Posts Tagged ‘ზღვა’


სანამ თხრობას დავიწყებდე, უნდა ვაღიარო რომ ზოგი ფაქტი შეიძლება გამორჩენილი მქონდეს ან არ მახსოვდეს, ან სხვნაირად მახსოვდეს (არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის გამო), ამიტომ ვინც ჩემთან ერთად იყავით იმათ ბოდიშს მოვუხდი და ჩამისწორეთ მერე თუ რამე შემეშალა 🙂

დღე 1

დილის 7საათზე მახინჯაურის სადგურზე ვიყავით, ღამის მატარებლით წავედით, ნუ კუპეში რეები ვაკეთეთ ეგ ცალკე ამბავია 🙂  ჩავედით და უკვე კურიოზი იყო: ვინც უნდა დაგვხვედროდა სხვა ადამიანში აერია ჩემს მეგობარს და კინაღამ ვიღაც უცხო კაცს გავყევით სახლში 🙂

ბოლოს, როგორც იქნა, აღმოვაჩინეთ ჩვენი მასპინძელი და მშვიდობიანად დავბინავდით წინასწარ შემოწმებულ-დაჯავშნულ სახლში. პირველმა პრობლემამ მაშინ იჩინა თავი, როცა  დილის 8 საათზე ძლივს ვიპოვეთ პორტში სასაუზმე ადგილი, სადაც ყავის დალევა შეიძლებოდა.
ჩვენი სახლი გრიბოედოვის ქუჩაზეა, როგორც დიასახლისმა თქვა ზღვა ”აქანევეა”-ო, 5 წუთის სავალზეო, მაგრამ ჩვენ ვერცერთხელ  შევძელით 15 წუთზე ადრე ზღვაზე მისვლა 🙂

2ოთახი გავინაწილეთ გვანცამ და თამუნამ და მე  და ნათიამ. ჩვენი ოთახი ჯობია იშ.

“ხაზეინკა” კეთილი ქალია, მარტო ცხოვრობს, შვილი ყავს მეზღვაური, ელოდება მის ჩამოსვლას რომ კარგ გოგოზე დანიშნოს))

“კარგ” გოგოს ჩვენს შორის ეძებდა,მაგრამ ალბათ მიხვდებით რომ უშედეგოდ 🙂

გვეყო გონიერება და პირველ დღესვე არ ვიხამეთ მზე, კარგი ამინდი დაგვიხვდა.

გამოუძინებელი სახეები, 08 a.m.

გამოუძინებელი სახეები, 08 a.m.

საღამოს ცოტა მოვწესრიგდით და ბულვარის ათვისება დავიწყეთ. პირველ რიგში რაც შევამოწმე ინტერნეტი იყო, რომელთან წვდომაც აღმოჩნდა შეუძლებელი, ბულვარის wi-fi მარტივად რომ ვთქვათ, სრული “შით” გამოდგა.

no internet access :\" title=
სექტორი 31-ს მუსიკამ მიგვიზიდა, მხიარული და ხალისიანი ბარმენები დაგვიხვდნენ, ბართან მიგვიწვიეს (რას არ მიგვიწვევდნენ გვანცას დეკოლტეს გადამკიდე).

მენიუში ფასებს გადავხედეთ და არც ისეთი საშინელება  აღმოჩნდა, როგორსაც ველოდით. გვანცას ბარმენებმა შოუ მოუწყეს, ცეცხლები და ჭიქების გორა დაუყენეს, პირდაპირ ცეცხლებიდან რაღაც სასმელი დაალევინეს და კინაღამ თმა შეუტრუსეს 🙂 სხვანაირად როგორ ვთქვა არ ვიცი, ვიდეოს დავდებ და მიხვდებით.))

ზა ტო მე ბარმენისგან სასტვენი მერგო, რომელიც მეორე დილას მშვენივრად გამოვიყენე გოგოების გასაღვიძებლად 🙂

პირველ საათზე სახლში ვიყავით უკვე, მე რა თქმა უნდა მაღლებზე ვიყავი შემდგარი და ბულვარიდან სახლამდე ფეხშველამ ძლივს  გამოვიგნე 🙂
შინ დაბრუნებულ იმ ორ ღორს, გვანცას და თამუნას, გაახსენდათ რომ თურმე შიოდათ და ხაჭაპურის გაცხელება მოინდომეს. რა თქმა უნდა გაზის ანთება ვერ მოახერხეს, გვეხვეწნენ მე და ნათიას და არცერთი არ ავდექით საწოლიდან მათი უხამსი მიმართვების მიუხედავად. რაღა ექნათ, ცივი შეჭამეს 🙂

დღე 2:
როგორც დაგეგმილი გვქონდა, დილის 7საათზე მეყენა ზარი, ადრიანად უნდა გავსულიყავით ვითომ სანაპიროზე… ისე გამოვრთე მაღვიძარა რომ თვალიც არ გამიხელია 🙂

8ზე ავიფერთხე როგორც იქნა, შევუხტი მეორე ოთახის ბინადრებს და წამოვყარე, ყიყლიყოები შევწვით, ყავა დავაყოლეთ და 9საათი იყო მგონი სახლიდან რომ გავეტიეთ.

საუზმე ოთხისთვის <3<3<3

ჩვენი ყოველდღიური მენიუ ვერ გასცდა კვერცხს და პილმენებს,როგორც მოსალოდნელი იყო 🙂
შუადღეს ვისვენებთ სახლში, საღამოსთვის ძალებს ვიკრებთ და იმედი გვაქვს მომდევნო 6დღეც ასეთი უდარდელი გვექნება.
საღამოს გვანცას მამა ჩამოვიდა, წაგვიყვანა ბაზარში და იმდენი პროდუქტი გვიყიდა, 4 კიარა 40 კაცს რომ ეყოფა 1 კვირა 🙂

მადლობა მამუკა,შენ ჩვენ უცილობელი შიმშილისგან გვიხსენი! 🙂

საღამოს აღარ მახსოვს სად ვიყავით, მგონი სადღაც კაფეში, საჭმლის გაკეთება გვეზარებოდა და ბულვარში ვივახშმეთ. ერთადერთი მუსიკა იყო საზიზღარი, თორემ კერძებს რა უშავდა))

დღე 3:

მოღრუბლულია, მაგრამ მაინც სრული შემადგენლობით გამოვცხადდით პლიაჟზე, სანამ ქვებზე წოლისგან არ დავლურჯდით,მანამდე ვერ მივხვდით რომ არსებობს შეზლონგი, რომლის დაქირავება არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა. მიზეზი: ” შორს ხართ და აქედან ვერ გხედავთ” (შეზლონგის გამქირავებლის კომენტარი, რასაც მოჰყვა უწმაწური სიტყვების მთელი კოლონა 4 უკმაყოფილო და ქვებზე დაბეჟილი  კლიენტის მხრიდან:) 3გამქირავებელი პუნქტიდან არც ერთმა შეზლონგი არ მოგვაქირავა ხალხო, ეს იყო საოცრება 🙂 ჩვენ კი იმდენი ვერ მოვიფიქრეთ რომ ადგილი შეგვეცვალა, ამიტომ ისევ ქვებზე წოლა მოგვიწია..

საღამოს წვიმდა, მაგრამ რა გაგვაჩერებდა სახლში, ისევ ნაცნობ ბარს მივადექით. იღბლიანი საღამო იყო, არცერთ სასმელში ფული არ გადაგვიხდია, კლუბში წავედით_ იქაც იგივე:) გაიხარეთ ხალხო, იხადეთ, თუ გვანცას მკერდგამოვლილი ყინულების გარდა ჩვენგან არაფერს მოითხოვთ, რა პრობლემაა 🙂

ისევ სეცტორი 31-ზე უნდა ვილაპარაკო, ძალიან კარგი სიტუაციაა, ბარმენები საოცრად გვართობენ)) მუსიკაც ნორმალურია, გარემოც, ხალხიც.
დაუვიწყარი დრო გვაქვს ამ ადგილას გატარებული)) (მეტ დეტალებს ვერ მოვყვები, საოცრებები ხდებოდა ხოლმე :))

რომაჩკა და გიორგი

სახლში 4 საათზე მოვედით, მკვდრები ვართ.
დღე 4:

დილიდან წვიმს, არ მახსოვს გუშინ თუ დღეს, გვანცას თანამშრომლები ჩამოვიდნენ.  არ გაუმართლათ, სულ წვიმს.. სამაგიეროდ სმისთვის შესანიშნავი ამინდია! 🙂
დღე 5:

წვიმს, ვსვამთ!

დღე 6:

წვიმს, ვსვამთ. 🙂

მაგრამ გონზე მოვეგეთ და გარეთ ცხვირი გავყავით, არც ისეთი საშინელი ამინდი ყოფილა, მე და ნათიამ ბულვარის აუთვისებელი ნაწილი მოვიარეთ, კაფე “ტყუპებში” ინტერნეტიც დავიჭირეთ და ლუდიც მივირთვით.
რაც აქ ვარ სულ 2 ნაცნობი შემხვდა, ბედნიერი ვარ რომ მეტი ნაცნობი სახე არ დამინახავს 🙂
საღამოს მე და ნათიას მარტოებს მოგვიწია სექტორის სტუმრობა, საინტერესო ადამიანები გავიცანით, სასმელზეც დაგვპატიჟეს და ბარმენებისგან რაღაცითაც დავსაჩუქრდი, თვალებზე ხელებაფარებულს მაჭამეს, ცივი იყო და სლიპინა 🙂 ხახა 🙂 (ფეიხოა იყო)

დღე 7:

ჯიბეები მოვიჩხრიკე, ფული აღარ მაქვს 🙂 მომავალი თვის ხელფასი მოვითხოვე ძმურ პონტში და ჩამირიცხეს 🙂

ფულიანი ვარ, აჭარულის საჭმელად დავიძარით))

lovely :*

საღამოს ისევ კლუბი, მერე ისევ სექტორი, საიდანაც გამოგვყარეს, ვიკეტებითო 🙂

რომელიღაც დღეს ეშმაკის ბორბალზეც ვიყავი, batumi summer set-ზეც, გაჩერებული შადრევანი და” ალი&ნინო”-ც ვნახე, მგონი ბოლო საღამოს..

დელფინარიუმში ვერც ერთს ტრაკი ვერ ავაწევინე და ვერ წავიყვანე. ძალიან დამწყდა გული ასევე მწვანე კონცხზე და ბოტანიკურში რომ ვერ წავედი((

წვიმამ ცოტა კი ჩაშალა ჩვენი გეგმები, ერთ ღამეს ბარიდან გამოსულები ისე დავსველდით და გავიყინეთ, რომ სულ თავ-ბედი ვიწყევლეთ სად ჯანდაბაში მოვდიოდითო, მაგრამ მაინც ძალიან კმაყოფილი და ნასიამოვნები ვარ, ბოლო დღეს მზე გვეღირსა და ჩვენს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. გოგოებს ისეთი დამცავები ჰქონდათ წამოღებული, რომ რუჯი თითქმის ვერ მიიღეს:) მე რა მედარდებოდა, ერთადერთხელ დავიწვი პლიაჟზე 1თვის წინ და მაშინაც იმიტომ, რომ 5 საათი გაუნძრევლად ვეგდე მზის გულზე ფოთის სანაპიროზე 🙂

თამუნამ მოახერხა და ისე დაიწვა, რომ ვუყურებდი მეშინოდა :\  ნათიამ გუაშები წამოიღო პლიაჟზე და ქვების მოხატვა დაიწყო, იმდენი ქნა რომ ვიღაც შეზლონგის გამქირავებელ ბიჭს აჩუქა ბოლოს ყველა, ჩემთვის დახატული ზღვის ცხენიც :\

მე და ნათია მუშაობის პროცესში

ესეც ჩემი შედევრი :

ალქაჯი ქალთევზა 😀

იმ 3 დღის განმავლობაში, სანამ წვიმდა, იმდენი სასმელი ვსვი, რომ რუსთავში ჩამოსულს სახეზე ამესახა ალკოჰოლის კვალი: თვალები დამისივდა, სახეზე დამაყარა და 2 დღე ასე დავდიოდი 🙂 ადრეც მომივიდა სასმელზე ესე, აღარ მახსოვდა თორემ ამდენს არ დავლევდი))

დღე 8:

გვანცას მამამ ჩამოგვაკითხა და შუადღისკენ წამოვედით, დილით ბოლოჯერ ვისიამოვნე ზღვით..

რუსთავი რომ დავინახე ლამის გული შემიწუხდა, მაგრამ აბა რაღას ვიზამ, ჩემი საცოდავი და უსამართლო 1 კვირიანი (!!!) შვებულება დასრულდა…

სანამ თემიდან გადამიხვევია და ჩემს უაზრო ყოველდღიურობაზე დამიწყია წუწუნი, მოკლედ გეტყვით რა დაგიჯდებათ ბათუმში ერთ კვირანი ვოიაჟი:

1. გზა:

ჩვენ 4 ადგილიანი ვაგონი ავიღეთ ღამის მატარებელზე, ბილეთი 23 ლარი ღირს.(ერთი მიმართულებით). მატარებლების განრიგს და ფასებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ

2. საცხოვრებელი:

ფასებს ინტერნეტში ადვილად იპოვით, მთავარი პრობლემა, რაც შეიძლება შეგექმნათ არის ის, რომ ჩახვიდეთ ადგილზე და არ დაგხვდეთ ისეთი პირობები,როგორსაც დიასახლისი დაგპირდათ. მაგ: არ იყოს ცხელი წყალი, გაზი. და ზღვიდან არც ისე ახლო იყოს, როგორც გეგონათ (ჩვენ ეგ დაგვემართა).

ფასები 10 ლარიდან იწყება, ჩვენ 15ს ვიხდიდით ღამეში 1 პერსონაზე. ფასები განისაზღვრება რა თქმა უნდა ზღვიდან და ბულვარიდან დაშორების მიხედვით, ელემენტარული საცხოვრებელი პირობები ყველგან დაგხვდებათ, ხარისხის შესაბამისად ფასიც იზრდება.

3. პროდუქტები:

მე როგორც ვიცი, ბათუმში ერთი ცენტრალური ბაზარია, ფასები სეზონურია, დიდად არ მახსოვს რა რა ღირდა, მაგრამ სულგუნი 9-11ლარი, კარტოფილი 1-1,50ლარი, და სხვა პროდუქტების ფასებიც დიდად არ განსხვავდებოდა თბილისის ფასებისგან. სისულელეა აქედან რაიმეს ზიდვა ეკონომიის მიზნით, ყველაფრის ყიდვა შეიძლება ნორმალურ ფასად ადგილზევე.

4.გართობა:

აქ რაიმე კონკრეტული თანხის დასახელება არ გამოვა, იმიტომ რომ გასართობი ბათუმში ძალიან ბევრია, სანახავიც (ფასიანი) კიდევ უფრო მეტი. ხოდა შეგიძლიათ თანხა თქვენი სულიერი მოთხოვნილებების მიხედვით განსაზღვროთ.

ბულვარში კაფეებში ფასები უფრო მაღალია ვიდრე შიგნით ქალაქში:

ჩამოსასხმელი ლუდის ფასი 2,50ლარიდან იწყება.

აჭარული პატარა თუ არ ვცდები 7 ლარი ღირს;

ფრი: 3ლარი

ჩამოსასხმელი ნაყინი ბულვარში სპეციალურ ჯიხურებში იყიდება 1.50ლ. ყავისფერი ნაყინი მთელ ბულვარში არცერთ ჯიხურში არ იყო, მხოლოდ ვანილის ნაყინს შემოგთავაზებენ.

პლიაჟის აუცილებელი ატრიბუტები ქოლგა და შეზლონგის დაქირავება  3დან 5 ლარამდეა, დრო განსაზღვრული არ არის, მთელი დღითაც შეგიძლიათ იქირავოთ და 1 საათითაც, ფასი იგივე იქნება))

ასევე მეორე პლიაჟის განუყოფელი სიმბოლო_ ცხელი სიმინდი, (რომლის ჭამის სურვილი არცერთს არ გაგვჩენია) მგონი ტარო 1 ლარი ღირს, სასმელებიდან მაგ. ქილის კოკა-კოლა 3 ლარი.

ღამის გართობას რაც შეეხება, როგორც გითხარით ჩვენ სასმელში ფული თითქმის არ დაგვიხარჯავს, მაგრამ კოქტეილებს 10-15 ლარში მოგიმზადებენ, არაყი(100გრ) 6 ლარიდან იწყება, ლუდი 7ლარიდან. ჩილიმის მოწევა გვინდოდა მე და თამუნას, ვერც ეგ ვერ მოვახერხეთ :\ (ჩილიმი 1 პერსონაზე 25 ლარი ღირს, 4ზე 45)

კლუბში შესვლა (სადაც მე ვიყავი) გოგოებისთვის უფასო, ბიჭებს კი 10 ლარი დაგიჯდებათ.

მოკლედ, დაახლოებით 300 ლარი ნორმალური ბათუმური დასვენებისთვის სრულიად საკმარისია ჩემი აზრით. ბათუმში წასვლა ჩემი იდეა იყო, ქობულეთს რატომღაც ვერ ვიტან, არ ვიცი, კონკრეტული მიზეზი არ მაქვს, მაგრამ ბათუმში ყველაფერია იმისთვის რომ დრო კარგად გაატარო.

წარმატებულ შვებულებას და დასვენებას გისურვებთ,

მომავალ წლამდე, ბათუმო! ))

შეხვედრა გველთან

Posted: სექტემბერი 16, 2011 in მე მე მე
ტეგები:, , ,

ამოხსენით ლოგიკური ამოცანა:

ყველა გველი არ არის შხამიანი

ქეთის არ ეშინია გველების

აქედან გამომდინარეობს რომ ყველა გველი არ ყოფილა საშიში და მკვდარი მითუმეტეს:დ

ხო ეხლა რა ხდება აი მე პირადად ვერაფრით ვიგებ რატომ აქვთ ადამიანებს გველის პანიკური შიში,როგორც ვიცი გველის შიში შეძენილი შიშია,ანუ ადამიანებს დაბადებიდან არ დაყვებათ.

ერთ მშვენიერ დღეს მე და ჩემი ბიოლოგიური ძმა მივემართებოდით ზღვის სანაპიროსკენ და ჰოი საოცრებავ გზაზე საცოდავი გველი შევნიშნე რომელიც ვიღაცას დაუნდობლად მოეკლა((.

მე რადგანაც ძალიან გულჩვილი ადამიანი ვარ,ვერ ვიტან ჩემიანებს ასე უპატრონოდ რომ ვხედავ გარდაცვლილებს ქუჩაში დაყრილთ,ამიტომ მე ის სათუთად ავიყვანე ხელში და ზღვაზე წავაპორწიალე :დ იქ მე და მან ზაგარი ერთად მივიღეთ,შემდეგ კი მისი დაკრძალვის ცერემონიალი ჩემმა ძმამ ჩაატარა და ჩემს დაუკითხავად მოისროლა სადღაცა 😐

მაგრამ მანამდე სამახსოვრო ფოტოები გადავიღეთ მე და პაწუკა გველუკამ და მე მას დავპირდი რომ არასოდეს დავივიწყებ:((. ჩემი ძმა გვარიანად შევაწუხე სულ თავში ვურტყი ის გველი და ვუმტკიცებდი ეს ერთგვარი თერაპიაა გველის შიში რომ დაძლიო–მეთქი :დ

არ ვიცი რა ქნა ბოლოს ჩემი ძმის გველისადმი შიშმა,მაგრამ მე კი გვარიანად გავერთე :დ

ჩემმა ძმამ ეს ფოტო რომ ნახა ასე მითხრა ამას ჰქვია ,,სექსი მინდა”–ო 😀


რა ხდება როცა:

შენთვის 1მეტრი არ არის 100 სმ.(იმიტომ რომ მაშინ 1.60 ძალიან ცოტა გამოდის)

როცა ღამის 2 საათზე თუ მოგინდა სახლიდან გასვლა იმისთვის რომ არ დაიხრჩო, დგები და გადიხარ.

როცა გინდა საზოგადოებაში თავი მოწევის გარეშე დაიმკვიდრო.

როცა არ ამბობ უარს გქონდეს თავისუფალი ურთიერთობა ბიჭთან რომელიც მოგწონს, იმის მიუხედავად რომ ,,სხვა გიყვარს და მაგას რატომ ხვდები?”

როცა 17წლიდან აკეთებ იმას რაც გინდა და როცა გინდა, ხანდახან იმის დასამტკიცებლადაც რომ უპატრონო ხარ.

როცა მიდიხარ ზღვაზე დასასვენებლად მარტო, არ დადიხარ ხალხმრავალ სანაპიროზე და ძებნი ადგილს, სადაც სულიერი არ ჭაჭანებს, სამაგიეროდ არის ზღვაც და მზეც,სიწყნარეც და ნამდვილი დასვენებაც. და ამის გამო ყველას ბოზი ჰგონიხარ რომელიც ასეთ ადგილებში კაცებს ემსახურება)) (საკუთარი ყურით გავიგონე ორი ვარია გოგო რომ მომყვებოდა უკან და ჩემზე ლაპარაკობდნენ,ყურსასმენები მეკეთა და ეგონათ რაიმეს ვუსმენდი და არ გავიგებდი) 🙂

როცა მარტო დადიხარ სასაფლაოზე ფეხით და არ თვლი საჭიროდ რომ ეს ვინმემ უნდა იცოდეს იმათ გარდა, ვის საფლავებზეც დადიხარ.

როცა არ ამბობ რომ ათეისტი ხარ მხოლოდ იმის გამო რომ ათეისტობა ახალგაზრდებისთვის ,,თავისუფლებასთან”  პირდაპირ კავშირშია)) და გონიათ რომ აქამდე ვერ აზროვნებდა ეს ხალხი და ვერავის მოაფიქრდა რომ ღმერთი თურმე არ არსებობს იმიტომ რომ მღვდელი ისე არ მოიქცა შენ რომ გაგისწორდებოდა)) და იმიტომ რომ ხალხი სამარხვო შაურმებს ჭამს.))

როცა არ ეძებ განსხვავებულ და გასაშტერებელ იდეებს ინტერნეტში იმისთვის რომ მერე შენ დაიბრალო და ვინმე დააქლიავო,ნახე თურმე როგორ აზროვნებს–ო. ))

როცა ტირი მაშინ როცა გეტირება, ქალების 80% ხომ იმის გამო ტორის რომ საკუთარი თავი ეცოდება))

როცა არ აუქმებ ადნაკლასნიკებს სხვების დასანახად და მერე სხვისი სახელი და გვარით არ დაძვრები.

როცა გძულს საკუთარი თავი იმის გამო რის გამოც სხვები გაფასებენ.

როცა სვამ უამრავ ანტიდეპრესანტს და დამამშვიდებელს.

როცა ხარ საშინელი ცინიკოსი და გარშემო ზოგს ისევ ჰგონია რომ შენ ამით პირადად მათ აყენებ შეურაწყოფას, არადა ეს ასე არ არის,ცინიზმი უკვე ხასიათში გადაგივიდა და ვერც კი ხვდები როგორ სწყდება გული ზოგს იმის გამო რომ სიტყვებით მოფერება არ შეგიძლია.

როცა უყურებ საკუთარ ხელებს წარმოიდგენ რა იქნებოდა  ეს დედამოტყნული დაავადება რომ არ გჭირდეს.

როცა ზიხარ და ხვდები რომ ეს 4 სწავლის წელი ტყუილად დახარჯული 10.000 იყო.

როცა ფიქრობ რომ არ გინდა არც მუშაობა, არც გათხოვება (,,ეხლა შენი საშველია გათხოვება,აბა რა უნდა აკეთო ასე უნდა იწანწალო კიდევ დიდხანს”–ო?), არც მეზობლებთან ჭორაობა, არც სოფელში დასვენება,არც სწავლის გაგრძელება,არც მაკდონალდსში წასვლა(:/).

როცა სისხლი ყელში გაწვება იმის გახსენებისას რომ ვინმეს შეუძლია წყობიდან გამოგიყვანოს თუ ახსენებს სიტყვებს ,,მიდი ეს გააკეთე”.

რა ხდება როცა შენ არ ხარ განუმეორებელი ქალი განუმეორებელი აღნაგობით და ტვინით?

რა ხდება და

ამ დროს შენ ხარ ის, რაც ხარ, შენ ხარ შენ! = ))


გუშინ შევესწარი საუბარს,თუ როგორ ვერ გადაეწყვიტა ახალგაზრდა წყვილს სად წასულიყვნენ დასასვენებლად, ქმარს ჰქონდა რამოდენიმე ვარიანტი, მაგრამ ცოლი უარზე იყო, ეზარებოდა  თვითმფრინავის გამოცვლა დანიშნულების ადგილზე ჩასასვლელად,მოითხოვდა პირდაპირ რეისს თბილისიდან)) ჰოდა ამაზე ფიქრით შთაგონებული გთავაზობთ ადგილს სადაც დასვენებაზე უარს არ იტყოდა კაცი))

კანკუნი  მექსიკის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, მდებარეობს იუკატანის ნახევარკუნძულზე,იუკატანის  სრუტის ნაპირზე. ნაპირზე,რომელიც გამოყოფს მექსიკას კუბის კუნძულებიდან, შედის კინტანა-როოს  შტატის შემადგენლობაში.. მოსახლეობა 572 973 ადამიანი.

კანკუნი  ტროპიკული სამოთხეა, ინარჩუნებს რა მსოფლიოს საუკეთესო ტურისტული დანიშნულების ადგილს. თქვენ თავად შეგიძლიათ შეაფასოთ რისი შეთავაზება შეუძლია ამ ადგილს ტურისტისთვის. სახელწოდება იშიფრება როგორც ,,გველების ბანაკი ან ბუდე”

ქალაქში ფუნქციონირებს საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც მეორეა ქვეყანაში მგზავრთა გადაყვანის რაოდენობის  მიხედვით.  არადა ეს ქვეყანა დაახლოებით 40 წელია რაც არსებობს,1971 წლიდან.

კარიბის ზღვის ატმოსფერო ყველას სულში სწვდება… ეს არის ძალიან თამანმედროვე ქალაქი შერწყმული ანტიკური ხანის მაიას ტომის პირამიდებთან, აქ შეხვდებით და მოისმენთ უნიკალური  უცხო კულტურებისა და ენების კოსმოპოლიტურ შერწყმას.

ცნობილი როგორც მაიას რივიერა, კანკუმი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ძალიან შეცვლილა ვილმას ქარიშხლის შემდეგ, რომელიც კანკუნს მანამდე დაატყდა თავს სანამ ნიუ ორლეანს კატრინა დაარბევდა. მას შემდეგ ქალაქის საცხოვრებელი უბნები და კომერციული ფართები შეიცვალა და გალამაზდა. აშენდა სრულიად ახალი, დახვეწილი და დაგეგმილი ქალაქი. მექსიკის კარიბის ყურეში კანკუნი უდიდესი ქალაქია თავისი მრავალეროვანი კორპორატიული ოფისებით, ბრენდებით და ხალხით. მსოფლიო კლასის კერძო და სახელმწიფო სამედიცინო ობიექტები უზრუნველყოფს კანკუნელებისა და მილიონობით ტურისტის მომსახურებას.

აქ ცხოვრება მრავალფეროვანია, აქ ყველა იპოვის მისთვის ხელსაყრელ ადგილს რომელიც მის გემოვნებას დააკმაყოფილებს. ღამის ცხოვრების სტილით, წყლის სპორტული გასართობებით ამ სამოთხეში დიდი სიამოვნების მიღება შეიძლება.ამასთანავე,თუ თქვენ ხართ ბუნების ფანი ან დახვეწილი მაღალი კლასის  მომსახურებით დასვენების მოყვარული, ჩათვალეთ რომ ეს ადგილი თქვენთვისაა. ფასები კი როგორც ამბობენ,ძალიან ხელსაყრელი და კონკურენტულია არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით მდებარე ქალაქებს შორის,არამედ მსოფლიო მასშტაბითაც.

მარიოტი კანკუნში))

ღამის ცხოვრება:

P.S კანკუნთან თბილისს პირდაპირი რეისები არ აქვს.. =))


არ უნდა დაიმატო უფროსი ასაკის ნათესავები ფეისზე რა!!!! :D:D:D:D:D მზღუდავეეეეეენ მბლოკავეეეეენ მაკომპლექსებენ + ნერვებს მიშლიან =))

რას ვერჩი რა დამიშავეს))

აი მაგალითად მე მინდა რომ რაღაც მოვყვე,ან მინდა რომ ისეთი კომენტარი დავწერო გულს რომ მომფხანს )) წარმომიდგენია მათი რეაქცია და ჩასაფრების პოზა როცა ელიან რომ რამე მივქარო და ეს საჯაროდ გავაკეთო.ჯერ არავის არაფერი უთქვამს და ვერც მეტყვიან ჩემი გულისამრევად სწრაფი რეაქციის ეშინიათ))ეს იცით როგორი რეაქციაა? გიჟს რომ მამსგავსებს და ბოლო ხმაზე კივილს და მტვრევას მაიძულებს.კიდევ კარგი რამდენიმე წუთი გრძელდება მარტო და ბოლოს ჩემი შეუძლოდ გახდომით მთავრდება))

აი ელა მე მინდა მოვყვე ჩემი ზაფხულის ამბები))უცებ მომეხოშა ))

ჩემდა საუბედუროდ დღეს საქართველოს ზღვისპირა ქალაქებში მცხოვრები ახალგაზრდების უმრავლესობა (სქესის განურჩევლად) ფიქრობს რომ თუ მე ზღვაზე ყოველ დილას და საღამოს მარტო გავდივარ,ვწვები პლაჟზე,ყურსასმენებს და სათვალეს ვიკეთებ და ვიწყებ ინგლისურენოვანი წიგნის კითხვას და ვარ ჩემთვის_მე ბოზი ვარ))

)))))))))))))))))

კიდევ კარგი პირსინგი არ მაქვს ))

და არც ვეწევი)))))

უფროსი ასაკის ნათესავები რა შუაშია და აი რატომ უნდა ფიქრობდეს ადამიანი ასე? ან საერთოდ,რატომ უნდა ფიქრობდე სხვაზე,გვერდზე მწოლ არსებაზე პლაჟზე,როცა შეგიძლია იწვე რა და ისიამოვნო.

მთელი წელი მეკიდა ეს ამბავი და ეხლა რატო გამახსენდა ))

წარმოიდგინეთ რა მოხდება ამას რომ დეიდაჩემი წაიკითხავს )))))

არადა არაფერი არ წერია იმასთან შედარებით რისი დაწერაც შეიძლებოდა ;)))


აბა ფემინისტურიც გამოვურიოთ))თუ ჩემს პროფესიას გავითვალისწინებთ,ეს ტექსტი უფრო დახვეწილად უნდა იყოს ნათარგმნი ჩიკაგო ტაიმსიდან,მაგრამ არ არის=))მშობლიური კანადის პროვინციაში,ნიუ ბრანსუიკში, კული მთელი ცხოვრება ცნობილი იყო როგორც კაპიტანი მოლი.მან კაპიტნის წოდება 23 წლის ასაკში მიიღო და მომდევნო 5 წლის განმავლობაში მართავდა სამხედრო გემს Jean K, რომელიც მამამისმა,პოლ კულმა ააგო. კანადის მთავრობამ 2006 წელს ის ოფიციალურად აღიარა როგორც პირველი ქალი კაპიტანი ჩრდილოეთ ამერიკაში.

ტვირთის გადაზიდვისას,ფანდის  სანაპიროს ხან ერთ და ხან მეორე მხარეს,მოლი აწყდებოდა წვიმასა და ნისლს,ცეცხლსა და ყინულს და მძვინვარე მოქცევას რითიც ეს სანაპირო ყოველთვის გამოირჩეოდა.მას ჰქონდა ბევრი ურწმუნო წუთი, აბუჩად აგდება,უყურადღებობა და საბოლოოდ დაიმსახურა  პატივისცემა მისი უხეში მამრობითი კოლეგებისგან.

ერთ-ერთი საინფორმაციო გადაცემა ასე აღწერდა მოლის: ,,მისი წარბები ქმნიან თაღებს,მისი ტუჩები ოდნავ შეღებილია,მის ქერა თმას ნაზი ქალური კულულები ამშვენებს.._ აი ასეთია მის მოლი კული ნაპირზე, მაგრამ თავის ბარჟაზე… მან არ  იცის რა არის შიში.. და თუ ის გათხოვდება როდისმე, ის იქნება ოჯახში მბრძანებელი,ქმარს კი მხოლოდ მეუღლის იარლიყი ექნება.”

დაბადებული 1916წელს,მის კული იყო პირველი ფემინისტი ნიუ ბრანსუიკში,მაგრამ 1939 წელს,როდესაც მან კაპიტნის წოდება მიიღო, ის ნაკლებად ფიქრობდა ისტორიაში შესვლაზე,მას უბრალოდ სურდა ოკეანეში ყოფილიყო.

მარტილ კულმა,რომელიც პატარა მეთევზეთა სოფელ ალმაში დაიბადა,ოფიციალურად გადაიკეთა  სახელი 1940 წელს და დაირქვა მოლი.

ზღვა მისის სისხლი იყო,მამამისი,პოლი ჰოლანდიელი მეზღვაური იყო რომელიც ნიუ ბრანსუიკში დასახლდა და თავისი Jean K -ს მეთაურად უფროსი ქალიშვილი დაასახელა.მოლი მეორე იყო ხუთი შვილიდან,მან ბავშვობა გემის შალანდაზე გაატარა,რომელსაც გადაჰქონდა ტვირთი ფანდის სანაპიროსგან მოშორებით ღუზაჩაშვებული გემებიდან.

იმ იმედით,რომ გახდებოდა მამის პირველი თანაშემწე,მოლიმ მიმართა საზღვაო სავაჭრო სკოლას სანტ ჯონში,უარი მიიღო,მაგრამ თავისი გაიტანა და აიღო თანაშემწის სერტიფიკატი 1937წელს.ორი წლის შემდეგ, საღვაო უნივერსიტეტში მან მიიღო სავაჭრო გემის კაპიტნის ხარისხი და სანაპირო ზოლზე გემის მართვის უფლება.მაშინ უკვე მოლის მამამ გადასცა Jean K,რომელსაც ის მომდევნო 5 წელი მართავდა.

მის კული პრაგმატული ქალი იყო, იყო შემთხვევა,როდესაც Jean K ხშირი ნისლის დროს შეეჯახა ერთ-ერთ გემს და მოლი წყალში გადააგდო, ის ძლივს გადაურჩა საჰაერო ხრახნში ჩათრევას, ჩაეჭიდა ფიცრის ნაგლეჯს და დაუყვირა გემის მგზავრებს რომლებიც ისროდნენ ნივთებს წყალში მის გადასარჩენად; ,,მე უკვე მოვცურავ,შეწყვიტეთ უსარგებლო ნივთების სროლა ჩემთვის და გამოუშვით ნავი!”

1944 წელს,გაზის აფეთქებამ და გაჩენილმა ხანძარმა გაანადგურა Jean K -ს უდიდესი ნაწილი.მოლიგ ეგმავდა ისევ წყალში დაბრუნებას მას შემდეგ რაც შეაკეთა გემი,მაგრამ ერთი წლის მერე ის ცოლად გაჰყვა რეი ბლაისდელს და გადავიდა მასთან საცხოვრებლად მაინში და აღმოაჩინა,რომ ხმელეთზეც მშვენივრად ატარებდა ცხოვრებას,ის მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა საკერავი მანქანების გამყიდველად.

60-იანი წლების დასაწყისში მოლი დაქვრივდა და რამდენიმე წლის შემდეგ მან ოჯახი ჯონ კარნეისთან შექმნა.მოლი კული,რომელიც 1930-40იან წლებში სერავდა ფანდის  სანაპიროს, როგორც პირველი ქალი კაპიტანი ჩრ.ამერიკაში, გარდაიცვალა თავის სახლში, ბანგორში, თავის 93-ე დაბადების დღემდე ორი დღით ადრე, 2009 წლის 25 თებერვალს.

ამჟამად განიხილება მოლი კულის ბავშვობისდროინდელი სახლის ეროვნული ფონდის პარკისთვის გადაცემა.ეს ისტორიული ადგილია,რადგან მოლი იყო პიონერი თავის საქმეში და მისი ცხოვრება საინტერესოა იმ კუთხითაც რომ ეს იყო პირველი მდედრობითი სქესის შეჭრა მამაკაცთა სამფლობელოში, მოლი მეორე ქალი კაპიტანი იყო მსოფლიო მასშტაბით (პირველი რუსი ქალბატონი იყო,რომელმაც კაპიტნის წოდება მოლიზე რამდენიმე თვით ადრე მიიღო).

თუმცა მოლიმ ბევრი შრომა გასწია და დიდი ხარკიც გაიღო,მაგრამ ალბათ საერთო ჯამში,მისი ცხოვრებისეული მიღწევა ყველაზე კარგად მისი სიტყვებიდან ჩანს.1939წელს,,მას შემდეგ რაც მან ჩააბარა სამ საათიანი სამაგისტრო გამოცდა, ის დაუკავშირდა თავის ოჯახს ალმაში.

,,თქვენ ახლა უკვე შეგიძლიათ მომმართოთ როგორც კაპიტანს’’_იუწყებოდა ტელეგრამა.