Archive for თებერვალი, 2013

Posted: თებერვალი 9, 2013 in მე მე მე

შენ გამო დავიწყე სიკვდილზე ფიქრი.

შენ გამო მე შევიცვალე.

შენ გამო ვუკრავდი ხოლმე და ვმღეროდი,

მას მერე აღარ დამიკრავს. იმ ბოლო ნამღერს ვინახავ.

აღარც მემღერება.

ხან შენი ტანსაცმლით ისევ დავდივარ.

შენ გამო ლოცვა დავიწყე.

შენ გამო ჩურჩული დავიწყე, გაურკვეველი ბუტბუტი.მერე მივხვდი,ეს არ იყო ნორმალური.

იარაღი მომეცით, ვეღარ ვუძლებო_ და მაშინ ვინატრე პირველად სიკვდილი.

მერე ყვავილები შემძულდა: დახვავებული,უზომოდ ბევრი ყვავილი.

მერე შენზე გავბრაზდი, შენც მიმატოვე.

მერე მარტო დავრჩი, მერე გავბოროტდი.

მერე მომენატრე.

მერე დამესიზმრე.

იცი როგორ იღიმებოდი?–არ იცი: აუტანლად და დაუვიწყებლად.
ხანდახან ვფიქრობ ხოლმე,იქნებ ხედავ და გესმის ყველაფერი?იქნებ ისევ გრძნობ,ისევ გიხარია,ისევ გიყვარს ფეხბურთის თამაში.. იქნებ თავთან მიდგეხარ და შენი გრძელი ლამაზი თითებით მეფერები? იქნებ ჩემთვის რაიმეს თქმა გინდა, მინიშნება,იქნებ ჩემგან მეტს ელი??
მეზიზღება შენი საფლავი,მძულს იქ ასვლა და იმ მახინჯი და დიდი საფლავის ქვის ყურება!!!

მომენატრე და დავიღალე. დავიღალე მე და დავღალე გარშემო ყველა იმის ახსნით, თუ რა არის მონატრებისგან ატკივებული სხეული.

დაბადების დღეს გილოცავ,

ძმაო, მეგობარო, სულის ნაწილო.

.Image


სარკეში ვიყურები._ ბლინ, ეს ტუშიც თავდება.. მოწითალო ბლესკი, შავი თვალის ფანქარი, ლაინერი, შავი ჩრდილი და ვსიო,

მზადაა.

ასე იწყება თითქმის ყველა გოგოს დილა_სარკეში ყურებით.

ყოველთვის, როცა მეკითხებიან (არც ისე ხშირად): “ვის ეპრანჭები?” მე ვპასუხობ ღრენით: ჩემს თავს!

ნუ რა თქმა უნდა ეს თავდაცვაა. ან რაღაც ეგეთი ქალური სიშტერე.

მე ხომ ევა ვარ, იმისთვის ვიღებავ თვალებს, რომ შემოგხედო, ჩემო ადამ, და გაშტერდე ))

სახლში უამრავი რბილი  სათამაშო მაქვს (23 წლის ვარ). რათ მინდა და ღამე ვეხუტები!

რა მნიშვნელობა აქვს რომელს და რატომ??

_გოგო ვარ და სითბო მინდა. (ზოგიერთი ცოცხალი ორფეხა დათვის გვერდით წოლას ჯობია)

შენ რომ შემომხედავ, ვინც არ უნდა იყო, მეც გიყურებ, მერე თვალებს ვხრი.

ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მოდიხარ ჩემთან შესახვედრად? ძალიანაც მიქარავ!

მე გოგო ვარ, შოკოლადი მინდა (მერე რა, რომ ცოტა გავსუქდი??) ვის რაში სჭირდება შენი გემოვნებით  არჩეული სუნამო!

სიგარეტის მოკიდებას რომ გთხოვ და მადლობას მხოლოდ თვალებით და ღიმილით გიხდი, ესეც მე ვარ_შენი ევა.და თუ შენ ამას ჯერ ვერ მიხვდი, შენს თავს დააბრალე 🙂

მე გოგო ვარ, ერთი ჩვეულებრივი გოგო. მეტირება იმაზე, რაზეც ტირის ქალების 90%. (ის დარჩენილი 10% იმიტომ არ ტირის რომ ცრემლებს უფრო სატირალი მომენტისთვის ინახავს, რა იცი და რა დროს დაგჭირდეს).ტირილი არ მიყვარს, სულაც არა! მაგრამ არის ძალიან ხშირად ისეთი მომენტი, როცა სხვა გზა უბრალოდ არ მრჩება, მე ხომ სუსტი სქესი ვარ.

ნუ ეძებ ვიღაც გამორჩეულს, ყველა ქალი ერთნაირია )) ყველასთან ჭრის ერთი და იგივე მიდგომა, ნუ ხლართავ და ართულებ ყველაფერს ბლიად!

ყველა იეჭვიანებს გულში მაინც, როცა გოგო თანამშრომელს გაუღიმებ და მიესალმები.

ყველას ენდომება საზოგადოებაში  ღირსეულ ადგილს იკავებდეს შენს გვერდით და ჰქონდეს განსაზღვრული სტატუსი. დამიჯერე, ყველა გოგო პირველ თუ არა მეორე შეხვედრის დროს მაინც უკვე  ქორწილზე ფიქრობს ;)(და ძალიანაც ცდება)

თუ არ გჯერათ რომ ასეა, ნებისმიერ თუნდაც “ყველაზეე გათხოვებს არმსურველეეს” ჰკითხეთ, როგორი კაბა უნდა რომ ქორწილში ეცვას, თუ მას პასუხი აქვს ან დაფიქრდა მაინც, ე.ი. მე მართალი ვარ 😛

და არ აქვს მნიშვნელობა ის უხეშია თუ არა, ფემინისტია თუ არა, ეწევა თუ არა, განათხოვარია თუ არა_ყველას უნდა მშვიდი ცხოვრება საყვარელი ადამიანის გვერდით.

რაც არ უნდა დამოუკიდებელი და უკარება ჩანდეს, მაინც ყველა ქალის ოცნებაა იყოს ძლიერი მამაკაცის მკლავებში, იგრძნოს თავი დაცულად და თბილად_მიეცი ამის გამოხატვის საშუალება და ის აუცილებლად გახდება შენი საყვარელი ფისო.

მეც, როგორც ყველა ევას შთამომავალს, მიყვარს როცა ვინმე  საშუალებას მაძლევს, ვაცდუნო )

ნუ მაკომპლექსებ შენიშვნებით, ნუ მაიძულებ ვიარო ისეთ ფორმაში, რომელშიც თავს კომფორტულად არ ვგრძნობ. და საერთოდ, ნუ ცდილობ ჩემ შეცვლას!

მე მიყვარს სახლში მარტო ყოფნა, მაგრამ არა მაშინ, როცა მოწყენილი ვარ. (შენს “ვაჟკაცობაზეა” დამოკიდებული იმის მიხვედრა, როდის ვარ მოწყენილი და როდის უბრალოდ მართლა მინდა სახლში ჯდომა :))

რაც შეეხება სექსს,ჯერ ის გაარკვიე, რა არის უარის მიზეზი და მერე გამოიტანე დასკვნები: ყველა გოგოს აქვს კონკრეტული მიზეზი და თუ არ აქვს, მაშინ ის უბრალოდ ჩამოუყალიბებელია და გოუ, ბოიზ :))

ხო, მე ევა ვარ, სამოთხეში ცხოვრებას მიჩვეული და დაახვიე აქედან თუ ჩემ გასაბედნიერებლად არ ხარ მოსული, აფერისტო ვიგოდნიკო!!!

tumblr_mhtmwvA8l81qf0o2po1_400_large