Archive for ივნისი, 2013


23 წლის ვარ, საკუთარი თავი ყვავი მგონია უკვე, ხშირად უთქვამთ რომ ვაზროვნებ ასაკის შეუსაბამოდ, ანუ ზედმეტად დაკვირვებულად თუ რაც ქვია. ეს კომპლიმენტი არაა, რაღაც საყვედურივით უფროა.

ანუ შენგან ისმენენ იმას, რასაც წესით არ უნდა აკეთებდე ამ ასაკში. მე სიმართლე რომ გითხრათ მწყინს ხოლმე,

მაგრამ ცივი წყალი მომდის 24/7ზე სახლში და..

დღეს იგივე კომენტარები მესმის ჩემი მისამართით, “ამ პატარა გოგომ ეს როგორ შეძელი?!”

ხო, რავიცი აბა, ასე გამოვიდა: მაისის პირველი კვირის ერთ მშვენიერ ღამეს, დავიძინე იმ აზრთან ერთად, რომ მინდოდა საბავშვო ფესტივალის გაკეთება.

მაისის მეორე კვირაში უკვე ვიცოდი რომ ფესტივალი იქნებოდა მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის და იქნებოდა საქველმოქმედო.

მესამე კვირას მყავდა რამდენიმე თანამოაზრე,

მერე გვქონდა ორი კვირა ყველაფერი დანარჩენისთვის:

სპონსორები,

მონაწილეები,

მოხალისეები,

მხარდამჭერები,

სლოგანი,

ლოგო.

რა ადვილად ვლაპარაკობ არა? 🙂

თავიდან მეც მასე ადვილი მეგონა, მეთქი იმას ვეტყვი, ამას ვეტყვი, იმას ვიზამ, ამასაც…

ყველაფერი გაკეთდა ორ კვირაში,

შედეგი ნახა მთელმა რუსთავმა პირველი ივნისის საღამოს,

ამბობენ კარგი იყოვო…))

არ შემიძლია და არც იქნება საინტერესო დეტალების მოსმენა, უბრალოდ ვიცი ის, რომ:

არასდროს დამიხარჯავს ამდენი ენერგია არცერთ საქმეზე.

არ მინერვიულია ამდენი არაფრის ორგანიზებაზე,

არ ამიღია ამხელა პასუხისმგებლობა მანამდე საკუთარ თავზე,

არ ვყოფილვარ არასდროს ასე მონდომებული და შედეგზე ორიენტირებული,

არცერთი საქმის კეთებისას არ მიგრძვნია მანამდე, რომ ჩემია.

ეს არის ის, რისი კეთებაც მე შემიძლია მთელი გულით, ენერგიით, ემოციით, ენთუზიაზმით და ხალისით.

მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან დამღლელი, რთული, ხანდახან უიმედო მდგომარეობა,

და უამრავი ადამიანის გაოცებული კითხვა:” მეტი საქმე არ გაქვს?” “შენ რა მაგით?” “რატომ იტკიებ თავს?” და ა.შ))

მადლობა, რომ ამ სიტყვებით იმაზე მეტი ჯინი გამიჩინეთ, ვიდრე იმ შემთხვევაში მექნებოდა, ჩემი საქციელი მისაღები რომ ყოფილიყო თქვენთვის.

გული მწყდება რომ ეს ყველაფერი დამთავრდა და ჩვეულ ცხოვრების რიტმს ვუბრუნდები. მაგრამ დღეს უკვე ზუსტად ვიცი, რისი კეთება მინდა და რას უნდა “შევეწირო” 🙂 იმიტომ რომ ფიზიკურად-მორალურად-სულიერად დავიხარჯე.

მოვისმინე ძალიან ბევრი განსხვავებული აზრი, ვნახე გაუგონარი სიკეთის და უაზრო ამპარტავნობის ძალიან ცნობილი მაგალითები. შევიძინე უდიდესი გამოცდილება და გავიჩინე ახალი მეგობრები, რომლებიც ძალიან დამეხმარნენ.

ეხლა ოსკარის მფლობელივით დავიწყებ მადლობების ჩამოთვლას და ყველა იმ ადამიანს, ვინც თუნდაც გულწრფელად მისურვა წარმატება, ვეტყვი, რომ თქვენ რომ არა, მე, “ამ პატარა ქალს” არაფერი გამომივიდოდა.

განსაკუთრებული მადლობა კი ჩემს 4 თანა-ორგანიზატორს, მომავალ წელს უფრო ადრე დავიწყოთ მზადება:)

ჩვენ იმ ბავშვებს,ვის გასაღიმებლადაც ყველაფერი გავაკეთეთ რაც შეგვეძლო,ხელზე სიმბოლურად თეთრი ლენტები შევაბით.

ხოდა, ყველა ღიმილიანი თეთრლენტიანის გამო,

ფესტივალი იქნება ყოველწლიური.

და გახსოვდეთ, როცა ბავშვი იღიმის, დედამიწასაც ეღიმება ))

ასე რომ,

980507_599359893421341_1956866765_o

 

984100_605258386164825_528885070_n 249052_605272772830053_1678910884_n 934100_605276036163060_1905035360_n 970065_199805626836321_1638040458_n 971362_605277486162915_1251315603_n

Advertisements