Archive for იანვარი, 2013


იმ დღესაც ასეთი მზე იყო,

არა, ალბათ უფრო თბილი.

მას მერე არც მზეა ისეთი და არც სამყარო.

იყო გაუნელებელი ტკივილი და მკვდარი იმედების კივილი.

იყო შიში და იყო ცრემლი,

აღარ იყო ის გული, რომელიც ჩემთვის ფეთქავდა, აღარ იყო!

_აღარ ფეთქავს მეთქი_ვყვიროდი_აღარ!

არ იყო საშველი და არ იყო არაფერი მეტი ქვეყნად.

მივხვდი, რომ დამთავრდა:

ტანჯვა,

ტკივილი,

შიში_მისი,

ჩემიც.

დამთავრდა ის, დამთავრდა ჩემი ცხოვრებაც. მოკვდა სხეული, რომელშიც მე ვცხოვრობდი, რომელიც ჩემი ნაწილი იყო, ჩემი ხორცის ნაწილი, ამომეგლიჯა, ამომეცალა, ჩვენი  კავშირი გაწყდა!

არ გამოდის ამის ამოთქმა სიტყვებით, არ გამოდის.

6 წელი ბევრია, 6ჯერ 365 დღეა, დღეში რამდენი საათია, რამდენი წუთი და რამდენი წამია_ უმიზნო, უაზრო, უზიხარულო.

მას მერე ჩემი თვალები ისეთივე გაფართოვებული, უცრემლო და უგრძნობი დარჩა, როგორიც მაშინ იყო, როცა კუბოში ჩაწოლილს გიყურებდა 5 დღე.

მას მერე ვარსებობ, აი, ასე ვარსებობ: უმიზნოდ, უაზროდ, უსიხარულოდ.

tumblr_m9z5fuisbe1r2qzt7o1_1280_large


დღეს სტატიას ვკითხულობდი პირადი სივცრცის თეორიაზე და იმაზე, თუ რამდენად არასასიამოვნოა როცა არასასურველი პიროვნება შენს ინტიმურ ზონაში (რომელიც 15-45სმ-ის მანძილზე ვრცელდება) დაუკითხავად შემოდის. ამ მიზეზით ყოფილა გამოწვეული ის, რომ ვერ ვიტან როცა უნებურად მეხებიან, ან არც ისე ახლობელი გადაკოცნას მოინდომებს, ან ვინმე დაჟინებით მიყურებს. ამ ბოლოზე განსაკუთრებული ალერგია მაქვს. თვალებში ჩახედვა ჩემთვის ძალიან ინტიმური თემაა, შემიძლია სახლშიც კი შავი სათვალით ვიჯდე, ოღონდაც თვალებში არავინ ჩამხედოს :\

ხოდა იმას გეუბნებოდით, რომ როცა შენს ინტიმურ პირად სივრცეში შენი ნებართვით უშვებ ვინმეს იმისთვის რომ აკოცო,  მოეფერო, ჩაეხუტო, (ან მოუღიტინო :)) სადღაც ტვინში ხომ გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონები? )) მე ალბათ ენერგო ვამპირი ვარ, რადგან უდიდეს სიამოვნებას ვიღებ ჩახუტების დროს, ვივსები, გული მიჩქარდება ❤

ეჰ რა ჯობია საყვარელ ადამიანებს რომ ეხუტები :უზერ:

ძველი მეგობარი შემხვდა ამასწინათ, მომიკითხა-მოვიკითხე, ცოტა წავიჭორავეთ და უცებ მივხვდი, რომ ჩემი ხელი ხელში ეჭირა. თავიდან დავიძაბე, მე ხომ ფხუკიანი ვარ 🙂 მერე მივეჩვიე და მესიამოვნა.)) თან ხელებს შორის ქონდა ჩემი ხელი მოქცეული და მეფერებოდა) ვიგრძენი როგორ გადმოდიოდა კეთილი რაღაცეები ჩემს ძარღვებში და გამიხარდა, რომ არსებობდა ეს ადამიანი ქვეყანაზე.

არსებობს ორად ორი არსება, (ან სამი :P)  რომლებსაც ვეხუტები და ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ. აქედან ერთი ჩემი 2წლის დეიდაშვილია, მეორე ჩემი ფისო და მესამე ზი ბესთ მეგობარი)).

რა თქმა უნდა მე ნაღდი სითბოს გაზიარებაზე მაქვს ლაპარაკი და არა იმაზე, ვიღაც რომ აფერისტულად გეტმასნება. ძნელი არაა ამ ორის ერთმანეთისგან გარჩევა და გამიჯვნა.

ხანდახან სრულიად უმნიშვნელო მოვლენები ჩვენს ცხოვრებაში სერიოზულ თემებზე გვაფიქრებს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც გაიძულებენ იყო ბოროტი და არიან ადამიანები, რომლებთან სულ მცირე დროის გატარების მერეც კი ხვდები, რომ გაცილებით უკეთესია, იყო თბილი და მოსიყვარულე.

ხოდა მე, როგორც მონდომებულმა ადამიანმა, გადავწყვიტე ვიყო თბილი! სამწუხაროდ ეს არ ეხება ყველას, მე იმდენად ცივის შთაბეჭდილებას ვტოვებ, რომ ჯობია ჯერ მართლა ვინც მიყვარს იმ ადამიანების მიმართ “დავთბე”, და მერე დანარჩენებზეც გადავალ თუ ძალა მეყო:)

484331_449354145129100_440718598_n

ლექსი დაწერილია რამდენიმე თვის წინ, არის სრულიად გულწრფელი და სპონტანური:) რა თქმა უნდა ყავს ადრესატი, რომელმაც დაიწუნა (შეშურდა მასზე კარგი ლექსი რომ გამომივიდა და იმიტომ :P)

სითბოს გაზიარებაც ერთგვარი ნიჭია, როცა მზე ხარ და სხვებს ათბობ (სუნ). ხოდა ნუ დაგენანებათ საყვარელი ადამიანებისთვის იყოთ მზეები, გაათბეთ სხვები და გათბით თქვენც! ❤


როგორ აღარ მინდა ხოლმე ცუდი რაღაცეების გახსენება მაგრამ 2012მა იმდენი ქნა რომ მომიწევს.

რატომღაც მომინდა წინა წლის შემაჯამებელი პოსტის დაწერა.

რას გაუგებ ამ ჩემს არეულ თავს…

ნუ 2011წლის ბოლოს იყო, მაგრამ ჩავთვალოთ რომ 2012ში  სტაბილური სამსახური მქონდა. პირველად გავძელი წელიწადზე მეტი ერთ სამუშაო ადგილას. გარემო არის ახლობელი (დეიდასთან ერთად ვმუშაობ) და კარგია ეს თუ ცუდი ჯერ ვერ გავარკვიე, მაგრამ არ მქონია უცხოობის და შეგუების პრობლემა.

მეორედ ჩემს ცხოვრებაში შემიყვარდა უაზროდ, უზომოდ და უჭკუოდ. ნუ როგორც მჩვევია ხოლმე. და რაღა თქმა უნდა ყველაფერი დამთავრდა. მე ვინ მომცა იმის ბედი რომ ჩამოყალიბებულ და ნორმალურ პიროვნებას შევხვდე.

იყო ყველაზე მძიმედ გადასატანი წელი ამ მიზეზით და ნუ სიმართლე რომ ვთქვა, ჭკუის სწავლების მხრივ არაფერი შემმატებია, იმიტომ რომ ვფიქრობ ჩემი მხრდან ყველაფერი გავაკეთე რისი გაკეთებაც შეიძლებოდა.

ალბათ ერთადერთი იმას მივხვდი, რომ ქართველ კაცს (თუ რაც არის) არ შეუძლია შეიშვენოს ურთიერთობა  მანამდე, სანამ არ ახოხიალებ, არ ამათხოვრებ, არ არბენინებ და აწუწუნებ. თურმე იმით ფასდება ქალი, თუ რამდენი ხანი გახვეწნინებს ურთიერთობაზე დასათანხმებლად.

ყლე ხარ ძვირფასო.

აჰა პირადი ცხოვრების მორიგი წარუმატებლობა განვიხილე, კარიერასაც შევეხე.

წელს კიდევ ერთი ნათესავი დავკარგე, ისევე მოულოდნელი და უბედური სიკვდილით, როგორც აქამდე დამიკარგავს დანარჩენები.

ვხვდები, რომ ვეღარასოდეს ვიქნები ისეთი, როგორიც ვიყავი იმ ყველაფრის ნახვის და საკუთარ თავზე გადატანის შემდეგ.

დროა გართობაზე გადავიდეთ 🙂

წელს პირველად გავატარე დამოუკიდებლად, მეგობრებთან ერთად შვებულება ზღვაზე. იყო დაუვიწყარი და ემოციებით დატვირთული უბედნიერესი დღეები.

არ შემიძენია ახალი მეგობრები (მგონი 16წლის მერე ახალს არავის დავმეგობრებივარ :))

სამაგიეროდ მოვახერხე და დაკარგე ადამიანი, რომელიც ზუსტად ერთი წელი ცდილობდა ჩვენი ურთიერთობის აღდგენას.

და მოახერხა 🙂 რის გამოც ძალიან ბედნიერი ვარ.

ხანდახან (მხოლოდ) ვხვდები ხოლმე, რომ სადღაც აფსაითში ვეძებ კარგ რაღაცეებს, მაშინ როცა მას ძებნა არ უნდა და გვერდით მაქვს. უბრალოდ სხვანაირად უნდა შევხედო.

წელს პირველად დავუმეგობრდი შინაურ ცხოველებს და პაწაწუნა კნუტი მოვიყვანე სახლში. ჩემი ცხოვრება ისე გაალამაზა, გაამხიარულა და შეცვალა რომ ვერასოდეს წარმოვიდგენდი. მართალია ეხლა უკვე 5 თვის გოგოა და ძალიან მაბრაზებს თავისი გიჟი ხასიათით, მაგრამ ნათქვამია ცხოველი პატრონს ემსგავსებაო და სიმართლე ყოფილა 🙂 ძალიან ძალიან შემაყვარა თავი და ჩემს გარეკილ ნერვებს საოცრად მოუხდა მისი გვერდით ყოფნა)).

ასევე წელს პირველად მოვახერხე ორგანიზება გამეკეთებინა საქველმოქმედო ღონისძიებისათვის, რომლითაც მე და ჩემი მეგობრები დავეხმარეთ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს. ამ ბავშვებთან ურთიერთობამ დამანახა თუ რა უმნიშვნელოა ყველა ჩემი პრობლემა მაშინ როცა გვერდით ოჯახი მიდგას და ნებისმიერ წუთს შეიძლება მქონდეს მათი დახმარების იმედი.

მოკლედ რომ ვთქვა, იყო საოცრად ემოციური, არეული და დასამახსოვრებელი წელი.

დამდგარ ახალ წელს  კი მინდა ვუთხრა:

1355923341548544

 


მიმოიხედეთ თქვენ გარშემო, დააკვირდით გამვლელებს ქუჩაში, ტრანსპორტში, სოციალურ ქსელში_ირგვლივ ყველა დეპრესიაშია, ყველა წუწუნებს და სიცოცხლე ეზარება.

მე პირადად ბოლოს როდის ვნახე ბედნიერი ადამიანი აღარ მახსოვს. ჩემი 2 წლის დეიდაშვილის გარდა სიცოცხლე არავის უხარია.

ხო,კიდევ მის მშობლებს უხარიათ სიცოცხლე იმიტომ რომ ის ჰყავთ.

“შვილებით ცოცხლობს”_განსაკუთრებით ნაცნობია ქართულ რეალობაში: ყოველგვარი პირადი ბედნიერების გარეშე, სრული თავშეწირვა შვილებისადმი_ესეც ქართული ცხოვრება.

ვისაც ეს საოცრება არ გვაქვს/ გვყავს ჯერ_ისინი ვიხოცავთ თავებს ონლაინში, ვსვამთ, ვეწევით და მოკლედ მაგარი სტრესი გვაქვს.

ჩემ გარშემო 90% ჩემი ასაკის ხალხი სიწყნარეზე, სიმშვიდეზე, განმარტოვებით მდგარ სახლზე ოცნებობს,სადაც სვამს დილაობით ყავას და კითხულობს წიგნებს.

კარგით რა, 50წლის მამაჩემი უფრო იშვიათად ლაპარაკობს დასვენებაზე ვიდრე ჩვენ. (პირველი მე ვარ ვისაც ასე ცხოვრება უნდა)

არ შეიძლება ყოველი ორშაბათი გძულდეს და ყველა პარასკევი გიხაროდეს, ყოველ ზამთარს აბუზული ხვდებოდე და ყოველ ზაფხულს იმისთვის ელოდო, რომ  უაზროდ გიხაროდეს. (მე მიხარია უაზროდ ზაფხული :P)

მიზეზის პოვნას ვცდილობ, რა ჯანდაბა გვჭირს ამისთანა ამ ახალგაზრდებს, მაგრამ უშედეგოდ :\

არადა თითქოს ყველაფერი  კეთდება საიმისოდ, რომ ნაკლები პრობლემებით და მეტი კომფორტით ვიცხოვროთ.

რომ ჰკითხო ნებისმიერს თუ რატომაა ცუდ ხასიათზე_კონკრეტულ მიზეზს ვერ გეტყვის. ყოველდღიური პრობლემები არ უნდა იყოს  იმის მიზეზი, რომ თავ-პირი იხოკო.

მგონი ამ პოსტს ჩემი თავისთვის უფრო ვწერ. ამ სიტყვების დაჯერება ყველაზე მეტად სწორედ მე მჭირდება. ))

მაგრამ არც თქვენ გაწყენდათ, დანარჩენებს, რომ გაითვალისწინოთ:

1.შაბათი საღამო იმისთვის არსებობს, რომ წახვიდეთ მეგობრებთან ერთად და დალიოთ! ვინც არ მუშაობს იმას ნებისმიერ დღეს შეუძლია იგივე გააკეთოს, მაგრამ შაბათი საღამოს, როგორც მასიური გართობის დღედ დაწესება ძალიან მინდა.

2.შეიყვარეთ შინაური ცხოველები და მიუშვით თქვენთან უფრო ახლოს. დამიჯერეთ თქვენი ცხოვრება (და ფსიქოლოგიური მდგომარეობა) ძალიან შეიცვლება.

3.იტირეთ როცა გეტირებათ, იცინეთ მაშინ, როცა თუნდაც ქუჩაში სასაცილო  ამბავი გაგახსენდებათ.

4.გაუკეთეთ მეგობრებს პატარა საჩუქრები,გაუღიმეთ უცნობებს და დაეხმარეთ მათხოვრებს. (სულ რომ არაფერი, აწევთ თქვენს თვითშეფასებას).

5.რაც შეეხება პირად ურთიერთობებს, ჩამოყალიბდით რა გინდათ და ვისთან ერთად. როცა ამას გაარკვევთ, მიდით და უთხარით ამ ადამიანს თქვენი გადაწყვეტილების შესახებ. არავითარი ლოდინი და ყველაფრის მეორე მხარისთვის გადაბარება! თუ უნდა_უნდა, არ უნდა და მოძებნეთ სხვა. არ დაკარგოთ ცხოვრების ნახევარი ვიღაც სირის დევნაში 🙂

6.რაც მთავარია, იცხოვრეთ თქვენი ცხოვრებით!!! არ ჩაერიოთ სხვისაში და არ ჩარიოთ თქვენსაში სხვა. ჩაიცვით რაც მოგწონთ და თავისფულად გამოთქვით საკუთარი აზრი.

ეს ის რჩევებია რომლებსაც ვერავინ მაძლევს (ეშინიათ ჩემი რეაქციის :)). ამიტომ ჩათვალეთ, რომ საკუთარ თავს ველაპარაკები და რომელიმე პუნქტს თუ თქვენც გაითვალისწინებთ, შეიძლება ერთ დღეს დეპრესიიდანაც გამოხვიდეთ 😛

tumblr_mglq1hqyG91qfjgaro1_500_large


ნუ გაგაოცებთ სათაური ,მალე მიხვდებით რა ლოგიკურია ამ იგავისთვის, რომლის მოყოლასაც ვაპირებ.

იყო ერთი ბორბალი, რომელიც ვერასოდეს წარმოიდგენდა თუ რამდენად უაზრო იქნებოდა მისი ცხოვრება იმ შემთხვევაში, თუ მუდმივად “ზაპასად” ყოფნა მოუწევდა.

ადამიანი, (მძღოლი) რომელიც მას იყენებდ,ა ყოველთვის არწმუნებდა თუ რადენ მნიშნვნელოვანი იყო მისი თავი ,რომ მას არანაირად არ შეეძლო მანქანის მართვა იმ 4 ძირითადი ბორბლის იმედად, რომელიც მას ქონდა. რომ დავფიქრდეთ სიმართლეს ეუბნებოდა, მაგრამ საცოდავ “ზაპასს” მაინც გულსს ტკენდა იმაზე ფიქრი, რომ მთელი ცხოვრება ასე მოუწევდა ყოფნა_ ერთი ძირითადი ბორბლის გაფუჭებიდან მის გამოცვლამდე. ის ხომ მხოლოდ ამ დროს ახსენდებოდათ, ის და მისი “მნიშვნელობა”.

გადიოდა წლები ჩემო ბატონო და “ზაპასი” ისევ “ზაპასად” რჩებოდა. მძღოლის დაჟინებული მოთხოვნით ის ყოველთვის და ყველგან თან ახდა მას, ოღონდ საბარგულში დამალული, განა რა საამაყოა როცა შენი 4 ძირითადი ბორბლის იმედი არ გაქვს და მეხუთესაც დაათრევ, ვაიდა სად დაგჭირდეს!

უნდა გენახათ ხოლმე მძღოლის სიხარული, როცა მართლა დასჭირდებოდა “ზაპასად” ჩაგდებული ბორბალი! უბედნიერესად გრძნობდა თავს და თან საკუთარი გამჭრიახი გონება აკვირვებდა, ეს რა კარგად მოვიფიქრე, რომ ყოველთვის თან დამაქვს ჩემი საყვარელი ბორბალიო. ის 4 ძირითადი ბორბალი წარმავალია, ერთ წელს ერთი მიყენია, მეორე წელს სხვები, “ზაპასი” კი ყოველთვის ერთი  და საიმედო მაქვსო.

შეგონება: არასოდეს დათანხმდეთ იყოთ ვიღაცის “ზაპასკა” მაშინ, როდესაც თქვენი ხვედრი უკან საბარგულში გდებას ვერ სცდება და მხოლოდ მაშინ ახსენდებათ თქვენი არსებობა,  სანამ მორიგ ძირითად ბორბალს არ დააყენებენ.

200zlmu