Posts Tagged ‘ახალი წელი’


როგორ აღარ მინდა ხოლმე ცუდი რაღაცეების გახსენება მაგრამ 2012მა იმდენი ქნა რომ მომიწევს.

რატომღაც მომინდა წინა წლის შემაჯამებელი პოსტის დაწერა.

რას გაუგებ ამ ჩემს არეულ თავს…

ნუ 2011წლის ბოლოს იყო, მაგრამ ჩავთვალოთ რომ 2012ში  სტაბილური სამსახური მქონდა. პირველად გავძელი წელიწადზე მეტი ერთ სამუშაო ადგილას. გარემო არის ახლობელი (დეიდასთან ერთად ვმუშაობ) და კარგია ეს თუ ცუდი ჯერ ვერ გავარკვიე, მაგრამ არ მქონია უცხოობის და შეგუების პრობლემა.

მეორედ ჩემს ცხოვრებაში შემიყვარდა უაზროდ, უზომოდ და უჭკუოდ. ნუ როგორც მჩვევია ხოლმე. და რაღა თქმა უნდა ყველაფერი დამთავრდა. მე ვინ მომცა იმის ბედი რომ ჩამოყალიბებულ და ნორმალურ პიროვნებას შევხვდე.

იყო ყველაზე მძიმედ გადასატანი წელი ამ მიზეზით და ნუ სიმართლე რომ ვთქვა, ჭკუის სწავლების მხრივ არაფერი შემმატებია, იმიტომ რომ ვფიქრობ ჩემი მხრდან ყველაფერი გავაკეთე რისი გაკეთებაც შეიძლებოდა.

ალბათ ერთადერთი იმას მივხვდი, რომ ქართველ კაცს (თუ რაც არის) არ შეუძლია შეიშვენოს ურთიერთობა  მანამდე, სანამ არ ახოხიალებ, არ ამათხოვრებ, არ არბენინებ და აწუწუნებ. თურმე იმით ფასდება ქალი, თუ რამდენი ხანი გახვეწნინებს ურთიერთობაზე დასათანხმებლად.

ყლე ხარ ძვირფასო.

აჰა პირადი ცხოვრების მორიგი წარუმატებლობა განვიხილე, კარიერასაც შევეხე.

წელს კიდევ ერთი ნათესავი დავკარგე, ისევე მოულოდნელი და უბედური სიკვდილით, როგორც აქამდე დამიკარგავს დანარჩენები.

ვხვდები, რომ ვეღარასოდეს ვიქნები ისეთი, როგორიც ვიყავი იმ ყველაფრის ნახვის და საკუთარ თავზე გადატანის შემდეგ.

დროა გართობაზე გადავიდეთ 🙂

წელს პირველად გავატარე დამოუკიდებლად, მეგობრებთან ერთად შვებულება ზღვაზე. იყო დაუვიწყარი და ემოციებით დატვირთული უბედნიერესი დღეები.

არ შემიძენია ახალი მეგობრები (მგონი 16წლის მერე ახალს არავის დავმეგობრებივარ :))

სამაგიეროდ მოვახერხე და დაკარგე ადამიანი, რომელიც ზუსტად ერთი წელი ცდილობდა ჩვენი ურთიერთობის აღდგენას.

და მოახერხა 🙂 რის გამოც ძალიან ბედნიერი ვარ.

ხანდახან (მხოლოდ) ვხვდები ხოლმე, რომ სადღაც აფსაითში ვეძებ კარგ რაღაცეებს, მაშინ როცა მას ძებნა არ უნდა და გვერდით მაქვს. უბრალოდ სხვანაირად უნდა შევხედო.

წელს პირველად დავუმეგობრდი შინაურ ცხოველებს და პაწაწუნა კნუტი მოვიყვანე სახლში. ჩემი ცხოვრება ისე გაალამაზა, გაამხიარულა და შეცვალა რომ ვერასოდეს წარმოვიდგენდი. მართალია ეხლა უკვე 5 თვის გოგოა და ძალიან მაბრაზებს თავისი გიჟი ხასიათით, მაგრამ ნათქვამია ცხოველი პატრონს ემსგავსებაო და სიმართლე ყოფილა 🙂 ძალიან ძალიან შემაყვარა თავი და ჩემს გარეკილ ნერვებს საოცრად მოუხდა მისი გვერდით ყოფნა)).

ასევე წელს პირველად მოვახერხე ორგანიზება გამეკეთებინა საქველმოქმედო ღონისძიებისათვის, რომლითაც მე და ჩემი მეგობრები დავეხმარეთ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს. ამ ბავშვებთან ურთიერთობამ დამანახა თუ რა უმნიშვნელოა ყველა ჩემი პრობლემა მაშინ როცა გვერდით ოჯახი მიდგას და ნებისმიერ წუთს შეიძლება მქონდეს მათი დახმარების იმედი.

მოკლედ რომ ვთქვა, იყო საოცრად ემოციური, არეული და დასამახსოვრებელი წელი.

დამდგარ ახალ წელს  კი მინდა ვუთხრა:

1355923341548544

 


და აი ისიც, მოდის, მობრძანდება, მალე კარს შემოაღებს და ა.შ და ა.შ. 🙂

მე თუ მკითხავთ, საერთოდ არაფერი არ არის იმაში აღსანიშნი, რომ ახალი წელი დგება, მაგრამ რადგან მაინც ვდგამ ხოლმე 31ში (12ის ნახევარზე) ნაძვის ხეს, საცივსაც ვაკეთებ და გოზინაყსაც და კიდევ იმ მიზეზით, რომ სერჩებში დიდი ხანია შევნიშნე “როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე” , “რა ჩავიცვა ახალ წელს”, “გველის წელი და სიკტილი” და მსგავსი კითხვები, ამიტომ ვეცდები ჩემი საკუთარი გამოცდილება გაგიზიაროთ ახალი წლის აღნიშვნასთან დაკავშირებით.

მე როცა ვხვდები, რომ არ მეახალწლევება, ვცდილობ ხოლმე თემატური სურათებით, გემრიელი რეცეპტებით და სიახლეების წაკითხვით ცოტა შევეგუო და გამოვისწორო ხასიათი. თქვენც იგივეს გირჩევთ და ვეცდები კიდევაც დაგეხმაროთ.

ნაძვის ხის მორთვა ძაან ჭრელად მე პირადად არ მიყვარს. “წვიმებიც” მხოლოდ 1-2 ფერის მაქვს და სათამაშოებიც ვცდილობ ერთ ფერში იყოს. გული მიგრძნობს, რომ წელს ჩემი ფისო არ დატოვებს არც ერთ სათამაშოს მთელს და წინასწარ გული მისკდება :).ალბათ მხოლოდ ბანტებით მომიწევს მორთვა, არაუშავს ეგეც ლამაზი იქნება, არა? ))

წელს ოქროსფერი, ვერცხლისფერი, მუქი მწვანე, შავი და ლურჯი ფერებია აქტუალური. შეგიძლიათ სამოსიც და დეკორაციაც ამ ფერებში გადაწყვიტოთ.

ტრადიციული ნაძვის ხის გარდა, შეგიძლიათ შეიძინოთ ბუნებრივი ნაძვის ხის ტოტები და კედლები გააფორმოთ, ან გამჭვირვალე ჭურჭელში პატარა ნატეხები ჩააწყოთ, გვერდით გირჩები შემოუწყოთ და ბრჭყვიალები მოაფრქვიოთ ზევიდან,ან შუაში ფერადი სანთელი ჩაამაგროთ.

2011Christmas-Tree-Ornament

საახალწლო სუფრას ძალიან მოუხდება დეკორატიული სანთლები და თემატური ხელსახოცები სანტას, ფიფქიას და ფიფქების გამოსახულებით ))

Christmas candles

ფანჯრებზე ფიფქების და ფერადი ნათურების დამაგრებაც  ხომ მარტივია? იმედია წელს მაინც არ დამეზარება 🙂

ამ მოქსოვილმა საყვარელობებმა მომცელა 🙂

il_fullxfull.394481454_ex9s 6-sn

ეს გველუკები წიგნის სანიშნეებია, ნეტა შემეძლოს ქსოვა 😐

ჯერჯერობით ჩემი ახლობლებისთვის განკუთვნილი საჩუქრები მხოლოდ იდეაში არსებობს და სავარაუდოდ 30 დეკემბრამდე იდეაში დარჩება 🙂

ტანსაცმლის არჩევაში ვერ დაგეხმარებით, მაგრამ აი ეს მანიკური ძალიან მომეწონა ))

531787_414215011984799_545149108_n

ყოველ ახალ წელს ერთი და იგივე მენიუ სუფრაზე ძალიან მოსაბეზრებელია, ვცდილობ ხოლმე რომ რაიმე ახალი შევმატო სუფრას, ძირითადად სალათები (ადვილია და იმიტომ :)) წელს რაღაც ნამცხვრის გამოცხობის ხასიათზე ვარ, ვნახოთ, ვნახოთ))

16431001-2013-christmas-tree-loading-progress

ახალი წლის შეხვედრის რაიმე ტრადიციული რიტუალი გაქვთ? მე ყოველთვის ძილზე ვფიქრობ და გოზინაყის დაჭრაში გასაცოდავებულ თითებს ვილოკავ  🙂

სიმართლე რომ გითხრათ, ჩემთვის ახალი წელი შობის დილას დგება, ღამენათევი დილით კაააი ცხელ ხაშს რომ ხვრეპ, რა სჯობია მაგაას აუაუუუუ 🙂

მოკლედ იმდენი ვქენი, რომ მგონი ახალი წელი შეგაძულეთ 🙂

და ბოლოს,

All-I-want-for-Christmas-is-you


წინასაახალწლო განწყობას ვიქმნი, ვიქმნი და შევიქმენი =)) სამსახურში ჩემი ოთახი ფიფქებით, წვიმებით და სათამაშოებით მოვრთე, კომპის ეკრანზეც ახალი წელია, გონებაშიც ბოლო დღეებში ქაოსია, ვფიქრობ რომელი ორიგინალური კერძი მოვამზადო, რით გავაკვირვო 1–ში ერთად შეყრილი ნათესაობა, როგორ ვცადო ისეთი გოზიანყის მომზადება, რომ წელს მაინც მომეწონოს. რამდენიმე სალათის რეცეპტიც მაქვს კომპში შენახული. ნაძვის ხე ერთი კვირაა რას დავდგი, სახლიც მოვრთე და დავალაგე საფუძვლიანად.

მეტს რას ითხოვთ ჩემგან? ამას გულისხმობდით როცა მეკითხებოდით მაქვს თუ არა წინა საახალწლო განწყობა და მიხარია თუ არა ახალი წლის დადგომა? ამ ყველაფრის შემდეგ ჩემი პასუხია: არა!

მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რადგან ერთი თვით და კვირით ადრე არ მიხარია, არ გავერთობი, არ დავლევ, არ ვიყვირებ, არ ვიმღერებ, არ ვიცეკვებ, არ ვიბოდიალებ ქუჩებში და ფეხებში ასაფეთქებლებს არავის ჩავუყრი. სულაც არა მეგობრებო!

უბრალოდ წინასწარ ცანცარი და თვალების გაბრწყინება არ მიყვარს რა. აი ჩემი  სამუშაო ოთახი:

სიმართლე რომ გითხრათ, ჩემთვის ახალი წელი ზაფხულში დგება, მაშინ ვაკეთებ წლის შეჯამებას, მაშინ ვითვლი ახდენილ ოცნებებს, ჩადენილ შეცდომებს და ვაჟკაცობებსაც, მაშინ მიხარია, რომ წინა ზახულთან შედარებით რაიმე შევცვალე, რაიმეში წინ წავედი, კიდევ ერთი მივატოვე და ა.შ =))

კიდევ ერთ სიმართლეს გაგიმხელთ: როდესაც კარგად ვარ, მაშინ მაწვება ის, რასაც მე ,,ნაღვლის დენას” ვეძახი, მაშინ მახსენდება რომ თურმე ათასობით ადამიანი ამ წამს კვდება, ათასი ბავშვი მშიერია, ათი ათასს ეუბნებიან,რომ კიბო   აქვს, კიდევ იმაზე უფრო მეტს ტოვებენ მარტოს და ასე დაუსრულებლად, მე კი ვზივარ და ჩემს წიკვინა პრობლემებს ვაშეარებ, ვაფუფუნებ საკუთარ სხეულს, ვჭამ და ვსვამ ღორივით, ვხარხარებ კახპასავით და მოკლედ ასე თუ გავაგრძელე მალე საკუთარ თავთან ზავის დადება მომიწევს რომ ჩემმა ერთმა მე-მ მეორე არ მიახრჩოს =)

და მაინც, დამდეგს გილოცავთ =))

ეს ,,რაღაც” ჩემმა თანამშრომელმა ბიჭმა მაჩუქა (საყვარელია ხო?). ზედ აწერია: ,,აქ ჩაალაგე ჩემი ოთახიდან მოპარული ნივთები”. ხოდა მეც ,,სკოჩი” და კალმები ჩავდე :D:D:D

შემდეგ პოსტში ჩემს საახალწლო სახლს განახებთ და იმასაც მოგიყვებით როგორ მოვამზადებ ექსპერიმენტულ კერძებს ტრადიციული მენიუდან =)