Archive for აგვისტო, 2012


სანამ თხრობას დავიწყებდე, უნდა ვაღიარო რომ ზოგი ფაქტი შეიძლება გამორჩენილი მქონდეს ან არ მახსოვდეს, ან სხვნაირად მახსოვდეს (არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის გამო), ამიტომ ვინც ჩემთან ერთად იყავით იმათ ბოდიშს მოვუხდი და ჩამისწორეთ მერე თუ რამე შემეშალა 🙂

დღე 1

დილის 7საათზე მახინჯაურის სადგურზე ვიყავით, ღამის მატარებლით წავედით, ნუ კუპეში რეები ვაკეთეთ ეგ ცალკე ამბავია 🙂  ჩავედით და უკვე კურიოზი იყო: ვინც უნდა დაგვხვედროდა სხვა ადამიანში აერია ჩემს მეგობარს და კინაღამ ვიღაც უცხო კაცს გავყევით სახლში 🙂

ბოლოს, როგორც იქნა, აღმოვაჩინეთ ჩვენი მასპინძელი და მშვიდობიანად დავბინავდით წინასწარ შემოწმებულ-დაჯავშნულ სახლში. პირველმა პრობლემამ მაშინ იჩინა თავი, როცა  დილის 8 საათზე ძლივს ვიპოვეთ პორტში სასაუზმე ადგილი, სადაც ყავის დალევა შეიძლებოდა.
ჩვენი სახლი გრიბოედოვის ქუჩაზეა, როგორც დიასახლისმა თქვა ზღვა ”აქანევეა”-ო, 5 წუთის სავალზეო, მაგრამ ჩვენ ვერცერთხელ  შევძელით 15 წუთზე ადრე ზღვაზე მისვლა 🙂

2ოთახი გავინაწილეთ გვანცამ და თამუნამ და მე  და ნათიამ. ჩვენი ოთახი ჯობია იშ.

“ხაზეინკა” კეთილი ქალია, მარტო ცხოვრობს, შვილი ყავს მეზღვაური, ელოდება მის ჩამოსვლას რომ კარგ გოგოზე დანიშნოს))

“კარგ” გოგოს ჩვენს შორის ეძებდა,მაგრამ ალბათ მიხვდებით რომ უშედეგოდ 🙂

გვეყო გონიერება და პირველ დღესვე არ ვიხამეთ მზე, კარგი ამინდი დაგვიხვდა.

გამოუძინებელი სახეები, 08 a.m.

გამოუძინებელი სახეები, 08 a.m.

საღამოს ცოტა მოვწესრიგდით და ბულვარის ათვისება დავიწყეთ. პირველ რიგში რაც შევამოწმე ინტერნეტი იყო, რომელთან წვდომაც აღმოჩნდა შეუძლებელი, ბულვარის wi-fi მარტივად რომ ვთქვათ, სრული “შით” გამოდგა.

no internet access :\" title=
სექტორი 31-ს მუსიკამ მიგვიზიდა, მხიარული და ხალისიანი ბარმენები დაგვიხვდნენ, ბართან მიგვიწვიეს (რას არ მიგვიწვევდნენ გვანცას დეკოლტეს გადამკიდე).

მენიუში ფასებს გადავხედეთ და არც ისეთი საშინელება  აღმოჩნდა, როგორსაც ველოდით. გვანცას ბარმენებმა შოუ მოუწყეს, ცეცხლები და ჭიქების გორა დაუყენეს, პირდაპირ ცეცხლებიდან რაღაც სასმელი დაალევინეს და კინაღამ თმა შეუტრუსეს 🙂 სხვანაირად როგორ ვთქვა არ ვიცი, ვიდეოს დავდებ და მიხვდებით.))

ზა ტო მე ბარმენისგან სასტვენი მერგო, რომელიც მეორე დილას მშვენივრად გამოვიყენე გოგოების გასაღვიძებლად 🙂

პირველ საათზე სახლში ვიყავით უკვე, მე რა თქმა უნდა მაღლებზე ვიყავი შემდგარი და ბულვარიდან სახლამდე ფეხშველამ ძლივს  გამოვიგნე 🙂
შინ დაბრუნებულ იმ ორ ღორს, გვანცას და თამუნას, გაახსენდათ რომ თურმე შიოდათ და ხაჭაპურის გაცხელება მოინდომეს. რა თქმა უნდა გაზის ანთება ვერ მოახერხეს, გვეხვეწნენ მე და ნათიას და არცერთი არ ავდექით საწოლიდან მათი უხამსი მიმართვების მიუხედავად. რაღა ექნათ, ცივი შეჭამეს 🙂

დღე 2:
როგორც დაგეგმილი გვქონდა, დილის 7საათზე მეყენა ზარი, ადრიანად უნდა გავსულიყავით ვითომ სანაპიროზე… ისე გამოვრთე მაღვიძარა რომ თვალიც არ გამიხელია 🙂

8ზე ავიფერთხე როგორც იქნა, შევუხტი მეორე ოთახის ბინადრებს და წამოვყარე, ყიყლიყოები შევწვით, ყავა დავაყოლეთ და 9საათი იყო მგონი სახლიდან რომ გავეტიეთ.

საუზმე ოთხისთვის <3<3<3

ჩვენი ყოველდღიური მენიუ ვერ გასცდა კვერცხს და პილმენებს,როგორც მოსალოდნელი იყო 🙂
შუადღეს ვისვენებთ სახლში, საღამოსთვის ძალებს ვიკრებთ და იმედი გვაქვს მომდევნო 6დღეც ასეთი უდარდელი გვექნება.
საღამოს გვანცას მამა ჩამოვიდა, წაგვიყვანა ბაზარში და იმდენი პროდუქტი გვიყიდა, 4 კიარა 40 კაცს რომ ეყოფა 1 კვირა 🙂

მადლობა მამუკა,შენ ჩვენ უცილობელი შიმშილისგან გვიხსენი! 🙂

საღამოს აღარ მახსოვს სად ვიყავით, მგონი სადღაც კაფეში, საჭმლის გაკეთება გვეზარებოდა და ბულვარში ვივახშმეთ. ერთადერთი მუსიკა იყო საზიზღარი, თორემ კერძებს რა უშავდა))

დღე 3:

მოღრუბლულია, მაგრამ მაინც სრული შემადგენლობით გამოვცხადდით პლიაჟზე, სანამ ქვებზე წოლისგან არ დავლურჯდით,მანამდე ვერ მივხვდით რომ არსებობს შეზლონგი, რომლის დაქირავება არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა. მიზეზი: ” შორს ხართ და აქედან ვერ გხედავთ” (შეზლონგის გამქირავებლის კომენტარი, რასაც მოჰყვა უწმაწური სიტყვების მთელი კოლონა 4 უკმაყოფილო და ქვებზე დაბეჟილი  კლიენტის მხრიდან:) 3გამქირავებელი პუნქტიდან არც ერთმა შეზლონგი არ მოგვაქირავა ხალხო, ეს იყო საოცრება 🙂 ჩვენ კი იმდენი ვერ მოვიფიქრეთ რომ ადგილი შეგვეცვალა, ამიტომ ისევ ქვებზე წოლა მოგვიწია..

საღამოს წვიმდა, მაგრამ რა გაგვაჩერებდა სახლში, ისევ ნაცნობ ბარს მივადექით. იღბლიანი საღამო იყო, არცერთ სასმელში ფული არ გადაგვიხდია, კლუბში წავედით_ იქაც იგივე:) გაიხარეთ ხალხო, იხადეთ, თუ გვანცას მკერდგამოვლილი ყინულების გარდა ჩვენგან არაფერს მოითხოვთ, რა პრობლემაა 🙂

ისევ სეცტორი 31-ზე უნდა ვილაპარაკო, ძალიან კარგი სიტუაციაა, ბარმენები საოცრად გვართობენ)) მუსიკაც ნორმალურია, გარემოც, ხალხიც.
დაუვიწყარი დრო გვაქვს ამ ადგილას გატარებული)) (მეტ დეტალებს ვერ მოვყვები, საოცრებები ხდებოდა ხოლმე :))

რომაჩკა და გიორგი

სახლში 4 საათზე მოვედით, მკვდრები ვართ.
დღე 4:

დილიდან წვიმს, არ მახსოვს გუშინ თუ დღეს, გვანცას თანამშრომლები ჩამოვიდნენ.  არ გაუმართლათ, სულ წვიმს.. სამაგიეროდ სმისთვის შესანიშნავი ამინდია! 🙂
დღე 5:

წვიმს, ვსვამთ!

დღე 6:

წვიმს, ვსვამთ. 🙂

მაგრამ გონზე მოვეგეთ და გარეთ ცხვირი გავყავით, არც ისეთი საშინელი ამინდი ყოფილა, მე და ნათიამ ბულვარის აუთვისებელი ნაწილი მოვიარეთ, კაფე “ტყუპებში” ინტერნეტიც დავიჭირეთ და ლუდიც მივირთვით.
რაც აქ ვარ სულ 2 ნაცნობი შემხვდა, ბედნიერი ვარ რომ მეტი ნაცნობი სახე არ დამინახავს 🙂
საღამოს მე და ნათიას მარტოებს მოგვიწია სექტორის სტუმრობა, საინტერესო ადამიანები გავიცანით, სასმელზეც დაგვპატიჟეს და ბარმენებისგან რაღაცითაც დავსაჩუქრდი, თვალებზე ხელებაფარებულს მაჭამეს, ცივი იყო და სლიპინა 🙂 ხახა 🙂 (ფეიხოა იყო)

დღე 7:

ჯიბეები მოვიჩხრიკე, ფული აღარ მაქვს 🙂 მომავალი თვის ხელფასი მოვითხოვე ძმურ პონტში და ჩამირიცხეს 🙂

ფულიანი ვარ, აჭარულის საჭმელად დავიძარით))

lovely :*

საღამოს ისევ კლუბი, მერე ისევ სექტორი, საიდანაც გამოგვყარეს, ვიკეტებითო 🙂

რომელიღაც დღეს ეშმაკის ბორბალზეც ვიყავი, batumi summer set-ზეც, გაჩერებული შადრევანი და” ალი&ნინო”-ც ვნახე, მგონი ბოლო საღამოს..

დელფინარიუმში ვერც ერთს ტრაკი ვერ ავაწევინე და ვერ წავიყვანე. ძალიან დამწყდა გული ასევე მწვანე კონცხზე და ბოტანიკურში რომ ვერ წავედი((

წვიმამ ცოტა კი ჩაშალა ჩვენი გეგმები, ერთ ღამეს ბარიდან გამოსულები ისე დავსველდით და გავიყინეთ, რომ სულ თავ-ბედი ვიწყევლეთ სად ჯანდაბაში მოვდიოდითო, მაგრამ მაინც ძალიან კმაყოფილი და ნასიამოვნები ვარ, ბოლო დღეს მზე გვეღირსა და ჩვენს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. გოგოებს ისეთი დამცავები ჰქონდათ წამოღებული, რომ რუჯი თითქმის ვერ მიიღეს:) მე რა მედარდებოდა, ერთადერთხელ დავიწვი პლიაჟზე 1თვის წინ და მაშინაც იმიტომ, რომ 5 საათი გაუნძრევლად ვეგდე მზის გულზე ფოთის სანაპიროზე 🙂

თამუნამ მოახერხა და ისე დაიწვა, რომ ვუყურებდი მეშინოდა :\  ნათიამ გუაშები წამოიღო პლიაჟზე და ქვების მოხატვა დაიწყო, იმდენი ქნა რომ ვიღაც შეზლონგის გამქირავებელ ბიჭს აჩუქა ბოლოს ყველა, ჩემთვის დახატული ზღვის ცხენიც :\

მე და ნათია მუშაობის პროცესში

ესეც ჩემი შედევრი :

ალქაჯი ქალთევზა 😀

იმ 3 დღის განმავლობაში, სანამ წვიმდა, იმდენი სასმელი ვსვი, რომ რუსთავში ჩამოსულს სახეზე ამესახა ალკოჰოლის კვალი: თვალები დამისივდა, სახეზე დამაყარა და 2 დღე ასე დავდიოდი 🙂 ადრეც მომივიდა სასმელზე ესე, აღარ მახსოვდა თორემ ამდენს არ დავლევდი))

დღე 8:

გვანცას მამამ ჩამოგვაკითხა და შუადღისკენ წამოვედით, დილით ბოლოჯერ ვისიამოვნე ზღვით..

რუსთავი რომ დავინახე ლამის გული შემიწუხდა, მაგრამ აბა რაღას ვიზამ, ჩემი საცოდავი და უსამართლო 1 კვირიანი (!!!) შვებულება დასრულდა…

სანამ თემიდან გადამიხვევია და ჩემს უაზრო ყოველდღიურობაზე დამიწყია წუწუნი, მოკლედ გეტყვით რა დაგიჯდებათ ბათუმში ერთ კვირანი ვოიაჟი:

1. გზა:

ჩვენ 4 ადგილიანი ვაგონი ავიღეთ ღამის მატარებელზე, ბილეთი 23 ლარი ღირს.(ერთი მიმართულებით). მატარებლების განრიგს და ფასებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ

2. საცხოვრებელი:

ფასებს ინტერნეტში ადვილად იპოვით, მთავარი პრობლემა, რაც შეიძლება შეგექმნათ არის ის, რომ ჩახვიდეთ ადგილზე და არ დაგხვდეთ ისეთი პირობები,როგორსაც დიასახლისი დაგპირდათ. მაგ: არ იყოს ცხელი წყალი, გაზი. და ზღვიდან არც ისე ახლო იყოს, როგორც გეგონათ (ჩვენ ეგ დაგვემართა).

ფასები 10 ლარიდან იწყება, ჩვენ 15ს ვიხდიდით ღამეში 1 პერსონაზე. ფასები განისაზღვრება რა თქმა უნდა ზღვიდან და ბულვარიდან დაშორების მიხედვით, ელემენტარული საცხოვრებელი პირობები ყველგან დაგხვდებათ, ხარისხის შესაბამისად ფასიც იზრდება.

3. პროდუქტები:

მე როგორც ვიცი, ბათუმში ერთი ცენტრალური ბაზარია, ფასები სეზონურია, დიდად არ მახსოვს რა რა ღირდა, მაგრამ სულგუნი 9-11ლარი, კარტოფილი 1-1,50ლარი, და სხვა პროდუქტების ფასებიც დიდად არ განსხვავდებოდა თბილისის ფასებისგან. სისულელეა აქედან რაიმეს ზიდვა ეკონომიის მიზნით, ყველაფრის ყიდვა შეიძლება ნორმალურ ფასად ადგილზევე.

4.გართობა:

აქ რაიმე კონკრეტული თანხის დასახელება არ გამოვა, იმიტომ რომ გასართობი ბათუმში ძალიან ბევრია, სანახავიც (ფასიანი) კიდევ უფრო მეტი. ხოდა შეგიძლიათ თანხა თქვენი სულიერი მოთხოვნილებების მიხედვით განსაზღვროთ.

ბულვარში კაფეებში ფასები უფრო მაღალია ვიდრე შიგნით ქალაქში:

ჩამოსასხმელი ლუდის ფასი 2,50ლარიდან იწყება.

აჭარული პატარა თუ არ ვცდები 7 ლარი ღირს;

ფრი: 3ლარი

ჩამოსასხმელი ნაყინი ბულვარში სპეციალურ ჯიხურებში იყიდება 1.50ლ. ყავისფერი ნაყინი მთელ ბულვარში არცერთ ჯიხურში არ იყო, მხოლოდ ვანილის ნაყინს შემოგთავაზებენ.

პლიაჟის აუცილებელი ატრიბუტები ქოლგა და შეზლონგის დაქირავება  3დან 5 ლარამდეა, დრო განსაზღვრული არ არის, მთელი დღითაც შეგიძლიათ იქირავოთ და 1 საათითაც, ფასი იგივე იქნება))

ასევე მეორე პლიაჟის განუყოფელი სიმბოლო_ ცხელი სიმინდი, (რომლის ჭამის სურვილი არცერთს არ გაგვჩენია) მგონი ტარო 1 ლარი ღირს, სასმელებიდან მაგ. ქილის კოკა-კოლა 3 ლარი.

ღამის გართობას რაც შეეხება, როგორც გითხარით ჩვენ სასმელში ფული თითქმის არ დაგვიხარჯავს, მაგრამ კოქტეილებს 10-15 ლარში მოგიმზადებენ, არაყი(100გრ) 6 ლარიდან იწყება, ლუდი 7ლარიდან. ჩილიმის მოწევა გვინდოდა მე და თამუნას, ვერც ეგ ვერ მოვახერხეთ :\ (ჩილიმი 1 პერსონაზე 25 ლარი ღირს, 4ზე 45)

კლუბში შესვლა (სადაც მე ვიყავი) გოგოებისთვის უფასო, ბიჭებს კი 10 ლარი დაგიჯდებათ.

მოკლედ, დაახლოებით 300 ლარი ნორმალური ბათუმური დასვენებისთვის სრულიად საკმარისია ჩემი აზრით. ბათუმში წასვლა ჩემი იდეა იყო, ქობულეთს რატომღაც ვერ ვიტან, არ ვიცი, კონკრეტული მიზეზი არ მაქვს, მაგრამ ბათუმში ყველაფერია იმისთვის რომ დრო კარგად გაატარო.

წარმატებულ შვებულებას და დასვენებას გისურვებთ,

მომავალ წლამდე, ბათუმო! ))

Advertisements

ზღვარზე

Posted: აგვისტო 6, 2012 in მე მე მე

ქეთუსიას ფიქრის დრო დაუდგა.. ზის და ფიქრობს, ფიქრობს ფიქრობს და ბლიად, გასკდა თავი!

ყველაზე ცუდი ჩემი თვისება არის ის, რომ მიზეზი მჭირდება იმისთვის რომ კარგად ვიყო, ხალისი მქონდეს, იმისთვის რომ გავიღიმო.

ჩემი უჟმური ხასიათი უკვე ყელში ამომივიდა 🙂 მინდა ვიყო მშვიდი, სათნო, კეთილი “ტურფა”, ანუ ისეთი, როგორებსაც დავცინი ხოლმე. რად მინდა? რავიცი, საინტერესო იქნებოდა, არა? =))

“ყველა როლს ვირგებ და ყველა როლს ვთამაშობ”..

საერთოდ იმდენად ჩავიკარგე ამ ჩემს როლებში რომ დამავიწყდა ნამდვილი სახე როგორი მაქვს 🙂

როგორი ვარ სინამდვილეში? მებრძოლი? მიზანდასახული? ოპტიმისტი?კარიერისტი? მშიშარა?

არ ვიცი, არ მახსოვს.

ცოტაც კიდევ გაუძელი, გულო. სულ რაღაც 4დღე დარჩა.. =))