Posts Tagged ‘ზაფხული’


ყოველთვის მაინტერესებდა რა იყო ამ ქალაქის სწორი დასახელება: სტამბული, სტანბული, ისტანბული, სტამბოლი თუ ვაბშეც კონსტანტინოპოლი და მორჩა!

მე სტამბოლს ვუწოდებ, თქვენ რომელი ვერსიაც მოგწონთ, ის იგულისხმეთ..

პირველად ამ ქალაქში 5წლის წინ მოვხვდი, მაშინდელი ვიზიტიდან არანაირი შეგრძნებები არ გამომყვა, ჩემთვის ეს იყო უბრალოდ უცხო ქვეყანა, სადაც თითქმის “საქმიანი” ვიზიტით ჩასულმა გავაკეთე რაც მევალებოდა და რამდენიმე დღეში დავბრუნდი უკან.

როგორც ჩანს მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ჩემშიც და სტამბოლშიც. არ მოვყვები რიგირთი ტურისტისთვის დამახასიათებელი აღფრთოვანებით თუ რაოდენ სტუმართმოყვარე ქალაქია,  რა უზარმაზარი და მრავალფეროვანია იქაურობა და საერთოდ, ცალკე სამყაროა. როგორ ხმაურობს (არ გუგუნებს, უბრალოდ ხმაურობს). ალბათ ეს განსხვავებაა ევროპულ და აზიურ ქალაქებს შორის_მგონია რომ აქ უფრო მეტი სილაღეა, უფრო მეტი თავისუფლება და ქაოსი.

დადიხარ, დაბოდიალობ, იყურები აქეთ-იქით, სვამ სტარბაქსს და ტაქსიმის მსუბუქ დინებას მიყვები, არსად  გეჩქარება, არაფერზე ფიქრობ, ამინდი ფანტასტიური, ყველა გიღიმის, სადაც არ უნდა შეხვიდე ყველა გესალმება..

ქუჩები_ფერადი, ხალხი_ფერადი, განწყობა_ფერადი, მუსიკა ყველგან, დადიხარ და მუსიკა დაგყვება..

არ მინდოდა პოსტის დაწერა სტამბოლიდან ჩამოსვლისთანავე, დრო რომ გადის, შეგრძნებები და მოგონებები იფილტრება და მხოლოდ ნამდვილი რაც იყო ის რჩება. ხოდა ალბათ დადგა ეგ დროც.

ისე კი სტამბოლში ყოფნის მთავარი მიზეზი იყო სულ სხვა რამ, საერთოდ  საერთოდ სხვა რამ, რასაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი, არც დავიჯერებდი ვინმეს რომ აქამდე ჩემთვის ეთქვა, ,,იცი შენ 04/08/13ში იდგები ტექ. უნივერსიტეტის სტადიონზე და სცენაზე იქნება ადამიანი, რომლის ლაივში მოსმენაზე ვერც კი იოცნებებდი ვერასდროს”_ხო, ასე მოხდა..

993978_635826859774644_1691390162_n

შეიძლება სტამბოლის ნახვის ემოციები დაცხრა და მოყოლაც შემიძლია, მაგრამ აი the wall live-ზე ჯერ ისევ ვერ ვლაპარაკობ. უბრალოდ ვიდექი სცენასთან საკმაოდ ახლოს  2 საათი გაუნძრევლად და საკუთარ ყურებს არ ვუჯერებდი (რა კარგად ჩაჯდა 🙂 ). ლაივი რომ დამთავრდა, მე ისევ ისე ვიდექი, ამჯერად უკვე ვტიროდი და არ არსებობდა დედამიწაზე სხვა არაფერი იმ წუთას ჩემთვის იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, რაც სცენაზე ვნახე.

ეხლა უკვე ყველაფერი მენატრება: ჩვენი პატარა სასტუმრო, ღამის 3 საათზე ჩემ მიერ აივნიდან ნამღერი “დიბიდი დიბიდი და”, ტაქსიმი, მაღაზიების მეპატრონეების მიერ განებივრებული უპატრონო ფისოები, ქუჩის მუსიკოსები, ხიდის ქვეშ შემწვარი უგემრიელესი თევზის გემო, ორიგინალური ნაყინის გამყიდველი, ტყავის საოცარი ჩანთების გამოფენა-გაყიდვა, სუფთა ქუჩები და გემრიელი სამზარეულო, მომღიმარი პერსონალი ყველგან (!) და ჩემი გაუთავებელი ბოდიალი მაღაზიებში.

ძალიან მინდოდა პატარა გარეუბნებში გავლა, ცოტა უფრო რეალურთან მიახლოვებული თურქული ყოფის ნახვა, იმიტომ რომ ადგილები, სადაც მე დავდიოდი იყო მხოლოდ ქალაქის ცენტრი, ჩანდა მხოლოდ ის, რისი ჩვენებაც  უნდოდათ თურქებს აბეზარი ტურისტებისთვის.

თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ქალაქს არ სძინავს. გავსულვართ ღამის 5ზე ქუჩაში და ზუსტად იმდენივე ხალხი გვხვდებოდა გარეთ, რაც შუადღეს დავტოვეთ. ხანდახან უფრო მეტიც, იმიტომ რომ საპროტესტო აქციები იყო 🙂 ორჯერ მოვყევით დარბევაში მე და ჩემი მეგობარი და ბოლოს მივხვდით  რომ არ უნდა გავქცეულიყავით არსად, ჩვენ არ მოგვდევდნენ 🙂

იყო რაღაცეები,რითაც მოვიხიბლე და პირიქით.

მომეწონა კვების ობიექტებში შეკვეთილ კერძამდე მორთმეული უფასო მადაზე მოსაყვანი რაღაცეები 🙂

მხიარული  და ზრდილობიანი გამყიდველები, რომლებიც ხვდებოდნენ რომ მათ ხასიათზე და ვიზუალზე იყო მათი შემოსავალი დამოკიდებული და ხანდახან მზად იყვნენ ნახევარ ფასში გაეწიათ მომსახურება, იყო ეს რესტორანი, ბაზარი თუ მაღაზია.

უპატრონო ცხოველებისადმი დამოკიდებულება: თითქმის ყველა მაღაზიის წინ იდგა მათთვის საჭმელი და წყალი. არც წიხლებს ურტყამდათ ვინმე და არც ადუღებულ წყალს ასხამდა.

არ მომეწონა თურქი მამრების ამჩატებული ხასიათი მას შემდეგ, რაც გაიგებდნენ, რომ ქართველი ხარ. თუმცა ყველამ იცის რომ ეს მათი კიარა ქართველების ბრალია. (აქ რა მოსატანია, მაგრამ ერთი შვეიცარიელი მიყვებოდა რომ მის ქვეყანაში არის პოლიციის  განყოფილება, რომელიც მხოლოდ ქართველ კრიმინალებზე მუშაობს.)

ხოდა ასე იყო,წამოვედი სტამბოლიდან იმ დიდი იმედით, რომ ოდესმე კიდევ დავბრუნდები ამ ქალაქში და კიდევ ერთხელ შევიგრძნობ ემოციების იმ ნაზავს, რომლითაც ვიკვებები აგერ უკვე რამდენი თვეა..

This slideshow requires JavaScript.

Advertisements

აი ეხლა მე ვზივარ,ორშაბათს გამოცდა მაქვს და ტვინდათხეული ცოტა განმუხტვას ვცდილობ.და სად არის და სად არა ჩემი მეგობრის შემყურეს თავში აზრად მომდის საოცრად უნიჭო რამე: ფერების მონა))

მოგეხსენებათ,ეხლა ზაფხულია..

ხმაურია

სიჭრელეა

სიცხეა

სილაღეა

სიცილია

(გამოცდებამდე უძილო ღამეებია,მერე სიცილია)

და აი ჩვენ კი,ადამიანები,ტვინს ვიკეტავთ იმაზე ფიქრით,მოუხდება თუ არა ამ ფეხსაცმელს ეს კაბა,ამ თმის სამაგრს ეს ჩანთა,ამ ფერის ფრჩხილის ლაქს ეს ტელეფონი(!)

მე,მაგალითად (ისევე როგორც თქვენი უმეტესობა) ღამით იმაზე ფიქრში ვიძინებ და დილას იმაზე ფიქრით ვიწყებ,თუ რა ჩავიცვა.და საოცრად ყელში ამომივიდა ეს თემა და თუ ადრე სიამოვნებასაც კი ვიღებდი ნაირნაირი ტანსაცმლის რჩევით,დღეს უკვე სასტიკად მაღიზიანებს ამის გაფიქრებაც კი(ისევე როგორც რამდენიმე წლის წინ სადილის მომზადება მიხაროდა და დღეს მეზობლები რასაც აკეთებენ მეც იგივეს ვამზადებ)

ვზივარ და ვფიქრობ:რატომ უნდა შევუხამო ერთმანეთს ყველაფერი,და თუ არ ეხამება ამის გამო გავბრაზდე,რატომ უნდა შემომხედოს ვინმემ ,,ალმაცერად” იმის გამო რომ აი მაგალითად დღეს მმოსავს ცისფერი შორტი,მწვანე მაისური,ოქროსფერი ბასანოჭკი(თუ რაც არის) და ყავიფერი ჩანთა და ფრჩხილები ლურჯად მიელავს?! და ყველაზე მეტად იმაზე ვფიქრობ რატომ უნდა აინტერესებდეს ჩემ გარდა სხვას,რა მაცვია და რა ფერი! დამანებეთ თავი,დამეხსენით,დამასვენეთ,ნუ მბლოკავთ =)) ნუ მაკომპლექსებთ,ნუ მაზიზღებთ თავს…

მე საკუთარი თავი ძალიან მეცოდება ხოლმე როცა ისეთი ადამიანების მსხვერპლი ვხდები,რომლებიც ფერების მონობაში არიან და მეც იგივეს მიპირებენ :(( დავიფიცებ,რომ არასოდეს დავფიქრებულვარ სხვების ჩაცმულობაზე,არასოდეს გამიფიქრია რომ ვინმეს ცუდად ან კარგად აცვია,არასოდეს ჩამომიყალიბებია ჩემი აზრი კონკრეტულ პიროვნებაზე მისი ჩაცმულობის მიხედვით,იმიტომ რომ ვფიქრობ ასეთი აზროვნება SUCKS!!!!

ჩემი მეგობრები თვლიან ,(და მათ ვერ ვეკამათები ამ თემაზე იმიტომ რომ ნერვები მაწყდება) რომ მუდმივად წესრიგში ყოფნაა საჭირო:თმა დავარცხნილი,ტანსაცმელი შეხამებული,მანერა დახვეწილი,საუბარი თავშეკავებული_ვაიდა რა დროს შეეფეთო შენს ბედს,შენს მომავალს,შენს მეგზურს,შენს თანამოსაყდრეს, და ფორმაში ხომ უნდა იყო?? დიახაც მე აი ასეთი ,,მოუწესრიგებელი” მინდა შევხვდე იმ ჩემს კაცს 😀

პ.ს. მალე ბანკეტი მაქვს და თვენი აზრით,ვარდისფერ კაბას რა ფერის ფეხსაცმელი (და შესაბამისად ჩანთა) მოუხდება? =)))))))