Archive for მარტი, 2012


ვაა ეს დღეც დამდგარააა, აშკარად მე ვარ, ეს ჩემს თავს ხდება და მე ვნერვიულობ ისე, როგორც არასდროს…

უკვე ტაძარში ვართ..რატომ ვერ ვცნობ ამ ადგილს?? მაღალსაფეხურებიანი ეკლესიის შესასვლელი, კიბეებზე ძლივს ავდივარ,  რა თქმა უნდა ყელამდე  ქუსლები მაცვია 🙂

ამ ახალგაზრდა მამაოსაც არ ვიცნობ, ხელში საკმეველი უჭირავს და ცოტა ღელავს, მგონი ეს მისთვის პირველი ჯვრისწერაა. საკურთხეველში შევიდა. ან საიდან მაქვს ამდენზე ფიქრის თავი?!ის კედელზე მიდგმულ გრძელ სკამზე ზის, ხელებში აქვს თავი ჩარგული, მგონი ლოდინით დაიღალა ჩემი ბიჭი.=)) გარეთ გავდივარ, ვნერვიულობ, ჩემს გოგოებს ვეძებ, ეზოში არიან და გიჟობენ, მოვარდისფრო კაბები აცვიათ, გრძელი. მე ვითომ კი არ ვაპირებდი თეთრი კაბის ჩაცმას და ეს რა არის აბა??„თეთრი კაბაა, თან ბზინავს რაღაცნაირად. არა მომწონს, კმაყოფილი ვარ =))

გოგოებს დავერიე და ვაფრთხილებ, სურათები გადამიღეთ მილიონობიით, უსასრულოდ, უამრავი და ყველგან! აჰა, ეს განკარგულებაც გავეცი. უი,ხო, გოგოებო, საკურთხეველზე რომ ავალთ აი ხომ იცით ხატებს რომ უნდა ვემთხვიოთ, მაშინ არ დაგავიწყდეთ სურათის გადაღებააა!

ეს ჩემი ქმარი რა შორი-შორს დადის, მოდი აქ ბიჭო! ზურგიდან ვეპარები და კისერზე ვეხვევი, სახეს ვერ ვხედავ, მოკლედ შეჭრილი არც ისე მუქი შავი  თმა აქვს და გამხდარია. ღმერთო ეს რა ჩაუცვამს?? მის შავ კოსტუმს წვრილი თეთრი ზოლები აქვს, უწვრილესი მაგრამ მე მაინც არ მომწონს!

და საერთოდაც, ვინ უთხრა რომ ჯვრისწერაზე შარვალ-კოსტუმი უნდა სცმოდა?? მე ჩოხა მინდოდა:(((

ეკლესიის გალავნის კარიდან ხმაური მესმის, აჰაა, სხვა წყვილი მობრძანდა ჟივილ-ხივილით. აუ რააა, აი ეხლა უკვე ცუდ ხასიათზე ვარ, მე არ მინდოდა რიგითი პატარძალი ვყოფილიყავი ამ ტაძარში რააა….

ისე ლამაზი პატარძალია ისიც..

ტარანანა ტარანანა ტარანანა ნააა.

ხელით უჭირავს კაბის ბოლო და ისე მოდის,ლამაზი კბილები აქვს რომ იცინის ანათებს..

ტარანანა ტარანანა ტარანანა ნააა.

სად დადის კაცო ეს ჩემი ქმარი, შევიდე ამ ტაზარში სანამ დროა!

ტარანანა ტარანანა ტარანანა ნააა.

ჯანდაბააააააააააა, გამორთე კახა ეს ზარი გამორთე რაააა, გამეღვიძა,არ შეიძლება კვირა დილას მაინც რომ გამოვიძინო ხოლმე ისე რომ 9 საათზე ბნედა არ დამცეთ??? ბულ შით რა.

ისა, სად ვიყავით?

დეე

Posted: მარტი 3, 2012 in მე მე მე
ტეგები:,

ესეც ჩვენ…22წლის წინ..ჩემი მეორე ზამთარი,არა,პირველი გააზრებული ზამთარი:)
აი,თოლი ,ელზა_ასე ვიძახდი თურმე:)
ერთხელ სკოლაში დამრიგებელმა დაგვავალა დაგვეწერა პატარა თემა საკუთარ დედებზე.მე დავწერე რომ დედაჩემი ყველაზე ლამაზი და ჭკვიანია-მეთქი..მასწავლებელს გაეცინა,ყველა ბავშვისთვის მისი დედაა ყველაზე ლამაზი და საყვარელიო.ისე გული დამწყდა რომ არ დამიჯერა…
მისალოცებს ყოველ 3 მარტს ვუწერდი დედას,ის კი ინახავდა სათუთად, დაფარულ ადგილას..მისი სიცოცხლის ბოლო დღემდე ერთად გვეძინა საწოლში,17წლის ვიყავი და მაინც მის გვერდზე ძილს,მისი მშვიდი სუნთქვის მოსმენას და ნაზ სუნს არაფერი მერჩივნა.
მისალოცებში ვუწერდი ლექსს,ყვავილებს ვხატავდი და ბოლოში ჩემს სახელს მივაწერდი,თითქოს ისე არ იცოდა ვინ მიულოცა:)
მე მასზე არასოდეს ვლაპარაკობ წარსულ დროში,ამიტომ ამ დღესაც ისე მივულოცავ თითქოს ჩემ გვერდით იყოს:
მიუხედავად იმისა,რომ ჩემს დამრიგებელს არ დაეჯერა რომ შენ ყველაზე ლამაზი და ჭკვიანი ხარ,მე მაინც ასე ვფიქრობ და ყოველთვის ასე იქნება.მე შენთვის დედიკო არასოდეს დამიძახია,არც ის მითქვამს ხშირად თუ როგორ მიყვარხარ.ამაზე მარტო მაშინ იწყებ ფიქრს როცა აანალიზებ რომ ის სხვაგანაა და შენ სხვაგან.ეს ერთადერთი რამეა რასაც ვნანობ,სხვა არაფერი. გილოცავ დედის დღეს, სადაც არ უნდა იყო მე ისევ შენი შვილი ვარ,ისევ ისე(უფრო მეტადაც) მიყვარხარ და შენ ისევ ჩემი დედა გქვია..