პოსტი სათაურით “რა ყოფილა ეს ცხოვრება”

Posted: ოქტომბერი 2, 2014 in მე მე მე

მალე 25 წლის გავხდები. ძნელი და ცოტა მტკივნეულია ამ ასაკში გააცნობიერო, რომ კვლავ არაფერს წარმოადგენ))

დიდი ხანია, კონკრეტულ პოსტებს აღარ ვწერ, გადამიარა რქებით და კლავიატურაზე თავის თუ თითების რტყმით რაღაცის მტკიცების სურვილმა/ასაკმა.

იმ ასაკში ვარ, ყველაზე მეტად რომ ეძებ საკუთარ თავს, თითქოს ყველაფრით კმაყოფილი და ამავდროულად საშინლად უკმაყოფილო რომ ხარ. რაღაცეები რომ გადააფასე და ეხლა სარკეშიც კი რომ სხვანაირ მეს ხედავ.

პირველ რიგში,შევწყვიტე ისეთი რაღაცეების კეთება, რაც არ მომწონდა.

დავიწყე უფრო თამამად საკუთარი უარყოფითი აზრების დაფიქსირება საუბრის კამათში გადაზრდის ყოველგვარი პერსპექტივის მოსპობით.

დავაარსე ორგანიზაცია, რომელზეც ბავშობიდან ვოცნებობდი მქონოდა. მთლად ისეთი ვერაა ჯერ,მაგრამ იქნება.

შევწყვიტე მომავალზე ლაპარაკი და თითქმის ფიქრიც_არანაირი მომავალი ხვალის იქით.

ძალიან ბევრი უარყოფითი ბარიერის მიუხედავად ვარ იმ ადამიანის გვერდით, ვინც მიყვარს და ვინც დამეხმარა დამეძლია რამდენიმე თითქმის პრობლემად ქცეული ჩემი ხასიათის თვისება. ვისწავლე პატიება და იმის გააზრება,რომ ჩემს სურვილებზე წინ არაფერი უნდა იდგეს, თუმცა ვერ გადავეჩვიე სამაგიეროს გადახდას.

გავხდი უფრო მარტივი, ვცდილობ ჩემი საუკეთესო მეგობრისგან რაც შეიძლება მეტი დადებითი ვისწავლო_სამაგალითო გოგო მყავს გვერდით,თუმცა ეს მისთვის არასდროს მითქვამს.. აღმოვაჩინე რომ საერთოდ არ ვიღიმები და ამ პრობლემას არ მოევლება, ტყუილად ვიჩენ ნაოჭებს ცდაში.

გავხდი უფრო “ფეხებზემკიდია”, საბოლოოდ შევწყვიტე ხალხის კრიტიკა და ამაზე ფიქრშიც კი თუ გამოვიჭირე ჩემი თავი, წამორტყმა არ ასცდება ხოლმე.

ჯერ ისევ მეზარება სწავლის გაგრძელება და არც გავაგრძელებ სანამ ამაზე ფიქრი ძილს არ დამიფრთხობს.

კითხვაზე “როგორ ხარ”, პასუხი მაქვს მხოლოდ “კარგად”, ვთვლი რომ სხვისი პრობლემების გათავისება ისეთივე ნიჭია, როგორც დავუშვათ კლარნეტზე ცხვირით დაკვრა, ჰოდა არ მინდა ვინმეს ეს ნიჭი ჩემი პრობლემების სმენაში გავანიავებინო.

აღმოვაჩინე, რომ იმაზე მეტ ადამიანს შურს ჩემი, ვიდრე წარმოდგენილი მქონდა.

საბოლოოდ დავასკვენი, რომ კაცები უკეთესი არსებები არიან, ვიდრე ქალები. ქალისთანა წაკლა, გათავხედებული და გაბოროტებული არსება საერთოდ რა შესაქმნელი იყო ვერ ვხვდები.

კიდევ უფრო მეტად დავაფასე ჩემი იუმორი, ცოტა სარკაზმულია, მაგრამ სულ არარაობას ჯობია.

დადგება დღე, როცა ნაოჭების დათვლას დავიწყებ და საერთოდ არ მინდა გული დამწყდეს რამეზე, რაც ვერ გავაკეთე, ვერ გავბედე, ვერ მოვასწარი, ვერ ვთქვი, ვერ ავისრულე..

და მაინც, ტეხავს რომ უკვე თითქმის 25 წლის ვარ..

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s