარ, რადგან უდიდეს სიამოვნებას ვიღებ ჩახუტების დროს, ვივსები, გული მიჩქარდება ❤

ეჰ რა ჯობია საყვარელ ადამიანებს რომ ეხუტები :უზერ:

ძველი მეგობარი შემხვდა ამასწინათ, მომიკითხა-მოვიკითხე, ცოტა წავიჭორავეთ და უცებ მივხვდი, რომ ჩემი ხელი ხელში ეჭირა. თავიდან დავიძაბე, მე ხომ ფხუკიანი ვარ 🙂 მერე მივეჩვიე და მესიამოვნა.)) თან ხელებს შორის ქონდა ჩემი ხელი მოქცეული და მეფერებოდა) ვიგრძენი როგორ გადმოდიოდა კეთილი რაღაცეები ჩემს ძარღვებში და გამიხარდა, რომ არსებობდა ეს ადამიანი ქვეყანაზე.

არსებობს ორად ორი არსება, (ან სამი :P)  რომლებსაც ვეხუტები და ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ. აქედან ერთი ჩემი 2წლის დეიდაშვილია, მეორე ჩემი ფისო და მესამე ზი ბესთ მეგობარი)).

რა თქმა უნდა მე ნაღდი სითბოს გაზიარებაზე მაქვს ლაპარაკი და არა იმაზე, ვიღაც რომ აფერისტულად გეტმასნება. ძნელი არაა ამ ორის ერთმანეთისგან გარჩევა და გამიჯვნა.

ხანდახან სრულიად უმნიშვნელო მოვლენები ჩვენს ცხოვრებაში სერიოზულ თემებზე გვაფიქრებს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც გაიძულებენ იყო ბოროტი და არიან ადამიანები, რომლებთან სულ მცირე დროის გატარების მერეც კი ხვდები, რომ გაცილებით უკეთესია, იყო თბილი და მოსიყვარულე.

ხოდა მე, როგორც მონდომებულმა ადამიანმა, გადავწყვიტე ვიყო თბილი! სამწუხაროდ ეს არ ეხება ყველას, მე იმდენად ცივის შთაბეჭდილებას ვტოვებ, რომ ჯობია ჯერ მართლა ვინც მიყვარს იმ ადამიანების მიმართ “დავთბე”, და მერე დანარჩენებზეც გადავალ თუ ძალა მეყო:)

484331_449354145129100_440718598_n

ლექსი დაწერილია რამდენიმე თვის წინ, არის სრულიად გულწრფელი და სპონტანური:) რა თქმა უნდა ყავს ადრესატი, რომელმაც დაიწუნა (შეშურდა მასზე კარგი ლექსი რომ გამომივიდა და იმიტომ :P)

სითბოს გაზიარებაც ერთგვარი ნიჭია, როცა მზე ხარ და სხვებს ათბობ (სუნ). ხოდა ნუ დაგენანებათ საყვარელი ადამიანებისთვის იყოთ მზეები, გაათბეთ სხვები და გათბით თქვენც! ❤


გქონიათ მსგავსი შეგრძნება როცა ნანობ იმას რომ ხშირად არ ეუბნებოდი შენს საყვარელ ადამიანს რომ გიყვარს?

მე მქონია და ეს ერთადერთი რამეა რასაც ვერ გამოვასწორებ.ეს არ არის ისეთი შეგრძნება რომელიც ხანდახან მოგივლის და თავს შეგახსენებს,ეს ის გრძნობაა რომელიც სულ ტვინშია და ტრიალებს,ბურღავს,გაიძულებს თავი ცუდად იგრძნო.

იქნებ რომ სცოდნოდა როგორ მიყვარს უფრო მეტი მონდომებით ებრძოლა სიცოცხლისთვის? იქნებ უფრო მეტი ძალა შემატებოდა ჩემი სითბოთი,ჩემი სიყვარულით?იქნებ რომ მეთქვა როგორ მიყვარს უფრო ბედნიერი მომკვდარიყო..

მე ვფიქრობ ამაზე და ვხვდები რომ ქვეყნად კიდევ არიან დარჩენილი ადამიანები რომლებიც მიყვარს,ვზივარ და ვფიქრობ,რა მოხდება ერთ დღეს ისინიც რომ დავკარგო?

გიფიქრიათ ამაზე?მე მიფიქრია რამდენიმე ადამიანის სიკვდილზე,იმათზე, ვინც ყველაზე მეტად მიყვარს,მიფიქრია ამაზე შიშით, კანკალით, გულშეღონებულს და შეშფოთებულს. და მერე უცებ გამჩენია სურვილი რომ ის ადამიანი ჩემ გვერდზე ყოფილიყო რომ მაგრად ჩავხუტებოდი.

მიყვარხარ_რას გრძნობთ როცა ამ სიტყვას გეუბნებიან? გრძნობთ თავდაჯერებულობას,კმაყოფილებას,სიხარულს,სითბოს,სიმშვიდეს, კიდევ რას?

აქვს ამ სიტყვას მაგიური ძალა? ჩემი აზრით აქვს. ,,ისედაც ხომ იცის რომ მიყვარს”_ეს არის ვითომ თავის მართლება, რის გამოც მე ძალიან უბედური ვარ.ასეთი აზროვნება კლავს. მე მკლავს იმაზე ფიქრი რომ აღარ შემიძლია ვუთხრა როგორ მიყვარს,როგორ მჭირდება,როგორ მინდა რომ ცოცხალი იყოს და ჩემთან იყოს.

,,ნუ გეშინია,არ მოვკვდები”_ ეს იყო ბოლო სიტყვები რაც მე მან მითხრა სანამ გონებას დაკარგავდა.მეც დავუჯერე,მჯეროდა მისი,ვიცოდი არ მიმატოვებდა,არ მიმატოვებდა მისი ნება რომ ყოფილიყო..

ნაწყენი ვარ,შენ მე მომატყუე. მომატყუე და ჩემს ხელში შენმა გულმა ფეთქვა შეწყვიტა.ვეძებდი,ვეძებდი ხელით ვეძებდი შენს მკერდზე მის კვალს,ვეძებდი,როგორ შეიძლება რომ გული აღარ უცემდეს–თქო,ვეძებდი,ვერ ვიპოვე,და უცებ შენი თბილი სხეული გაგრილდა..

და მე….

და მე ვერ მოვასწარი შენთვის მეთქვა,რომ მიყვარხარ,ძალიან მიყვარხარ,რა ვქნა რომ უკვე გვიანია..

ეს არც რჩევაა,არც დარიგება,არც თხოვნა,არც ბრძანება,არც კეთილი სურვილი, ეს ჩემი ნატვრაა:

ყოველ დღე უთხარით საკუთარ დედებს,რომ გიყვართ,უთხარით რომ ყველაზე ძვირფასია თქვენთვის,უთხარით რომ ის თქვენი საყვარელი დედიკოა,უთხარით რომ ლამაზია და საყვარელი,გაუმეორეთ ეს რაც შეიძლება ბევრჯერ,უმეორეთ მანამდე,სანამ ამის საშუალება გაქვთ,გამოხატეთ თქვენი სიყვარული,გაეცით მისთვის ის ყველაზე უანგარო გრძნობა,რომელიც გულში გაქვთ.

და არც სხვები დაივიწყოთ, სიყვარული ხომ ყველას უნდა))..


02:30 a.m

რესტორნიდან ბოლო გამოვდივარ და ვკანკალებ, არ მცივა,მთვრალი ვარ,თავი მიბჟუის..გზიდან ტაქსის მძღოლი მეძახის: გოგონა,ტაქსი ხომ არ გნებავთ? ყურადრებას არ ვაქცევ.

რეკავს: _ლიმუზინის წინ ვდგავარ.

_ოკ მოვდივარ.

ისიც მოდის,დავინახე.ვცდილობ წელში გავიმართო და ფეხი არ ამერიოს, ვიღიმი. სიმპატიურია ჩემი რენე ))

მანქანაში ვჯდები და კანკალს ვაგრძელებ.

_გცივაა??

ტეხავს ივლისში ,,ფეჩი’’  როგორ ჩავართვევინო..

_არ მცივა,რავი ისე, მომწონს კბილების კაწკაწი :დ (რა ჯანდაბა მაკანკალებს)

მამაჩემი რეკავს.._ხო,წამოვედი უკვე,ხო მალე მივალ. ჰო, ჯგუფელები მოვდივართ ერთად.

გზა მოკლეა, დისკზე მობი მღერის, მგრუზავს, მიყვარს..

სახლს მოვუახლოვდით. რატომღაც არავინ აპირებს განძრევას.მე პირადად არსად მეჩქარება.

_გადაეთრიე ჩემო თავო მანქანიდან

_მოიცა იყავი რა..

_ოკ ვიქნები, თავს ვერ ვწევ მაინც და ჰაჰ.

მერე რა ხდება არ მახსოვს, რამოდენიმე წუთში მის მკერდს ვარ მისვენებული.. მამა ისევ რეკავს: ხოოოოოო არააა არ მივსულვარ ვააააააახ.რომ მივალ დავრეკავ. ვუთიშავ.

რას ვაკეთებ,ღამის 3 საათზე რას ვაკეთებ! მკიდია,მომწონს რომ მეხება, ვიღიმი, სუნთქვა მიჩქარდება..

_ხელები გაწიეეე ))

თავიდან ნელა მეხება ტუჩებზე, მე თავს უკან ვწევ,ვიცი რომ უფრო ვანდომებ კოცნას)) (ბოზი ხარ შენ და გათახსირებული). ესეც ჩვენი პირველი კოცნა..გულზე ვეხუტები და თავს მის მკერდში ვრგავ, თავბრუ მეხვევა და თვალებიდან ვერ ვიყურები.ნიკაპს მიჭერს და თვალებში  მიყურებს. ოოო როგორ მძულს თვალებში ყურება! თვალებზე და მთლიან სახეზე ხელებს ვაფარებ და ვკოცნი.

მამაჩემი რეკავს,მკიდია არ ვპასუხობ,სახიდან ხელებს არ ვუშვებ. რეკოს ერთი მაგის დედასაც …

ვჩერდები რომ ამოვისუნთქო. ის ჩემ ყელს ჩაყვა და ჩემს თამამ დეკოლტეს მიადგა.მთელ ტანზე ვყავარ მიკრული,  სიამოვნებისგან თვალებს ვხუჭავ და მეღიმება, გიჟივით მიხარია. რა იყო ჩემო თავო, ასე გწყუროდა?? ))

_ეხლა რომ მაგიჟებ რა ვქნა მე?

_ხელიიიი! რა უნდა ქნა_ყელში ვკოცნი,_წადი სახლში და დაიძინე.

იცინის.

ხელებს ვუჭერ და თავს ზემოთ ვულაგებ, მემორჩილება. ღმერთო რატომ მაგიჟებს ასე მისი დამორჩილება, კაცად უნდა დავბადებულიყავი რა. რა კარგი სუნი აქვს, ტუჩზე ვკბენ რამდენჯერმე, ღირსია, ნეტა დაეტყოს!

_ვისკის სუნით ყარხარ,მეც დავთვერი მგონი))

ახლა თმებში ვქაჩავ და თავს უკან ვუწევ, არ ვაცდი ნორმალურად მაკოცოს, ისე ვთამაშობ მისი ტუჩებით როგორც კატა ეთამაშება ძაფის გორგალს, აგორავებს აქეთ-იქით ნელა და მერე დააცხრება.

არ ვაძლევ უფლებას სახეზე მიყუროს, არ მსიამოვნებს, ეხლა ამის დრო არაა. თვალებზე ვკოცნი, მიყვარს თვალებზე კოცნა..ვსო უნდა გავჩერდე, საკმარისია,თორემ… ვეხუტები და მის სუნს ღრმად ვისუნთქავ.თავზე მკოცნის. ამ ჩემისას მგონი ვუყვარვარ)) კარგი რა,ხომ იცოდი რომ უყვარდი,აბა ბებიაშენისამ ისე აკოცებდი,მათხოვარო.

_უნდა წავიდე…

_ჰო, ვიცი…

მანქანის კარს მიღებს და ხელში აყვანილი გადმოვყავარ,ლიფტს ფეხს ვაჭერ და ლიფტშიც ასე შევდივართ, ვკადრულობ ძირს დადგომას მაგრამ მიზიდავს საშინლად მიზიდავსსს,იხრება და ფეხებში ხელს მკიდებს და ხელში მიტაცებს, ჰო ესე უფრო კომფორტულია))

ლიფტი ჩერდება, კარი გაიღო.

გამოვდივართ. კარებთან მსვავს.

_ვსო ეხლა დაახვიე,ხომ გიხმარე ))_რა თავდაჯერებული ვარ.

ეცინება და მკოცნის, ხელს ვუშვებ და მიდის..

ლოგინამდე ძლივს მივდივარ, ტკბილი ძილი მე.

ხვალეა…

თვალს ვახელ და მესიჯი მხვდება: ,,ჩემი თვალების დანახვა ისევ არ გინდა?)) როგორ ხარ :*’’

_წადი შენი…ტელეფონს გვერდზე ვდებ.

მერე მახსენდება..ოოო, ცუდათაა საქმე, ეხლა რა უნდა ვქნა?? ფხიზელი ვარ და თავიც მტკივა. ჯანდაბა ჯანდაბა ჯანდაბაა!!!

რას იფიქრებს? აუ აუ რა მივქარე…ის ხომ  ჩემი მეგობარია, მეგობარია, მე  გო   ბა რი ა, ფუ შენი…მთვრალი ვიყავი,გალეწილი_თავს ვიმათლებ..ფხიზელი რომ ყოფილიყავი არ იზამდი? ვიზამდი, დრო იყო..

ვდგები და სამზარეულოში გავდივარ,ყავა სადაა, ყავა სადაა?!

5 წუთში ყავას ვსვამ და ვფიქრობ: რა ვქნა? რა ჯანდაბა ვქნა ეხლა. რომ მახსენდება წუხანდელი ღამე მაჟრიალებს…მმმმ ნუუუ სიმართლე რომ ვთქვათ სიამოვნებისგან. მაგრამ..

მაგრამ ჯანდაბას,რაც მოსახდენია მოხდეს,მე მომწონს მასთან ყოფნა. არ გავარტყი სიყვარულს??

გადის რამოდენიმე დღე.მის ნახვას არც ვაპირებ.გული მეღრღნება,მინდა…არა გენაცვალე ,დაოკდი თუ შეიძლება რა! არაფერიც არ გინდა,შენ ნამდვილი ბოზი ხარ,მასთან ერთობი,ცდილობ წარსული დაივიწყო,მაგრამ არც მასთან აპირებ მომავალი გქონდეს,ძუკნა ხარ!

მერე რა,მე დღევანდელი დღე მიყვარს,მოსახდენი მოხდა, კიდეც მოხდება მანამდე სანამ ამის სურვილი მექნება,მერე? მერე არ ვიცი. არც მაინტერესებს, არ მინდა ფიქრი, არ მინდა ფიქრი, მისი ტუჩების გემო მინდა ვიგრძნო კიდევ.. და მორჩა,მეტი არაფერი. სისულელეა, მაგრამ პირველი ხომ არაა))

მკიდია ყველა და ყველაფერი,ვცხოვრობ ისე როგორც გული მკარნახობს, არ ვფიქრობ მომავალზე, ,,სახელის თუ თავის გატეხვაზე’’ ვცხოვრობ როგორც ის წუთი მოითხოვს ისე და ვაკეთებ  იმას რის გაკეთების უფლებასაც თავს ვაძლევ.ეს ჩემი ცხოვრებაა, მე  ვმართავ მას და არა პირიქით, ნიახური კიდე  მე არ ვარ… =)

ყურის ბიბილოსთან, ყელის გასაყართან-დელიკატურ ძარღვთან შენი სუნთქვა დამრჩა…