Archive for ოქტომბერი, 2012


ყველას უყვარს მზე.

ველოსიპედიც.

გიტარიანი ბიჭებიც.

და ყავა.

მე კერძო სახლები მიყვარს.

ეზოში ხეები რომ დგას, რომელსაც დილით გაღვიძებისთანავე შეგიძლია ახლოდან შეხედო.

არ ვიცი რა ჰქვია ამას, ოცნება, მომავლის გეგმა, სასურველი მდგომარეობა თუ გადაღლილობისგან მოგვრილი ბოდვა, უბრალოდ წარმოვიდგენ, რომ:

ყოველ დილას ვიღვიძებ ჩემს პატარა სახლში, სადაც არასდროს ცივა. ვსვამ ყავას, რომელიც ყველას უყვარს. ეზოში ლამაზი ბაღი მაქვს და ვრწყავ ფაიფურის ჭიქებში, ფეხსაცმელებში, ჩაიდნებში, თიხის ჭრელ ქოთნებში ჩარგულ ყვავილებს.

ბანალურია არა?

ბანალიზმიც ყველას უყვარს.

ანუ ყველას უნდა მოწონდეს ის, რასაც ვწერ.

ჰუ ქეარზ?

მე და ჩემს სამ მეგობარს კაფე გვაქვს, სადაც მრგვალი, მუქი ყავისფერი მაგიდები და ზედ პაწაწუნა სკულპტურები დგას.. გაფრთხილებთ, არანაირი პიცა და ხაჭაპური იქ არ დაგხვდებათ, მხოლოდ ცხელი შოკოლადი და ფუნთუშები.

ყველა მაგიდასთან ბლოკნოტები იქნება, სადაც რასაც მოგესურვებათ იმას ჩაწერთ. (მე ჩუტყვავილებს დავხატავდი სულ).

კაფეს რომ დავკეტავთ, შევიკრიბებით ოთხივე, დავიდგამთ ვისკის და ვიკამათებთ იმაზე,  თუ რომელის უფრო სიმპატიურმა მამაკაცმა გაუღიმა იმ დღეს ❤

პ.ს: ვისკის მხოლოდ ჩვენ დავლევთ, თქვენ მხოლოდ ცხელი შოკოლადი-მეთქი =))

ეჰ, რა არის მაინც ეს სულით გადაღლა, არა?

მერე

Posted: ოქტომბერი 21, 2012 in მე მე მე

თავიდან შეხვედრა, არც ისე ლამაზი.

მერე გაღიმება, ზრდილობის გულისთვის.

მერე ენას გამოუყოფ,როცა გეხუმრება.

სკამზე დაგიჯდება ცარიელ ოთხაში.

გიღიტინებს.

შენ თმას წიწკნი.

მერე რამეზე დაენიძლავები,აი ნახე თუ ასე არ იყოს.

მერე მოგაგებინებს,იმიტომ რომ სადმე დაპატიჟებაზე დაენიძლავე.

ძალიან დიდი მღელვარებით არჩევ ტანსაცმელს.ლურჯი კაბა და თეთრი კედები.

სახლში ხელში აყვანილი მოყავხარ,ცრის, თქვენ იცეკვებთ სასაცილოდ,

მერე მოგინდება რომ სახლამდე გზა უსაშველოდ გაიწელოს..

სადარბაზოსთან მოსულს ეტყვი,რომ სულაც არ ღელავს დედაშენი იმის გამო რომ სახლში დააგვიანე,იმიტომ რომ ცოცხალი არაა.

ის კი შუბლზე გაკოცებს და წავა.

თქვენ ივლით ღამე ქუჩაში და შენ მოგიწევს ტროტუარზე ასვლა იმისთვის რომ მიწვდე და აკოცო.

და პირველად შენს ცხოვრებაში, გაბედულად ეტყვი მას კომპლიმენტს.

და არ იფიქრებ იმაზე, თუ რა ადვილად მისაღწევი ყოფილხარ,იმიტომ რომ 22 წლის ასაკში კატა-თაგვობანას თუ მონადირე-მსხვერპლის თამაში სიდებილე გგონია.

მერე დიდხანს, დიდხანს უყურებ როგორ სძინავს ღამენათევს შენს მუხლებზე.

მერე ცოტას აეჭვიანებ, აბა ისე როგორ?!

არადა რომ იცოდეს, რომ იცოდეს..

_როგორ გიყვარს?

_ხო.

_თუ შენი თავი გიყვარს მის გვერდით?

_….

_მერე?

მერე შენ მოგენატრება ხოლმე.

_იმას?

_იმას სხვის მუხლებზე სძინავს.