Posts Tagged ‘ზასაობა’


        კიდევ ერთხელ უნდა მოვიქავო ენა და გადმოვანთხიო ჩემი ღრმა ზიზიღი იმ ადამიანებზე (ქალბატონებო თქვენზე მაქვს საუბარი)რომლებსაც ჰგონიათ რომ თუ ძაან გაიტყლარჭებიან და ისე იტყვიან რომ არაფრის გაკეთება არ იციან და არ ეხერხებათ,ეს მათ ვინმესგან გამოარჩევს და უკეთესს გახდის.. მოდი არ ვილაპარაკოთ ასეთი ადამიანების გონებრივ შესაძლებლობებზე და პირდაპირ მიზეზის ძებნა დავიწყოთ.რატომ უნდა გეგონოს ადამიანს რომ ელემენტარული ხელსაქმის ცოდნა ,,გრეხია’’ ? ვინ ჩამოაყალიბა ეს სტერეოტიპი,ვინ დაღუპა ეს უბედური გოგოები?

შვილო ვის რაში სჭირდები თუ გაზის ანთებაც არ იცი და საკუთარ თეთრეულს ვერ უცვლი საწოლს?მე მხოლოდ საკუთარი თავის მიხედვაზე მაქვს ლაპარაკი რა სისულელეა ტოლმის გახვევას ვინ გთხოვთ..მგონი მიზეზი ისევ მამაკაცებში უნდა ვეძებოთ,მე ვფიქრობ თქვენი ბრალია დიახაც.თქვენ გაატუტუცეთ ეს ქალები,აბა თუ ვიცი რომ ჩემი უვიცობის აღიარება საზოგადოებაში მოწონებას არ დაიმსახურებს,არც ვიტყვი, არა? ხოდა ხომ გიზით ეხლა ჩლუნგი ცოლები სახლში=))))))) ან ვინ გაგზარდათ,20 წელი როგორ აგიტანათ?

და ბოლოს,რჩევის სახით:

მამაკაცებო,ნუ ზასაობა კარგია,მაგრამ ცოტა სხვა კუთხითაც აარჩიეთ თქვენი რჩეულები.

ქალებო,რომ იცოდეთ რისი სურვილი მიჩნდება როცა თქვენი ტლიკინი მესმის ამ საკითხთან დაკავშირებით,არასოდეს აღარ გაიმეორებდით ალბათ მსგავს დებილობას.საპირისპირო სქესის არ ვიცი,მაგრამ მე ძალიან არ მომწონს ასეთი ტყლარჭვა,მერწმუნეთ,ეგ გოგჩობას არ ნიშნავს.მე რომ რამის გაკეთება არ ვიცი ჩუმათ ვაკეთებ რომ ვისწავლო რამენაირად.

ბოლო დროს სამჯერ შევესწარი სიამაყით  საუბარს საკუთარი სიდებილის შესახებ და სამივე გოგო ამჟამად ან დაოჯახებულია ან აპირებს.

მე სულ მკიდია ვინ რისი გაკეთება იცით მაგრამ მოდით თქვენ ჩემს მოთმინებას ნუ გამოსცდით და მე თქვენს  აუტანლობას ავიტან =))

Advertisements