Archive for ივლისი, 2012

მომესწრო გოგო <3

Posted: ივლისი 27, 2012 in მე მე მე

სათაური რა შუაშია და ეხლა არქივში რომ ჩავიხედე თურმე ერთი წლის წინ გამიკეთებია ბლოგი)).

არ დავიწყებ ეხლა ვიზიტორების, პოსტების და ლაიკების ფრიალს, მაგრამ მაინც სადღესასწაული განწყობა შემექმნა,..

საკუთარ თავს ვუსურვებ უკეთეს განწყობას რომ პოსტებიც შესაბამისად ადვილად გასაგები და “დავარცხნილი” გამოვიდეს.

რა შეიცვალა ამ ერთი წლის განმავლობაში? არც არაფერი, ბლოგერული ცხოვრება არ დამიწყია, ანუ არ გამიცნია ბლოგერები და არც  მათ შეკრებებზე მივლია.

მიზეზი ალბათ ჩემი უჟმური ხასიათია, მეტი რა =))

ყველაფრის მიუხედავად, მაინც მიხარია თუ ჩემ გარდა სხვებიც კითხულობენ პოსტებს და რაიმეში ადგებათ.

სიყვარულით, ქეთუსია


პირველ რიგში მადლობა ორგანიზატორებს, გუდ ჯობ გაიზ, შარშანდელთან შედარებით ყველაფერი უკეთესი იყო:

მენიუც, ლუდის არჩევანიც, მომსახურებაც, თივის ზვინებიც და რაც მთავარია: მუსიკა! “ზურგის” და “loudspeakers”-ის  მოწვევას არასოდეს დაგივიწყებთ! =)))

ბევრი ლაპარაკი არ მეხერხება (ოხ, ეს “პახმელია”) და მოკლედ გეტყვით, მარტო  კვირას ვიყავი, შაბათს კახეთში მოვიწყე ლუდის ფესტივალი (ყაზბეგის ლუდით, საერთოდ არ მომეწონა).

მდიდარმა გვანცამ 5 ლარი გაიმეტა ჩემი და თამუნას დაპურებაში, მენიუ ასე გამოიყურებოდა:

გვერდზე საოცრად დამშეულთვალება ბიჭი მომიცუცქდა, რა გული გაუძლებდა იმის ბოჩოლასავით თვალების ყურებას, კარტოფილი თითქმის სულ შემიჭამა! 🙂 ბოლოს უფასო ლუდის ტალონში მიცვლიდა ერთ ნაჭერ მწვადს და ვერ დავთმე 🙂

მშვიდად და მხიარულად ვისხედით ხის მაგიდასთან მე და ჩემი მეგობრები, მიწისთხილს ვჭამდით და სანამ ლაუდები არ დავინახე  სცენაზე, ფეხი არ მომიცვლია ძლივს ნაპოვნი თავისუფალი სკამიდან. გავვარდი გამოვიჭიმე წინ სცენასთან და წამყვანი ვინ იყო არ მახსოვს მაგრამ ყველაზე წვრილ წელიანი რომელი ხართო, დავანახე ჩემი წელი და ჰოუ თურმე მე ვყოფილვარ წვრილწელა 🙂 ამოდი ზემოთო, მეც მეტი რა მინდოდა, ავძვერი სცენაზე, დამიყენეს ვიღაც 2 ბიჭი გვერდით, (ასევე წვრილწელიანები), დაგვიდგეს წინ 20მდე ჭიქა (ასე დავთვალე) და აი ეს ლუდით სავსე მილები:

აუ რა გამიხარდაა, მეთქი ამათ უეჭველი მოვუგებ თქო, ერთი ჩემი კონკურენტი იძახდა მეფსიაო, მეორე დავწყევლე და უეჭველი ვერ დალევდა 🙂 ხოდა ამ ბედნიერ ჟამს,ცეკვა-ცეკვით რომ ვემზადებოდი კონკურსისი მოსაგებად,უცებ დაავლეს ამ ჩემს მაგიდას და ნანატრ ცივ ლუდს ხელი და გაიტანეს სცენიდან! 🙂 არ მჯეროდა რომ ეს მე დამემართა, რომ ძლივს რაღაც უნდა მომეგო და ასე ახლო ვიყავი გამარჯვებასთან, მაგრამ რად გინდა, დამტოვეს გაღიმებული:)

სამაგიეროდ ლაუდებმა სულ გამომაფხიზლეს, ყელი ჩავიხლიჩე ღრიალით და დაცვაც დავტანჯე, ნუ ახტები ამ ჯებირსო 🙂

გავიცანი უამრავი ადამიანი, უმეტესობა ტუალეტის რიგში 🙂 რა კარგია მთვრალს ყველა რო გევასება ეე 🙂

მერე კამბოჯელი და ჩინელი ტიპები ჩავიბრატეთ მე და ნათიამ მეტროში (ფესტივალზეც ჩვენს მაგიდასთან ისხდნენ, მწვადებს ჭამდნენ და სულ ცეცხლად შეგერგოთ მეთქი ვეძახდი :)) მაგრამ მეტროში უკვე ცოლობას გვთხოვდნენ 🙂

სულ დავლიე ნატახტარი 1 ჭიქა და მერე მთიელი 3. ეფესი მინდოდა მაგრამ ვერ მივაგენი 😐 ცხოვრებაში 4 ჭიქა ლუდი არ დამილევია მანამდე, ფრიად დიდი დღე იყო გუშინ! :)დილას რომ გავიღვიძე ყურებში ისევ ხმაური მესმოდა და თავი რომ მეტკიებოდა მაგას ისედაც მიხვდებით.

მომავალ წელს ვეცდები ნაკლებად ავითხარო ჩემს “კეთილისმყოფელებზე”, რომლებიც მამობის, დედობის, ძმობის, დობის, შეყვარებულის თუ რავიცი მეზობლის ფუნქციას შეითავსებენ და ეცდებიან მიკარნახონ სად და რა გავაკეთო. მანამდე კი გაიღიმეთ, ჩიტი გამოფრინდება =)) ეს კლოუნები ცოტა მაღიზიანებდნენ გარშემო სტვენით რომ დახტოდნენ,მაგრამ ჩემამდე რომ მოვიდნენ მერე მომეწონნენ .=))


რჩევები რამდენად გამოვა არ ვიცი, მაგრამ უკვე დავდექი იმ ხასიათზე რომ ჩემი ბოლო რომანის შესახებ მოვყვე ემოციების გარეშე.

როგორც წესი, ჩემი ურთიერთობები ძალიან ცოტა ხანს გრძელდება ხოლმე, აი მაგალითად, უკანასკნელი მხოლოდ საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარეობას გასწვდა, დაწყებიდან ზუსტად დასასრულამდე, რამდენი გამოდიის? 🙂

საქმე იმაშია, (და პრობლემაც) რომ ყოველთვის მე ვასრულებ ურთიერთობებს, თორემ ჩემი პარტნიორები მზად არიან ხოლმე განვაგრძონ ის არასტაბილური, უთავმოყვარეო, უთავბოლო და უპასუხისმგებლო ურთიერთობა, რაც მანამდე გვქონდა. უბრალოდ  მე მიჩნდება ხოლმე შეგრძნება, რომ საშინლად მელახება თავმოყვარეობა და სასწრაფოდ ვსვამ წერტილს.

ჰო, იმას ვამბობდი რომ ყველაზე უბრალო და შესაბამისად დადებით ურთიერთობასაც აქვს დასასრული,როცა მამაკაცი ხმას არ იღებს. ხო, აი სიტყვას არ ძრავს იმაზე რომ შენ ხარ მზე, მთვარე, ვარსკვლავიც, ოცნებაც, სიზმარიც და რავიცი ათასი სისულელე. ოკ არც მე მინდა  გალაქტიკის შემადგენელი ნაწილი ვიყო, უბრალოდ ხანდახან მაინც თუ ამოთქვამდა რომ მოწონს ჩემთან ყოფნა, ასე არ დამთავრდებოდა ყველაფერი. ხომ გაგიგიათ, სიტყვები რა საჭიროა, ყველაფერს თვალები ამბობენო. არ დაიჯეროთ! თვალები კიარა მისი ყველა ორგანო ამას რომ ამბობდეს, ხელწერილის და აღიარებითი საბუთის გარეშე ურთიერთობის მდებარეობ-მდგომარეობა არ განსაზღვროთ!

ფბ-ზე შემხვდა ასეთი ფრაზა: “ეჭვიანი ქალი FBI-ის აგენტზე უკეთესი გამომძიებელიაო.” ვეთანხმები სრულიად,ეხლა კი მოგიყვებით იმას თუ რა ჩავიდინე სანამ ეს ჩემი გამოლეღვებული მუნჯი პარტნიორი საკუთარ თავში გარკვევას ცდილობდა და სარგებლობდა ჩემი მოთმინებით.

მისი შეყვარებულის შესახებ რა თქმა უნდა ვიცოდი, მაგრამ გასარკვევი ის იყო დაშორდა თუ არა მას. ყოველთვის არსებობს შანსი, რომელიც უნდა გამოიყენო, იგულისხმება ცნობების მიღება მისი მობილურიდან, შემთხვევით კომპში ონლაინ დარჩენილი სოც.ქსელიდან და ა.შ.

როდესაც ხმას არ იღებენ ნებით, არცაა აუცილებელი პარტნიორის ჯანჯღარი და ენის ამოგლეჯა, თავადაც შეილება მიდგე-მოდგე და გაიგო რომ თურმე ის შეყვარებულს დაშორდა.

მარტივია: შედიხართ იმ სოც.ქსელში რომელიც თქვენს პოტენციურ მეტოქეს აქვს (ოდნოში),ქმნით ფეიკ-ექაუნთს, სწერთ გაცნობის მიზნით რაღათქმაუნდა და აღნიშნავთ როგორ დაგაბრმავათ მისმა სილამაზემ.

თუ გოგო იმდენად შტერია როგორიც ჩემს შემთხვევაში აღმოჩნდა,ის აღტაცებული (მაგრამ  მაინც მოკრძალებული) გიბრუნებთ პასუხს, მერე უკვე ჩემს “ვაჟკაცობაზე” იყო დანარჩენი,ნომრის გაგებაც და პირადი ურთიერთობების დაფქვევინებაც. ამოცანას მშვენივრად გავართვი თავი და დამშვიდებულმა განვაგრძე ჩემს სიმპატიურ კაცთან ურთიერთობა,მას მერე რაც გავიგე რომ ჩვენი ახლო ურთიერთობის დაწყების თარიღი ემთხვეოდა მათი დაშორების თარიღს, მიზეზი გაციებული და უყურადღებო დამოკიდებულება იყო, ეს საწყალი გოგოც ამდგარა და დაშორებია ,აბა რა უნდა ექნა..

მოკლედ მე, როგორც უეცრად მოვლენილი ვალერიანის აბი, დამამშვიდებელი და მანუგეშებელი იარაღი,შევუდექი კიდევ უფრო ღრმად დეტალების გარკვევას, გადავამოწმე შერიგება-არ შერიგების შანსები და იმ დასკვნამდე მივედი,რომ უნდა დამეკიდებინა ყველაფერი და თავით გადავშვებულიყავი უთქმელი და დაურეგისტრირებელი ურთიერთობის მორევში.

სტოპ, აქაც კიდევ ერთი ერორი: შენ თუ არ დააფასე შენი თავი და აყევი ასეთ ავანტიურას, მერე წირპლებიც არ უნდა ყარო და იზლუქუნო.

გამოხდა ხანი როგორც იტყვიან ხოლმე და მე უკვე სერიოზულად შემაწუხა იმ ამბავმა რომ ადამიანი, რომლის გვერდზეც 3 თვეა ვარ (ნუ თავიდან მეგობარი ვიყავი რა-ღა თქმა უნდაა,) ძალიან, უკვე ისტერიულად შემაწუხებლად არ იღებს ხმას ჩვენს ურთიერთობაზე!  აქ უკვე აღარ არის ლაპარაკი იმაზე რომ მე მოუთმენელი ვარ, ყოველგვარ საზღვრებს გაცდენილი სიჩუმე აუტანელია.

ტკბობა იმით რაც გაქვს და მეტი არაფერზე ფიქრი_ კარგად ჟღერს მაგრამ ძნელი შესასრულებელია.ის რომ მე და მას ერთად გვინდა შვებულების გატარება,  რომ  მე მისი სახლის დიზაინის შერჩევაში მონაწილეობას ვიღებ, ვიცნობ მის მეგობრებს, საუკეთესო დროს ვატარებ მის გვერდით, ტკბილად ვკოცნი და ვეფერები მის სახეს და სანაცვლოდაც იგივეს ვიღებ_ საერთოდ არ არის საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ თავი მშვიდად, კარგად და ბედნიერად ვიგრძნო.

მერე როგორც ხდება ხოლმე, მე ამომასხა, გავატრაკე, კითხვები დავსვი_პასუხები მივიღე და დავახურე.

იცით პროვინციელი ახალგაზრდის პრობლემა რა არის? (პროვინციელს ხაზს არ ვუსვამ, უბრალოდ სხვა ახსნა არ მაქვს) ის, რომ მის ცნობიერში ჩადებული მორცხვი, პატიოსანი გოგოს ხატება ყოველთვის ცოცხლობს და უნდა ის იყოს მისი “შვილების დედა”, ხოლო მეორე, მხიარული, უპრეტენზიო, უკომპლექსო და ამყოლი გოგო, რომელზეც  ვერც კი იოცნებებდა ამ გოგოს რომ კეთილი არ ენება,  “გატაცება შეიძლება იყოს მხოლოდ”.

შემდეგი, ცხოვრებავ, თუ შეიძლება ნაკლებად აზროვნებამოტყნული გამომიგზავნე.

პატივისცემით, ქეთუსია.

სოფლის კოკორი+სოფლის ძუკნა ძაღლი=ქართული ტრადიციული (უბიწო) სიყვარული.

ანკეტა :)

Posted: ივლისი 11, 2012 in მე მე მე

მიყვარს – ბედნიერების შეგრძნება
ვოცნებობ –
არაფერი მაქვს საოცნებო,რაზეც ვოცნებობდი ყველაფერი მივიღე და ისევ დავკარგე.
ვფიქრობ –
ზედმეტს
მძულს –
ყველაზე ხშირად საკუთარი თავი
ვნანობ –
არასოდეს და არაფერს.
კმაყოფილი ვარ –
ჩემი გარეგნობით
მენატრება –
დედა და მათე
მსურს –
სიმშვიდე
მაღიზიანებს –
ბევრი ლაპარაკი
ვგრძნობ –
როცა მატყუებენ
მეშინია –
ტარაკნების
ვიცი –
არაფერი არ ვიცი ნიშანდობლივად
არ ვიცი –
გამრავლების ტაბულა 🙂
შემიძლია –
ვიყო გულქვა
არ შემიძლია –
უემოციოდ გავიხსენო 
ვმეგობრობ –
5ადამიანთან
ვაპატიებ –
ყველაფერს,იმიტომ რომ დებილი ვარ
ვტირი –
სიმწრისგან საშუალოდ წელიწადში ორჯერ
ვიცინი –
თავს უკან ვწევ და ისე
ვეძებ –
ძალას საკუთარ თავში
ღირსი ვარ-
ყველაფრის რაც შემემთხვა
ვკარგავ-
სახლის გასაღებს ძალიან ხშირად
მშურს –
არ მაქვს შურის თავი 
ვემალები –
სიცივეს
ვემტერები –
ყველა საკუთარ თავში დარწმუნებულ იდიოტს
მაინტერესებს –
ამ პუნქტზე დიდი ხანი ვიფიქრე,ამჟამად არაფერი

არ მაინტერესებს – რას ფიქრობ ჩემზე

მახსოვს – ნეტა არ მახსოვდეს
მრცხვენია –
უსირცხვილო ვარ
უარვყოფ –
ზაფხულის გარდა ყველა სეზონს
ვავადმყოფობ –
13წლიდან ხშირად
ვმალავ –
რომ ვშტერდები თუ ვინმე მომეწონა
ვინახავ –
რამდენიმე წერილს და ნივთს
მწამს –
“….. რომლისაგან ყოველი შეიქმნა.”
მიკვირს –
რატომ მატყუებენ და სჯერათ რომ დავიჯერე 🙂
მიხარია –
მთელი გულით
ვჭორაობ –
ნაბოზრებზე:)
ვდარდობ–ვდარდობ, ვდარდობ
ვამაყობ –
ჩემი ძმით
ვაკეთებ –გემრიელ სადილებს=))
ვეფერები – ყველა პატარა ადამიანს და ცხოველს
მსიამოვნებს –
სითბო
მესიზმრება –
რომ ცოცხალია და მიმატოვა
ვეხმარები –
ბევრს ვერავის
ვეწევი –
პასიურად
მწყინს –
დაუმსახურებელი შენიშვნები, ცრემლებამდე მწყინს
ვხარჯავ –
უაზროდ: ფულს, ნერვებს, ემოციებს.
ვღალატობ –
საკუთარ თავს
ვკამათობ –
ყოველთვის ცინიკურად
ვუხეშობ –
ისევ ცინიკურად
ვუსმენ –
ზღვის ტალღების ხმას რომ დავმშვიდდე
ვყოყმანობ –
რჩევის მიცემის წინ
ვკითხულობ –
“წაიკითხე წიგნები, უკეთესად იქნები”
ვამზადებ –
საკუთარ თავს სულიერად იმისთვის,რომ მალე კიდევ ერთ დებილს გადავეყრები
ვუყურებ –
მობილურის ეკრანს უაზროდ
ვკლავ –
იმედებს
ვაფუჭებ –
ჩემი ძმის კომპიუტერს ძალიან ხშირად,არ ვიცი რანაირად ..ან შეილება მე მბრალდება და სულაც არ ვაფუჭებ 😐
ვცხოვრობ –
ხელმოკლედ! 🙂
ვცემ –
ღადაობ?
ვყვირი –
არა, ვკივი, ვღრიალებ, კედელს თავს ვურტყამ.
ვმღერი –
ფოლკს
ვასრულებ –
არავის არაფერს ვპირდები,შესაბამისად არაფერს ვასრულებ
დავდივარ –
ფეხით, რომ ნაკლები ვიფიქრო
ვმკურნალობ –
ვერ
ვერიდები-
რელიგიურ დისკუსიებს
ვთამაშობ –
საკუთარი ბედით
ვიტყუები –
ვეთაყვანები –
ვგიჟდები –
ვაგროვებ –
ნახატიან ქაღალდის ხელსახოცებს, კაცებს 🙂
ვიხდი –
ხოლმე=))
ვეჭვიანობ –
სულიერზე, უსულოზე, ქალზე, კაცზე, მაგიდაზე, ვეფხვზე_ ყველაფერზე, თუ ხასიათზე ვარ.
“ვკაიფობ” –
როცა ჰგონიათ რომ მაგრად “კაიფობენ”
ვიზიდავ –
ნაკლებად სიმპატიურ,ჩამოუყალიბებელ,სხვაზე დამოკიდებულ მამრებს.
ვალამაზებ –
 ტრაგედიებს ბლოგზე დაწერამდე.

ეს ანკეტა ერთ-ერთ ბლოგზე ვნახე და მოვირგე =))


როოგორ მეცოტადროვები..

ვერ მოვასწრებ,

ვერ მოგისწრებ.

ჯერ მხოლოდ 3 თვე გავიდა და მე უკვე ვგრძნობ რომ გკარგავ, არ ვიცი რატომ. ყველაფერი კარგად არის და ეხლა უნდა დაიწყოს დაღმასვლა.

მე კი იმდენი რამ მაქვს მოსასწრები,მე კიარა ჩვენ.

მინდა მოწყენილი მქონდეს შენთან ერთად სეირნობა. ჩვენ არ გვჭირდება არაფრის მტკიცება, არაფრის თქმა, აღიარება, სხვისთვის დანახება, ვალდებულება, პასუხისმგებლობა, არაფერი არ გვჭირდება, მთავარია იყო შენ და ვიყო მეც.

იყოს მზე და იყოს სითბო,

იყოს გრძელი საღამოები და მოკლე ღამეები,

წვიმაც იყოს, სიცივეც, სიბნელეც.

მთავარია იყო შენ.

მინდა უკვე მობეზრებული მყავდე. უკვე იმაზე ვფიქრობდე დღეს ნეტა არ მთხოვოს შეხვედრა-თქო.

არადა ჯერ ისე მწყურიხარ..

მეჩქარება შენთან ყოფნა, მეჩქარება, ვაითუ დრო არ მეყოს.. ვერ ვივსები შენით, ვერ ვძღები, ვერ ვითმენ, ვერ მყოფნი.

არ შემიძლია შენი გამოზოგვა,

ვერ მოვასწრებ იცოდე,

ვერ მოგისწრებ..


სხეული მახრჩობს, სული მიკივის

მე არ ვარ მე, არ ვარ ეს მშვიდი უემოციო არსება კარების გაღებისას რომ გხვდება.

მე შიშველი თმაგაშლილი კატა ვარ, რომელსაც თვალები უციმციმებს მაშინ როცა შენს შეცდენას ცდილობს და ზურგს გიკაწრავს.

მე ქალაქგარეთ ვცხოვრობ, დილით გაღვიძებისას ფეხშველი გამოვდივარ ეზოში და შავ თუთას ვჭამ  ხიდან, შენ გვერდით მიდგები და თუთიან ტუჩებს მიკოცნი. ჩვენ არ ვართ “ერთ სულ და ერთ ხორც”..

ჩემი ცხოვრება აკვანში გაკოჭილი ბავშვია რომელსაც არტახები სუნთქვის საშუალებას არ აძლევს, მე ცოდო ვარ. ჩემი ისტერიული კივილი ნაზ ღიმილში გამოიხატება, როცა ვცდილობ ზედმეტი კითხვები ავირიდო თავიდან.

მე გაბრაზებული ვკაწრავ თეფშს ჩემი ჩანგლით და ეს მსიამოვნებს. მე არ ვარ ფსიქოპატი, მე ემოციური ვარ.

და შენ არ მაძლევ საშუალებას ვიყო მე, როცა შენი დაკბენის უფლებას არ მაძლევ, როცა ჩუმად მჯდარს მეკითხები რა მჭირს, როცა მეუბნები რომ დაღლილი ხარ და ვერ მეთამაშები.

მე არ მჭირდება ფული რომ ვიცხოვრო, მე მჭირდება ჩემი თავის პოვნა იქ, სადაც არ არსებობს შეზღუდვა.

შენ ხომ გესმის ჩემი?