Archive for the ‘და სხვა’ Category


ახალი წელი მოდის,ყველანი საკუთარ ოჯახებში ნელ-ნელა ვიწყებთ საახალწლო მზადებას და ფუსფუსს.ხასიათიც შესაბამისი გვაქვს..
და რა ქნან იმათ,ვისაც ოჯახი არ ყავს?ვისთვისაც ყველა ახალი წელი ერთნაირია,მოსაწყენია და მარტოდ გატარებულ კიდევ ერთ დღესასწაულთან ასოცირდება?
რუსთავში სულ 3 ბავშვთა სახლია:
1. ბავშვთა დღის ცენტრი “საპოვნელა”-50მდე ბავშვი
2.მე-11მკ/რ-ში მდებარე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი-7ბენეფიციარი
3.ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი-9ბენეფიციარი.
ჩვენ შეგვიძლია შესაძლებლობის ფარგლებში რომელიმე ამ ბავშვთა სახლს ახალი წელი მივულოცოთ.
მოგიწოდებთ, გთხოვთ, გთავაზობთ ყველას_გავხდეთ ამ ბავშვებისთვის ფიფქიები,თოვლის ბაბუები,სურვილების ამსრულებელი არსებები! შევაგროვოთ მათთვის:
1.ტკბილეული,
2.სათამაშოები,
3.ტანსაცმელი,
4.ჰიგიენური საშუალებები,
5.საკვები პროდუქტები.
6. წიგნები
გავახაროთ მათი პატარა,დაჩაგრული გულები და ვიმხიარულოთ ერთად.
ვისაც სურვილი ექნება,შეუძლია მოიტანოს შემოწირულობა 29 დეკემბრამდე რუსთავში,თოდრიის 1ჩიხში (ან ნებისმიერ ადგილას,ტრანსპორტირებას მე ვუზრუნველყოფ.)
ხოლო 29 დეკემბერს,მსურველებთან ერთად გავეშუროთ რომელიმე წინასწარ შერჩეულ ბავშვთა სახლში.(რადგან არ ვიცი რა რაოდენობის შემოწირულობა შეგროვდება)
მოიწვიეთ მეგობრები,გააზიარეთ ივენთი და იყავით კეთილები ♥ facebook ბმული იხილეთ ქვემოთ:

http://www.facebook.com/events/461203093916353/

დეტალური ინფორმაციისთვის შემეხმიანეთ ნომერზე:557491928
პ.ს: ასევე შეგვიძლია ერთად მოვიფიქროთ გასართობი პროგრამები ბავშვებთან უკეთ საურთიერთობოდ და მათ გასახარებლად.

dec04_kids

Advertisements

და აი ისიც, მოდის, მობრძანდება, მალე კარს შემოაღებს და ა.შ და ა.შ. 🙂

მე თუ მკითხავთ, საერთოდ არაფერი არ არის იმაში აღსანიშნი, რომ ახალი წელი დგება, მაგრამ რადგან მაინც ვდგამ ხოლმე 31ში (12ის ნახევარზე) ნაძვის ხეს, საცივსაც ვაკეთებ და გოზინაყსაც და კიდევ იმ მიზეზით, რომ სერჩებში დიდი ხანია შევნიშნე “როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე” , “რა ჩავიცვა ახალ წელს”, “გველის წელი და სიკტილი” და მსგავსი კითხვები, ამიტომ ვეცდები ჩემი საკუთარი გამოცდილება გაგიზიაროთ ახალი წლის აღნიშვნასთან დაკავშირებით.

მე როცა ვხვდები, რომ არ მეახალწლევება, ვცდილობ ხოლმე თემატური სურათებით, გემრიელი რეცეპტებით და სიახლეების წაკითხვით ცოტა შევეგუო და გამოვისწორო ხასიათი. თქვენც იგივეს გირჩევთ და ვეცდები კიდევაც დაგეხმაროთ.

ნაძვის ხის მორთვა ძაან ჭრელად მე პირადად არ მიყვარს. “წვიმებიც” მხოლოდ 1-2 ფერის მაქვს და სათამაშოებიც ვცდილობ ერთ ფერში იყოს. გული მიგრძნობს, რომ წელს ჩემი ფისო არ დატოვებს არც ერთ სათამაშოს მთელს და წინასწარ გული მისკდება :).ალბათ მხოლოდ ბანტებით მომიწევს მორთვა, არაუშავს ეგეც ლამაზი იქნება, არა? ))

წელს ოქროსფერი, ვერცხლისფერი, მუქი მწვანე, შავი და ლურჯი ფერებია აქტუალური. შეგიძლიათ სამოსიც და დეკორაციაც ამ ფერებში გადაწყვიტოთ.

ტრადიციული ნაძვის ხის გარდა, შეგიძლიათ შეიძინოთ ბუნებრივი ნაძვის ხის ტოტები და კედლები გააფორმოთ, ან გამჭვირვალე ჭურჭელში პატარა ნატეხები ჩააწყოთ, გვერდით გირჩები შემოუწყოთ და ბრჭყვიალები მოაფრქვიოთ ზევიდან,ან შუაში ფერადი სანთელი ჩაამაგროთ.

2011Christmas-Tree-Ornament

საახალწლო სუფრას ძალიან მოუხდება დეკორატიული სანთლები და თემატური ხელსახოცები სანტას, ფიფქიას და ფიფქების გამოსახულებით ))

Christmas candles

ფანჯრებზე ფიფქების და ფერადი ნათურების დამაგრებაც  ხომ მარტივია? იმედია წელს მაინც არ დამეზარება 🙂

ამ მოქსოვილმა საყვარელობებმა მომცელა 🙂

il_fullxfull.394481454_ex9s 6-sn

ეს გველუკები წიგნის სანიშნეებია, ნეტა შემეძლოს ქსოვა 😐

ჯერჯერობით ჩემი ახლობლებისთვის განკუთვნილი საჩუქრები მხოლოდ იდეაში არსებობს და სავარაუდოდ 30 დეკემბრამდე იდეაში დარჩება 🙂

ტანსაცმლის არჩევაში ვერ დაგეხმარებით, მაგრამ აი ეს მანიკური ძალიან მომეწონა ))

531787_414215011984799_545149108_n

ყოველ ახალ წელს ერთი და იგივე მენიუ სუფრაზე ძალიან მოსაბეზრებელია, ვცდილობ ხოლმე რომ რაიმე ახალი შევმატო სუფრას, ძირითადად სალათები (ადვილია და იმიტომ :)) წელს რაღაც ნამცხვრის გამოცხობის ხასიათზე ვარ, ვნახოთ, ვნახოთ))

16431001-2013-christmas-tree-loading-progress

ახალი წლის შეხვედრის რაიმე ტრადიციული რიტუალი გაქვთ? მე ყოველთვის ძილზე ვფიქრობ და გოზინაყის დაჭრაში გასაცოდავებულ თითებს ვილოკავ  🙂

სიმართლე რომ გითხრათ, ჩემთვის ახალი წელი შობის დილას დგება, ღამენათევი დილით კაააი ცხელ ხაშს რომ ხვრეპ, რა სჯობია მაგაას აუაუუუუ 🙂

მოკლედ იმდენი ვქენი, რომ მგონი ახალი წელი შეგაძულეთ 🙂

და ბოლოს,

All-I-want-for-Christmas-is-you


ალბათ მოგეხსენებათ ამ ფესტივალის მიმართ ჩემი კეთილი გრძნობებისა.(შეიძლება არც მოგეხსენებათ,ახლა ხომ გაიგებთ :)) 18მაისს ფესტივალის ფარგლებში ორგანიზატორები და რამდენიმე მუსიკოსი რუსთავს ესტუმრნენ და პირველი პრომო კონცერტით გაგვაცნეს 2 და 3 ივნისს დაგეგმილი ოფენეარის მონაწილეები.(მომდევნო პრომო ტურები იყო ქუთაისში და ზუგდიდში)

სალომე,სტრინგი და რუსთაველი დიმიტრი ფანკი (ქართულად ვერ ჟღერს ისე მაგრად:)) საკმაოდ კარგი სამეული გამოვიდა,დიმიტრიმ ხომ გადაგვრია ყველანი,ამხელა ქალს რა ძალა მახტუნავებდა იმდენი საათი არ ვიცი 🙂

ეს ყველაფერი დებილური ხუმრობა იქით იყოს და, ლუდი ვერ მოვიგე, ვერც მაისური, ცოტა გული დამწყდა. ჩემნაირი გულდაწყვეტილებისთვის იქვე სახელდახელოდ მოწყობილ კარავში იყიდებოდა ფესტივალის აქსესუარები, რატომღაც ლუდი ვერ დავლიე,ზედაზენი კი არის სპონსორი მაგრამ მხოლოდ გამარჯვებულებს ერგოთ, მე არა:|

რათქმაუნდა კურიოზების გარეშე არ ჩაუვლია საღამოს, ასე მაგალითად შეკრებილი მცირერიცხოვანი საზოგადოებიდან არავინ იცოდა ვინ იყვნენ ფესტივალის მოწვეული ჯგუფები 😐

რატომღაც დათო ლომიძემ გადაწყვიტა რომ ლუდი მხოლოდ 50წელს გადაცილებული ბაბუებისთვის ეჩუქებინა,მე ალბათ არასრულწლოვანი ვეგონე,ისევე როგორც მის გარშემო მორბენალი ბავშვები,რომლებმაც რამდენჯერმე არ მისცეს თავისუფლად გადაადგილების საშუალება 🙂

მე კი კარგად გავერთე და რავიცი..=)))

მე და ეს ფოტოგრაფი ერთმანეთს ვუღებდით სურათებს 🙂

რათქმაუნდა კონცერტი 2საათს დაგვიანებით დაწიყო, აკი ვეუბნებოდი 5ზე ეცხელება მეთქი 🙂
მაქვს უამრავი ვიდეო რომელთა ხარისხზეც (ისევე როგორც სურათებისაზე,თავის დადება შემიძლია:))
ეხლა ძაან მეზარება და მერე აგიტვირთავთ რა=))
ეს მხოლოდ დასაწყისია,წინ 2 და 3 ივნისი გველის, ვინც ჯერ კიდევ არ იცის, ფესტივალი ჩატარდება მთაწმინდის პარკის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, Tbilisi Valley-ზე(ში:))
იხილეთ განრიგი თუ რაც ჰქვია:

და ფეისბუქის გვერდი
დასასრულს კი, სხვა რა, თუ არა ის,რომ Music Breaks Free! =))


რუსთავი პატარა ქალაქია, თავისი პატარა სახლებით, ეზოებით და პარკებით.რუსთავი ლამაზი ქალაქია, თავისი ლამაზი სახლებით, ეზოებით და პარკებით.რუსთავი წყნარი ქალაქია, თავისი წყნარი მოსახლეობით და წყნარი ქუჩებით. მას არ უყვარს როცა მყუდროებას ურღვევენ, ჩვენს ქალაქს არ ხიბლავს მხიარული თავყრილობები და გასართობი ადგილები. თუ გინდა აქ ცხოვრებას მიეჩვიო, სიმშვიდე უნდა გიყვარდეს.

რუსთავს მარტო ქარი ურღვევს მყუდროებას, ისიც თებერვალში.

რუსთავი ეგოისტი ქალაქია, არ უყვარს მეზობელი ქალაქიდან ჩამოსული ,,ხმაურიანი თავქარიანები,” რომლებიც მას დასცინიან, მოსაწყენსა და  ერთფეროვანს უწოდებენ..რუსთავს არ უყვარს როცა სხვებს ბაძავს, ამიტომ აქ ვერ ნახავთ თქვენს საყვარელ ფირმის მაღაზიებს, რესტორნის ქსელებს და კინოთეატრსაც კი. რუსთავი ძნელად ეგუება სიახლეებს. არ უყვარს როცა სხვები მის საქმეში ერევიან და ურჩევენ რა როგორ გააკეთოს, არ უყვარს, უბრალოდ ვერ ეგუება ამას.

რუსთავი ძალიან ალალია, ყველაფერი სწყინს, სწყინს როცა ტოვებენ, როცა უკანმოუხედავად გარბიან, განა მან არ იცის რომ უშნოა, განა მან არ იცის რომ ბევრით ჯობნიან სხვები, მაგრამ ეს მასაც ძალიან სტკივა. არ უყვარს როცა ლაჩრულად გარბიან და მას მარტო ტოვებენ თავის პრობლემებთან.რუსთავი მშრომელი ქალაქია, ნელა და დაკვირვებით მუშაობს, არა, ზარმაცი არ გეგონოთ, მას უყვარს შრომა. და სისუფთავე. ის ძალიან ცუდად გრძნობს თავს როცა თხუპნიან, ბინძურ ხელებს ზედ აწმენდენ და აფურთხებენ_ სახეში.

რუსთავი ჩემი ქალაქია. ჩემია თავისი უსულო ღამეებით, ბინძური ხედებით, აუტანლად ცხელი ზაფხულით, უსახლკაროებით, სასტუმროთი, პირამიდით, მეტალურგიით, სიონით, მტკვარით, მიკროებით, “არკით”, სამარშუტო ტაქსებით რომლებიც მხოლოდ “პირდაპირ” დადიან,  იალბუზით და ჯვრით, ზედმეტი ტაქსებით, “ქვემო ქართლი”-ს ტელევიზიით, “ბეტ” კლუბით, ინტერნატებით, “სტამბულით”..

რუსთავი ჩემი ქალაქია ჩემი უბნით, ჩემი ქუჩით, ჩემი სახლით, ჩემი მეზობლებით, ჩემი ოჯახით. რადგან რომ არა ეს ქალაქი, მე მე არ ვიქნებოდი.


სანამ ამ კითხვას დაგისვამენ და თქვენ ოფიციალურად იტყვით ,,დიახ-ს”, (ან არას :D) მანამდე მოდით გავარკვიოთ რას დაინახავენ ზურგს უკან თქვენს ქორწილში მოწვეული სტუმრები.

არ მევასება ზოგადი შესავლები, სადაც ჯერ ,,ჯენერალ” უნდა ისაუბრო თემის გარშემო და მერე გადახვიდე კონკრეტულ შემთხვევაზე.

პირდაპირ გეტყვით, ისევე როგორც ყველა გოგო,  ასაკის,ინტელექტის, ტვინის მოცულობის, განათლების, სიგრძე-სიგანის და უამრავი სხვა მონაცემის განურჩევლად, (ოჯახური მდგომარეობის გარდა), ოცნებობს თავის ქორწილზე, დღეზე, რომელმაც მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი უნდა დააყენოს. მეც მათ შორის. უფრო სწორი იქნებოდა, თუ ვიტყოდი, რომ ვოცნებობ კი არა, ვფიქრობ ამაზე. ჯერ-ჯერობით არა ინტენსიურად, მაგრამ მაინც.

თუ გუგლს დავუჯერებთ,  სიმბოლური თეთრი კაბა ქორწილში, ეს ტრადიციაა, რომელიც პატარძლის სიახლეს, სინაზეს და ქალწულობას უსვამს ხაზს. დიახ, დიახ,სიახლეს პატარძლისთვის,ანუ მის პირველ ქორწინებას. თუ თქვენთვის ქორწინება ახალი ხილი არ არის, თამამად შეგიძლიათ მოირგოთ ნებისმიერი ფერის კაბა.=)

წმინდა თეთრი ფერის კაბა, თუ შეგინიშნავთ არც ისე თვალისმომჭრელი და ეფექტურია, თეთრიდან ნებისმიერ ტონალობაში გადასული კაბები გაცილებით უკეთ გამოიყურება, უმრავლესობას, ჩემი დაკვირვებით, ვარდისფერი, ცისფერი და კანისფერი ტონალობები აქვს შერეული. მაინც გავურიე ,,ჯენერალი”:D

ქორწილი, როგორც ცერემონია, ჩემთვის ასოცირდება ბრწყინვალებასთან. ქორწილში ყველაფერი უნდა ბრწყინავდეს, პატარძალი კი მზე უნდა იყოს. =) ქალებო, ეს თქვენი დღეა, არ ვიცი ვის როგორი ცხოვრება ელის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ქორწილის ემოცია არის ის, რასაც მთელი ცხოვრება თან დაატარებ.

მე, პირადად, ჩემს ქორწილში ერთ დეტალს არ დავტოვებ ისე, ჩემს ხელში რომ არ გაიაროს :). არ აქვს მნიშვნელობა ქორწილი 50 კაციანია თუ 300, მთავარია ყველაფერი იყოს გან სხვა ვე ბუ ლი!

ტრადიციული პატარძლების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, პატარძალს შეუძლია თუნდაც ერთი დეტალით საკუთარ გარეგნობაში, სამუდამოდ დაამახსოვროს თავი პუბლიკას.

დავიწყოთ კაბით: ძირითადად, დეკოლტე, გრძელი, ვიწრო. ან კორსეტი და ქვემოთ ბუჩქი, თავზე ფატა. ფატის მომხრე ძალიანაც არ ვარ, ჯვრისწერისას უბრალოდ თავსაბურავი შეგიძლიათ მოიფაროთ. ვარცხნილობის დამალვა, თან მთელი ქორწილის განმავლობაში, დიდი დანაშაულია 🙂

ეჰ, რა გიშავთ კაცებს, გადაიცვამთ შარვალ-კოსტუმს, უკეთეს შემთხვევაში ჩოხას და მზად ხართ! აბა ნახეთ რამდენი რამე სჭირდება ქალს: კაბა, ფეხსაცმელი, თაიგული, ვარცხნილობა, საყურე, ყელსაბამი, სამაჯური, მაკიაჟი და კიდევ ათასი წვრილმანი!

კონკრეტული მაგალითების გარეშე არაფერი გამოვა, ჩემი არჩევანი მდიდრული, არატრადიციული კაბებია. არც მთლად არატრადიციული, შავი კაბის ჩაცმას არავის ვურჩევ 🙂

მე გადავწყვიტე, რომ რადაც არ უნდა დამიჯდეს, ერთ კაბას არ დავჯერდები, მეორე კაბა მოკლე უნდა იყოს (მესამეც თუ იქნება,მთლად უკეთესი 😀 გაიწეწა ოჯახი :D)

ყველა მომწონს, მაგრამ ის, რომელიც მე მეცმევა თუ ოდესმე გათხოვება გადავწყვიტე, აქ არ არის, იმიტომ რომ მე ეგოისტი და შურიანი ადამიანი ვარ და არ მინდა რომ თქვენც მოგეწონოთ და ჩაიცვათ! 😛

გადავიდეთ ფეხსაცმელზე:

არ დაგავიწყდეთ, ბალეტკები ცეკვის დროს ძალიან პრაქტიკულია, რომ ჩამოხვალთ ორსართულიანი ქუსლებიდან, აი ასეთი ლამაზი რამეები შეგიძლიათ ჩაიცვათ.

თმა:

ეხლა გადავხედე სურათებს და სულ ქერა ვარცხნილობები ამირჩევია 😀 ძალიან მომწონს გაშლილ ან ჩაწნულ თმაში ჩამაგრებული ყვავილები.

მართალია თაიგული მეჯვარის ასარჩევია, მაგრამ მე წინასწარ ვაფრთხილებ ჩემს მეჯვარეებს, აქედან აარჩიეთ რომელიმეს დიზაინი =)

რა დაგვრჩა? სამკაულები? რავიცი,რავიცი,ეს ისეთი რამეა რომელსაც თქვენს გემოზე ვერ დაამზადებინებთ (ნუ, დაამზადებინებთ, მაგრამ ძვირი სიამოვნებაა). ამიტომ ერთი-ორი ცალით შემოვიფარგლები:)

რაც შეეხება ყელსაბამებსა და სამაჯურებს,რომლებსაც მე ვერ ვიხდენ, თავად აარჩიეთ :დ

ესეც ზოგიერთი დეტალი:

მე ვფიქრობ, რომ ქალისთვის შვილის ყოლა, გასაგებია, ალბათ ყველაზე დიდი ბედნიერებაა, მაგრამ სანამ შვილი გაჩნდება, მანამდე 9 თვე ხომ უნდა გქონდეთ რამეზე სალაპარაკო?! 😀  ვერაფრით ვერ ვიჯერებ, რომ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ უნდა, რომ ლამაზი ქორწილი ჰქონდეს, ნუ დაგენანებათ ფული საკუთარი სილამაზისთვის და აჩუქეთ საკუთარ თავს დაუვიწყარი დღე. არ მაქვს იმის ილუზია, რომ ყველას შეუძლია მდიდრული ქორწილის გადახდა, დაპატიჟეთ 50 სტუმრით ნაკლები და იყიდეთ ისეთი კაბა, როგორიც გინდათ =) გააფორმეთ სახლი ყვავილებით და არა ბროლის მძივებით, ჩამოკიდეთ ჭერზე ბუშტები, რომლებსაც ფერადი ლენტები ექნება შებმული. აბა მითხარით, რად უნდა ამას ბევრი ფულის ქონა? ყველაფერი მონდომების და ფანტაზიის ამბავია. ასე რომ, წარმატებებს და ოცნებების ასრულებას გისურვებთ :*


დილას მახსოვდა რისი დაწერა მინდოდა,ეხლა აღარ მახსოვს.სკლეროზს ხომ არ მივუძღვნა ერთი პოსტი?? =))

არა, მოდი უფრო სასიამოვნო რამეზე ვილაპარაკოთ. მაგალითად იმაზე, რომ გარეთ მზეა, მე ოფისში ვზივარ და მცივა, მაგრამ მზეს რომ ვხედავ მაინც მიხარია=)) ვსვამ ყავას, ვაყოლებ მარმელადს და მეილებს ვუგზავნი კომპანიებს.. ოხხ რა ძლიერ საინტერესო საქმე მაქვს მეგობრებო!

ხო, მართლა, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა უფრო საინტერესო და სახალისო გახდეს?

როგორ გავილამაზოთ ერთი ჩვეულებრივი, მოსაწყენი, ერთფეროვანი  და დამღლელი სამუშაო დღე?

გთავაზობთ რამდენიმე მოკლე რჩევას, რომელსაც მე ვიყენებ და რომელიც ამართლებს. თუ თქვენი საქმე მთელი დღე კომპიუტერთან ჯდომა და მოსაწყენ საბუთებში ქექვაა, მაშინ ეს რჩევები თქვენთვის ზედგამოჭრილია, სხვებმაც იქნებ მოარგონ თავის საქმეს=))

რჩევა №1

დილაა, უკვე ოფისში ვართ, ყავაც დავლიეთ, თანამშრომლებიც მოვიკითხეთ და მივაღწიეთ ჩვენს სამუშაო მაგიდას. პირველ რიგში ვრთავთ ინტერნეტრადიოს და ავრორა! მუსიკა უკვე კარგი დასაწყისია=))

რჩევა №2

მეორე რჩევა სულაც არ გულისხმობს იმას,რომ თქვენ სამუშაოს თავი მიანებოთ და გაერთოთ, მაგრამ ყველას აქვს თავისუფალი დროის რაღაც მონაკვეთი, რომელიც გირჩევთ ხასიათზე მოსასვლელად ანეგდოტების კითხვაში გაატარეთ. მერე შესვენებისას მოუყევით კოლეგებს და  იცინეთ ლაღად =))

რჩევა №3

გაუგზავნეთ მეილზე (სკაიპში,ფეისბუკზე) თქვენს თანამშრომლებს (უფროსსაც ) ლამაზი, მშვიდი სურათი და მიაწერეთ have a nice day!

რჩევა №4

ყოველ 2-3 საათში ერთხელ, წამოდექით, ოთახში ცოტა გაიარ-გამოიარეთ, გააკეთეთ კისრის ვარჯიში ან ხელით დაიმასაჟეთ. ეს ვარჯიში მოგიხსნით დაძაბულობას და დაღლილობასაც შეგიმსუბუქებთ.

მეტი რაღა გითხრათ, ჩემთან ეს ყველაფერი მუშაობს და ალამაზებს ჩემს ყოველდღიურობას, დარწმუნებული ვარ თქვენც დაგეხმარებათ რომ ნაკლებად დაიღალოთ და მთელი დღე მოწყენილი სახით არ იჯდეთ =))

ცელი :D

Posted: ოქტომბერი 31, 2011 in და სხვა
ტეგები:, ,

რაღაცის დაწერას ვცდილობ, ვცდილობ სათქმელის თქმას მარტივად, გამართულად, გასაგებად, გლამურულად…=)) არ გამოდის, ისევ ჩემებურად ვიტყვი.

ძირითადად ქეთუსია ფიქრობს ხოლმე ბევრს,  ლაპარაკობს ცოტას (თუ ძაან კარგ ხასიათზე არაა) და იმ ნაფიქრალის 2%–ს, ანუ  ცოტას წერს (ამ ბოლო დროს განსაკუთრებით).

რატომღაც ეს დღეები ავიკვიატე ,,ბოლო დღეები”.

რისი, ვისი, რატომ_ ეს უკვე აღარ ვიცი..

უბრალოდ ხშირად ვფიქრობ ბოლო დღეებში ბოლო დღეებზე..=))

მოხუცი ცოლ-ქმრის ურთიერთობას თუ დაკვირვებიხართ? როგორ უფრთხილდებიან ერთმანეთს,როგორ ეფერებიან,როგორ ზრუნავენ,როგორ თბილად ექცევიან გარშემომყოფებს?

მე ვფიქრობ, იმიტომ ხდებიან ასეთები, რომ იციან, ბევრი აღარ დარჩათ და რა თქმა უნდა თუ გონიერებაც ჰყოფნით, თბილები ხდებიან..

რა მოხდებოდა, ყველანი ისე რომ ვცხოვრობდეთ, თითქოს ეს ჩვენი ბოლო დღეა?? ეჰ კარგი იქნებოდა, კარგი..

არასოდეს მიფიქრია, რომ იმ ბოლო დღეს ვინმესთვის სამაგიეროს გადახდას მოვინდომებდი, ძველ წყენას გავუხსენებდი ან ვინმეს დასჯას მოვინდომებდი, არ ვიზამდი ამას..

ვითომ იმიტომ ხდებიან ადამიანები სიცოცხლის ბოლოს სათნოები რომ სიკვდილის შიში უმძაფრდებათ?

ქეთუსიას არ ეშინია სიკვდილის..

ანუ თამამად შემიძლია ვიბოროტო, ვიშურო, ვიგინო, ვიმრუშო, ვიჩხუბო და ვსვა!!!! 😀

არ გახდეთ კარგები მხოლოდ იმის გამო, რომ მალე დაიხოცებით, თუ სიკარგე გინდათ ისე იყავით, მომავალზე ფიქრის გარეშე.

ნუ ჩააწყობთ მომავალს!

ნურც სიკვდილს 😉

გაუმარჯოს სიცოცხლეს! =))