ეხლა ვზივარ და თავზე იმდენი რამ მაცხია და მახურავს, რომ კისერი მტკივა 🙂

მოგეხსენებათ, რა ძნელი მოსავლელია ქალისთვის თმა. თან ისეთი გრძელი და გაბურძგნილის, როგორიც ჩემია.

მოკლედ, საშინელებაა რა. ვერ ვიპოვე შამპუნი,რომელის სტაბილურად უხდება თმას. მაქსიმუმ 3-4 დაბანაშივატყობ,რომ ფორმას კარგავს და მოითხოვს შამპუნის შეცვლას.

მათთვის, ვისაც ჩემნაირი პრობლემა აქვს, მინდა რამდენიმე მარტივად შესასრულებელი რჩევა მივცე. სხვა რა გზაა, უნდა ცვალოთ შამპუნები ყოველ2კვირაში. მე ორს ერთად ვყიდულობ ხოლმე და რიგრიგობით ვხმარობ. ხვეული თმის შემთხვევაში აუცილებელია ბალზამი.(და არა კონდიციონერი). მინდა გირჩიოთ რამდენიმე რეცეპტი თმისთვის სიძლიერის და ბზინვარების მისანიჭებლად.ინტერნეტში მრავლად მოიპოვება მსგავსი რჩევები, მაგრამ მეც შეგახსენებთ:

  1. მაიონეზის ნიღაბი არბილებს და აბზინებს თმას. აიღეთ 100გრ. მაიონეზი, დაუმატეთ 1კოვზი არაყი (მე არ ვუმატებ ხოლმე) და 1 კოვზი ლიმონის წვენი. შეიზილეთ  სველ თმაზე და გაიჩერეთ 20–30წუთი. შემოიხვიეთ პარკი და ზემოდან პირსახოცი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
  2. აიღეთ გვირილას ყვავილები (აფთიაქში იყიდება, 2ლარამდე ღირს) დაასხით წყალი და წამოადუღეთ. რომ გაგრილდება მოიხმარეთ :)რაოდენობა თავად განსაზღვრეთ, ერთი გადავლება  უნდა გამოვიდეს.
  3. გვირილის ნახარშში აურიეთ, ან ცალკე აიღეთ კვერცხის გული და შეიზილეთ თმაზე. კარგად ჩამოიბანეთ და ცილა არ შეგიყვეთ, თორემ ცილას ცხელ წყალს რომ ასხამ თეთრდება, მოხარშულივით ხდება და ძლივს მოვიცილე თმიდან მოკლედ 🙂
  4. ასევე მე არ მიცდია, მაგრამ დაფნის ფოთლების ნახარში რომ ამაგრებს თმის ძირებს ვიცი.(ანუ თმის ცვენის საწინააღმდეგოა) ფორუმზე ხშირად წერენ მდოგვის სასიკეთო თვისებებზეც, მაგრამ მდოგვით თავის კანის დაწვა რატომღაც არ მეპრიანება, მაგრამ ალბათ ვცდი როდისმე.
  5. ასევე უფერო ხნა ძალიან კარგ შედეგს იძლევა. ნატურალური ხნა მთლად უფეროც არ არის, თმა ცოოტა სიწითლისკენ მიყავს. მაგრამ სამკურნალო კუთხით შედეგი გარანტირებულია. თან მცენარეების ძირებისგან მზადდება და ნუ მოკლედ, კარგია. (უფეროზე მაქვს ლაპარაკი).გახსნით ხნას ფხვნილს ცოტა წყალში და სველ თმაზე წაისვამთ. მე 1 საათი ვიჩერებ ხოლმე და მერე ჩამოიბანთ.
  6. კიდევ კარგია დაბანის შემდეგ ძმრის და ჭინჭრის ნახარშის გადავლება. არბილებს და აბზინებს თმას.
  7. ზეითუნის, ვარდის ან ჟასმინის  ზეთის შამპუნში არევაც შეიძლება (1ს/კოვზი)
  8. თაფლიანი წყლის თავზე დასხმაც არ მოგერიდოთ;
  9. ვისაც არ დაენანება, შეუძლია შამპუნით დაბანილ თმაზე წაისვას ოთახის ტემპერატურის ლუდი. 7-10 წუთის შემდეგ ჩამოიბანოს თბილი წყლით. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 1-2-ჯერ. ლუდი აქრობს ქერტლს და აბზინებს თმას.
  10. ხო, შავი პურის და შვრიის ნიღბებზეც მსმენია რაღაცეები, რადგან მე ჯერ არ მიცდია,ამიტომ ინტერნეტშ ნაპოვნ რეცეპტს გაგიზიარებთ: თავის დაბანამდე რამდენიმე საათით ადრე პური წყალში ჩაალბეთ. დამბალი პური შეიზილეთ თმის ძირებში და თმის მთელ სიგრძეზე გადაინაწილეთ. შემოიხვიეთ  თმაზე პოლიეთილენის პარკი და 15 წუთი გააჩერეთ. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით, უშამპუნოდ. პურის ნიღაბი აძლიერებს, ასქელებს თმას, ანიჭებს ბზინვარებას. მე შამპუნი მაქვს ნაყიდი რომელიც ზეითუნის ზეთს, შავ პურს და კიდევ 2 რაღაცას შეიცავს, აღარ მახსოვს 🙂 შესაბამისად ამ ნიღბის მომზადება აღარ მჭირდება 😛

ხო, კიდევ დაბანის დროს თმის ვარცხნა ცუდი იდეა ყოფილა, გაფართოვებული თმის ძირებიდან იმაზე მეტი თმა ცვივა, ვიდრე საჭიროა. ფენით გაშრობაც რომ ცუდია ეგ ყველამ იცის. არ გაიწუროთ თმა დაბანის შემდეგ.

მეყოფა რჩევების ფრქვევა, წავალ ჩამოვიბან თმას, ერთი სული მაქვს ჩემი მაიონეზიანი თმის შედეგი ვნახო 🙂

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s