Archive for აპრილი, 2012


21 ნოემბერი

ასტროლოგიური სტიქია: წყალი

მმართველი პლანეტა: პლუტონი, მარსი

დევიზი: „მე მსურს!“

სიმბოლო: ღრიანკალი, არწივი, გველისმჭერი, სანათი, პირამიდა

თილისმა: ხოჭო, ღრიანკალი

ქვები: მთის ბროლი, ონიქსი, ძოწი, ბერილი, აკვამარინი, კატის თვალი, მარჯანი, კარბუნკული, მალაქიტი, ტოპაზი

ლითონი: რკინა, ფოლადი

ბედნიერი კვირის დღე _ სამშაბათი

უიღბლო დღე: ორშაბათი(უფრო), პარასკევი

ბედნიერი რიცხვები: 4, 5, 8, 9, 11, 21, 100

ბედნიერი ფერები: სისხლისფერი წითელი, ნარინჯისფერი, ჟოლოსფერი და ყველა ცეცხლოვანი ფერი

ქვეყნები და ქალაქები: ავსტრალია, კვინსლენდი, ბავარია, ვაშინგტონი (<3), ლივერპული, მალაზია, დუვრი, მედინა, მიუნხენი, ნორვეგია, ნიუ-ორლეანი, სირია, ფრანკფურტი

ჯანმრთელობა

ღრიანკლის სუსტი ადგილებია: ცხვირი (ქრონიკული სისხლდენა), ყელი, გული, ზურგი, ფეხები, რეპროდუქციული ორგანოები. ხშირია სისხლძარღვების, შარდ-სასქესო ორგანოების დაავადებები და ვენების ვარიკოზული გაგანიერება.

პროფესიები

ოკულტიზმი, საბანკო-ეკონომიკური სისტემა, საგადასახადო და მაკონტროლირებლი ორგანოები, სადაზღვევო კომპანიები, გინეკოლოგია. (აქ დიდად ვერ დავეთანხმები, ეკონომიკური სისტემა_ციფრები და მე შორს ვართ)

დადებითი თვისებები (თითქმის არ აქვს)

ბრძოლისუნარიანი, მიზანდასახული, ერთგული, მტკიცე, გამძლე, სიღრმისეული, ენერგიული

უარყოფითი თვისებები (აკლია აქ კიდევ 🙂 )

წყენიანი, ბოღმიანი, შურის მაძიებელი, სასტიკი, დაუნდობელი, ჯიუტი, საშიში, პატივმოყვარე, ინტრიგანი, მესაკუთრე, ეჭვიანი, სადისტი, მაზოხისტი.

მორიელები უზარმაზარი ნებისყოფით გამოირჩევიან. იბრძვიან გამარჯვების მოსაპოვებლად, რა დროსაც აგრესიული და ძალიან ენერგიულები არიან. ამავდროულად, არანაკლები ენერგიის ხარჯვა უწევთ საკუთარ თავთან საბრძოლველად, რაც უფრო მეტად ასუსტებს მათ და ძალებისგან ცლის. ეს არის თითქმის ყველა ღრიანკლის გადაულახავი პრობლემა. (ჩვენებურად ამას დაბოღმვა ჰქვია საკუთარ თავზე და მერე ყელში რომ გახრჩობს).

მათ ძლიერი ემოციები აქვთ, სწყურიათ სიყვარული, რადგან სწორედ ესაა მათი ცხოვრებისეული საწვავი.

ეს არის ყველაზე სექსუალური და სექსუალურად ძლიერი ნიშანი მთელს ზოდიაქოში. სასურველია, რომ ღრიანკალი მაღალგანვითარებულ ღრიანკლის ტიპს განეკუთვნებოდეს , რომელიც სულიერებისკენ, განვითარებისკენ მიილტვის, ნაცვლად მეორე, ღრიანკლის მდაბიო ტიპაჟისა, რომელიც ბნელი ენერგიებით, ბოღმით, წყენიანობით, შურისძიებით, სექსუალური თავგადასავლებით საზრდოობს .

ღრიანკალს უნარი აქვს ბოლომდე იბრძოლოს და არ ადარდებს რა შედეგი მოჰყვება ამას. ყოველთვის ბოლომდე მიჰყავს დაწყებული საქმე.

თუ ღრიანკლისთვის ბოლომდე არ არის ცნობილი და გასაგები რაღაც საკითხი თავიდან სიჯიუტეს იჩენს, თავს შორს იჭერს და მხოლოდ დეტალების გარკვევის შემდეგ იღებს მასში მონაწილეობას.

ამ ნიშნის წარმომადგენლებს ისეთი სამუშაო ესაჭიროებათ, რომელსაც მთლიანად სჭირდება ძალის დახარჯვა და არა ისეთი, რომლის კეთებისას ნახევარი ძალა გამოიყენება.

ღრიანკლების პრობლემა ისაა, რომ არ შეუძლიათ სწორად გამოხატონ საკუთარი თავი და იციან რა ეს, ურჩევნიათ ჩუმად ყოფნა და ყველაფრის გასაიდუმლოება. მათ დამოუკიდებლად სურთ მიაღწიონ მიზნებს.

ირგვლივმყოფებს ხშირად არ ესმით მათი. (მოსტყვნიათ პატრონი 🙂 )

ღრიანკლის გამოცნობა ადვილია _ მათი თვალები აგიპნოზებს, მათი მზერა სულის სიღრმემდე ატანს. ბევრმა მათგანმა იცის, რომ მათი თვალები მათ სულიერ არსს გამოხატავენ და ამიტომ შავი სათვალის ტარებას ამჯობინებენ, რათა არავინ ჩაწვდეს მათ იდუმალ შინაგან სამყაროს.

საერთოდ, ღრიანკალი _ ეს არის ეგოს გამოხატულება. მათ მშვენივრად იციან საკუთარი თავის ფასი და არაფრით შეიცვლიან აზრს. მოხერხებულად ისხლიტავენ ნებისმიერ შეურაცყოფას და ასევე, კომპლიმენტების შემთხვევაშიც, არანაირი ემოცია არ აისახება მათ სახეზე. (ცუდია ეს თვისება, ადამიანი ვერ გაიგებს რა მიხარია და რა მწყინს, ხანდახან მინდა ხოლმე გაოცება შემეძლოს და სითბოს გამოხატვა:|)

ბრწყინვალედ შეუძლიათ ხასიათის კონტროლი.

ღრიანკლებს არ სურთ სხვებისგან საკუთარ ნაკლოვანებებსა და შეცდომებზე რაიმე სახის კომენტარის მოსმენა, თვითონაც კარგად იციან ამის შესახებ და თქვენგან წამოსროლილ საყვედურს, შენიშვნას და ღმერთმა ნუ ქნას _  გაკიცხვას სამუდამოდ დაიმახსოვრებს და შეეცდება სამაგიეროს გადახდას.

ღრიანკალთან ურთიერთობისას სიფრთხილის გამოჩენაა აუცილებელი, ვინაიდან გარეგნულად ძალიან რბილი და მიამიტი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, რასაც არაფერი აქვს საერთო სინამდვილესთან. (რომ გეუბნებით გატყუებთ ჩემი კულულები და სიმაღლე მეთქი, არ გჯერათ)

მისი ნაკბენი, როგორც წესი, სასიკვდილოა.

ღრიანკლებს გულწრფელი ღიმილი აქვთ, თუმცა იშვიათად იღიმებიან. უნარი შესწევთ ისე შეაღწიონ ადამიანის სულში, რომ მან ვერც კი გააცნობიეროს.

თუ მას რაიმე რჩევას ან აზრს დაეკითხებით, მზად იყავით, რომ რასაც გიპასუხებთ, შესაძლოა საერთოდ არ მოგეწონოთ, ვინაიდან მან არ იცის შელამაზებული საუბარი, პირდაპირ მოგახლით რასაც ფიქრობს. ამიტომ თუ სიმართლის მოსასმენად მზად არ ხართ, სჯობს თავი შეიკავოთ მისთვის აზრის ან რჩევის კითხვისაგან.

მაგრამ ღრიანკალი ეგოისტურად მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობს _ მას დახმარება შეუძლია როგორც საქმით, ასევე სიტყვით. ეს ადამიანები არასდროს მლიქვნელობენ და თუ რაიმე სასიამოვნოს გეუბნებიან, დააფასეთ ეს, ვინაიდან ნამდვილად გულწრფელნი არიან.

ტიპიურ ღრიანკალს იშვიათად ეშინია რამის. როგორც წესი, მებრძოლი და გამბედავი ადამიანები არიან. არასდროს ავიწყდებათ მათდამი გაკეთებული სიკეთე, თუმცა, სიბოროტესაც არასდროს ივიწყებენ და 20 წელი რომც იყოს გასული, მაინც გადაუხდიან სამაგიეროს იმათ, ვინც ოდესღაც აწყენინა ან რაღაცით შელახა მათი ღირსება.

როგორც წესი, ღრიანკლის შურისძიება არასდროს არის სპონტანური. პირიქით, დიდხანს გეგმავს და სტრატეგიულ ხაზს აწყობს, რის შედეგადაც მისი “ნაკბენი” ბევრად მტკინვეულია.

საერთოდ, ღრიანკალს კარგი ჯანმრთელობა აქვს. იშვიათად ავადდება, თუმცა საფრთხე მოსალოდნელია მელანქოლიულობასა და მძიმე სამუშაოსგან, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ენერგეტიკულ გადახარჯვას აქვს ადგილი, რაც მის სასიცოცხლო მარაგს აცარიელებს. მაგრამ, თუ ღრიანკალს სურვილი უჩნდება, რომ გამოჯანმრთელდეს _ შეუძლია საკუთარი ჯანმრთელობის გაუმჯობესება, გამოჯანმრთელება. მთავარია მართლა მოუნდეს და მოახდინოს ძალების მობილიზება. ღრიანკლებმა საკუთარ ავადმყოფობაზე ბევრად მეტი იციან, ვიდრე ექიმებმა და პროფესორებმა, რომლებიც მათ მკურნალობენ.

საერთოდ, სექსი, ღრიანკლებისთვის საუკეთესო წამალია ნებისმიერ უგუნებობასა  და ავადმყოფობასთან ბრძოლაში, უფრო მეტიც _ წარუმატებლობის პერიოდშიც! სექსი მათი სიცოცხლის ელექსირია. ის მათ ენერგიით აღავსებს, რაც ყოველგვარი უსიამოვნების დაძლევაში ეხმარება. (უჰუ)

ზოგადად ღრიანკალი გმირული ბუნების პიროვნებაა, ძალიან მიჯაჭვულია ოჯახს, უყვარს სუსტებისა და ბავშვების დაცვა. ამ ნიშნის წარმომადგენლები ან წმინდანები, ან უკიდურესად აღვირახსნილი ადამიანები არიან, საშუალო _ იშვიათია. (მე ის ვარ,მეორე)

ეს ძალიან მესაკუთრე ნიშანია და მესაკუთრეობას იჩენს ყველაფრის მიმართ, რასაც თავისად მიიჩნევს. საკუთარს სიცოცხლის ფასად არ დათმობს! თუ ვინმე შეიყვარა _ შეიძლება ხელში შემოაკვდეს~ თავისი რჩეული იმდენად მოზღვავებული აქვს მესაკუთრეობის ინსტიქტი. (ეჰ 😦 )

ეს ადამიანები რადიკალიზმით გამოირჩევიან. მათი დევიზია – “ან ყველაფერი, ან არაფერი”!

ცხოვრებაში მხოლოდ ორ ფერს სცნობენ _ შავს და თეთრს, შუა ტონებს _ არა. მათთვის ყველაფერი ან ძალიან კარგი, ან ძალიან ცუდია. ეს უკიდურესობები ხშირად პრობლემებს უქმნით მათ ცხოვრების მრავალ სფეროში, მით უფრო ურთიერთობებში.

ეს ადამიანები ან ძალიან უყვართ, ან დასანახად ვერ იტანენ. მათ ან ერთგული მეგობრები ჰყავთ, ან დაუძინებელი მტრები.

მათდამი შუალედური დამოკიდებულება, გამორიცხულია, თუმცა მტრებიც კი კარგს ამბობენ მათზე და პატივს სცემენ. რაღაც არის მათში სასიამოვნო და მიმზიდველი, რაც მათ მიმართ ღრმა პატივისცემით განგაწყობს.

მას უნარი შესწევს პრაქტიკულად განახორციელოს ყველა გეგმა, რაც ჩაფიქრებული აქვს. ყველაფერს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აღწევს. ეს უფრო იღბალს ჩამოჰგავს, ვიდრე საკუთარი ძალისხმევის გამოჩენას.(ყოველთვის ვამბობდი ძაღლის ბედი მაქვს მეთქი :))

ერთი სიტყვით, ეს ძალიან ძლიერი, სიღრმისეული ნიშანია, რომელთან გაპაექრება ბევრს არ ძალუძს. ღრიანკალს, მხოლოდ საკუთარი თავი ერევა, როდესაც ის თვითგვემით და შურსიძიების სურვილითაა დაკავებული და თავს ბედნიერების უფლებას არ აძლევს. ხო,თვითგვემა ჩემი მოგონილია 🙂 🙂

მეორე სიტყვით კი იმას დავამატებდი რომ საერთოდ არ ვამაყობ არც ერთი აქ ჩამოთვლილი თვისებით, გარდა გულწრფელობისა. ვერასდროს ავიტან რომ ვინმეს ჩემს საქციელში ან ნათქვამში ეჭვი შეეპაროს.

სიყვარულით, ქეთუსია =))

წყარო: astrologia.ge

ბრეკინგ ნიუს

Posted: აპრილი 26, 2012 in მე მე მე

ის ჩემ წინ ზის.საერთოდ არ იმჩნევს ჩემს არსებობას,სიმართლე გითხრათ კარგად გამოსდის. სამაიეროდ მე ვზივარ სკამიდან რამდენიმე სანტიმეტრით მაღლა ჰაერში, თავს უფლება რომ მივცე კანკალს დამაწყებინებს ისე მენერვიულება:)
მან გადაწყვიტა (როგორც ჩანს), რომ მეტის უფლება არ აქვს. რომ ასე უნდა შემოვიდეს, გამარჯობა თქვას და გავიდეს. არადა ის ძველი, აი მაშინ…აი რომ მითხრა… რომ ჩამეხუტა და… აი მაშინ, როცა შემომხედა და გაიღიმა…ჩემი ხელი როცა ეჭირა და კოცნიდა..
რამ მაფიქრებინა რომ რამეს ავაწყობდი, როდის იყო ასე ხდებოდა.
მე ძირითადად იმათთან გამომდის ურთიერთობა, ვისაც თავიდან რომ დავინახავ გულს მირევენ. ხოლო ვინც თავიდანვე ექცევა ჩემი ყურადღების ცენტრში, ისინი ისეთი სისწრაფით ტოვებენ ჩემს გარემოცვას, რომ აღქმასაც ვერ ვასწრებ როგორ და რატომ.
ასე ხდება ახლაც.
მშვიდობით my love.


თქვენ ალბათ სათაურმა შეგაშფოთათ,აღდგომის და ტრაკის გვერდიგვერდ ხსენება როგორ შეიძლება?? უი უი. თუმცა შეცდით,ეს ათეისტის პოსტი არ არის და არც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დაკნინებას აპირებს ვინმე.
როგორც წესი,სულ ზედ მახატია ხოლმე ვინ როდის,რანაირად,ვისთან ერთად,რითი, ვის ზევით და ვის ქვემოდან ცხოვრობს და მით უმეტეს მარხულობს, მაგრამ ისე შევწუხდი უკვე ამ “სხვაესეშვებადამერომარვშვებიმაგარიროჟავარ” პოსტებმა, რომ გული უნდა გადაგიშალოთ.
ეს თემატური წალეკვა საუფლო დღესასწაულებზე ბლოგების სასიცოცხლო ელექსირია რა:)
გავეცანი რამდენიმე პოსტს,სადაც აღშფოთებული ბლოგერები იუწყებოდნენ რომ მათი ნაცნობები სადიეტოდ მარხულობენ და ისინი არა,რომ სხვები ეკლესიაში ლაპარაკობდნენ და ისინი არა,რომ ვიღაცამ სამარხვო შაურმა ჭამა და მან არა,რომ ვიღაც გოგომ მთელი ღამე ეკლესიის ეზოში 9 ბიჭთან იზასავა, რომ ვიღაცას ვერ გაურკვევია ქრისტე აღდგა თუ აღსდგა.
და მერე? ანუ? შენ რა? ანუ ღმერთი არ არსებობს? ამის თქმა გინდა? ა არა? აბა იმის რომ ხალხი სხვის დასანახად მარხულობს? ანუ შენ სხვანაირი მარხვა იცი და გინდა? მერე ვინ გიშლის? შენს რწმენას მოაკლდა იმით რამე რომ სხვა შენნაირი არაა? შენ ნაკლები მოტივაცია გაქვს სხვების შემყურეს? ანუ რა გამოვიდა,შენ სხვების ზეგავლენის ქვეშ ხარ და მათი საქციელი შენს რწმენასა და საერთოდ წარმოდგენაზე გავლენას ახდენს?
ხოდა შენ ყოფილხარ ყველაზე უფრო დასაცინი, ყველაზე უფრო გაურკვეველი, ყველა მათგანზე უფრო უბედური, მარტოსული, დაბნეული და დაბოღმილი.
შენ რომ ამას არ გააკეთებ და ასე არ იმარხულებ, გავიგეთ _ანუ დაწიოკებული იმართლებ თავს.
მოდი ასე მოიქეცით:დასხედით, დაიდეთ წინ აი ია_ანუ ყველაზე მარტივად წასაკითხი და გასაგები რელიგიური სწავლება (პირდაპირ ბიბლიას ნუ მიახტებით,ორ სიტყვასაც ვერ გაიგებთ ს წ ო რ ა დ). თუ მართლა გაინტერესებთ როგორ უნდა იმარხულოთ და მოიქცეთ “მარხულების” დანახვისას (რომლებსაც წესით ვერ უნდა ცნობდეთ რომ მარხულობენ). და თქვენნაირი განსწავლული ხალხი მოიმრავლეთ გვერდზე,გახდით უმრავლესობა მრევლს შორის და აღარც ცუდად მომარხულე ხალხი შეგაწუხებთ,აღარც მამოს ჯიპი,აღარც სანთლების ბიზნესი და აღარც თავდაყირა აღმართული ჯვარი.
რომელიმე საჯაროდ განიხილავთ თქვენს ინტიმურ ცხოვრებას? თუ კი,მაშინ ილაპარაკეთ თქვენს რწმენაზეც ასეთივე თავგამოდებით.თუ არა,მაშინ ჩათვალეთ რომ ინტიმურ ცხოვრებაზე უფრო ინტიმური და დაფარული უნდა იყოს თქვენი რწმენა.არ ილაპარაკოთ ტაძარში,იდექით თვალებდახუჭული ლოცვის დროს და არც ვინმეს ლაპარაკი შეგაწუხებთ და აღარც შვებამოგვრილი მრევლი,რომელსაც მარხვის დასრულება უხარია.საიდან მოიტანეთ რომ ადამიანებს არ უნდა უხაროდეთ მარხვის დასასრული? წაიკითხეთ სადმე?
თუმცა რა თქმა უნდა წაიკითხავდით, თქვენ ხომ სპეციალური გამოშვება გაქვთ სახელმძღვანელოსი: “როგორ უნდა გამოვუჩხრიკოთ მართლმადიდებელს ცოდვა, როცა გულს რაღაც ჭია გვიღრღნის”.
გყავდეთ მარტო ერთი ადამიანი ვინც თქვენსა და ღმერთს შორის იქნება_მოძღვარი და არა მეზობელ-დაქალ-ძმაკაც-ახლობელ-მეგობართა მთელი არმია და დაისვენეთ თქვენც და დამასვენეთ მეც.
თუმცა თქვენ ხომ ისედაც კარგად იცით რომ ეს ასე უნდა იყოს, მაგრამ რადგან თავად არ თვლით ამის კეთებას საჭიროდ, მაშინ სხვები ხომ მაინც უნდა გადაჩხრიკოთ.
(გ)მადლობთ, რომ მომაპყარით ყურნი თქვენნი.

From qetusia with love…

Posted: აპრილი 17, 2012 in მე მე მე

ეხლა ვხვდები რატომ ექცევიან ნარკოტიკებისა და სასმელის გავლენის ქვეშ ხელოვანი ადამიანები))

ძლიერი ემოციების გამოსაწვევად, რომელსაც მერე მუზაც მოჰყვება..

ადამიანს,რომელსაც არაფერი აწუხებს, შესაბამისად არც ეწერინება))

ხოდა იმის სათქმელად გიხმეთ, რომ არ მეწერინება.

ემოციების ნაკლებობაც მაწუხებს და ჩემი ამბოხის გრძნობაც სადღაც გდია და კმაყოფილებისგან ხვნეშის.

არადა დაწერდა კაცი მორიგ საშინელებას, საზიზღრობას, ამაზრზენ ამბავს 🙂

არ მაქვს ეხლა მე ისეთი ამბავი,დაქალების წრის გარდა სადმე რომ ითქვას, ანუ მნიშვნელოვანი.

თუმცა მაინც არის ერთი რამ, დიდი ზარ-ზეიმით მინდა აღვნიშნო, რომ დასრულდა ჩემი 5 წლიანი თვითგვემის და “სიყვარულის” ისტორია, ყლე ყლედ დარჩება 🙂 🙂

ველი ახალ ემოციებს,ახალ თავგადასავლებს, ახალ ნაცნობებს და კარგ ამინდს! =)))