თითქოს მეტი არც არაფრის დამატება არაა საჭირო,სათაურში ყველაფერი ითქვა.

ბიუზჰალტერი_რატომ უნდა ვთქვა ეს სიტყვა,არც ესაა ქართული და არც ლიფი. (რაც ქართულია ის კიდევ საერთოდ არ მომწონს :))ამიტომ ქვემოთ ასე მოვიხსენიებ “ლიფი”,თქვენ ვისაც არ გეზარებათ, დაიკიდეთ.

პირველად 13წლის ვიყავი ალბათ,ლიფი რომ მოვიზომე_აუ რა მიხაროდაა,სახლში უმაისუროდ დავდიოდი,თავი დიდი ვინმე მეგონა, მხრებში კი დავდიოდი გასწორებული ისე 🙂 ერთი ეგ პლიუსი ჰქონდა ჩემი და ლიფის ურთიერთობას.

ერთ დღესაც აღფრთოვანებამ რომ გამიარა, ხელში შემრჩა (თუ სადაც) სულის შეხუთვამდე მოჭერილი ნაჭრის გროვა, რომლისგანაც ერთი სული მქონდა გავთავისუფლებულიყავი.

კიდევ კარგი გასულ საუკუნეებში არ ვცხოვრობდი და ლიფის წინაპრის, ლითონის კორსეტის ტარება არ მიწევდა :\

ზოგადად, ლითონის კორსეტებისგან ქალები პირველმა მსოფლიო ომმა იხსნა, როცა საჭირო გახდა იარაღისთვის ლითონი, ქალებს მოუწოდეს უარი ეთქვათ ამ მასალის შემცველ კორსეტებზე, რათა დახმარებოდნენ საკუთარი ქვეყნის შეიარაღებას 🙂

ხოდა აი თუ ვინმემ ამ კითხვაზე პასუხი იცის, მითხარით რატომ იტანჯება მსოფილიო ქალთა 100% ამ მახინჯი კონსტრუქციის (ვიქტორიას ვუხდი ბოდიშს) ტარებით?

თქვენ იტყვით, არ გინდა და რას იკლავ თავსო, ხოდა კარლა ბრუნს ხო დაახიეს თავზე ის ულიფოდ ჩაცმული კაბა, მეც იგივე მომიწევს 🙂

ხოდა, მოკლედ, ძირს ლიფები, ძირს შეზღუდული და შეხუთული ძუძუები! ძირს “გუბკიანი” ლიფები! (კაცებო, არ მოტყუვდეთ! :))

რა ჯობია ბუნებრივ მდგომარეობაში მყოფ მკერდს 😐

პ.ს: გუშინ მქონდა დაბადების დღე, მაჩუქეს ლიფი, და ალბათ ჩემი აღშფოთებული პოსტიც ამ ფაქტმა გამოიწვია 🙂

პ.ს.ს: 9ივლისი და 13 ოქტომბერი ოფიციალურად ულიფობის დღეებია, ჩემნაირი გაჭირვებულები კიდევ ყოფილან 🙂

Advertisements
კომენტარები
  1. tami ამბობს:

    კარგად შერჩეული და ხარისხიანი ლიფები მიყვარს-თუნდაც დეკორატიულობისთვის, მაისურს რომ გაიხდი და კიდევ რაღაცაა გასახდელი:)

  2. sht ამბობს:

    da chamodglardzuli dzudzuebi asakashi kai pontia?:DDD

  3. ზუსტად მაგ მიზეზის გამო გადავწყვიტე რომ ზამთარში მაინც არ დავიჩაგრო თავი და უკვე ერთ თვეა ლიფი არ მაცვია და ძალიან ბედნიერიც ვარ ! :))

  4. mestni ამბობს:

    martlac rom dzirs lifebi :D:D:D gaumarjops tavisufal da mkvriv dzudzuebs :D:D:D

  5. Pow-Wet ამბობს:

    “ცხოვრებაში მთავარია ძუძუები” – წარწერა “გეპეის” ერთ-ერთ აუდიტორიაში.
    ბრძენთა სახლია! :დ

  6. qetusia ამბობს:

    არა ნუ ძუძუები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამაა ცხოვრებაში(გეპეიში განსაკუთრებით) 🙂

  7. qetusia ამბობს:

    თამი,ხოდა მაგიტომ მოვუხადე ვიქტორიას ბოდიში,მისი შედევრები ნამდვილად არ იგულისხმება “ძირს ლიფები”ს კატეგორიაში 🙂 მაგრამ მაისურს რომ გაიხდი და შიგნით რამე უნდა გეცვას_პრინციპით,ეხლა ზამთარია და 9 მაისურის შიგნით კიდევ რაღაც რომ გაქვს გასახდელი…… 😐 🙂

  8. qetusia ამბობს:

    sht, ჩამოდღლარძული ძუძუების ასაკში რომ ვიქნები,მაგაზე პასუხს მაშინ გაგცემ 🙂

  9. qetusia ამბობს:

    კნო, გილოცავ,შენ ნამდვილად “free” ხარ ეხლა! 🙂

  10. qetusia ამბობს:

    mestni, მიხარია რომ მემხრობი! 🙂 ბიჭი ხარ აშკარად 🙂

  11. Pow-Wet ამბობს:

    “გეპეიში” რიავიცი რას შევადარო ნამდვილი ძუძუების გამოჩენა არ ვიცი,სიტყვები არ მყოფნის… ერთხელ მაინც თუა ვინმე ნამყოფი კარგად გამიგებს :))

  12. qetusia ამბობს:

    არ ვარ ნამყოფი,მაგრამ ლეგენდები მსმენია 🙂

  13. Pow-Wet ამბობს:

    ეხლა მთლიანად ნუ დაუჯერებ მაგ ლეგენდებს :დ

  14. qetusia ამბობს:

    მაქვს ბედნიერება ძმა მყავდეს გეპეიშნიკი 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s