Archive for ოქტომბერი, 2015


ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე (რაშიც საკმაოდ ძლიერი ვარ), ბულგარული წიწაკა ჩავდე ზეთში და რეცეპტი უნდა გადმოვაფრქვიო.

მოგეხსენებათ,რაოდენ ცინცხალი პატარძალი ვარ და აბა ეხლა თუ არ გავინძერი,მაშ როდისღა?? 🙂

დაგვჭირდება:

  • ბულგარული წიწაკა (წვრილი,მსხვილი,წითელი,ყვითელი_რავიცი,რომელიც გინდათ)
  • ზეთი
  • ძმარი
  • შავი პილპილი
  • დაფნის ფოთლები
  • მარილი,შაქარი
  • ნიორი
  • ოხრახუში
  • ნიახური

ვიღებთ 3 კგ წიწაკას,მე მწარე არ მიყვარს (დათოს უყვარს, მაგრამ რას ვიზამთ :)) ვრეცხავთ და ვაშრობთ.მე ერთი ღამე დავტოვე(დამეზარა) და მეორე დღეს მოვაჭერი ყუნწები,გავუჭერი წვერები და ჩანგლით დავჩხვლიტე.(სურ. 1)

მერეე ავიღებთ თასს,(ქვაბიც შეიძლება) ვასხამთ ზეთს და ძმარს.სიმართლე რომ გითხრათ პორციები არ მახსოვს,მაგრამ ზეთის ნახევარი ვუყავი ძმარი.მარილი ალბათ 5 სუფრის კოვზი და 2 კოვზი შაქარი.ჰო კიდე დაფნის ფოთოლი რამდენიმე ცალი და შავი პილპილის მარცვლები უნდა,მაგრამ მე დამავიწყდა და მერე დაფქვილი პილპილი ჩავაყარე)) (სურ.2)

წამოვადუღებთ ამ მასას და წიწაკის მეხუთედ ნაწილს ჩავყრით თასში.რამდენჯერმე მოვურევთ და ამოვიღებთ.(სურ.3)

ცალკე ვამზადებთ მწვანილებს:გავატარებთ ან წვრილად დავჭრით,დავჭყლეტთ ნიორს(სურ.4) და ამ მასას წიწაკის მოთუთქვის დასრულების შემდეგ იმავე ზეთში ჩავყრით.

ბოლოს,მწვანილების ნარევს მოვასხამთ წიწაკას და კარგად ავურევთ.ცხელსვე ჩავდებთ მინის წილებში.დარჩენილი ზეთით ქილებს გადავავსებთ.მე არ მომიხუფავს,ხრახნიანი თავსახურებით იყიდება ქილები და იმებში ჩავაწყე.რამდენად გაძლებს და ბოტულიზმს გადავურჩები არ ვიცი,მაგრამ თუ რაიმემ მოულოდნელად მოგვწამლა მე და დათო,ამ წიწაკაზეც იეჭვეთ 🙂

სურ.1

სურ.1

სურ.2

სურ.2

სურ.4

სურ.3

სურ.4

სურ.4

თავსაფრები მდუღარე წყალში გავასტერილოთ

თავსაფრები მდუღარე წყალში გავასტერილოთ

20151022-007

Advertisements