Archive for ივნისი, 2012


შაბათ საღამოს,ანუ გუშინ, დიასახლისის დაუოკებელმა ჰორმონმა შემომიტია და ბრახ! უცებ პიცის გამოცხობა გადავწყვიტე.ვინაიდან ვერ ვიტან გამზადებულზე მოსულ სტუმრებს,ამიტომ შეუადღესვე დავიბარე ჩემი სულიერი დები (სახელებს არ დავწერი,ისე კი მაგარი გათახსირებული გოგონები არიან :)). არცერთმა მათგანმა კულინარიის ანა–ბანა არ იცის,შესაბამისად მხოლოდ სურათების გადაღებაში დამეხმარნენ(ეგეც დიდი საქმეა).

მოკლედ სამარხვო პიცა მივეცით, ინგრედიენტები იხილეთ ქვემოთ,რა იცით რა დროს დაგჭირდეთ.ისე კი დიდი არაფერი უნდა:

  1. სოკოს მარინადი;
  2. ზეთისხილი;
  3. მაიონეზი;
  4. ტომატ–პასტა;
  5. პომიდორი;
  6. ბულგარული;
  7. რეჰანი და ქინძი;

 

 

 

 

 

 

 

 

მგონი მეტი არაფერი დასჭირდა. ცომიც მე მოვზილე,რომ აფუვდა ჟარუნაზე დავაბრძანე და მთელი ჩემი ფანტაზია ჩავაქსოვე გაფორმებაზე. ესეიგი ჯერ ცომს ვუსვამთ ტომატ–პასტას მთლიან ზედაპირზე,მერე ვაწყობთ მოშუშულ სოკოს, მერე პომიდორს,მერე ბულგარულს და ზეთისხილს და ვასხამთ  მაიონეზს (რომელიც მე წყალში გავხსენი და სვანური მარილი ავურიე). და ვაყრით წვრილად დაჭრილ მწვანილს.

აი მხოლოდ ამას ეყო ჩემი ფანტაზია: 😦

შევაბრძანე მიკროტალღურ ღუმელში და დაახლოებით 200 გრადუსზე გამოვაცხვე თუ სწორად მახსოვს,ერთი საათი მოუნდა.
თუ ჩემს მეგობრებს დავუჯერებ,უმაგრესი გამოვიდა,სხვა დროს ასე არ შევუქივარ,ვერანაირი ნაკლი ვერ უპოვესს 🙂
თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს,რომ სხვა დროს ასე არ მომინდომებია,მქონდა მიზეზი(და ის მიზეზი არ მოვიდა) 🙂
გამომცხვარს სურათის გადაღება არავინ აღარ აცალა,ძალიან გვშიოდა:)

ზედაზნის ლუდი და კოლაც მოუხდა, მოკლედ გემრიელი საღამო გვქონდა, პიანინოსაც ავხადეთ თავი, გიტარაც ვაჟღრიალეთ (დაკვრა არავინ იცოდა, ენივეი, ასწორებდა “იმეჯინ ოოოლ ზეე ფიფლ” :))

იმედი მაქვს ასეთი დიასახლისური ჰორმონი მინიმუმ ერთი თვე აღარ შემომიტევს,იმიტომ რომ უამრავი გასარეცხი თეფში დამიგროვდა და რეცხვა კიდევ არ მიყვარს :დ

 


_წამოდი მაგარი ადგილი უნდა გაჩვენო,მტკვრის ნაპირია მაგრამ ზღვასავით ტალღებს იკეთებს,წამოვწვეთ და ვუყუროთ.
არ გამკვირვებია ასეთი რომანტიზმი მისგან,უკვე მივეჩვიე ვარსკვლავების ყურებას და მოსაღამოვებულზე მის მკერდზე ნებივრობას ვარსკვლავების შუქს ქვეშ.
კარგი ადგილია,რას ერჩი,ჩვენც ლუდის ბოთლებით ხელში ვსხედვართ,ქვიშაცაა და ქვებიც,ნუ მინი ბათუმია რა.
_მიმღერე რა.
_რა გიმღერო?
_რაც გინდა.ვპასუხობ და უკეთესად ვკალათდები მის მკერდზე.
_მთვარე ამოსვლას რომ დააპირეეებს….
და მერე მთელი საათი მღერის მთვარეზე სიმღერებს.
მერე ლექსებზე გადადის.
_ტანო ტატანო გინდა?
_აჰამ.
_აჰაამ?
_ჰმ.
_ტანო ტატანო, გულწამტანო,უცხოდ მარებო!…
_სიბნელეა მაგრამ მის სახეს ვხედავ,ქვემოდან ავყურებ ზედ დამხობილი,მისი გულის ფეთქვა მესმის,სუნთქვაც და მკერდიდან ამოსული მოგუდული ხმაც ყურს რომ ვადებ.
ღმერთო,რით დავიმსახურე ასეთი ბედნიერება?
_წავედი წყალში უნდა შევიდე.
_შედი და შემოვალ.
_უჰ არა,ცივა..
_კარგი მაშინ არ შევიდეთ.
_მაინც ვდგები და წყალთან ახლოს მივდივარ,უკან მომყვება,ხელებს მაშლევინებს და იმ ცნობილ სიმღერის ღიღინს იწყებს,აი ის,ტიტანიკში რომაა,არ მევასება მაგრამ სიტუაციას უხდება.
რა გამხდარი ხარ რა არის ეს?ხელებს მხვევს.
_კინოშიც კეიტი და ლეო არ არიან?
_ჰო ეეე.
_დაემთხვა.მაგრამ ჯობია ვინმე ისეთ წყვილს შევედაროთ,ბოლოში რომ არცერთი არ კვდება.
_ჰეფი ენდები არ მიყვარს.._მართლა არ მიყვარს, კინოში ოღონდ.
_ტელეფონს იღებს,_12-ის ნახევარია.
მესიჯს ხსნის,გვერდიდან ვუყურებ,ტექსტს ვხედავ:”ვიძინებ სიხარულო,აბა შენ იცი,ძალიან მიყვარხარ”.
თითქოს ველოდი,ვიღიმები,თვალს ვარიდებ. რატომ ვიფიქრე რომ ასეთი ბედნიერება დიდხანს შემერგებოდა.
პასუხს უგზავნის:”მეც მიყვარხარ ჩემო პატარავ”.
ხელს ვუშვებ და ძველ ადგილას ვჯდები.
_ხომ არ წავიდეთ?
_სანამ წავალთ შეიძლება რაღაც გკითხო?
_გააჩნია რა უნდა მკითხო.
_შენი და ხშირად ახსენებს ხოლმე ვიღაც გოგოს რომელიც გიყვარს.
_მერე?
_არაფრის თქმა არ გინდა?
_რას გულისხმობ?
_არც ხოს თქმა გინდა,არც უარყოფა?
_რას გულისხმობ?
_არ გეჩვენება რომ ორ კურდღელს დასდევ ერთად?
_რატომ?? ვის დავდევ ერთად?
_კარგი რა,მშვენივრად ხვდები,რატომ იშტერებ თავს,მე და შენ რა ურთიერთობა გვაქვს ეხლა ხომ ვერ მეტყვი?
_ყოველ შემთხვევაში შეყვარებულები არ ვართ.მე როდის გაგრძნობინე მსგავსი რაღაც?
მეცინება,მწარედ მეცინება.
_კარგი თუ ასეა მაშინ ვერ ვხვდები მე აქ რას ვაკეთებ,წავედი.
ვდგები და მოვდივარ.
უკან მომდევს მანქანით,დაჯექიო ყვირის,სერიოზულად მოიქეციო,არაფერი აღარ მესმის.
ბოლოს ქაჯობა რომ არ გამომივიდეს ვჯდები.
_რა გჭირს ქეთ?
_რა მჭირს? არაფერი,უბრალოდ რაღაც დავაზუსტე.
_საიდან მოიტანე რომ მე შენ მიყვარხარ? როდის გაგრძნობინე მსგავსი რამე?
_არა შენ არ მაგრძნობინე,მე მომეჩვენა.
_ნამდვილად არ ველოდი შენს ასეთ საქციელს,არ მეგონა ჩემი შენთან ურთიერთობა თუ ასეთი გეგონა.ბოდიშს გიხდი თუ რამე ზედმეტი მომივიდა.
_არ მინდა ბოდიში,უბრალოდ მე არ მესმის მეგობრული კოცნის,მეგობრული ჩახუტების,მეგობრული პაემნების,მკერდზე მიკვრის,მეგობრული ყოველ ღამე ტელეფონზე ბჟუტურის და მეგობრული შუბლი-შუბლზე მიდების.
_მე ბევრი მეგობარი მყავს რომელთანაც ისეთივე ურთიერთობა მაქვს როგორიც შენთან,რა არის აქ გასაკვირი მე ვერ ვხვდები.
_ისევ მეცინება,უკვე შუბლზე ხელის შემორტყმის მომენტი მაქვს.
_შენ შეიძლება გეცინება მაგრამ მართლა მასეა და კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს თუ ჩემმა საქციელმა შენში სხვა ემოციები და გრძნობები გამოიწვია.
_არ მინდა შენი ბოდიში მეთქი,არაფერი დაგიშავებია.აქ ჩამოვალ.
მანქანიდან გადმოვდივარ, არა ეს სიზმარია,ეს სიზმარია,არ არსებობს ასე არ მომექცეოდა,ის ასე არ მომექცეოდა…
მოგექცა უკვე.
მთელი ღამე მაკანკალებს,მერე ვდგები,დავბოდიალობ ბნელ ოთახებში,ვსვამ 4აბ ვალერიანს,მერე ისევ ვწვები,მერე ისევ მაკანკალებს,მერე ისევ ვდგები…
_ღმერთო დამეხმარე,დამეხმარე,დამეხმარე.ასე გავრეკავ.არ მინდა ამაზე ფიქრი,არ მინდა.
ვერ ვტირივარ,დანა რომ დამისვა სისხლი არ გამომივა.ეხლა მივხდი ამ გამოთქმის აზრს.
ვცდილობ არ ვიფიქრო ყოველ დღეზე,ყოველ წამზე.რატომ უნდა უნდოდეს ბიჭს სხვას მოეფეროს თუ შეყვარებული ყავს,რატომ უნდა უმღეროს,უკითხოს ლექსები,ეხუტოს,ხელში აიტაცოს,ყელში კოცნოს,ყოველ საღამოს ტკბილი ძილი უსურვოს და მისგანაც მოითხოვოს იგივე,რატომ რატომ რატომ რატომ????ან რატომ უნდა დამალოს ეს ურთიერთობა,არადა ვმალავდით..
“ტკივილიანო სიყვარულო ჭაღარა თმებით,
კარგა ხანია რაც ერთმანეთს ფარულად ვხვდებით.
უცხო თვალისგან საიმედოდ გვიფარავს ფარდა,
სწორედ ამიტომ არვინ იცის მე და შენს გარდა
თუ რა მწარეა და რა ტკბილი ყველა შეხვედრა,
ჩემთვის რამხელა სიმდიდრეა შენი შეხედვა!
როცა ერთად ვართ,მაშინა ვარ მხოლოდ ძლიერი,
ხმამაღლა ვერა,მაგრამ ჩუმად ვართ ბედნიერნი..
მალულ სიყვარულს სხვა ძალა აქვს,სხვაგვარი ეშხი,
რამდენი ხანი ვიცხოვრეთ და ეს შეგვრჩა ხელში..
და მაინც ჩემო,არა ვნანობ რომ ასე მოხდა,
ჰო,მართლა წუხელ, რა საოცრად,რა თეთრად თოვდა?!
ხუთის ნახევარზე ტელეფონს ვიღებ და დაქალს ვწერ:ხვალ გამოდი შენი ნახვა მინდა.შეყვარებული ყავს,ხომ ვამბობდი,ხომ ვშიშობდი..
მერე?
მერე არაფერი, ეზოში ისევ უმღერიან ვიღაცას სერენადას…