Archive for the ‘ქეთი მიდის ჰოლივუდში (რენესთან ერთად)’ Category


საერთოდ პოსტებს უცებ ვწერ ხოლმე, დიდ ხანს არ მეფიქრება, ვერ გავხსნი ცარიელ ფურცელს და ვერ დავიწყებ ფიქრს,რა დავწერო-მეთქი,

თავისით უნდა მოვიდეს სიტყვები,ან მე თვითონ გავიგონო,საკუთარ თავზე გამოვცადო,  სადმე  წავიკითხო და დამაფიქროს ამ თემაზე,

შესაბამისად განვავრცობ მერე პოსტში.

დღესაც ასე ხდება, ვიღაცამ იკითხა რა არისო ურთიერთობა, რა არის და

როცა მე და შენ ერთმანეთს თვალებში როგორც იქნა ჩემი ფხუკუნის გარეშე ვუყურებთ,

როცა ხელს მკიდებ და ვგრძნობ როგორ ვთბები,

როცა ჩემი გასაჭირი გულთან მიგაქვს და მირჩევ როგორ მოვიქცე,

როცა ჩვენ გარშემო ყველა ერთმანეთს იცნობს,

როცა მე შენზე ვფიქრობ, შენ კი ამას გრძნობ.

როცა ვიცი, რომ არ ვარ მარტო და როცა შენც იცი ეს.

როცა მე შენზე ზრუნვას ვიწყებ,

პატივს გცემ,

ჩემს თვალში ფასი გედება, როგორც პიროვნებას,

როგორც მამაკაცს და არა ბიჭს.

როცა ჩვენთვის ტაბუ არ არსებობს,

და როცა ამაში ვნება ერევა.

როცა ჩემი რომანტიული სურვილები შენ გიკავშირდება,

და ჩემი მოთხოვნილება ხდები,

როცა წარმოდგენა იმისა, რომ არსებობს ვიღაც სხვა_ჩემში იმხელა ტკივილს იწვევს, რომ შემიძლია დანით დავისერო სხეული და არაფერი ვიგრძნო.

როცა შენზე ვფიქრობ და 20წლის მერეც გხედავ.

როცა შენ იცი რაც ვარ და როგორიც ვარ,

და მაინც აქ ხარ.

ლხინშიც და

ჭირშიც.

აი ესაა ურთიერთობა.

ნეტა როდისმე მექნება მსგავსი გრძნობის განცდის შანსი?


იმ დღესაც ასეთი მზე იყო,

არა, ალბათ უფრო თბილი.

მას მერე არც მზეა ისეთი და არც სამყარო.

იყო გაუნელებელი ტკივილი და მკვდარი იმედების კივილი.

იყო შიში და იყო ცრემლი,

აღარ იყო ის გული, რომელიც ჩემთვის ფეთქავდა, აღარ იყო!

_აღარ ფეთქავს მეთქი_ვყვიროდი_აღარ!

არ იყო საშველი და არ იყო არაფერი მეტი ქვეყნად.

მივხვდი, რომ დამთავრდა:

ტანჯვა,

ტკივილი,

შიში_მისი,

ჩემიც.

დამთავრდა ის, დამთავრდა ჩემი ცხოვრებაც. მოკვდა სხეული, რომელშიც მე ვცხოვრობდი, რომელიც ჩემი ნაწილი იყო, ჩემი ხორცის ნაწილი, ამომეგლიჯა, ამომეცალა, ჩვენი  კავშირი გაწყდა!

არ გამოდის ამის ამოთქმა სიტყვებით, არ გამოდის.

6 წელი ბევრია, 6ჯერ 365 დღეა, დღეში რამდენი საათია, რამდენი წუთი და რამდენი წამია_ უმიზნო, უაზრო, უზიხარულო.

მას მერე ჩემი თვალები ისეთივე გაფართოვებული, უცრემლო და უგრძნობი დარჩა, როგორიც მაშინ იყო, როცა კუბოში ჩაწოლილს გიყურებდა 5 დღე.

მას მერე ვარსებობ, აი, ასე ვარსებობ: უმიზნოდ, უაზროდ, უსიხარულოდ.

tumblr_m9z5fuisbe1r2qzt7o1_1280_large


შენზე გავიგე რომ კარგად ხარ, დაწყნარებულხარ, გოგოც გიპოვია უკვე, სხვა.

დაოჯახებასაც აპირებ.

მითხრეს, ოცნებები აისრულაო,

იმედი მაქვს მან მაინც მოგცა ის, რაც მე ვერ შევძელი..

არ მინდა, მძულს ამ ლურჯი ბურუსიდან გამოსვლა, მაგრამ არც ასე დარჩენა შემიძლია, ვერ ვებრძვი ამ ყველაფერს,

როგორ მეგონა რომ ჩემი სახის დანახვისას გაიხსენებდი, რომ ჩემთვის არაფერი დასრულებულა..

შენ ხო იცი დრო როგორ მიფრინავს, გუშინდელი დღეც უკვე ჩვენი წარსული ცხოვრებაა..

ისე წახვედი, არ გითქვამს “ნახვამდის”, არც გამოსამშვიდობებელი კოცნა დამიტოვე.

და საერთოდ, არ ვიცი რა ერქვა ამ ყველაფერს!

ვიცი, რომ მეოცნებე ვარ, რომ შენგან მეტს ვითხოვდი, მაგრამ..

როგორ არ გახსოვს?? დავიჯერო მართლა არ გახსოვს რისთვის გიყვარდი?

ნეტა ბოლოს როდის გაგახსენდი, ან საერთოდ თუ გიფიქრია მას მერე ჩემზე?!

მე ხშირად ვიკარგები საკუთარ ფიქრებში, რაც მეტს ვფიქრობ, მით უარესად მერევა ყველაფერი თავში. ყველა ნათქვამ სიტყვას შენ მოყვები უკან.

ვცდილობდი, შენთვის მომეცა სუნთქვის საშუალება, ვცდილობდი, დამეცვა დისტანცია რომ თავისუფლად გეგრძნო თავი,

ვიმედოვნებდი, რომ შენში იპოვიდი იმ სიცარიელეს, რომელიც ჩემთან დაგაბრუნებდა…

არაუშავს, მეც ვიპოვი სხვას, შენ მსგავსს,

არაფერს არ გისურვებ  კარგის გარდა.

არ დამივიწყო, გევედრები, ეხლაც შენი სიტყვები ჩამესმის:

“ხანდახან სიყვარულს ბედნიერება მოაქვს, უფრო ხშირად კი ის შიგნიდან გტკივა”..

1 004

ტექსტი შთაგონებულია ადელის მიერ ))


როოგორ მეცოტადროვები..

ვერ მოვასწრებ,

ვერ მოგისწრებ.

ჯერ მხოლოდ 3 თვე გავიდა და მე უკვე ვგრძნობ რომ გკარგავ, არ ვიცი რატომ. ყველაფერი კარგად არის და ეხლა უნდა დაიწყოს დაღმასვლა.

მე კი იმდენი რამ მაქვს მოსასწრები,მე კიარა ჩვენ.

მინდა მოწყენილი მქონდეს შენთან ერთად სეირნობა. ჩვენ არ გვჭირდება არაფრის მტკიცება, არაფრის თქმა, აღიარება, სხვისთვის დანახება, ვალდებულება, პასუხისმგებლობა, არაფერი არ გვჭირდება, მთავარია იყო შენ და ვიყო მეც.

იყოს მზე და იყოს სითბო,

იყოს გრძელი საღამოები და მოკლე ღამეები,

წვიმაც იყოს, სიცივეც, სიბნელეც.

მთავარია იყო შენ.

მინდა უკვე მობეზრებული მყავდე. უკვე იმაზე ვფიქრობდე დღეს ნეტა არ მთხოვოს შეხვედრა-თქო.

არადა ჯერ ისე მწყურიხარ..

მეჩქარება შენთან ყოფნა, მეჩქარება, ვაითუ დრო არ მეყოს.. ვერ ვივსები შენით, ვერ ვძღები, ვერ ვითმენ, ვერ მყოფნი.

არ შემიძლია შენი გამოზოგვა,

ვერ მოვასწრებ იცოდე,

ვერ მოგისწრებ..


სხეული მახრჩობს, სული მიკივის

მე არ ვარ მე, არ ვარ ეს მშვიდი უემოციო არსება კარების გაღებისას რომ გხვდება.

მე შიშველი თმაგაშლილი კატა ვარ, რომელსაც თვალები უციმციმებს მაშინ როცა შენს შეცდენას ცდილობს და ზურგს გიკაწრავს.

მე ქალაქგარეთ ვცხოვრობ, დილით გაღვიძებისას ფეხშველი გამოვდივარ ეზოში და შავ თუთას ვჭამ  ხიდან, შენ გვერდით მიდგები და თუთიან ტუჩებს მიკოცნი. ჩვენ არ ვართ “ერთ სულ და ერთ ხორც”..

ჩემი ცხოვრება აკვანში გაკოჭილი ბავშვია რომელსაც არტახები სუნთქვის საშუალებას არ აძლევს, მე ცოდო ვარ. ჩემი ისტერიული კივილი ნაზ ღიმილში გამოიხატება, როცა ვცდილობ ზედმეტი კითხვები ავირიდო თავიდან.

მე გაბრაზებული ვკაწრავ თეფშს ჩემი ჩანგლით და ეს მსიამოვნებს. მე არ ვარ ფსიქოპატი, მე ემოციური ვარ.

და შენ არ მაძლევ საშუალებას ვიყო მე, როცა შენი დაკბენის უფლებას არ მაძლევ, როცა ჩუმად მჯდარს მეკითხები რა მჭირს, როცა მეუბნები რომ დაღლილი ხარ და ვერ მეთამაშები.

მე არ მჭირდება ფული რომ ვიცხოვრო, მე მჭირდება ჩემი თავის პოვნა იქ, სადაც არ არსებობს შეზღუდვა.

შენ ხომ გესმის ჩემი?


_წამოდი მაგარი ადგილი უნდა გაჩვენო,მტკვრის ნაპირია მაგრამ ზღვასავით ტალღებს იკეთებს,წამოვწვეთ და ვუყუროთ.
არ გამკვირვებია ასეთი რომანტიზმი მისგან,უკვე მივეჩვიე ვარსკვლავების ყურებას და მოსაღამოვებულზე მის მკერდზე ნებივრობას ვარსკვლავების შუქს ქვეშ.
კარგი ადგილია,რას ერჩი,ჩვენც ლუდის ბოთლებით ხელში ვსხედვართ,ქვიშაცაა და ქვებიც,ნუ მინი ბათუმია რა.
_მიმღერე რა.
_რა გიმღერო?
_რაც გინდა.ვპასუხობ და უკეთესად ვკალათდები მის მკერდზე.
_მთვარე ამოსვლას რომ დააპირეეებს….
და მერე მთელი საათი მღერის მთვარეზე სიმღერებს.
მერე ლექსებზე გადადის.
_ტანო ტატანო გინდა?
_აჰამ.
_აჰაამ?
_ჰმ.
_ტანო ტატანო, გულწამტანო,უცხოდ მარებო!…
_სიბნელეა მაგრამ მის სახეს ვხედავ,ქვემოდან ავყურებ ზედ დამხობილი,მისი გულის ფეთქვა მესმის,სუნთქვაც და მკერდიდან ამოსული მოგუდული ხმაც ყურს რომ ვადებ.
ღმერთო,რით დავიმსახურე ასეთი ბედნიერება?
_წავედი წყალში უნდა შევიდე.
_შედი და შემოვალ.
_უჰ არა,ცივა..
_კარგი მაშინ არ შევიდეთ.
_მაინც ვდგები და წყალთან ახლოს მივდივარ,უკან მომყვება,ხელებს მაშლევინებს და იმ ცნობილ სიმღერის ღიღინს იწყებს,აი ის,ტიტანიკში რომაა,არ მევასება მაგრამ სიტუაციას უხდება.
რა გამხდარი ხარ რა არის ეს?ხელებს მხვევს.
_კინოშიც კეიტი და ლეო არ არიან?
_ჰო ეეე.
_დაემთხვა.მაგრამ ჯობია ვინმე ისეთ წყვილს შევედაროთ,ბოლოში რომ არცერთი არ კვდება.
_ჰეფი ენდები არ მიყვარს.._მართლა არ მიყვარს, კინოში ოღონდ.
_ტელეფონს იღებს,_12-ის ნახევარია.
მესიჯს ხსნის,გვერდიდან ვუყურებ,ტექსტს ვხედავ:”ვიძინებ სიხარულო,აბა შენ იცი,ძალიან მიყვარხარ”.
თითქოს ველოდი,ვიღიმები,თვალს ვარიდებ. რატომ ვიფიქრე რომ ასეთი ბედნიერება დიდხანს შემერგებოდა.
პასუხს უგზავნის:”მეც მიყვარხარ ჩემო პატარავ”.
ხელს ვუშვებ და ძველ ადგილას ვჯდები.
_ხომ არ წავიდეთ?
_სანამ წავალთ შეიძლება რაღაც გკითხო?
_გააჩნია რა უნდა მკითხო.
_შენი და ხშირად ახსენებს ხოლმე ვიღაც გოგოს რომელიც გიყვარს.
_მერე?
_არაფრის თქმა არ გინდა?
_რას გულისხმობ?
_არც ხოს თქმა გინდა,არც უარყოფა?
_რას გულისხმობ?
_არ გეჩვენება რომ ორ კურდღელს დასდევ ერთად?
_რატომ?? ვის დავდევ ერთად?
_კარგი რა,მშვენივრად ხვდები,რატომ იშტერებ თავს,მე და შენ რა ურთიერთობა გვაქვს ეხლა ხომ ვერ მეტყვი?
_ყოველ შემთხვევაში შეყვარებულები არ ვართ.მე როდის გაგრძნობინე მსგავსი რაღაც?
მეცინება,მწარედ მეცინება.
_კარგი თუ ასეა მაშინ ვერ ვხვდები მე აქ რას ვაკეთებ,წავედი.
ვდგები და მოვდივარ.
უკან მომდევს მანქანით,დაჯექიო ყვირის,სერიოზულად მოიქეციო,არაფერი აღარ მესმის.
ბოლოს ქაჯობა რომ არ გამომივიდეს ვჯდები.
_რა გჭირს ქეთ?
_რა მჭირს? არაფერი,უბრალოდ რაღაც დავაზუსტე.
_საიდან მოიტანე რომ მე შენ მიყვარხარ? როდის გაგრძნობინე მსგავსი რამე?
_არა შენ არ მაგრძნობინე,მე მომეჩვენა.
_ნამდვილად არ ველოდი შენს ასეთ საქციელს,არ მეგონა ჩემი შენთან ურთიერთობა თუ ასეთი გეგონა.ბოდიშს გიხდი თუ რამე ზედმეტი მომივიდა.
_არ მინდა ბოდიში,უბრალოდ მე არ მესმის მეგობრული კოცნის,მეგობრული ჩახუტების,მეგობრული პაემნების,მკერდზე მიკვრის,მეგობრული ყოველ ღამე ტელეფონზე ბჟუტურის და მეგობრული შუბლი-შუბლზე მიდების.
_მე ბევრი მეგობარი მყავს რომელთანაც ისეთივე ურთიერთობა მაქვს როგორიც შენთან,რა არის აქ გასაკვირი მე ვერ ვხვდები.
_ისევ მეცინება,უკვე შუბლზე ხელის შემორტყმის მომენტი მაქვს.
_შენ შეიძლება გეცინება მაგრამ მართლა მასეა და კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს თუ ჩემმა საქციელმა შენში სხვა ემოციები და გრძნობები გამოიწვია.
_არ მინდა შენი ბოდიში მეთქი,არაფერი დაგიშავებია.აქ ჩამოვალ.
მანქანიდან გადმოვდივარ, არა ეს სიზმარია,ეს სიზმარია,არ არსებობს ასე არ მომექცეოდა,ის ასე არ მომექცეოდა…
მოგექცა უკვე.
მთელი ღამე მაკანკალებს,მერე ვდგები,დავბოდიალობ ბნელ ოთახებში,ვსვამ 4აბ ვალერიანს,მერე ისევ ვწვები,მერე ისევ მაკანკალებს,მერე ისევ ვდგები…
_ღმერთო დამეხმარე,დამეხმარე,დამეხმარე.ასე გავრეკავ.არ მინდა ამაზე ფიქრი,არ მინდა.
ვერ ვტირივარ,დანა რომ დამისვა სისხლი არ გამომივა.ეხლა მივხდი ამ გამოთქმის აზრს.
ვცდილობ არ ვიფიქრო ყოველ დღეზე,ყოველ წამზე.რატომ უნდა უნდოდეს ბიჭს სხვას მოეფეროს თუ შეყვარებული ყავს,რატომ უნდა უმღეროს,უკითხოს ლექსები,ეხუტოს,ხელში აიტაცოს,ყელში კოცნოს,ყოველ საღამოს ტკბილი ძილი უსურვოს და მისგანაც მოითხოვოს იგივე,რატომ რატომ რატომ რატომ????ან რატომ უნდა დამალოს ეს ურთიერთობა,არადა ვმალავდით..
“ტკივილიანო სიყვარულო ჭაღარა თმებით,
კარგა ხანია რაც ერთმანეთს ფარულად ვხვდებით.
უცხო თვალისგან საიმედოდ გვიფარავს ფარდა,
სწორედ ამიტომ არვინ იცის მე და შენს გარდა
თუ რა მწარეა და რა ტკბილი ყველა შეხვედრა,
ჩემთვის რამხელა სიმდიდრეა შენი შეხედვა!
როცა ერთად ვართ,მაშინა ვარ მხოლოდ ძლიერი,
ხმამაღლა ვერა,მაგრამ ჩუმად ვართ ბედნიერნი..
მალულ სიყვარულს სხვა ძალა აქვს,სხვაგვარი ეშხი,
რამდენი ხანი ვიცხოვრეთ და ეს შეგვრჩა ხელში..
და მაინც ჩემო,არა ვნანობ რომ ასე მოხდა,
ჰო,მართლა წუხელ, რა საოცრად,რა თეთრად თოვდა?!
ხუთის ნახევარზე ტელეფონს ვიღებ და დაქალს ვწერ:ხვალ გამოდი შენი ნახვა მინდა.შეყვარებული ყავს,ხომ ვამბობდი,ხომ ვშიშობდი..
მერე?
მერე არაფერი, ეზოში ისევ უმღერიან ვიღაცას სერენადას…


რომ ვნახავ ასე ვეტყვი: რომელი ხარ შენ??იცი მე სუსტი მეხსიერება მაქვს და სამი დღე რომ არ შემახსენებენ თავს,მერე იმ ადამიანებს ვეღარ ვცნობ! აი ზუსტად ასე ვეტყვი..
არადა ერთი სული მაქვს ჩავეხუტო ბლიად.. სამი დღე,სამი დილა და სამი ღამე ლოდინში,საუკუნეა. 27გრადუსში მცივა, რა ცუდი გრძნობაა ასეთი სიცივე..
რაღაც სხვაა,სხვანაირია, არა მაინც რა მრავალფეროვანი ვარ,ყოველ ჯერზე ერთი და იგივე მემართება და მაინც ვერ ვისწავლე ჭკუა.
ერთი ზარი რა გახდა_ვზივარ და ვფიქრობ. ოოო,არაა,მე რატომ??მე შევახსენო თავი?? მე ვეხვეწო? მე ვიაქტიურო?? მერე ის რას მიკეთებს?
მერე ოცნება,მერე თავის გაქნევა ისე,თითქოს ფიქრებს გამოვყრი იქიდან,მერე გატრუნვა. იცით რა არის გატრუნვა? როცა იმდენად ახლო გრძნობ მონატრებას რომ საკუთარი სუნთქვითაც კი არ გინდა დაარღვიო.მერე ისევ თავის გაქნევა, ოე გოგო,ნუ გამოშტერდი!
რას ფიქრობს ნეტა,ჰა? რას გრძნობს? ჰა? მოეწონა? ჰა? თუ არ მოეწონა იმ ღამესაც არ მომწერდა არა? და აბა მეორე მესამე მეოთხე დღეს რას აკეთებს?
ესეც ისეთია,არა, უარესია, არა, დამანებოს ერთი თავი რა,არ მინდა,არ მჭირდება.საკუთარ ემოციებს სურვილისამებრ ვმართავ,უბრალოდ ეხლა მოვდუნდი.
ჯერ ათი საათია, მომწერს, 12მდე ღვიძავს ხოლმე.
მერე ისევ თავის ჯანჯღარი, არ მჭირდება,არა!
ჩემო ბაჭიაო არა?
როგორ მეხამუშა, მე ხომ ხეპრე ვარ,არ მიყვარს ეს ალერსობითი სახელები.
ჩემი ბაჭია…
ამაღამ ტელეფონს ხმას გავუთიშავ და დავიძინებ მშვიდად, არა ბიჭოს მაგის ზარს დაველოდები მთელი ღამე!
წინაზე რატომ ველოდე? წინა ღამეს მაგას კი არ ველოდებოდი, ისე უბრალოდ არ მეძინებოდა და..
რა სიგიჟე იყო მთელი ღამე იქ წოლა, რა სისულელეები ვაკეთეთ.
და რატომ? რისთვის? აააააა მძულხარ!!!
გატრუნვა.