Posts Tagged ‘ეკლესია’


თქვენ ალბათ სათაურმა შეგაშფოთათ,აღდგომის და ტრაკის გვერდიგვერდ ხსენება როგორ შეიძლება?? უი უი. თუმცა შეცდით,ეს ათეისტის პოსტი არ არის და არც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დაკნინებას აპირებს ვინმე.
როგორც წესი,სულ ზედ მახატია ხოლმე ვინ როდის,რანაირად,ვისთან ერთად,რითი, ვის ზევით და ვის ქვემოდან ცხოვრობს და მით უმეტეს მარხულობს, მაგრამ ისე შევწუხდი უკვე ამ “სხვაესეშვებადამერომარვშვებიმაგარიროჟავარ” პოსტებმა, რომ გული უნდა გადაგიშალოთ.
ეს თემატური წალეკვა საუფლო დღესასწაულებზე ბლოგების სასიცოცხლო ელექსირია რა:)
გავეცანი რამდენიმე პოსტს,სადაც აღშფოთებული ბლოგერები იუწყებოდნენ რომ მათი ნაცნობები სადიეტოდ მარხულობენ და ისინი არა,რომ სხვები ეკლესიაში ლაპარაკობდნენ და ისინი არა,რომ ვიღაცამ სამარხვო შაურმა ჭამა და მან არა,რომ ვიღაც გოგომ მთელი ღამე ეკლესიის ეზოში 9 ბიჭთან იზასავა, რომ ვიღაცას ვერ გაურკვევია ქრისტე აღდგა თუ აღსდგა.
და მერე? ანუ? შენ რა? ანუ ღმერთი არ არსებობს? ამის თქმა გინდა? ა არა? აბა იმის რომ ხალხი სხვის დასანახად მარხულობს? ანუ შენ სხვანაირი მარხვა იცი და გინდა? მერე ვინ გიშლის? შენს რწმენას მოაკლდა იმით რამე რომ სხვა შენნაირი არაა? შენ ნაკლები მოტივაცია გაქვს სხვების შემყურეს? ანუ რა გამოვიდა,შენ სხვების ზეგავლენის ქვეშ ხარ და მათი საქციელი შენს რწმენასა და საერთოდ წარმოდგენაზე გავლენას ახდენს?
ხოდა შენ ყოფილხარ ყველაზე უფრო დასაცინი, ყველაზე უფრო გაურკვეველი, ყველა მათგანზე უფრო უბედური, მარტოსული, დაბნეული და დაბოღმილი.
შენ რომ ამას არ გააკეთებ და ასე არ იმარხულებ, გავიგეთ _ანუ დაწიოკებული იმართლებ თავს.
მოდი ასე მოიქეცით:დასხედით, დაიდეთ წინ აი ია_ანუ ყველაზე მარტივად წასაკითხი და გასაგები რელიგიური სწავლება (პირდაპირ ბიბლიას ნუ მიახტებით,ორ სიტყვასაც ვერ გაიგებთ ს წ ო რ ა დ). თუ მართლა გაინტერესებთ როგორ უნდა იმარხულოთ და მოიქცეთ “მარხულების” დანახვისას (რომლებსაც წესით ვერ უნდა ცნობდეთ რომ მარხულობენ). და თქვენნაირი განსწავლული ხალხი მოიმრავლეთ გვერდზე,გახდით უმრავლესობა მრევლს შორის და აღარც ცუდად მომარხულე ხალხი შეგაწუხებთ,აღარც მამოს ჯიპი,აღარც სანთლების ბიზნესი და აღარც თავდაყირა აღმართული ჯვარი.
რომელიმე საჯაროდ განიხილავთ თქვენს ინტიმურ ცხოვრებას? თუ კი,მაშინ ილაპარაკეთ თქვენს რწმენაზეც ასეთივე თავგამოდებით.თუ არა,მაშინ ჩათვალეთ რომ ინტიმურ ცხოვრებაზე უფრო ინტიმური და დაფარული უნდა იყოს თქვენი რწმენა.არ ილაპარაკოთ ტაძარში,იდექით თვალებდახუჭული ლოცვის დროს და არც ვინმეს ლაპარაკი შეგაწუხებთ და აღარც შვებამოგვრილი მრევლი,რომელსაც მარხვის დასრულება უხარია.საიდან მოიტანეთ რომ ადამიანებს არ უნდა უხაროდეთ მარხვის დასასრული? წაიკითხეთ სადმე?
თუმცა რა თქმა უნდა წაიკითხავდით, თქვენ ხომ სპეციალური გამოშვება გაქვთ სახელმძღვანელოსი: “როგორ უნდა გამოვუჩხრიკოთ მართლმადიდებელს ცოდვა, როცა გულს რაღაც ჭია გვიღრღნის”.
გყავდეთ მარტო ერთი ადამიანი ვინც თქვენსა და ღმერთს შორის იქნება_მოძღვარი და არა მეზობელ-დაქალ-ძმაკაც-ახლობელ-მეგობართა მთელი არმია და დაისვენეთ თქვენც და დამასვენეთ მეც.
თუმცა თქვენ ხომ ისედაც კარგად იცით რომ ეს ასე უნდა იყოს, მაგრამ რადგან თავად არ თვლით ამის კეთებას საჭიროდ, მაშინ სხვები ხომ მაინც უნდა გადაჩხრიკოთ.
(გ)მადლობთ, რომ მომაპყარით ყურნი თქვენნი.

Advertisements

ვაა ეს დღეც დამდგარააა, აშკარად მე ვარ, ეს ჩემს თავს ხდება და მე ვნერვიულობ ისე, როგორც არასდროს…

უკვე ტაძარში ვართ..რატომ ვერ ვცნობ ამ ადგილს?? მაღალსაფეხურებიანი ეკლესიის შესასვლელი, კიბეებზე ძლივს ავდივარ,  რა თქმა უნდა ყელამდე  ქუსლები მაცვია 🙂

ამ ახალგაზრდა მამაოსაც არ ვიცნობ, ხელში საკმეველი უჭირავს და ცოტა ღელავს, მგონი ეს მისთვის პირველი ჯვრისწერაა. საკურთხეველში შევიდა. ან საიდან მაქვს ამდენზე ფიქრის თავი?!ის კედელზე მიდგმულ გრძელ სკამზე ზის, ხელებში აქვს თავი ჩარგული, მგონი ლოდინით დაიღალა ჩემი ბიჭი.=)) გარეთ გავდივარ, ვნერვიულობ, ჩემს გოგოებს ვეძებ, ეზოში არიან და გიჟობენ, მოვარდისფრო კაბები აცვიათ, გრძელი. მე ვითომ კი არ ვაპირებდი თეთრი კაბის ჩაცმას და ეს რა არის აბა??„თეთრი კაბაა, თან ბზინავს რაღაცნაირად. არა მომწონს, კმაყოფილი ვარ =))

გოგოებს დავერიე და ვაფრთხილებ, სურათები გადამიღეთ მილიონობიით, უსასრულოდ, უამრავი და ყველგან! აჰა, ეს განკარგულებაც გავეცი. უი,ხო, გოგოებო, საკურთხეველზე რომ ავალთ აი ხომ იცით ხატებს რომ უნდა ვემთხვიოთ, მაშინ არ დაგავიწყდეთ სურათის გადაღებააა!

ეს ჩემი ქმარი რა შორი-შორს დადის, მოდი აქ ბიჭო! ზურგიდან ვეპარები და კისერზე ვეხვევი, სახეს ვერ ვხედავ, მოკლედ შეჭრილი არც ისე მუქი შავი  თმა აქვს და გამხდარია. ღმერთო ეს რა ჩაუცვამს?? მის შავ კოსტუმს წვრილი თეთრი ზოლები აქვს, უწვრილესი მაგრამ მე მაინც არ მომწონს!

და საერთოდაც, ვინ უთხრა რომ ჯვრისწერაზე შარვალ-კოსტუმი უნდა სცმოდა?? მე ჩოხა მინდოდა:(((

ეკლესიის გალავნის კარიდან ხმაური მესმის, აჰაა, სხვა წყვილი მობრძანდა ჟივილ-ხივილით. აუ რააა, აი ეხლა უკვე ცუდ ხასიათზე ვარ, მე არ მინდოდა რიგითი პატარძალი ვყოფილიყავი ამ ტაძარში რააა….

ისე ლამაზი პატარძალია ისიც..

ტარანანა ტარანანა ტარანანა ნააა.

ხელით უჭირავს კაბის ბოლო და ისე მოდის,ლამაზი კბილები აქვს რომ იცინის ანათებს..

ტარანანა ტარანანა ტარანანა ნააა.

სად დადის კაცო ეს ჩემი ქმარი, შევიდე ამ ტაზარში სანამ დროა!

ტარანანა ტარანანა ტარანანა ნააა.

ჯანდაბააააააააააა, გამორთე კახა ეს ზარი გამორთე რაააა, გამეღვიძა,არ შეიძლება კვირა დილას მაინც რომ გამოვიძინო ხოლმე ისე რომ 9 საათზე ბნედა არ დამცეთ??? ბულ შით რა.

ისა, სად ვიყავით?