ასეთები ვართ ქალები…

Posted: თებერვალი 11, 2012 in ქეთი მიდის ჰოლივუდში (რენესთან ერთად)
ტეგები:

ასეთები ვართ ქალები, გვიყვარს თხზვა. მნიშვნელობა არ აქვს ადგილს და დროს, ჩვენ ყოველთვის გვაქვს ჩვენი საფიქრალი.

მახსოვს, პირველად ერთმანეთს სამარშუტო ტაქსიში შევხვდით. შენ დაღლილი სახე გქონდა, საღამოს 6 საათი იყო. მთელი გზა მაკვირდებოდი. არა, თავხედურად არა, ჩუმად გამოაპარებდი ხოლმე თვალს და რომ შეამჩნევდი ჩემს მზერასაც, სწრაფად მარიდებდი თვალს. ქალებს გვიყვარს ასეთი დებილი კაცები)). რომ ჩახვედი თვალი გამოგაყოლე სადამდეც შემეძლო, იქვე გზაზე შენი მანქანა იდგა, ეცი და გამოაღე, აშკარად გეჩქარებოდა სადღაც. უბნელები ვყოფილვართ. მანქანაც ყოლია_გავიფიქრე გულში. მას მერე ერთი თვე გავიდა და აი, შენ ისევ ჩემ წინ ზიხარ, ისევ ერთი გზა გვაქვს. მმმ.. აბა კარგად შევათვალიეროთ. ყავისფერი თვალები, მუქი ჯაგარი თმა, გრძელი თითები.

ამჯერად უფრო გაბედულად მიყურებ, წინ მიზიხარ, ჩვენ შორის ერთი მეტრიც არაა დაშორება. ნეტავ მიცანი? მე ხომ გიცანი? 😐 მით უმეტეს შენ უფრო დაჟინებით მიყურებ, ვიდრე მე. მე თოვლს გავყურებ ფანჯრიდან, როგორც კდემამოსილი ქალი, აბა თვალებს ხომ არ შემოგაფეთებ 🙂 ტელეფონზე ლაპარაკობ რაღაცას მობეზრებული ხმით..

გარეთ ისევ თოვს…

ცარიელ მანქანაში გაცილებით ადვილია საუბრის გაბმაო ალბათ იფიქრე და ჩაახველე: ეს პირდაპირ მიდის ხომ?

ყურებამდე მეღიმება, შენ რა თქმა უნდა შესანიშნავად იცი სადაც მიდის N6 სამარშუტო ტაქსი.

_კი, მაგრამ სადამდეა ეს ,,პირდაპირ” სამწუხაროდ არ ვიცი 🙂 _ვიშტერებ თავს.

_ა, კი, ქალაქის თავში გადის..თქვენ საით?

_მე თოდრიაზე:)

_მეეც.(ფართე ღიმილი).სამსახურიდან სახლისკენ მიდიხარ ალბათ არა?

ხო რა,შენობით ლაპარაკი გაცილებით მარტივად აღსაქმელია. მას კი ვპასუხობ:

_აჰამ.

ისევ გარიდებ თვალს, ისევ მეღიმება და მოსაბეზრებელ ამინდზე ვიწყებ წუწუნს.

_ცივა..

_შენ კი უნდა გციოდეს, ორჯერ გნახე და ორივეჯერ ამინდის შეუსაბამოდ გაცვია..=))

_ოჰო, საყვედურიც მთხლიშა. თუ კომპლიმენტია??

გულიანად ვიცინი. _ ასეთია დრეს-კოდი=))

_შენს გაჩერებამდე კარგი ყავის სახლი ვიცი, შეგვიძლია ცოტა გავთბეთ. რა თქმა უნდა, თუ იმდენად გცივა, რომ ჩემთან ერთად ყავა დალიო.

_კი, ზუსტად ამ დონეზე მცივა.. 🙂

ცოტა სიმსუქნისკენ მიდრეკილი მეჩვენება, თუმცა დაიკლებს, რა პრობლემაა. არ მიყვარს მოშვებული დონდლო ბიჭები. არა, მთლად ასეთიც არაა, უბრალოდ ზედმეტი კილოგრამები აქვს, ალბათ ასე 5…

ვზივარ ჩემთვის და ვფიქრობ: აუუ ხომ არ ტეხავს ეხლა კაფეში გაყოლაა? არადა, არადა… ჰმ, რა ჩერჩეტი ხარ, კიდევ ერთი თვე აპირებ ლოდინს როდის შეხვდებით სამსახურებიდან გამოქცეულები ერთმანეთს??

_ხო, მოვდივარ, კაი, მეც._ აქ გამიჩერეთ რა.

მძღოლს ხურდას აწვდის და ჩადის.

ასეთები ვართ ქალები, გვიყვარს თხზვა…

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s