Archive for the ‘პროტესტი))’ Category


შევეცი თქვენს აზროვნებას..

შეგეცით ყველას, ვისაც გგონიათ რომ რაიმეთი განსაკუთრებულები ხართ_ვინმეზე მეტი,ან ნაკლები.

შეგეცით თქვენ, ვისთანაც თქვენობით ლაპარაკია საჭირო, მაშინ როცა მე ღმერთს შენობით ველაპარაკები.

შევეცი ყველას, ვისთვისაც მთავარია “კაცობაში არ ჩაჭრა”,მაშინ როცა მისი მეზობელი წინა დღის პურს ყიდულობს მაღაზიაში ნისიად.

შეგეცით თქვენ, ვისაც შეგიძლიათ დარტყმა_ტკივილის მიმყენებლებს შეგეცით.

შევეცი თქვენს აზრებს,მორალს,იდეებს, პათოსებს, დოგმებს, ტაბუს, სიბრძნეს და სიშტერესაც.

შეგეცით ყველას,ვინსაც რაიმე გეამაყებათ. ვინც ნეტარებას განიცდით იმის წარმოდგენით, თუ რაოდენ განუმეორებელი დაგბადათ ბუნებამ.

შევეცი ყველა დედას, ვინც შვილს სამაგიეროს გადახდას ასწავლის. შეგეცით ყველას, ვინც იცინით,როცა თქვენი პატარა ეგოისტობს.

შევეცი ყველა მონა ქალს, რომელიც რაიმე სახით საკუთარი ნებით ემონება ვინმეს და რამეს!

შევეცი ყველა მატყუარას_ყველანაირ ტყუილს და გადაჯიშებულ სიმართლეს შევეცი.

შევეცი ყველა მოძალადეს, გაბოროტებულ შავებს შეგეცით.

შევეცი ყველა თინეიჯერ წირპლიანს, რომელიც 15წლის ასაკში დეპრესიული პათოსით გაჟღენთილი პოსტებით მივსებს ნიუსფიდს.

შევეცი ყველას, ვისაც გონია რომ ჩემზე ოდესმე რაიმე გავლენას მოახდენს,

შეგეცით ყველა შურიანს და ბოღმას, რომლებიც სხვისი ცუდით ხარობთ.

შევეცი ყველა ენერგო ვამპირს, რომელიც შანსს არ უშვებს ხელიდან, რომ თავისი ენერგეტიკული ნაგავი არ გადამაყაროს ზედ.

ყველა აფერისტს შეგეცით! თქვენ, ვისაც შეგიძლიათ ერთი იფიქროთ და მეორე ილაპარაკოთ.

შევეცი ყველას, ვისაც სიყვარული და მზე არ უყვარს…

from qetusia with ♥ ))


თითქოს მეტი არც არაფრის დამატება არაა საჭირო,სათაურში ყველაფერი ითქვა.

ბიუზჰალტერი_რატომ უნდა ვთქვა ეს სიტყვა,არც ესაა ქართული და არც ლიფი. (რაც ქართულია ის კიდევ საერთოდ არ მომწონს :))ამიტომ ქვემოთ ასე მოვიხსენიებ “ლიფი”,თქვენ ვისაც არ გეზარებათ, დაიკიდეთ.

პირველად 13წლის ვიყავი ალბათ,ლიფი რომ მოვიზომე_აუ რა მიხაროდაა,სახლში უმაისუროდ დავდიოდი,თავი დიდი ვინმე მეგონა, მხრებში კი დავდიოდი გასწორებული ისე 🙂 ერთი ეგ პლიუსი ჰქონდა ჩემი და ლიფის ურთიერთობას.

ერთ დღესაც აღფრთოვანებამ რომ გამიარა, ხელში შემრჩა (თუ სადაც) სულის შეხუთვამდე მოჭერილი ნაჭრის გროვა, რომლისგანაც ერთი სული მქონდა გავთავისუფლებულიყავი.

კიდევ კარგი გასულ საუკუნეებში არ ვცხოვრობდი და ლიფის წინაპრის, ლითონის კორსეტის ტარება არ მიწევდა :\

ზოგადად, ლითონის კორსეტებისგან ქალები პირველმა მსოფლიო ომმა იხსნა, როცა საჭირო გახდა იარაღისთვის ლითონი, ქალებს მოუწოდეს უარი ეთქვათ ამ მასალის შემცველ კორსეტებზე, რათა დახმარებოდნენ საკუთარი ქვეყნის შეიარაღებას 🙂

ხოდა აი თუ ვინმემ ამ კითხვაზე პასუხი იცის, მითხარით რატომ იტანჯება მსოფილიო ქალთა 100% ამ მახინჯი კონსტრუქციის (ვიქტორიას ვუხდი ბოდიშს) ტარებით?

თქვენ იტყვით, არ გინდა და რას იკლავ თავსო, ხოდა კარლა ბრუნს ხო დაახიეს თავზე ის ულიფოდ ჩაცმული კაბა, მეც იგივე მომიწევს 🙂

ხოდა, მოკლედ, ძირს ლიფები, ძირს შეზღუდული და შეხუთული ძუძუები! ძირს “გუბკიანი” ლიფები! (კაცებო, არ მოტყუვდეთ! :))

რა ჯობია ბუნებრივ მდგომარეობაში მყოფ მკერდს 😐

პ.ს: გუშინ მქონდა დაბადების დღე, მაჩუქეს ლიფი, და ალბათ ჩემი აღშფოთებული პოსტიც ამ ფაქტმა გამოიწვია 🙂

პ.ს.ს: 9ივლისი და 13 ოქტომბერი ოფიციალურად ულიფობის დღეებია, ჩემნაირი გაჭირვებულები კიდევ ყოფილან 🙂


თქვენ ალბათ სათაურმა შეგაშფოთათ,აღდგომის და ტრაკის გვერდიგვერდ ხსენება როგორ შეიძლება?? უი უი. თუმცა შეცდით,ეს ათეისტის პოსტი არ არის და არც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დაკნინებას აპირებს ვინმე.
როგორც წესი,სულ ზედ მახატია ხოლმე ვინ როდის,რანაირად,ვისთან ერთად,რითი, ვის ზევით და ვის ქვემოდან ცხოვრობს და მით უმეტეს მარხულობს, მაგრამ ისე შევწუხდი უკვე ამ “სხვაესეშვებადამერომარვშვებიმაგარიროჟავარ” პოსტებმა, რომ გული უნდა გადაგიშალოთ.
ეს თემატური წალეკვა საუფლო დღესასწაულებზე ბლოგების სასიცოცხლო ელექსირია რა:)
გავეცანი რამდენიმე პოსტს,სადაც აღშფოთებული ბლოგერები იუწყებოდნენ რომ მათი ნაცნობები სადიეტოდ მარხულობენ და ისინი არა,რომ სხვები ეკლესიაში ლაპარაკობდნენ და ისინი არა,რომ ვიღაცამ სამარხვო შაურმა ჭამა და მან არა,რომ ვიღაც გოგომ მთელი ღამე ეკლესიის ეზოში 9 ბიჭთან იზასავა, რომ ვიღაცას ვერ გაურკვევია ქრისტე აღდგა თუ აღსდგა.
და მერე? ანუ? შენ რა? ანუ ღმერთი არ არსებობს? ამის თქმა გინდა? ა არა? აბა იმის რომ ხალხი სხვის დასანახად მარხულობს? ანუ შენ სხვანაირი მარხვა იცი და გინდა? მერე ვინ გიშლის? შენს რწმენას მოაკლდა იმით რამე რომ სხვა შენნაირი არაა? შენ ნაკლები მოტივაცია გაქვს სხვების შემყურეს? ანუ რა გამოვიდა,შენ სხვების ზეგავლენის ქვეშ ხარ და მათი საქციელი შენს რწმენასა და საერთოდ წარმოდგენაზე გავლენას ახდენს?
ხოდა შენ ყოფილხარ ყველაზე უფრო დასაცინი, ყველაზე უფრო გაურკვეველი, ყველა მათგანზე უფრო უბედური, მარტოსული, დაბნეული და დაბოღმილი.
შენ რომ ამას არ გააკეთებ და ასე არ იმარხულებ, გავიგეთ _ანუ დაწიოკებული იმართლებ თავს.
მოდი ასე მოიქეცით:დასხედით, დაიდეთ წინ აი ია_ანუ ყველაზე მარტივად წასაკითხი და გასაგები რელიგიური სწავლება (პირდაპირ ბიბლიას ნუ მიახტებით,ორ სიტყვასაც ვერ გაიგებთ ს წ ო რ ა დ). თუ მართლა გაინტერესებთ როგორ უნდა იმარხულოთ და მოიქცეთ “მარხულების” დანახვისას (რომლებსაც წესით ვერ უნდა ცნობდეთ რომ მარხულობენ). და თქვენნაირი განსწავლული ხალხი მოიმრავლეთ გვერდზე,გახდით უმრავლესობა მრევლს შორის და აღარც ცუდად მომარხულე ხალხი შეგაწუხებთ,აღარც მამოს ჯიპი,აღარც სანთლების ბიზნესი და აღარც თავდაყირა აღმართული ჯვარი.
რომელიმე საჯაროდ განიხილავთ თქვენს ინტიმურ ცხოვრებას? თუ კი,მაშინ ილაპარაკეთ თქვენს რწმენაზეც ასეთივე თავგამოდებით.თუ არა,მაშინ ჩათვალეთ რომ ინტიმურ ცხოვრებაზე უფრო ინტიმური და დაფარული უნდა იყოს თქვენი რწმენა.არ ილაპარაკოთ ტაძარში,იდექით თვალებდახუჭული ლოცვის დროს და არც ვინმეს ლაპარაკი შეგაწუხებთ და აღარც შვებამოგვრილი მრევლი,რომელსაც მარხვის დასრულება უხარია.საიდან მოიტანეთ რომ ადამიანებს არ უნდა უხაროდეთ მარხვის დასასრული? წაიკითხეთ სადმე?
თუმცა რა თქმა უნდა წაიკითხავდით, თქვენ ხომ სპეციალური გამოშვება გაქვთ სახელმძღვანელოსი: “როგორ უნდა გამოვუჩხრიკოთ მართლმადიდებელს ცოდვა, როცა გულს რაღაც ჭია გვიღრღნის”.
გყავდეთ მარტო ერთი ადამიანი ვინც თქვენსა და ღმერთს შორის იქნება_მოძღვარი და არა მეზობელ-დაქალ-ძმაკაც-ახლობელ-მეგობართა მთელი არმია და დაისვენეთ თქვენც და დამასვენეთ მეც.
თუმცა თქვენ ხომ ისედაც კარგად იცით რომ ეს ასე უნდა იყოს, მაგრამ რადგან თავად არ თვლით ამის კეთებას საჭიროდ, მაშინ სხვები ხომ მაინც უნდა გადაჩხრიკოთ.
(გ)მადლობთ, რომ მომაპყარით ყურნი თქვენნი.


ცხოვრებაში (22 წელი ცოტა კი არაა?!) ბევრ ღორს შევხვედრივარ ბევრნაირი გაგებით.

დადიან ქუჩებში,ყოველ დღე ხვდებიან ერთმანეთს, ყოფენ თავის დინგებს სხვის საქმეში, ისვრებიან ცხოვრების ლაფში, ისხამენ უძვირფასეს დუხებს სუნიან სხეულზე და დაღრუტუნებენ ასე.

პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან,რომ მე ვარ მათ შორის პირველი ღორი, რომელიც სხვის ღორობას იმჩნევს.

დავიწყოთ ფიზიკური ღორებით, აი ისეთებით, სქელი კისრები რომ აქვთ და გრძელი ღაბაბები. ნუ რა ვუყოთ, ფიზიკური სიღორე ყველაზე ნაკლებ პრეტენზიებს იწვევს ჩემში.

მყავს ნაცნობები, რომელთა სიღორეში მას შემდეგ დავრწმუნდი, რაც მათი საჭმლისადმი ღორული დამოკიდებულება ვნახე, აი დაახლოებით ასეთი: ,,ვაიმეეე, საჭმელიიი, რამდენი საჭმელიაააა, მინდააააა, მშიაააა”.(ძალიან გახარებული სახით შერბის ოთახში და კუნტრუშებს, ტაშიც კი შემოჰკრა) 😐

ფულის ღორები რა თქმა უნდა ყველაზე მრავლად ვართ გავრცელებულნი და ვერ გეტყვით რა პასუხი მექნება  ,,ან ფული, ან სული”–ო ვინმემ რომ მომახალოს =)

სხვა კატეგორიის ღორებიც მყავს ნანახი (ნახული :დ), ძირითადად მათზე მინდოდა ლაპარაკი. ყველა მამრი, რომელთანაც მე ურთიერთობა მქონია, ღორი იყო! ზოგი ინტელექტუალი ღორი, ზოგი უხამსი ღორი, ზოგსაც ალბათ იდიოტი ღორის სტატუსს მივანიჭებ.

რატომ ღორი? იმიტომ რომ ეს არის ცხოველი, რომელსაც მე ეგოისტს ვეძახი, არასოდეს მინახავს ღორის არც დედობრივი ზრუნვა, (ბავშვობაში ხშირი შეხება მქონდა მათთან) არც თავგანწირვა  და არც ინდივიდუალობის გამომხატველი რაიმე ნიშანი შემინიშნავს. მგონი ღორისგან ძალიან ბევრს ვითხოვ არა? 🙂

და ვინაიდან ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიის ადამიანები ცხოველებად მიმაჩნია, რას უნდა შევადარო, თუ არა ღორს.:)

ასევე ხშირად მოვიხსენიებ ღორებად კაცებს, რომლებიც ქალებისგან ითხოვენ მორჩილებას. ( პრეტენზია აქვთ აკონტროლონ: ჩაცმა, დაქალების არჩევა, დღის განრიგი, ახალი ნაცნობები,სმს გზავნილები, სოციალური ქსელების პაროლები და მეგობრული  საიდუმლოები).

ბოლოს, როგორც ვასკვნი, ყველანი ,,რაღაცის” ღორები ვართ, არ გეწყინოთ, საწყენად კი არ მითქვამს, მაგრამ მე, პირადად, ხშირად მითქვამს გულში: ფუ, რა ღორი ვარ მეთქი, თქვენ არა? 😛

რა დააშავეს კაცებმა, ისე ქალებიც კარგი ღორუკელები ვართ 🙂

წუწუნი

Posted: სექტემბერი 7, 2011 in პროტესტი))
ტეგები:

დღეს მინდა მოგიყვეთ საშინელ სენზე რომელსაც წუწუნი ჰქვია.რატომ (ვ)წუწუნებენ ადამიანები?ალბათ იმიტომ რომ ეგოისტები არიან.არამგონია არსებობდეს ქვეყნად ადამიანი რომელსაც სხვისი წუწუნის მოსმენა სიამოვნებს. ზოგს ის უკვე ჩვევაში აქვს გადასული და ვერც კი ხვდება როგორი ძნელი ასატანია მისი მოსმენა გარშემომყოფთათვის.ძირითადად, წუწუნი  სუსტი ადამიანების ხვედრია,მათი,ვინც ბავშვივით იქცევა და მოთმინების არანაირ უნარს არ ამჟღავნებს.

გარშემო საწუწუნო თემა ეხება ხოლმე ყველაფერს,რაც კი შეიძლება ადამიანს ყოველდღიურად სჭირდეს: დილით ყავა ვერ დავლიე,ტრანსპორტმა გამასწრო (თან გაძვირდა), გზები ვჭამოთ?ცხელა,ცივა,რაიმე მტკივა,მშია,მწყურია,მეზარება,მენანება,მეშინია,მიყვარს,მიჭირს,ფული არ მაქვს, 3 ზომა ძუძუები არ მაქვს,სამსახური არ მაქვს,სექსი არ მაქვს,ზაგარი არ მაქვს,მაგრამ რა სარგებლობა მოაქვს ამას? :დ:დ:დ

ხედავთ რა გავრითმე ამ წუწუნ–წუწუნში??:დ

რეალურად ხომ ადამიანი,რომელიც წუწუნებს ვერ იღებს გადაწყვეტილებას და მთელ თავის ენერგიას და დროს წუწუნს ახმარს. მინდა წუწუნა ადამიანებს შევთავაზო რამოდენიმე მარტივი გზა იმისთვის რომ წუწუნს შეეშვან და საქმეზე გადავიდნენ:

  1. აიღეთ ფურცელი და დაწერეთ თქვენი პრობლემა,რეალური პრობლემა,რაც თქვენი წუწუნის მთავარი მიზეზია და არა ის ათასი რამ,რასაც წუწუნის დროს ,,ჩააქსოვთ” ხოლმე (როგორც მე ზემოთ);
  2. იფიქრეთ შექმნილ სიტუაციაზე და მოძებნეთ პასუხი,თუ რატომ მოხდა ის.ჩამოწერეთ ყველა შესაძლო გზა გამოსავლის საპოვნელად;
  3. აირჩიეთ ერთ–ერთი თქვენს მიერ არჩეული გზა და განახორციელეთ,სცადეთ პრობლემის გადაჭრა.

თუ თქვენმა დასახულმა გზამ გაამართლა ხომ კარგი, და თუ არაფერი გამოვიდა ოღონდაც ისევ წუწუნს ნუ დაიწყებთ,ხომ ხედავთ რომ ეგ საქმეს ვერ შველის.

გასაგებია,რომ დალხენილი ცხოვრება არავის არ აქვს და საწუწუნო ყველას მოეძებნება,მაგრამ დაფიქრდით,თქვენ გსიამოვნებთ ვინმეს გულისწამღები წუწუნის მოსმენა?იფიქრეთ ლოგიკურად და ყველაფერი  მოგვარდება,თუმცა იმასაც დავამატებ რომ ადამიანი,რომელსაც სერიოზული პრობლემა აქვს წუწუნს არ დაიწყებს და ამაში დროს არ დაკარგავს.იმედი მაქვს ჩემი პოსტი  წუწუნის წინააღმდეგ წუწუნი არ გამოვიდა.= ))

აკრძალული ხილი

Posted: სექტემბერი 4, 2011 in პროტესტი))
ტეგები:

ბოლო თვეების განმავლობაში უამრავი რამე დაიწერა და ითქვა საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნასთან დაკავშირებით .საქმე ეხება თითქოსდა კანონს,რომელიც ჩვენს ქვეყანაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კრძალავს არც მეტი არც ნაკლები, კოცნას.

აქამდე არ მაწუხებდა ეს პრობლემა, არც კანონი და არც მომავალში შევაწუხებინებ თავს,მაგრამ თუ ის მართლა არსებობს მინდა ცოტა ვიხალისო და სასაცილოდ ავიგდო.ახლავე მოგახსენებთ რატომაც:

როდესაც ამ საკითხზე რამდენიმე ადამიანის შეშფოთებული კომენტარი მოვისმინე,პირველი კითხვა რომელიც გაჩნდა იყო ,,რატომ?”

მეორე კითხვა იყო: ,,ამათ (კანონმდებლებს) შიგ ხომ არ აქვთ?”

და შემდეგ დავიწყე ამ საკითხის განხილვა.დავიწყოთ რამდენიმე წლის წინანდელი შემთხვევიდან და მივადგეთ ,,განტევების ვაცს”,რომელსაც საქართველოში ყველაფერი შეგვიძლია დავაბრალოთ: წვიმა,გვალვა,შიმშილი,უფულობა,ფაღარათი,მეზობლის კატის შეურაცხადი საქციელი და რავიცი კიდევ ათასი რამ,რაც ჩვენ გარშემო ხდება და რაც არ მოგვწონს. ხოდა იმას ვამბობდი რომ ამ ადამიანმა ერთ–ერთი პატრიოტული ბანაკის ტერიტორიაზე გააკეთა განაცხადი,რომელიც დიდიდ ხანი იყო განსჯის საგანი,განცხადება ეხებოდა ახალგაზრდებს,მათ გართობას,შეყვარებულ წყვილებს და ბუჩქების დანიშნულებას შეყვარებულთა ინტიმური ურთიერთობის ჩამოყალიბებაში.

გავიდა წლები, ბუჩქების თემაც მიწყნარდა და აი ერთ დღეს, ერთ მაღალ,ლამაზ და თეთრ შენობაში შეკრებილმა კრეატიულმა ჯგუფმა,რომლებიც შეგვიძლია ზემოთხსენებული პერსონის ,,სიტყვის შესრულების მცველებად” შევრაცხოთ,დაასკვნეს,რომ ბუჩქების თემა უნდა განეახლებინათ,რადგან ,,მისი ყველა სიტყვა უნდა ასრულდეს,რასაც ის ხალხს ეტყვის გადაუბრუნებლად უნდა შესრულდეს და არავის უნდა მიეცეს უფლება ეჭვი შეიტანოს ამაში”.

რა უნდა ექნათ,ადგნენ და შეიმუშავეს ზემოთხსენებული კანონი.ააა,თქვენ ვერ მიხვდით რატომ?ეხლავე გეტყვით.აი უკვე მათი გაცემული განკარგულებაც ხელთ მაქვს:

,,სასწრაფოდ,ყველა პარკსა თუ სკვერში,ყოველი სკამის უკან,დაირგოს დიდი ზომის მარადმწვანე ბუჩქი”

ნაწყვეტი ერთ–ერთი ახალი ევროსტანდარტების (და არა ევროგაგების) პარკის გახსნაზე უმაღლესი კანონმდებლის მიერ წარმოთქმული სიტყვიდან:

,,რეალურად ჩვენ ვნერგავთ უახლეს სტანდარტებს, ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ გარემო,სადაც ხალხი იგრძნობს რომ მსოფლიოს ნაწილია,ეს ბუჩქები არის ჩვენი გამარჯვება და ეს ბუჩქები არის ჩვენი მომავალი,მათ აქვთ განსაკუთრებული არა მარტო დეკორატიული მისია,არამედ ერის გამრავლების საქმეში მათ აქვთ გადამწყვეტი როლი.ჩვენ ვუფრთხილდებით ტრადიციებს,ჩვენ ვინარჩუნებთ აღებულ გეზს და ჩვენ ვქმნით მომავალს.”

ევროსტანდარტების პარკებში ევროპაში არავინ დაგიშლის ბალახზე ჯდომას,პარკში კოცნას(ალკოჰოლურ სასმელებზე ხმას არ ვიღებ), ჩახუტებას,სკამზე წამოწოლას და დას–ვე–ნე–ბას.

წარმოიდგინეთ სიტუაცია: თქვენ და თქვენი შეყვარებული მიდიხართ პარკში, სხდებით სკამზე,თავზე გადგათ დაცვა, თქვენ პატიოსნად ზიხართ სკამზე გასწორებულები,გსურთ მოეფეროთ თქვენს შეყვარებულს,მაგრამ დაცვა აკონტროლებს თქვენი ,,სითავხედის ზღვარს”, ნორმალური კოცნაც შეიძლება,ხო რა თქმა უნდა ნორმალური,აბა ,,გადააჯექი ზევიდან შეყვარებულს და პარკში გახედნე” ყველა ქვეყანაში დაჯარიმდება.მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ თქვენ გადაინაცვლებთ სკამის უკან ბუჩქში,სადაც შეგიძლიათ ის აკეთოთ რასაც მოისურვებთ,ოღონდ ყოველდგარი სინდისის ქენჯნის გარეშე,რადგან თქვენ ამის უფლება თავად კანონმა მოგცათ დიახაც!

აბა ვის გაუგია პარკში,უამრავი ადამიანის თანდასწრებით,ლაივ კამერების რეჟიმში,პარკში,სადაც ბავშვები თამაშობენ(!!!) ვის გაუგია სიყვარულის გამოხატვა,ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი!

რამდენადაც ეს ყველაფერი სრულიად უაზროა,იმდენადვე გულისამრევია.

ან კიდე აი კიდევ ერთი რამ წარმოიდგინეთ: ფეიბოქსის აპარატებში დაემატება ახალი ფუნქცია,სადაც თქვენ წინასწარ შეძლებთ გადაიხადოთ ქუჩაში კოცნის საფასური,აპარატი მოგცემთ ჩეკს და თქვენ თამამად შეძლებთ ქუჩაში დაკავდეთ კოცნით,აი როგორც ,,სითი პარკია”, კარგი იქნება შუბლზე თუ მიიკრავთ ამ ქვითარს,რომ კანონის დამცველმა უდროო დროს არ შეგაწყვეტინოთ სიამოვნება.ყოველი მეასე გადამხდელი მიიღებს საჩუქრად უფასო 50 კოცნის ვაუჩერს!

აი დადგა ეს დროც,ქალბატონები ვაჟებს ვაჟკაცობის გამოვლინებაში და სიყვარულის დამტკიცებაში და გამბედაობაში მხოლოდ ამ საქციელსღა უთვლიან.ეს თავისთავად იზიდავს ტურისტებს,მათ თუ რომელიმე ტყიდან გამოვარდნილი ერი არ ვეგონებით,იმედია იმას მაინც მიხვდებიანრომ ,,ისჯება კანონით” ნიშნავს ფულად ჯარიმას და არა ქვებით ჩაქოლვას.

ქვეყანაში გაჩნდებიან ახალი კანონდაუმორჩილებლები,რომლებსაც საპატიმროებში ჰკითხავენ:,,რისთვის ზიხარ?” და დამნაშავეც შეჭმუხნილი შუბლით და აბურცული ტუჩებით უპასუხებს:,,არასანქცირებულ კოცნაზე წამასწრეს ამის დდშვც”.

დიდი ხანია ეს პოსტი დრაფტებში განისვენებდა და რა დააშავა,თქვას თავისი სათქმელი.= ))

ისე მე ამ ტიპს უფრო ვაფასებ,ვიდრე იმას ვინც ჩემს ,,სახელს უფრთხილდება” და მხოლოდ ბნელ ადგილებში ამჟღავნებს თავის გრძნობებს))


არ უნდა დაიმატო უფროსი ასაკის ნათესავები ფეისზე რა!!!! :D:D:D:D:D მზღუდავეეეეეენ მბლოკავეეეეენ მაკომპლექსებენ + ნერვებს მიშლიან =))

რას ვერჩი რა დამიშავეს))

აი მაგალითად მე მინდა რომ რაღაც მოვყვე,ან მინდა რომ ისეთი კომენტარი დავწერო გულს რომ მომფხანს )) წარმომიდგენია მათი რეაქცია და ჩასაფრების პოზა როცა ელიან რომ რამე მივქარო და ეს საჯაროდ გავაკეთო.ჯერ არავის არაფერი უთქვამს და ვერც მეტყვიან ჩემი გულისამრევად სწრაფი რეაქციის ეშინიათ))ეს იცით როგორი რეაქციაა? გიჟს რომ მამსგავსებს და ბოლო ხმაზე კივილს და მტვრევას მაიძულებს.კიდევ კარგი რამდენიმე წუთი გრძელდება მარტო და ბოლოს ჩემი შეუძლოდ გახდომით მთავრდება))

აი ელა მე მინდა მოვყვე ჩემი ზაფხულის ამბები))უცებ მომეხოშა ))

ჩემდა საუბედუროდ დღეს საქართველოს ზღვისპირა ქალაქებში მცხოვრები ახალგაზრდების უმრავლესობა (სქესის განურჩევლად) ფიქრობს რომ თუ მე ზღვაზე ყოველ დილას და საღამოს მარტო გავდივარ,ვწვები პლაჟზე,ყურსასმენებს და სათვალეს ვიკეთებ და ვიწყებ ინგლისურენოვანი წიგნის კითხვას და ვარ ჩემთვის_მე ბოზი ვარ))

)))))))))))))))))

კიდევ კარგი პირსინგი არ მაქვს ))

და არც ვეწევი)))))

უფროსი ასაკის ნათესავები რა შუაშია და აი რატომ უნდა ფიქრობდეს ადამიანი ასე? ან საერთოდ,რატომ უნდა ფიქრობდე სხვაზე,გვერდზე მწოლ არსებაზე პლაჟზე,როცა შეგიძლია იწვე რა და ისიამოვნო.

მთელი წელი მეკიდა ეს ამბავი და ეხლა რატო გამახსენდა ))

წარმოიდგინეთ რა მოხდება ამას რომ დეიდაჩემი წაიკითხავს )))))

არადა არაფერი არ წერია იმასთან შედარებით რისი დაწერაც შეიძლებოდა ;)))