ჩემი ახალი გატაცება))

Posted: სექტემბერი 12, 2012 in მე მე მე

ასე ვიცი ხოლმე, ჰოპ! და უცებ რაღაც მინდა.ორ წუთში ვიცი როგორც უნდა მივიღო და მერე ვიწყებ მზადებას..ყველაზე სასიამოვნო პროცესია, სანამ რამეს მიიღებ, რომ ემზადები =))

პირველ რიგში იმ უცხო სიტყვების გაგებას შევეცადე რომლებიც ბლომად შემხვდა: ობიექტივი, პანორამა, DSLR, ISO, მარტიცა, დიაფრაგმა, “სასაპნე” ))

ალბათ მიხვდით, ფოტოგრაფიაზე ვლაპარაკობ.

ვერასდროს ვიტანდი სტანდარტულ, ოდნავ მომღიმარ სახეებს ფოტოზე, თითქოს ვალდებულებად ქცეულ უჟანრო სურათებს.

რომ გითხრათ ფოტოგრაფობაზე ვოცნებობდი როდისმე-თქო, ტყუილი იქნება. საკუთარი ფოტოაპარატიც არასდროს მქონია.

მაგრამ ფოტოგრაფია, როგორც ხელოვნება ყოველთვის მაინტერესებდა. ხანდახან ვფიქრობ, რომ სამეცნიერო ჟანრში არის ასაყვანი, იმდენად საინტერესო, ამოუცნობი და ღრმაა ფოტოგრაფიის არსი.

დაახლოებით ორი კვირაა ვცდილობ ფოტოგრაფიის სეერიოზულ ქაოსში გარკვევას, დაწყებული იქიდან, თუ რომელი კამერა ჯობია დამთავრებული პროფესიონალების მიერ ფოტოების შეფასების ძალიან გაურკვეველი კრიტერიუმებით.

ფოტოკამერების მოდელებისა და ფასების შემყურეს თავი მთვარეზე მგონია, იმდენად ასტროლოგიურ თანხამდე ადის ზოგი მათგანი. კლასი, გამოშვების წელი, შუქ-მგრძნობელობა და რავიცი ათასი ჯანდაბა ფაქტორი განაპირობებს ფასს.

როგორც მე მივხვდი,  არსებობს სამოყვარულო, ფირიანი, კომპაქტური და სარკული კამერები. კომპაქტურს ქართული შესატყვისი “სასაპნე” მოუძებნეს, სარკულები კი პროფესიონალი და სემი-პროფი ანუ ნახევრად პროფესიულები არსებობს.

სარკულებს ობიექტივი ანუ ლინზა ეცვლება. ზოგი ლინზის ფასი, ცალკე კამერაზე (“ბოდიზე”) ძვირიცაა.

ინტერნეტში უამრავი მასალა დევს (ქართულადაც) ამა თუ იმ კამერის შეფასებასა და შესაძლებლობებზე, ნიკონი ჯობია თუ ქენონი, უნდა ჰქონდეს თუ არა ყოველ მეორე თინეიჯერს პროფესიონალი კამერა, რომლის ფუნქციების 10%საც კი ვერ იყენებს და ა.შ.

გავეცანი უამრავ სტატიას, მოყვარულების და პროფესიონალების შეფასებებს, კრიტიკას, ერთმანეთის ლანძღვას და რას აღარ და მივხვდი:

  • “ჩხაკუნი” ყველას შეუძლია, ფოტოების გადაღება გამორჩეულებს;
  • კარგი ფოტოს გადასაღებად საერთოდ არაა საჭირო ბოლო კლასის კამერა;
  • დამწყებ ფოტოგრაფს საერთოდ არ სჭირდება სარკული კამერა;
  • არსებობს ფოტოგრაფიის შესწავლელი კურსები (საკმაოდ ძვირიანი) სადაც ნებისმიერ მსურველს შეასწავლიან სად, რა და როგორ უნდა გადაიღოს;
  • კამერის ყიდვამდე უნდა გაარკვიო რის გადასაღებად გინდა და მერე აარჩიო;
  • კამერის დიზაინი_ეს არის ყველაზე ნაკლებად გასათვალისწინებელი ფაქტი მისი არჩევისას;
  • AA ბატარეები არაპრაქტიკულია;
  • მეგაპიქსელების რაოდენობა სურათის ხარისხის განმსაზღვრელი არაა;
  • თუ სარკულ კამერას ყიდულობ, ჯობია “ბოდი” ცალკე იყიდო და ლინზა ცალკე, იმის გათვალისწინებით თუ რის გადაღებას აპირებ;
  • სარკული კამერის ნაკლია ლიმიტირებული გარბენი, ანუ იღებს განსაზღვრული (საკმაოდ ბევრ) რაოდენობის სურათს და მერე ერთ-ერთი დეტალი (“შატერი”) გამოსაცვლელი უხდება;
  • მირჩევნია ნახმარი კამერა ვიყიდო, ზუსტად ვიცი, რომ ძალიან მალე გავაფუჭებ, ტექნიკის გაფრთხილება და სპეციალური მოვლა  სასაცილოდ მეჩვენებოდა ყოველთვის. (ანდა ჩემს დაუდევრობას ამით ვამართლებდი)

მაგრამ ნიკონი თუ ქენონი, პენტაქსი თუ სონი, ფუჯიფილმი თუ ჯენიუსი_ საკითხავი აი ეს არის! 🙂

ის ჭია მევასება ქვემოთ, "wtf"  :)

კამერის შეძენის რამდენიმე საშუალება არსებობს:

  1. წახვიდე ტექნიკის მაღაზიაში და ერთიანად მიათხლიშო შენს საოცნებო ნივთში ძლივს მოგროვებული თანხა;
  2. გამოიწერო უცხოური საიტიდან;
  3. გამოიწერო უცხოური საიტიდან ნახმარი;
  4. ვინმე გაჭირვებულს ნახევარ ფასში წაართვა ნალოლიავები და გასაყიდად გამოუვალი მდგომარეობის გამო გამეტებული კამერა;

სხვა ვერსია არ მაქვს.. სხვათაშორის ერთი ადამიანი ვიპოვე, რომელსაც მეორადი კამერები ჩამოაქვს, რატომღაც მომეწონა მისი შემოთავაზებები, რაღაცეების გარკვევაშიც დამეხმარა და რავიცი, ვნახოთ, ვნახოთ..

რაც შეეხება ფოტოგრაფიის კურსებს 😐

გადავირიე ისეთი ფასები აქვთ, სად აღარ ვნახე, ბევრი ვარიანტები არც არის, გინდა კერძო და გინდაც ჯგუფურ მეცადინეობაზე 3თვიანი კურსი 750ლარი ღირდა ომგ 🙂

უფრო მოკლევადიანი კურსებიც არის, და საერთოდ 1 დღიანიც (50ლ):)

როგორც ვატყობ თავად მომიწევს წიგნებში ქექვა და გუგლ-იუთუბის დალაშქვრა 🙂

ფოტოს გადაღება დავუშვათ გამომივიდა, მერე იმას “ხელის შევლება” ხომ უნდა?)) დამუშავებას ვგულისხმობ.. ფოტოშოპი ცალკე თავის რტყმაა, ვიდეო გაკვეთილები კარგი რამეა ამ საქმისთვის.))

რამდენიმე ონლაინ წიგნი და ბლოგიც  ვიპოვე, სადაც ცნობილი ფოტოგრაფები თავის გამოცდილებას უზიარებენ დამწყებებს და პრაქტიკულ რჩევებსაც იძლევიან.

ესეც ქართული გვერდები: boke.gegraf.gephotographers.ge

სხვა რა გითხრათ, ესეც ჩემი ახალი გატაცება და ის, რისი გაგებაც 2 კვირაში შევძელი =))

ვაგრძელებ ფოტოგრაფიის ანა-ბანაში გარკვევას (ჯერ-ჯერობით თეორიულად და კამერის გარეშე), წარმატებები მისურვეთ!

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s