Archive for ნოემბერი, 2012


თითქოს მეტი არც არაფრის დამატება არაა საჭირო,სათაურში ყველაფერი ითქვა.

ბიუზჰალტერი_რატომ უნდა ვთქვა ეს სიტყვა,არც ესაა ქართული და არც ლიფი. (რაც ქართულია ის კიდევ საერთოდ არ მომწონს :))ამიტომ ქვემოთ ასე მოვიხსენიებ “ლიფი”,თქვენ ვისაც არ გეზარებათ, დაიკიდეთ.

პირველად 13წლის ვიყავი ალბათ,ლიფი რომ მოვიზომე_აუ რა მიხაროდაა,სახლში უმაისუროდ დავდიოდი,თავი დიდი ვინმე მეგონა, მხრებში კი დავდიოდი გასწორებული ისე 🙂 ერთი ეგ პლიუსი ჰქონდა ჩემი და ლიფის ურთიერთობას.

ერთ დღესაც აღფრთოვანებამ რომ გამიარა, ხელში შემრჩა (თუ სადაც) სულის შეხუთვამდე მოჭერილი ნაჭრის გროვა, რომლისგანაც ერთი სული მქონდა გავთავისუფლებულიყავი.

კიდევ კარგი გასულ საუკუნეებში არ ვცხოვრობდი და ლიფის წინაპრის, ლითონის კორსეტის ტარება არ მიწევდა :\

ზოგადად, ლითონის კორსეტებისგან ქალები პირველმა მსოფლიო ომმა იხსნა, როცა საჭირო გახდა იარაღისთვის ლითონი, ქალებს მოუწოდეს უარი ეთქვათ ამ მასალის შემცველ კორსეტებზე, რათა დახმარებოდნენ საკუთარი ქვეყნის შეიარაღებას 🙂

ხოდა აი თუ ვინმემ ამ კითხვაზე პასუხი იცის, მითხარით რატომ იტანჯება მსოფილიო ქალთა 100% ამ მახინჯი კონსტრუქციის (ვიქტორიას ვუხდი ბოდიშს) ტარებით?

თქვენ იტყვით, არ გინდა და რას იკლავ თავსო, ხოდა კარლა ბრუნს ხო დაახიეს თავზე ის ულიფოდ ჩაცმული კაბა, მეც იგივე მომიწევს 🙂

ხოდა, მოკლედ, ძირს ლიფები, ძირს შეზღუდული და შეხუთული ძუძუები! ძირს “გუბკიანი” ლიფები! (კაცებო, არ მოტყუვდეთ! :))

რა ჯობია ბუნებრივ მდგომარეობაში მყოფ მკერდს 😐

პ.ს: გუშინ მქონდა დაბადების დღე, მაჩუქეს ლიფი, და ალბათ ჩემი აღშფოთებული პოსტიც ამ ფაქტმა გამოიწვია 🙂

პ.ს.ს: 9ივლისი და 13 ოქტომბერი ოფიციალურად ულიფობის დღეებია, ჩემნაირი გაჭირვებულები კიდევ ყოფილან 🙂

Advertisements

ეტაპობრივი პოსტი :)

Posted: ნოემბერი 4, 2012 in მე მე მე

ცხოვრებაში არსებობს ეტაპები და არსებობს მნიშვნელოვანი ეტაპები, რომლებიც ყველამ უნდა გაიაროს.

მნიშვნელოვანი ეტაპები, ზოგადად, მტკივნეულია.

მე მნიშვნელოვან ეტაპზე ვარ.

როგორც იტყვიან ხოლმე “ყველას თავისი ჯვარი აქვს სატარებელი”_ო.

აი მე უკვე წლებია მგონია, რომ 45კილოს და 17-22წლის კვალობაზე, უმძიმეს რაღაცას მივათრევ.

ფაქტია, რომ რაღაც არ გამომდის.

ვიცი, გავა წლები და მე გავიფიქრებ, რა დებილი ვიყავი-მეთქი. მაგრამ ის მაინც უნდა მოვახერხო, რომ მივაღწიო იმ ასაკამდე როცა ამის გაფიქრების დრო დამიდგება, მინიმუმ  ნორმალური ფსიქიკით, ჯანმრთელობით და ნერვებით.

ორი თვეა უკვე გაყინული ვარ, დავიღალე და მომწყინდა.

ამიტომ ვწყვეტ ყველანაირ სოციალურ აქტივობას იმისთვის, რომ საზოგადოებრივი აზრის გავლენის გარეშე შევძლო დალაგება.

ბლოგის მკითხველებს დიდი მადლობა და იმედი მაქვს ჩემი ცვლილებების ეტაპს სასარგებლო დასასრული ექნება..

ქეთუსია.