_წამოდი მაგარი ადგილი უნდა გაჩვენო,მტკვრის ნაპირია მაგრამ ზღვასავით ტალღებს იკეთებს,წამოვწვეთ და ვუყუროთ.
არ გამკვირვებია ასეთი რომანტიზმი მისგან,უკვე მივეჩვიე ვარსკვლავების ყურებას და მოსაღამოვებულზე მის მკერდზე ნებივრობას ვარსკვლავების შუქს ქვეშ.
კარგი ადგილია,რას ერჩი,ჩვენც ლუდის ბოთლებით ხელში ვსხედვართ,ქვიშაცაა და ქვებიც,ნუ მინი ბათუმია რა.
_მიმღერე რა.
_რა გიმღერო?
_რაც გინდა.ვპასუხობ და უკეთესად ვკალათდები მის მკერდზე.
_მთვარე ამოსვლას რომ დააპირეეებს….
და მერე მთელი საათი მღერის მთვარეზე სიმღერებს.
მერე ლექსებზე გადადის.
_ტანო ტატანო გინდა?
_აჰამ.
_აჰაამ?
_ჰმ.
_ტანო ტატანო, გულწამტანო,უცხოდ მარებო!…
_სიბნელეა მაგრამ მის სახეს ვხედავ,ქვემოდან ავყურებ ზედ დამხობილი,მისი გულის ფეთქვა მესმის,სუნთქვაც და მკერდიდან ამოსული მოგუდული ხმაც ყურს რომ ვადებ.
ღმერთო,რით დავიმსახურე ასეთი ბედნიერება?
_წავედი წყალში უნდა შევიდე.
_შედი და შემოვალ.
_უჰ არა,ცივა..
_კარგი მაშინ არ შევიდეთ.
_მაინც ვდგები და წყალთან ახლოს მივდივარ,უკან მომყვება,ხელებს მაშლევინებს და იმ ცნობილ სიმღერის ღიღინს იწყებს,აი ის,ტიტანიკში რომაა,არ მევასება მაგრამ სიტუაციას უხდება.
რა გამხდარი ხარ რა არის ეს?ხელებს მხვევს.
_კინოშიც კეიტი და ლეო არ არიან?
_ჰო ეეე.
_დაემთხვა.მაგრამ ჯობია ვინმე ისეთ წყვილს შევედაროთ,ბოლოში რომ არცერთი არ კვდება.
_ჰეფი ენდები არ მიყვარს.._მართლა არ მიყვარს, კინოში ოღონდ.
_ტელეფონს იღებს,_12-ის ნახევარია.
მესიჯს ხსნის,გვერდიდან ვუყურებ,ტექსტს ვხედავ:”ვიძინებ სიხარულო,აბა შენ იცი,ძალიან მიყვარხარ”.
თითქოს ველოდი,ვიღიმები,თვალს ვარიდებ. რატომ ვიფიქრე რომ ასეთი ბედნიერება დიდხანს შემერგებოდა.
პასუხს უგზავნის:”მეც მიყვარხარ ჩემო პატარავ”.
ხელს ვუშვებ და ძველ ადგილას ვჯდები.
_ხომ არ წავიდეთ?
_სანამ წავალთ შეიძლება რაღაც გკითხო?
_გააჩნია რა უნდა მკითხო.
_შენი და ხშირად ახსენებს ხოლმე ვიღაც გოგოს რომელიც გიყვარს.
_მერე?
_არაფრის თქმა არ გინდა?
_რას გულისხმობ?
_არც ხოს თქმა გინდა,არც უარყოფა?
_რას გულისხმობ?
_არ გეჩვენება რომ ორ კურდღელს დასდევ ერთად?
_რატომ?? ვის დავდევ ერთად?
_კარგი რა,მშვენივრად ხვდები,რატომ იშტერებ თავს,მე და შენ რა ურთიერთობა გვაქვს ეხლა ხომ ვერ მეტყვი?
_ყოველ შემთხვევაში შეყვარებულები არ ვართ.მე როდის გაგრძნობინე მსგავსი რაღაც?
მეცინება,მწარედ მეცინება.
_კარგი თუ ასეა მაშინ ვერ ვხვდები მე აქ რას ვაკეთებ,წავედი.
ვდგები და მოვდივარ.
უკან მომდევს მანქანით,დაჯექიო ყვირის,სერიოზულად მოიქეციო,არაფერი აღარ მესმის.
ბოლოს ქაჯობა რომ არ გამომივიდეს ვჯდები.
_რა გჭირს ქეთ?
_რა მჭირს? არაფერი,უბრალოდ რაღაც დავაზუსტე.
_საიდან მოიტანე რომ მე შენ მიყვარხარ? როდის გაგრძნობინე მსგავსი რამე?
_არა შენ არ მაგრძნობინე,მე მომეჩვენა.
_ნამდვილად არ ველოდი შენს ასეთ საქციელს,არ მეგონა ჩემი შენთან ურთიერთობა თუ ასეთი გეგონა.ბოდიშს გიხდი თუ რამე ზედმეტი მომივიდა.
_არ მინდა ბოდიში,უბრალოდ მე არ მესმის მეგობრული კოცნის,მეგობრული ჩახუტების,მეგობრული პაემნების,მკერდზე მიკვრის,მეგობრული ყოველ ღამე ტელეფონზე ბჟუტურის და მეგობრული შუბლი-შუბლზე მიდების.
_მე ბევრი მეგობარი მყავს რომელთანაც ისეთივე ურთიერთობა მაქვს როგორიც შენთან,რა არის აქ გასაკვირი მე ვერ ვხვდები.
_ისევ მეცინება,უკვე შუბლზე ხელის შემორტყმის მომენტი მაქვს.
_შენ შეიძლება გეცინება მაგრამ მართლა მასეა და კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს თუ ჩემმა საქციელმა შენში სხვა ემოციები და გრძნობები გამოიწვია.
_არ მინდა შენი ბოდიში მეთქი,არაფერი დაგიშავებია.აქ ჩამოვალ.
მანქანიდან გადმოვდივარ, არა ეს სიზმარია,ეს სიზმარია,არ არსებობს ასე არ მომექცეოდა,ის ასე არ მომექცეოდა…
მოგექცა უკვე.
მთელი ღამე მაკანკალებს,მერე ვდგები,დავბოდიალობ ბნელ ოთახებში,ვსვამ 4აბ ვალერიანს,მერე ისევ ვწვები,მერე ისევ მაკანკალებს,მერე ისევ ვდგები…
_ღმერთო დამეხმარე,დამეხმარე,დამეხმარე.ასე გავრეკავ.არ მინდა ამაზე ფიქრი,არ მინდა.
ვერ ვტირივარ,დანა რომ დამისვა სისხლი არ გამომივა.ეხლა მივხდი ამ გამოთქმის აზრს.
ვცდილობ არ ვიფიქრო ყოველ დღეზე,ყოველ წამზე.რატომ უნდა უნდოდეს ბიჭს სხვას მოეფეროს თუ შეყვარებული ყავს,რატომ უნდა უმღეროს,უკითხოს ლექსები,ეხუტოს,ხელში აიტაცოს,ყელში კოცნოს,ყოველ საღამოს ტკბილი ძილი უსურვოს და მისგანაც მოითხოვოს იგივე,რატომ რატომ რატომ რატომ????ან რატომ უნდა დამალოს ეს ურთიერთობა,არადა ვმალავდით..
“ტკივილიანო სიყვარულო ჭაღარა თმებით,
კარგა ხანია რაც ერთმანეთს ფარულად ვხვდებით.
უცხო თვალისგან საიმედოდ გვიფარავს ფარდა,
სწორედ ამიტომ არვინ იცის მე და შენს გარდა
თუ რა მწარეა და რა ტკბილი ყველა შეხვედრა,
ჩემთვის რამხელა სიმდიდრეა შენი შეხედვა!
როცა ერთად ვართ,მაშინა ვარ მხოლოდ ძლიერი,
ხმამაღლა ვერა,მაგრამ ჩუმად ვართ ბედნიერნი..
მალულ სიყვარულს სხვა ძალა აქვს,სხვაგვარი ეშხი,
რამდენი ხანი ვიცხოვრეთ და ეს შეგვრჩა ხელში..
და მაინც ჩემო,არა ვნანობ რომ ასე მოხდა,
ჰო,მართლა წუხელ, რა საოცრად,რა თეთრად თოვდა?!
ხუთის ნახევარზე ტელეფონს ვიღებ და დაქალს ვწერ:ხვალ გამოდი შენი ნახვა მინდა.შეყვარებული ყავს,ხომ ვამბობდი,ხომ ვშიშობდი..
მერე?
მერე არაფერი, ეზოში ისევ უმღერიან ვიღაცას სერენადას…

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s