ombre hair, ანუ შეღებილი თმის ბოლოები ^.^

Posted: აპრილი 25, 2013 in მე მე მე
ტეგები:, ,

სათაურში ვინც ვერ გაიგო რაზე ვსაუბრობ, გთხოვთ, იხილოთ სურათი ქვემოთ:

ashlee-ombre-hair

დიდი ხანია მქონდა სურვილი შემეღება თმის ბოლოები ასე, ხოდა ტარაააამ! გადავწყვიტე.

მივყვეთ ქრონოლოგიურად:

  1. თუ გინდა შენი თმისგან მკვეთრად განსხვავებული ფერის ბოლოები, (3 ტონალობაზე მეტით ღია ფერი) მაშინ მოგიწევს ჯერ გამაღიავებლის გამოყენება და შემდეგ საღებავის. თუ არადა პირდაპირ საღებავიც წავა.
  2. მე პირდაპირ საღებავი გამოვიყენე.ფერი იყო შამპანიური. ანუ ქერა. არ გეგონოს (ჩემსავით) რომ პირდაპირ ეს ფერი დაჯდება, ქვემოთ ნახავთ ყველანი რაც დაჯდა 😀

clairol-nice-'n-easy-perfectpermanent-color-medium-champagne-blonde-.a-3275378

3.თმა გაიყავი რამდენიმე ნაწილად. აიღე საღებავი და დაიტანე თმაზე ნახევრის ქვემოთ. გააჩნია რა სიგრძიდან გინდა რომ შეღებილი თმა იწყებოდეს. აიღე ფოლგა და საღებავწასმულ ნაწილს შემოახვიე. (შეგიძლია გამოიყენო ჩვეულებრივი ცელოფანიც.)

არის მეორე ვარიანტიც, გადმოწევ მთლიან თმას წინ და შუბლის შუაში შეიკრავ კუდივით. ღებავ შეკრული კუდის შუადან ქვემოთ ნაწილს,ანუ ქვემოთა მეორე ნახევარს. მე ასე უფრო გამიადვილდა, ვიდრე ნაწილებად დაყოფა.

webcam-toy-photo2

4.იტოვებ საღებავს დაახლოებით ნახ.საათი. ხანდახან შეგიძლია შემოიძრო ფოლგა და აკონტროლო შეღებვის მიმდინარეობა.მაგრამ ნახ.საათში რაც შეიღებება საკმარისია..

5. ჩამოვივიბანთ თმას  იმ შამპუნ-ბალზამით, რაც მოყვა თვითონ საღებავს(ძირითადად ყველას მოყვება ხოლმე).

ვიშრობთ თმას და ვტკბებით შედეგით! ❤

მინდოდა უფრო ყვითლისკენ ყოფილიყო წასული,მაგრამ მოწითალო დაჰკრავს -_-

IMG_2987

ხვეულ თმაზე ცოტა არ იყოს და არ ჩანს,დასწორებულზე უკეთ გამოიყურება ^_^

969445_605268182830512_2064767943_nგპირდებით,მომავალში უკეთეს სურათს გადავიღებ 😀

აქ სურათებში ზოგან ჯერ პირველად ნაღებია,ზოგან უკვე მესამედ)) იმედია ეტყობა განსხვავება 🙂

წარმატებები, თუ რამე ვერ გაიგეთ, მკითხეთ))

კომენტარები
  1. narafy ამბობს:

    sashinelebaaaa

  2. qetusia ამბობს:

    მადლობა! 😀
    არადა არ არის 😛

  3. mari ამბობს:

    sashineleba ratom aris ver vxvdebi???dzalian magaria

  4. qetusia ამბობს:

    ჰო რავიცი,მეც მომწონდა 🙂 მერე თმა ძაან დავიზიანე და ეხლა დავდივარ თხასავით გაკრეჭილი 😐

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s