მე, ქეთუსია

about me_სასტიკი რამეა, უნდა წერო როგორი ხარ, რატომ ხარ, რა დაგრჩენია ვორდპრესზე, რატომ აწამებ სხვებს შენი ნაბოდიალის კითხვით და ა.შ.

ამიტომ, მე არ გეტყვით რატომ ვწერ პოსტებს, არც იმას გეტყვით ძირითადად რაზე ვწერ, არც იმას, რომ უნდა წეროთ კომენტარები, არც welcome-ს გეტყვით და არც სასიამოვნოდ დროის გატარებას გისურვებთ ჩემი პოსტების კითხვაში, იმიტომ რომ ეს ასე არ იქნება 😀

მე მჯერა რომ რასაც აქ ვწერ ყველაფერი სისულელეა და სულაც არაა საინტერესო, მაგრამ როცა მეწერინება ვთავხედდები ხოლმე..

მე არ ვიცი ძალიან ბევრი უცხო სიტყვა და ეს დისკომფორტს მიქმნის. ვარ დეპრესიული და აგრესიულიც, როცა დეპრესიული მდგომარეობიდან გამოსვლას მირჩევენ ხოლმე.

ვარ უხეში (მამაკაცებთან), ცივი, ბოროტი და ავსული (ავხორციც) ქალი.

არ მიყვარს დალევა (მართლა არ მიყვარდა,უბრალოდ მერე ცხოვრებამ მოიტანა…ჩასწორებულია 22.11.11–ში) და მერე იმდენი ვსვი,რომ ჩემმა ორგანიზზმა უარი თქვა სასმელის შეთვისებაზე და ალერგიული რეაქცია მომცა :)(აგვისტო, 2012)

ვუსმენ ნირვანას (გადავედი archive-ზე და საერთოდ, სად იყო ან ერთი და ან მეორე როცა roger waters-ს ვუსმენდი) და ვმღერი ფოლკს.

მე ვფიქრობ რომ სამყარო ღმერთმა შექმნა და ფულის მონა ვარ.

მაქვს უამრავი კომპლექსი და მძულს საზოგადოება, სადაც ამ კომპლექსებს ვერ ვიხსნი.

მინდა ვიცეკვო ტაიმს სკვერზე კინტაური და დედა ვაგინო ჩემს ექს–ბოიფრენდს იმისთვის რომ ჩემნაირ გოგოს წასვლის საშუალება მისცა.
(უკვე ვაგინე, იეს).
არ ვეწევი, იმიტომ, რომ საკუთარი თავისთვის არაფრის დამტკიცება არ მჭირდება (რომ დამჭირდება,მოვწევ). ვარ ამერიკანისტი პროფესიით და მინდა ვიყო ფსიქოლოგი=))

მინდა ვიყო ცოტა მაღალი მაგრამ ვფიქრობ რომ ცოტა მაღალი რომ გავეჩინე ღმერთს მერე ვერ დამაკავებდით, ჩემისთანა ქედმაღალმა ტიპმა მიწასთან ახლო უნდა იცხოვროს რომ ხშირად გაახსენდეს სად დალპება მალე=))

მე მიყვარს მონების ყოლა მაგრამ მალე მბეზრდება.

არ მძულს ბიბერი და არც მიყვარს, მე მას უბრალოდ არ ვუსმენ.

სამყაროსთვის მორიელი ვარ და ღმერთისთვის მატლი.

მეშინია ორსულობის და ტარაკნების.

მე არ ვიცი რას ნიშნავს ,,მიყვარდა” იმიტომ რომ გული მაქვს და ის ყოველთვის ფეთქავს.

მე დავკარგე ორი ჩემი ნაწილი და მძულს მათი საფლავები.

და ბოლოს, მე ქეთუსია ვარ და არ დაგავიწყდეთ: nobody dies virgin 🙂

პ.ს: ჩემს ბლოგზე სულ 4 კატეგორიადაა პოსტები დაყოფილი:

1. მემემემე_ არის თემები რომლებიც თითქმის რეალობაა და მე მეხება))

2.ქეთი მიდის ჰოლივუდში რენესთან ერთად: ჩემი შეთხზული და ასე თუ ისე ლიტერატურული ნათითხნებია.

3.პროტესტი: საუბარია საკითხებზე, რომლებიც ყელში მაქვს,

4.და სხვა: პოსტები არაფერ კონკრეტულზე და მაინც ყველაფერზე

კომენტარები
  1. ninola's blog :))) ამბობს:

    gamexarda chemi blogi aq rom agmovachine :)) :**

  2. mwvanevashli ამბობს:

    მუსიკალურ გემოვნებაში ხუთიანი… დანარჩენზე გაჩუმებას ვამჯობინებ

  3. qetusia ამბობს:

    კარგია =)) (გაჩუმებას რომ ამჯობინებ :დ) მაგრამ მეგონა ვინმეს ეცოდინებოდა რატომ მარტყამს დენს ლეპტოპი :დ

  4. Mallorie ამბობს:

    ძალიან, ძალიან საყვარელი ხარ. მიხარია, საინტერესო ბლოგერების აღმოჩენა ბლოგოსფეროში. წარმატებები!
    ხშირად შემოგივლი ხოლმე. = )

  5. qetusia ამბობს:

    welcome Mallorie, მადლობა =))

  6. qetusia ამბობს:

    აქაურობა აშკარად შესაცვლელია:\

  7. SpeeCHLeSS ამბობს:

    ერთ–ერთი საუკეთესო ABOUT_ია რაც მინახავს :)) ძალიან მომეწონა :))

  8. qetusia ამბობს:

    მიხარია რომ მოგეწონა =))

  9. commercial idiot ამბობს:

    დასკვნა: ძალიან საინტერესო ადამიანი არ :))

  10. qetusia ამბობს:

    მადლობა და დასკვნა: შენი პირველი შთაბეჭდილება მალე დაგეკარგება 🙂 🙂

  11. tami ამბობს:

    მაგარი ვინმე ხარ ქეთუსია

  12. qetusia ამბობს:

    გაიხარე თამი ))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s