თქვენ ალბათ სათაურმა შეგაშფოთათ,აღდგომის და ტრაკის გვერდიგვერდ ხსენება როგორ შეიძლება?? უი უი. თუმცა შეცდით,ეს ათეისტის პოსტი არ არის და არც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დაკნინებას აპირებს ვინმე.
როგორც წესი,სულ ზედ მახატია ხოლმე ვინ როდის,რანაირად,ვისთან ერთად,რითი, ვის ზევით და ვის ქვემოდან ცხოვრობს და მით უმეტეს მარხულობს, მაგრამ ისე შევწუხდი უკვე ამ “სხვაესეშვებადამერომარვშვებიმაგარიროჟავარ” პოსტებმა, რომ გული უნდა გადაგიშალოთ.
ეს თემატური წალეკვა საუფლო დღესასწაულებზე ბლოგების სასიცოცხლო ელექსირია რა:)
გავეცანი რამდენიმე პოსტს,სადაც აღშფოთებული ბლოგერები იუწყებოდნენ რომ მათი ნაცნობები სადიეტოდ მარხულობენ და ისინი არა,რომ სხვები ეკლესიაში ლაპარაკობდნენ და ისინი არა,რომ ვიღაცამ სამარხვო შაურმა ჭამა და მან არა,რომ ვიღაც გოგომ მთელი ღამე ეკლესიის ეზოში 9 ბიჭთან იზასავა, რომ ვიღაცას ვერ გაურკვევია ქრისტე აღდგა თუ აღსდგა.
და მერე? ანუ? შენ რა? ანუ ღმერთი არ არსებობს? ამის თქმა გინდა? ა არა? აბა იმის რომ ხალხი სხვის დასანახად მარხულობს? ანუ შენ სხვანაირი მარხვა იცი და გინდა? მერე ვინ გიშლის? შენს რწმენას მოაკლდა იმით რამე რომ სხვა შენნაირი არაა? შენ ნაკლები მოტივაცია გაქვს სხვების შემყურეს? ანუ რა გამოვიდა,შენ სხვების ზეგავლენის ქვეშ ხარ და მათი საქციელი შენს რწმენასა და საერთოდ წარმოდგენაზე გავლენას ახდენს?
ხოდა შენ ყოფილხარ ყველაზე უფრო დასაცინი, ყველაზე უფრო გაურკვეველი, ყველა მათგანზე უფრო უბედური, მარტოსული, დაბნეული და დაბოღმილი.
შენ რომ ამას არ გააკეთებ და ასე არ იმარხულებ, გავიგეთ _ანუ დაწიოკებული იმართლებ თავს.
მოდი ასე მოიქეცით:დასხედით, დაიდეთ წინ აი ია_ანუ ყველაზე მარტივად წასაკითხი და გასაგები რელიგიური სწავლება (პირდაპირ ბიბლიას ნუ მიახტებით,ორ სიტყვასაც ვერ გაიგებთ ს წ ო რ ა დ). თუ მართლა გაინტერესებთ როგორ უნდა იმარხულოთ და მოიქცეთ “მარხულების” დანახვისას (რომლებსაც წესით ვერ უნდა ცნობდეთ რომ მარხულობენ). და თქვენნაირი განსწავლული ხალხი მოიმრავლეთ გვერდზე,გახდით უმრავლესობა მრევლს შორის და აღარც ცუდად მომარხულე ხალხი შეგაწუხებთ,აღარც მამოს ჯიპი,აღარც სანთლების ბიზნესი და აღარც თავდაყირა აღმართული ჯვარი.
რომელიმე საჯაროდ განიხილავთ თქვენს ინტიმურ ცხოვრებას? თუ კი,მაშინ ილაპარაკეთ თქვენს რწმენაზეც ასეთივე თავგამოდებით.თუ არა,მაშინ ჩათვალეთ რომ ინტიმურ ცხოვრებაზე უფრო ინტიმური და დაფარული უნდა იყოს თქვენი რწმენა.არ ილაპარაკოთ ტაძარში,იდექით თვალებდახუჭული ლოცვის დროს და არც ვინმეს ლაპარაკი შეგაწუხებთ და აღარც შვებამოგვრილი მრევლი,რომელსაც მარხვის დასრულება უხარია.საიდან მოიტანეთ რომ ადამიანებს არ უნდა უხაროდეთ მარხვის დასასრული? წაიკითხეთ სადმე?
თუმცა რა თქმა უნდა წაიკითხავდით, თქვენ ხომ სპეციალური გამოშვება გაქვთ სახელმძღვანელოსი: “როგორ უნდა გამოვუჩხრიკოთ მართლმადიდებელს ცოდვა, როცა გულს რაღაც ჭია გვიღრღნის”.
გყავდეთ მარტო ერთი ადამიანი ვინც თქვენსა და ღმერთს შორის იქნება_მოძღვარი და არა მეზობელ-დაქალ-ძმაკაც-ახლობელ-მეგობართა მთელი არმია და დაისვენეთ თქვენც და დამასვენეთ მეც.
თუმცა თქვენ ხომ ისედაც კარგად იცით რომ ეს ასე უნდა იყოს, მაგრამ რადგან თავად არ თვლით ამის კეთებას საჭიროდ, მაშინ სხვები ხომ მაინც უნდა გადაჩხრიკოთ.
(გ)მადლობთ, რომ მომაპყარით ყურნი თქვენნი.

Advertisements
კომენტარები
  1. karamelka ამბობს:

    შენც რომ მასე გამოგივიდა? “აი მე ვხედავ რა ხართ თქვენ და მე არ ვიქცევი მასე”- 😀 თუკი საუბრობ იმაზე, რომ ბლოგერები კიცხავენ სხვებს იმის გამო რომ მარხულობენ სადდდიეტოდ ან ეკლესიის ეზოში ზასაობენ, შენ კიცხავ ბლოგერებს იმის გამო რომ ამაზე წერენ. და განსხვავება რაღაა? :))

  2. ჯი-ნია-ნი ამბობს:

    karamelka +1
    ზუსტად ამის დაწერა მინდოდა და დამასწრო კარამელკამ :)))
    პ.ს.ეს დამოძღვრით ლაპარაკი/წერა რა იცით ხოლმე..

  3. თამო ამბობს:

    აიიი, შენ პოსტშიც ბევრი რამ იყო ნიშანდობლივი ( 🙂 ), თუმცა ზემოთ დაწერილ კომენტარებს უფრო ვეთანხმები… მგონი საკუთარ მსჯელობაშივე მოიცავ წინააღმდეგობებს. 🙂

  4. qetusia ამბობს:

    პირველ რიგში, მადლობა თქვენი აზრის გამოთქმისთვის =)
    განსხვავება ისაა,რომ უმრავლესობის გადმოსახედიდან არ გესაუბრებით მე. მეორე მხარე ვარ,რომელიც ითათხება უმეტეს შემთხვევაში იმ აბსურდული მიზეზების გამო,რაც ისე მოდაშია დღეს,რომ სიტყვას ვერ დაძრავ ზედმეტს ვინმეს დასაცავად,ხუთი დაგეშილი ერთად გეცემა როგორ თუ მარხვაზე ხარ 🙂
    არ მითქვამს ასე ნუ წერთ–თქო,არავის სიტყვის თავისუფლებას არ ვზღუდავ, მოვითხოვ მეტი ტვინის დაყოლებას იმაზე,რასაც აპროტესტებთ. (პირადად თქვენზე არ მაქვს საუბარი და არც თქვენი პოზიცია ვიცი ამ საკითხთან დაკავშირებით.) =))
    თქვენ იმ მთავარ სათქმელს საერთოდ აცდით რისი თქმაც მე მინდა, აქ მთავარი თემა ისაა,რომ თუ ვიღაცას არ მოწონს ჩემი ხალხის დასანახად მარხვა, მაშინ თვითონ უნდა მომცეს მაგალითი მარხვის და არა ქვეყანა აწიოკოს იმაზე თუ როგორ აწუხებს ჩემი ამბავი. და თუ საერთოდ არ მარხულობს,მაშინ თავი დაანებოს იმას,ვისაც ისე აფარია საბანი (ანუ ტვინი,შეგნება და რწმენა), როგორც სწვდება.

  5. Georgian Dreamer ამბობს:

    “რომელიმე საჯაროდ განიხილავთ თქვენს ინტიმურ ცხოვრებას? ” – ბევრი განიხილავს , ყოველშემთხვევაში ქართული ბლოგების უმეტესობა ამით არის აჭრელებული და “მაგარი ტიპობა” ჰგონიათ საკუთარი საკუთარ სექსუალურ ცხოვრებაზე და სექს-პარტნიორების მთელ ჯარზე წერა , არადა რაც მართლა ღირებულია იმაზე ესე არ ლაპარაკობენ , ყველას არ უყვებიან რაც ორ ადამიანს შორის ხდება და მართლა ძვირფასია ,

    “ინტიმურ ცხოვრებაზე უფრო ინტიმური და დაფარული უნდა იყოს თქვენი რწმენა.” 100%_ით გეთანხმები 🙂

  6. qetusia ამბობს:

    თუ ისეთივე არარეალურია ურწმენობაზე ლაპარაკი, როგორც ბლოგერთა უმეტესობის მიერ დაწერილი ინტიმური პოსტები, მაშინ არც ისე ცუდათაა საქმე)).

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s