რუსთავი პატარა ქალაქია, თავისი პატარა სახლებით, ეზოებით და პარკებით.რუსთავი ლამაზი ქალაქია, თავისი ლამაზი სახლებით, ეზოებით და პარკებით.რუსთავი წყნარი ქალაქია, თავისი წყნარი მოსახლეობით და წყნარი ქუჩებით. მას არ უყვარს როცა მყუდროებას ურღვევენ, ჩვენს ქალაქს არ ხიბლავს მხიარული თავყრილობები და გასართობი ადგილები. თუ გინდა აქ ცხოვრებას მიეჩვიო, სიმშვიდე უნდა გიყვარდეს.

რუსთავს მარტო ქარი ურღვევს მყუდროებას, ისიც თებერვალში.

რუსთავი ეგოისტი ქალაქია, არ უყვარს მეზობელი ქალაქიდან ჩამოსული ,,ხმაურიანი თავქარიანები,” რომლებიც მას დასცინიან, მოსაწყენსა და  ერთფეროვანს უწოდებენ..რუსთავს არ უყვარს როცა სხვებს ბაძავს, ამიტომ აქ ვერ ნახავთ თქვენს საყვარელ ფირმის მაღაზიებს, რესტორნის ქსელებს და კინოთეატრსაც კი. რუსთავი ძნელად ეგუება სიახლეებს. არ უყვარს როცა სხვები მის საქმეში ერევიან და ურჩევენ რა როგორ გააკეთოს, არ უყვარს, უბრალოდ ვერ ეგუება ამას.

რუსთავი ძალიან ალალია, ყველაფერი სწყინს, სწყინს როცა ტოვებენ, როცა უკანმოუხედავად გარბიან, განა მან არ იცის რომ უშნოა, განა მან არ იცის რომ ბევრით ჯობნიან სხვები, მაგრამ ეს მასაც ძალიან სტკივა. არ უყვარს როცა ლაჩრულად გარბიან და მას მარტო ტოვებენ თავის პრობლემებთან.რუსთავი მშრომელი ქალაქია, ნელა და დაკვირვებით მუშაობს, არა, ზარმაცი არ გეგონოთ, მას უყვარს შრომა. და სისუფთავე. ის ძალიან ცუდად გრძნობს თავს როცა თხუპნიან, ბინძურ ხელებს ზედ აწმენდენ და აფურთხებენ_ სახეში.

რუსთავი ჩემი ქალაქია. ჩემია თავისი უსულო ღამეებით, ბინძური ხედებით, აუტანლად ცხელი ზაფხულით, უსახლკაროებით, სასტუმროთი, პირამიდით, მეტალურგიით, სიონით, მტკვარით, მიკროებით, “არკით”, სამარშუტო ტაქსებით რომლებიც მხოლოდ “პირდაპირ” დადიან,  იალბუზით და ჯვრით, ზედმეტი ტაქსებით, “ქვემო ქართლი”-ს ტელევიზიით, “ბეტ” კლუბით, ინტერნატებით, “სტამბულით”..

რუსთავი ჩემი ქალაქია ჩემი უბნით, ჩემი ქუჩით, ჩემი სახლით, ჩემი მეზობლებით, ჩემი ოჯახით. რადგან რომ არა ეს ქალაქი, მე მე არ ვიქნებოდი.

Advertisements
კომენტარები
  1. სოფო ამბობს:

    ნამდვილად 🙂

  2. qetusia ამბობს:

    =)
    მიხარია თუ მეთანხმები))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s