ვაა ეს დღეც დამდგარააა, აშკარად მე ვარ, ეს ჩემს თავს ხდება და მე ვნერვიულობ ისე, როგორც არასდროს…

უკვე ტაძარში ვართ..რატომ ვერ ვცნობ ამ ადგილს?? მაღალსაფეხურებიანი ეკლესიის შესასვლელი, კიბეებზე ძლივს ავდივარ,  რა თქმა უნდა ყელამდე  ქუსლები მაცვია 🙂

ამ ახალგაზრდა მამაოსაც არ ვიცნობ, ხელში საკმეველი უჭირავს და ცოტა ღელავს, მგონი ეს მისთვის პირველი ჯვრისწერაა. საკურთხეველში შევიდა. ან საიდან მაქვს ამდენზე ფიქრის თავი?!ის კედელზე მიდგმულ გრძელ სკამზე ზის, ხელებში აქვს თავი ჩარგული, მგონი ლოდინით დაიღალა ჩემი ბიჭი.=)) გარეთ გავდივარ, ვნერვიულობ, ჩემს გოგოებს ვეძებ, ეზოში არიან და გიჟობენ, მოვარდისფრო კაბები აცვიათ, გრძელი. მე ვითომ კი არ ვაპირებდი თეთრი კაბის ჩაცმას და ეს რა არის აბა??„თეთრი კაბაა, თან ბზინავს რაღაცნაირად. არა მომწონს, კმაყოფილი ვარ =))

გოგოებს დავერიე და ვაფრთხილებ, სურათები გადამიღეთ მილიონობიით, უსასრულოდ, უამრავი და ყველგან! აჰა, ეს განკარგულებაც გავეცი. უი,ხო, გოგოებო, საკურთხეველზე რომ ავალთ აი ხომ იცით ხატებს რომ უნდა ვემთხვიოთ, მაშინ არ დაგავიწყდეთ სურათის გადაღებააა!

ეს ჩემი ქმარი რა შორი-შორს დადის, მოდი აქ ბიჭო! ზურგიდან ვეპარები და კისერზე ვეხვევი, სახეს ვერ ვხედავ, მოკლედ შეჭრილი არც ისე მუქი შავი  თმა აქვს და გამხდარია. ღმერთო ეს რა ჩაუცვამს?? მის შავ კოსტუმს წვრილი თეთრი ზოლები აქვს, უწვრილესი მაგრამ მე მაინც არ მომწონს!

და საერთოდაც, ვინ უთხრა რომ ჯვრისწერაზე შარვალ-კოსტუმი უნდა სცმოდა?? მე ჩოხა მინდოდა:(((

ეკლესიის გალავნის კარიდან ხმაური მესმის, აჰაა, სხვა წყვილი მობრძანდა ჟივილ-ხივილით. აუ რააა, აი ეხლა უკვე ცუდ ხასიათზე ვარ, მე არ მინდოდა რიგითი პატარძალი ვყოფილიყავი ამ ტაძარში რააა….

ისე ლამაზი პატარძალია ისიც..

ტარანანა ტარანანა ტარანანა ნააა.

ხელით უჭირავს კაბის ბოლო და ისე მოდის,ლამაზი კბილები აქვს რომ იცინის ანათებს..

ტარანანა ტარანანა ტარანანა ნააა.

სად დადის კაცო ეს ჩემი ქმარი, შევიდე ამ ტაზარში სანამ დროა!

ტარანანა ტარანანა ტარანანა ნააა.

ჯანდაბააააააააააა, გამორთე კახა ეს ზარი გამორთე რაააა, გამეღვიძა,არ შეიძლება კვირა დილას მაინც რომ გამოვიძინო ხოლმე ისე რომ 9 საათზე ბნედა არ დამცეთ??? ბულ შით რა.

ისა, სად ვიყავით?

Advertisements
კომენტარები
  1. ილიასბლოგი ამბობს:

    მეგონა ანგელოზი გათხოვდა მეთქი და კიდე ერთი საფეხურით დავცილდი სილამაზეს მეთქი.
    ყეს! გამიხარდა რომ სიზმარი იყო

  2. qetusia ამბობს:

    =)))) მიხარია რომ გიხარია :დ

  3. ილიასბლოგი ამბობს:

    :დ ვგონებ შემიყვარდი

  4. qetusia ამბობს:

    არ გრცხვენია? გათხოვილ ქალს რანაირად ელაპარაკები!

  5. ილიასბლოგი ამბობს:

    (ოღონდ სიზმარში, არ დაგავიწყდეს)

  6. qetusia ამბობს:

    ხომ გეგონა მართალი?:)

  7. ილიასბლოგი ამბობს:

    კი

  8. qetusia ამბობს:

    სახე ვერ დავინახე,სახეეე 🙂 🙂 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s