Archive for დეკემბერი, 2012


ახალი წელი მოდის,ყველანი საკუთარ ოჯახებში ნელ-ნელა ვიწყებთ საახალწლო მზადებას და ფუსფუსს.ხასიათიც შესაბამისი გვაქვს..
და რა ქნან იმათ,ვისაც ოჯახი არ ყავს?ვისთვისაც ყველა ახალი წელი ერთნაირია,მოსაწყენია და მარტოდ გატარებულ კიდევ ერთ დღესასწაულთან ასოცირდება?
რუსთავში სულ 3 ბავშვთა სახლია:
1. ბავშვთა დღის ცენტრი “საპოვნელა”-50მდე ბავშვი
2.მე-11მკ/რ-ში მდებარე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი-7ბენეფიციარი
3.ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი-9ბენეფიციარი.
ჩვენ შეგვიძლია შესაძლებლობის ფარგლებში რომელიმე ამ ბავშვთა სახლს ახალი წელი მივულოცოთ.
მოგიწოდებთ, გთხოვთ, გთავაზობთ ყველას_გავხდეთ ამ ბავშვებისთვის ფიფქიები,თოვლის ბაბუები,სურვილების ამსრულებელი არსებები! შევაგროვოთ მათთვის:
1.ტკბილეული,
2.სათამაშოები,
3.ტანსაცმელი,
4.ჰიგიენური საშუალებები,
5.საკვები პროდუქტები.
6. წიგნები
გავახაროთ მათი პატარა,დაჩაგრული გულები და ვიმხიარულოთ ერთად.
ვისაც სურვილი ექნება,შეუძლია მოიტანოს შემოწირულობა 29 დეკემბრამდე რუსთავში,თოდრიის 1ჩიხში (ან ნებისმიერ ადგილას,ტრანსპორტირებას მე ვუზრუნველყოფ.)
ხოლო 29 დეკემბერს,მსურველებთან ერთად გავეშუროთ რომელიმე წინასწარ შერჩეულ ბავშვთა სახლში.(რადგან არ ვიცი რა რაოდენობის შემოწირულობა შეგროვდება)
მოიწვიეთ მეგობრები,გააზიარეთ ივენთი და იყავით კეთილები ♥ facebook ბმული იხილეთ ქვემოთ:

http://www.facebook.com/events/461203093916353/

დეტალური ინფორმაციისთვის შემეხმიანეთ ნომერზე:557491928
პ.ს: ასევე შეგვიძლია ერთად მოვიფიქროთ გასართობი პროგრამები ბავშვებთან უკეთ საურთიერთობოდ და მათ გასახარებლად.

dec04_kids

Advertisements

და აი ისიც, მოდის, მობრძანდება, მალე კარს შემოაღებს და ა.შ და ა.შ. 🙂

მე თუ მკითხავთ, საერთოდ არაფერი არ არის იმაში აღსანიშნი, რომ ახალი წელი დგება, მაგრამ რადგან მაინც ვდგამ ხოლმე 31ში (12ის ნახევარზე) ნაძვის ხეს, საცივსაც ვაკეთებ და გოზინაყსაც და კიდევ იმ მიზეზით, რომ სერჩებში დიდი ხანია შევნიშნე “როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე” , “რა ჩავიცვა ახალ წელს”, “გველის წელი და სიკტილი” და მსგავსი კითხვები, ამიტომ ვეცდები ჩემი საკუთარი გამოცდილება გაგიზიაროთ ახალი წლის აღნიშვნასთან დაკავშირებით.

მე როცა ვხვდები, რომ არ მეახალწლევება, ვცდილობ ხოლმე თემატური სურათებით, გემრიელი რეცეპტებით და სიახლეების წაკითხვით ცოტა შევეგუო და გამოვისწორო ხასიათი. თქვენც იგივეს გირჩევთ და ვეცდები კიდევაც დაგეხმაროთ.

ნაძვის ხის მორთვა ძაან ჭრელად მე პირადად არ მიყვარს. “წვიმებიც” მხოლოდ 1-2 ფერის მაქვს და სათამაშოებიც ვცდილობ ერთ ფერში იყოს. გული მიგრძნობს, რომ წელს ჩემი ფისო არ დატოვებს არც ერთ სათამაშოს მთელს და წინასწარ გული მისკდება :).ალბათ მხოლოდ ბანტებით მომიწევს მორთვა, არაუშავს ეგეც ლამაზი იქნება, არა? ))

წელს ოქროსფერი, ვერცხლისფერი, მუქი მწვანე, შავი და ლურჯი ფერებია აქტუალური. შეგიძლიათ სამოსიც და დეკორაციაც ამ ფერებში გადაწყვიტოთ.

ტრადიციული ნაძვის ხის გარდა, შეგიძლიათ შეიძინოთ ბუნებრივი ნაძვის ხის ტოტები და კედლები გააფორმოთ, ან გამჭვირვალე ჭურჭელში პატარა ნატეხები ჩააწყოთ, გვერდით გირჩები შემოუწყოთ და ბრჭყვიალები მოაფრქვიოთ ზევიდან,ან შუაში ფერადი სანთელი ჩაამაგროთ.

2011Christmas-Tree-Ornament

საახალწლო სუფრას ძალიან მოუხდება დეკორატიული სანთლები და თემატური ხელსახოცები სანტას, ფიფქიას და ფიფქების გამოსახულებით ))

Christmas candles

ფანჯრებზე ფიფქების და ფერადი ნათურების დამაგრებაც  ხომ მარტივია? იმედია წელს მაინც არ დამეზარება 🙂

ამ მოქსოვილმა საყვარელობებმა მომცელა 🙂

il_fullxfull.394481454_ex9s 6-sn

ეს გველუკები წიგნის სანიშნეებია, ნეტა შემეძლოს ქსოვა 😐

ჯერჯერობით ჩემი ახლობლებისთვის განკუთვნილი საჩუქრები მხოლოდ იდეაში არსებობს და სავარაუდოდ 30 დეკემბრამდე იდეაში დარჩება 🙂

ტანსაცმლის არჩევაში ვერ დაგეხმარებით, მაგრამ აი ეს მანიკური ძალიან მომეწონა ))

531787_414215011984799_545149108_n

ყოველ ახალ წელს ერთი და იგივე მენიუ სუფრაზე ძალიან მოსაბეზრებელია, ვცდილობ ხოლმე რომ რაიმე ახალი შევმატო სუფრას, ძირითადად სალათები (ადვილია და იმიტომ :)) წელს რაღაც ნამცხვრის გამოცხობის ხასიათზე ვარ, ვნახოთ, ვნახოთ))

16431001-2013-christmas-tree-loading-progress

ახალი წლის შეხვედრის რაიმე ტრადიციული რიტუალი გაქვთ? მე ყოველთვის ძილზე ვფიქრობ და გოზინაყის დაჭრაში გასაცოდავებულ თითებს ვილოკავ  🙂

სიმართლე რომ გითხრათ, ჩემთვის ახალი წელი შობის დილას დგება, ღამენათევი დილით კაააი ცხელ ხაშს რომ ხვრეპ, რა სჯობია მაგაას აუაუუუუ 🙂

მოკლედ იმდენი ვქენი, რომ მგონი ახალი წელი შეგაძულეთ 🙂

და ბოლოს,

All-I-want-for-Christmas-is-you

ისე მიყვარხარ

Posted: დეკემბერი 6, 2012 in მე მე მე

მიყვარხარ ისე, როგორც პატარა ბავშვს უყვარს შოკოლადი და სათამაშოებით თამაში. მიყვარხარ, როგორც თოლია ”ჯონათანს” უყვარს თავისუფლება და სილაღე, მიყვარხარ როგორც ”მისტერ როჩესტერს” უყვარდა ”ჯეინი”. მიყვარხარ ჩემებურად, ბავშვური ჭკუით და დიდის აზროვნებით, მიყვარხარ ისე, როგორც ჩემს ბებოს და პაპას უყვართ ერთმანეთი,მიყვარხარ მაშინაც, როცა ყველაზე მეტად მიშლი ნერვებს და მინდა რაღაც ჩაგარტყა თავში და გითხრა, რომ მართალი არ ხარ. მიყვარხარ მაშინ, როცა რაიმე მწყინს შენგან და ამას არ გეუბნები, როცა გულს რაღაც ძალიან არ ესიამოვნება, მე კიდე გავჩუმდები და ჩემი ცივი ხასიათი გაგრძნობინებს ყველაფერს, თუ ძალიან არ გამიბრაზდები მითხარიო ალბათ მანამდე არც ვიტყვი..
მიყვარხარ როცა მიძახი ”ჩემო ცხოვრებავ” ,როცა ”სკაიპზე” გიყენია ჩემი ფოტო, მიყვარხარ მაშინ, როცა პირველი მწერ და ”დილამშვიდობისას” მეუბნები ნაადრევად გაღვიძებულს, მაშინ როცა ამდენი საქმით დაკავებული მხოლოდ ერთ სიტყვას მომწერ ”მიყვარხარ” და მერე შენს საქმეს აგრძელებ..მიყვარხარ მაშინ, როცა ეჭვიანობ და არ ამჟღავნებ ამას, მაშინ როცა შენსას ჯიუტად გაიძახი და ბრაზდები რაღაცაზე,რომ იცოდე რა სასაცილო ხარ ამ დროს )),რომ აფეთქდები პატარა,ნერვიული ბავშვივით და რომ აღარ იცი რა მითხრა ხოლმე..)),
მიყვარხარ მაშინ, როცა ყველაზე ნაგლურად და გველურად მელაპარაკები, მაშინაც მიყვარხარ როცა მოწერას მიგვიანებ 1 ან 2 საათით )),ცუდ ხასიათზე როცა ხარ და ჩემი თავი რომ არ გაქვს, მაშინაც მიყვარხარ,ძალიან შორს ხარ და ამითაც მიყვარხარ, ვერ გხედავ და მონატრებით მიყვარხარ. მიყვარხარ მაშინ, როცა არ შემიძლია ჩემი წარსული დაგარქვა, მაშინ როცა შენი გახსენება მახალისებს და სახეზე ღიმილს მბადებს. მიყვარხარ როცა შეგიძლია გამიგო და ცუდად მყოფი შეგიძლია მომაბრუნო ამ სამყაროსაკენ,ზოგჯერ უხეშიც მიყვარხარ, მომთმენიც და გულგრილიც. მიყვარხარ ასეთიც და ისეთიც!
ყველაზე მთავარი მიზეზი კი იცი რა არის? მიყვარხარ იმიტომ, რომ უაზრო, ამაყ და დეპრესიულ გოგოს უძლებ და ბოლოს_დღევანდელ დღეს მიყვარხარ განსხვავებული სიყვარულით .
სიტყვების გარდა სამწუხაროდ დღესდღეობით არაფრის ჩუქება არ შემიძლია.. ♥♥


შენზე გავიგე რომ კარგად ხარ, დაწყნარებულხარ, გოგოც გიპოვია უკვე, სხვა.

დაოჯახებასაც აპირებ.

მითხრეს, ოცნებები აისრულაო,

იმედი მაქვს მან მაინც მოგცა ის, რაც მე ვერ შევძელი..

არ მინდა, მძულს ამ ლურჯი ბურუსიდან გამოსვლა, მაგრამ არც ასე დარჩენა შემიძლია, ვერ ვებრძვი ამ ყველაფერს,

როგორ მეგონა რომ ჩემი სახის დანახვისას გაიხსენებდი, რომ ჩემთვის არაფერი დასრულებულა..

შენ ხო იცი დრო როგორ მიფრინავს, გუშინდელი დღეც უკვე ჩვენი წარსული ცხოვრებაა..

ისე წახვედი, არ გითქვამს “ნახვამდის”, არც გამოსამშვიდობებელი კოცნა დამიტოვე.

და საერთოდ, არ ვიცი რა ერქვა ამ ყველაფერს!

ვიცი, რომ მეოცნებე ვარ, რომ შენგან მეტს ვითხოვდი, მაგრამ..

როგორ არ გახსოვს?? დავიჯერო მართლა არ გახსოვს რისთვის გიყვარდი?

ნეტა ბოლოს როდის გაგახსენდი, ან საერთოდ თუ გიფიქრია მას მერე ჩემზე?!

მე ხშირად ვიკარგები საკუთარ ფიქრებში, რაც მეტს ვფიქრობ, მით უარესად მერევა ყველაფერი თავში. ყველა ნათქვამ სიტყვას შენ მოყვები უკან.

ვცდილობდი, შენთვის მომეცა სუნთქვის საშუალება, ვცდილობდი, დამეცვა დისტანცია რომ თავისუფლად გეგრძნო თავი,

ვიმედოვნებდი, რომ შენში იპოვიდი იმ სიცარიელეს, რომელიც ჩემთან დაგაბრუნებდა…

არაუშავს, მეც ვიპოვი სხვას, შენ მსგავსს,

არაფერს არ გისურვებ  კარგის გარდა.

არ დამივიწყო, გევედრები, ეხლაც შენი სიტყვები ჩამესმის:

“ხანდახან სიყვარულს ბედნიერება მოაქვს, უფრო ხშირად კი ის შიგნიდან გტკივა”..

1 004

ტექსტი შთაგონებულია ადელის მიერ ))


ეხლა ვზივარ და თავზე იმდენი რამ მაცხია და მახურავს, რომ კისერი მტკივა 🙂

მოგეხსენებათ, რა ძნელი მოსავლელია ქალისთვის თმა. თან ისეთი გრძელი და გაბურძგნილის, როგორიც ჩემია.

მოკლედ, საშინელებაა რა. ვერ ვიპოვე შამპუნი,რომელის სტაბილურად უხდება თმას. მაქსიმუმ 3-4 დაბანაშივატყობ,რომ ფორმას კარგავს და მოითხოვს შამპუნის შეცვლას.

მათთვის, ვისაც ჩემნაირი პრობლემა აქვს, მინდა რამდენიმე მარტივად შესასრულებელი რჩევა მივცე. სხვა რა გზაა, უნდა ცვალოთ შამპუნები ყოველ2კვირაში. მე ორს ერთად ვყიდულობ ხოლმე და რიგრიგობით ვხმარობ. ხვეული თმის შემთხვევაში აუცილებელია ბალზამი.(და არა კონდიციონერი). მინდა გირჩიოთ რამდენიმე რეცეპტი თმისთვის სიძლიერის და ბზინვარების მისანიჭებლად.ინტერნეტში მრავლად მოიპოვება მსგავსი რჩევები, მაგრამ მეც შეგახსენებთ:

  1. მაიონეზის ნიღაბი არბილებს და აბზინებს თმას. აიღეთ 100გრ. მაიონეზი, დაუმატეთ 1კოვზი არაყი (მე არ ვუმატებ ხოლმე) და 1 კოვზი ლიმონის წვენი. შეიზილეთ  სველ თმაზე და გაიჩერეთ 20–30წუთი. შემოიხვიეთ პარკი და ზემოდან პირსახოცი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
  2. აიღეთ გვირილას ყვავილები (აფთიაქში იყიდება, 2ლარამდე ღირს) დაასხით წყალი და წამოადუღეთ. რომ გაგრილდება მოიხმარეთ :)რაოდენობა თავად განსაზღვრეთ, ერთი გადავლება  უნდა გამოვიდეს.
  3. გვირილის ნახარშში აურიეთ, ან ცალკე აიღეთ კვერცხის გული და შეიზილეთ თმაზე. კარგად ჩამოიბანეთ და ცილა არ შეგიყვეთ, თორემ ცილას ცხელ წყალს რომ ასხამ თეთრდება, მოხარშულივით ხდება და ძლივს მოვიცილე თმიდან მოკლედ 🙂
  4. ასევე მე არ მიცდია, მაგრამ დაფნის ფოთლების ნახარში რომ ამაგრებს თმის ძირებს ვიცი.(ანუ თმის ცვენის საწინააღმდეგოა) ფორუმზე ხშირად წერენ მდოგვის სასიკეთო თვისებებზეც, მაგრამ მდოგვით თავის კანის დაწვა რატომღაც არ მეპრიანება, მაგრამ ალბათ ვცდი როდისმე.
  5. ასევე უფერო ხნა ძალიან კარგ შედეგს იძლევა. ნატურალური ხნა მთლად უფეროც არ არის, თმა ცოოტა სიწითლისკენ მიყავს. მაგრამ სამკურნალო კუთხით შედეგი გარანტირებულია. თან მცენარეების ძირებისგან მზადდება და ნუ მოკლედ, კარგია. (უფეროზე მაქვს ლაპარაკი).გახსნით ხნას ფხვნილს ცოტა წყალში და სველ თმაზე წაისვამთ. მე 1 საათი ვიჩერებ ხოლმე და მერე ჩამოიბანთ.
  6. კიდევ კარგია დაბანის შემდეგ ძმრის და ჭინჭრის ნახარშის გადავლება. არბილებს და აბზინებს თმას.
  7. ზეითუნის, ვარდის ან ჟასმინის  ზეთის შამპუნში არევაც შეიძლება (1ს/კოვზი)
  8. თაფლიანი წყლის თავზე დასხმაც არ მოგერიდოთ;
  9. ვისაც არ დაენანება, შეუძლია შამპუნით დაბანილ თმაზე წაისვას ოთახის ტემპერატურის ლუდი. 7-10 წუთის შემდეგ ჩამოიბანოს თბილი წყლით. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 1-2-ჯერ. ლუდი აქრობს ქერტლს და აბზინებს თმას.
  10. ხო, შავი პურის და შვრიის ნიღბებზეც მსმენია რაღაცეები, რადგან მე ჯერ არ მიცდია,ამიტომ ინტერნეტშ ნაპოვნ რეცეპტს გაგიზიარებთ: თავის დაბანამდე რამდენიმე საათით ადრე პური წყალში ჩაალბეთ. დამბალი პური შეიზილეთ თმის ძირებში და თმის მთელ სიგრძეზე გადაინაწილეთ. შემოიხვიეთ  თმაზე პოლიეთილენის პარკი და 15 წუთი გააჩერეთ. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით, უშამპუნოდ. პურის ნიღაბი აძლიერებს, ასქელებს თმას, ანიჭებს ბზინვარებას. მე შამპუნი მაქვს ნაყიდი რომელიც ზეითუნის ზეთს, შავ პურს და კიდევ 2 რაღაცას შეიცავს, აღარ მახსოვს 🙂 შესაბამისად ამ ნიღბის მომზადება აღარ მჭირდება 😛

ხო, კიდევ დაბანის დროს თმის ვარცხნა ცუდი იდეა ყოფილა, გაფართოვებული თმის ძირებიდან იმაზე მეტი თმა ცვივა, ვიდრე საჭიროა. ფენით გაშრობაც რომ ცუდია ეგ ყველამ იცის. არ გაიწუროთ თმა დაბანის შემდეგ.

მეყოფა რჩევების ფრქვევა, წავალ ჩამოვიბან თმას, ერთი სული მაქვს ჩემი მაიონეზიანი თმის შედეგი ვნახო 🙂