პირველ რიგში მადლობა ორგანიზატორებს, გუდ ჯობ გაიზ, შარშანდელთან შედარებით ყველაფერი უკეთესი იყო:

მენიუც, ლუდის არჩევანიც, მომსახურებაც, თივის ზვინებიც და რაც მთავარია: მუსიკა! “ზურგის” და “loudspeakers”-ის  მოწვევას არასოდეს დაგივიწყებთ! =)))

ბევრი ლაპარაკი არ მეხერხება (ოხ, ეს “პახმელია”) და მოკლედ გეტყვით, მარტო  კვირას ვიყავი, შაბათს კახეთში მოვიწყე ლუდის ფესტივალი (ყაზბეგის ლუდით, საერთოდ არ მომეწონა).

მდიდარმა გვანცამ 5 ლარი გაიმეტა ჩემი და თამუნას დაპურებაში, მენიუ ასე გამოიყურებოდა:

გვერდზე საოცრად დამშეულთვალება ბიჭი მომიცუცქდა, რა გული გაუძლებდა იმის ბოჩოლასავით თვალების ყურებას, კარტოფილი თითქმის სულ შემიჭამა! 🙂 ბოლოს უფასო ლუდის ტალონში მიცვლიდა ერთ ნაჭერ მწვადს და ვერ დავთმე 🙂

მშვიდად და მხიარულად ვისხედით ხის მაგიდასთან მე და ჩემი მეგობრები, მიწისთხილს ვჭამდით და სანამ ლაუდები არ დავინახე  სცენაზე, ფეხი არ მომიცვლია ძლივს ნაპოვნი თავისუფალი სკამიდან. გავვარდი გამოვიჭიმე წინ სცენასთან და წამყვანი ვინ იყო არ მახსოვს მაგრამ ყველაზე წვრილ წელიანი რომელი ხართო, დავანახე ჩემი წელი და ჰოუ თურმე მე ვყოფილვარ წვრილწელა 🙂 ამოდი ზემოთო, მეც მეტი რა მინდოდა, ავძვერი სცენაზე, დამიყენეს ვიღაც 2 ბიჭი გვერდით, (ასევე წვრილწელიანები), დაგვიდგეს წინ 20მდე ჭიქა (ასე დავთვალე) და აი ეს ლუდით სავსე მილები:

აუ რა გამიხარდაა, მეთქი ამათ უეჭველი მოვუგებ თქო, ერთი ჩემი კონკურენტი იძახდა მეფსიაო, მეორე დავწყევლე და უეჭველი ვერ დალევდა 🙂 ხოდა ამ ბედნიერ ჟამს,ცეკვა-ცეკვით რომ ვემზადებოდი კონკურსისი მოსაგებად,უცებ დაავლეს ამ ჩემს მაგიდას და ნანატრ ცივ ლუდს ხელი და გაიტანეს სცენიდან! 🙂 არ მჯეროდა რომ ეს მე დამემართა, რომ ძლივს რაღაც უნდა მომეგო და ასე ახლო ვიყავი გამარჯვებასთან, მაგრამ რად გინდა, დამტოვეს გაღიმებული:)

სამაგიეროდ ლაუდებმა სულ გამომაფხიზლეს, ყელი ჩავიხლიჩე ღრიალით და დაცვაც დავტანჯე, ნუ ახტები ამ ჯებირსო 🙂

გავიცანი უამრავი ადამიანი, უმეტესობა ტუალეტის რიგში 🙂 რა კარგია მთვრალს ყველა რო გევასება ეე 🙂

მერე კამბოჯელი და ჩინელი ტიპები ჩავიბრატეთ მე და ნათიამ მეტროში (ფესტივალზეც ჩვენს მაგიდასთან ისხდნენ, მწვადებს ჭამდნენ და სულ ცეცხლად შეგერგოთ მეთქი ვეძახდი :)) მაგრამ მეტროში უკვე ცოლობას გვთხოვდნენ 🙂

სულ დავლიე ნატახტარი 1 ჭიქა და მერე მთიელი 3. ეფესი მინდოდა მაგრამ ვერ მივაგენი 😐 ცხოვრებაში 4 ჭიქა ლუდი არ დამილევია მანამდე, ფრიად დიდი დღე იყო გუშინ! :)დილას რომ გავიღვიძე ყურებში ისევ ხმაური მესმოდა და თავი რომ მეტკიებოდა მაგას ისედაც მიხვდებით.

მომავალ წელს ვეცდები ნაკლებად ავითხარო ჩემს “კეთილისმყოფელებზე”, რომლებიც მამობის, დედობის, ძმობის, დობის, შეყვარებულის თუ რავიცი მეზობლის ფუნქციას შეითავსებენ და ეცდებიან მიკარნახონ სად და რა გავაკეთო. მანამდე კი გაიღიმეთ, ჩიტი გამოფრინდება =)) ეს კლოუნები ცოტა მაღიზიანებდნენ გარშემო სტვენით რომ დახტოდნენ,მაგრამ ჩემამდე რომ მოვიდნენ მერე მომეწონნენ .=))

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s