Archive for ივლისი, 2014


ერთ კვირაში სამსახურიდან მოვდივარ.ფრიად შესაშური სიტუაციაა, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ 3 წლის განმავლობაში მხოლოდ 30 დღე დამისვენია ჯამში 🙂

ყველას ისეთი ისტერიული რეაქცია აქვს,რომ ვეუბნები სამსახურს თავს ვანებებთქო,გეგონება მათ მოაკლდებათ რაიმე იმით,რომ ხელფასი აღარ დამერიცხება ყოველი თვის ბოლოს.

აი სულ მეუბნებოდა ჩემი ქართულის მასწავლებელი,ზედმეტად რთულ წინადადებებს ამბობ და წერო და არ ვუჯერებდი,ეხლა რომ წავიკითხე ბოლო წინადადება,მივხვდი,რომ მართალი იყო 🙂

ჰოდა ეხლა რა ხდება ხალხო, იმდენად აცუნდრუკებულად ვგრძნობ ამ სიახლის გამო თავს,რომ ერთი სული მაქვს “სახლში როდის დავჯდები” 🙂

“სახლში ჯდომა”-ში იგულისხმება მთა-ბარის მოვლა,დილის ძილი, დღის არასტრესული დასაწყისი და  ჩაუშხამებელი დასასრული))

ერთ დღეს გავიაზრე,რომ არ უნდა ვაკეთო ის,რაც არ მომწონს.მას შემდეგ,რაც ეს გავიაზრე,გამიჩნდა პროტესტის გრძნობა და დავიძაბე.(თუმცა არავინ მაძალებდა იმუშავეო).

მერე ისიც გავიაზრე,რომ შემიძლია რაიმე ისეთი ვაკეთო,რისი კეთებაც არ გამიფუჭებს განწყობას და შემოსავალსაც მომიტანს.(უფულობა ტეხავს).

ასე რომ მეგობრებო, განურჩევლად ასაკისა და სქესისა, არ აკეთოთ ის,რისი კეთებაც სიამოვნებას არ განიჭებთ,არ გახდეთ ფულის მონა და არ დაუხაროთ თავი არავის.

ეხლა მე ვიყიდი ფუნჯებს და სახატავებს და სრულიად დიდ იდიოტობებს დავხატავ ფურცელზე(არ ვიცი ხატვა),სამაგიეროდ ზუსტად ვიცი რომ ამ წამს აი ეს მინდა რომ ვაკეთო და გამისწორდება 🙂

აქამდე რა გიშლიდა ხელსო_ გაგიჩნდებათ კითხვა,არც არაფერი საკუთარი სულიერი მდგომარეობის გარდა.

ორი წელია მაქვს საქველმოქმედო ორგანიზაცია,რომელსაც უკვე სერიოზულად სჭირდება მიხედვა_ მთელი ჩემი ყურადღებისა და ენერგიის დათმობა.

ყველა ჩემს თანამოაზრეს და მოხალისეს ვპირდები,რომ ძალიან ბევრი კარგი ამბავი გველოდება წინ! მთავარია თქვენ იყოთ ჩემთან და მაგრძნობინოთ,რომ მარტო არ ვარ და ტყუილად არ ვცოდვილობ.))

კეთილი სურვილებით და ზაფხულის ბედნიერად გატარების იმედით,

ქეთუსია.

 

10441115_651378448289118_293132936426071016_n