Archive for თებერვალი, 2012


რუსთავი პატარა ქალაქია, თავისი პატარა სახლებით, ეზოებით და პარკებით.რუსთავი ლამაზი ქალაქია, თავისი ლამაზი სახლებით, ეზოებით და პარკებით.რუსთავი წყნარი ქალაქია, თავისი წყნარი მოსახლეობით და წყნარი ქუჩებით. მას არ უყვარს როცა მყუდროებას ურღვევენ, ჩვენს ქალაქს არ ხიბლავს მხიარული თავყრილობები და გასართობი ადგილები. თუ გინდა აქ ცხოვრებას მიეჩვიო, სიმშვიდე უნდა გიყვარდეს.

რუსთავს მარტო ქარი ურღვევს მყუდროებას, ისიც თებერვალში.

რუსთავი ეგოისტი ქალაქია, არ უყვარს მეზობელი ქალაქიდან ჩამოსული ,,ხმაურიანი თავქარიანები,” რომლებიც მას დასცინიან, მოსაწყენსა და  ერთფეროვანს უწოდებენ..რუსთავს არ უყვარს როცა სხვებს ბაძავს, ამიტომ აქ ვერ ნახავთ თქვენს საყვარელ ფირმის მაღაზიებს, რესტორნის ქსელებს და კინოთეატრსაც კი. რუსთავი ძნელად ეგუება სიახლეებს. არ უყვარს როცა სხვები მის საქმეში ერევიან და ურჩევენ რა როგორ გააკეთოს, არ უყვარს, უბრალოდ ვერ ეგუება ამას.

რუსთავი ძალიან ალალია, ყველაფერი სწყინს, სწყინს როცა ტოვებენ, როცა უკანმოუხედავად გარბიან, განა მან არ იცის რომ უშნოა, განა მან არ იცის რომ ბევრით ჯობნიან სხვები, მაგრამ ეს მასაც ძალიან სტკივა. არ უყვარს როცა ლაჩრულად გარბიან და მას მარტო ტოვებენ თავის პრობლემებთან.რუსთავი მშრომელი ქალაქია, ნელა და დაკვირვებით მუშაობს, არა, ზარმაცი არ გეგონოთ, მას უყვარს შრომა. და სისუფთავე. ის ძალიან ცუდად გრძნობს თავს როცა თხუპნიან, ბინძურ ხელებს ზედ აწმენდენ და აფურთხებენ_ სახეში.

რუსთავი ჩემი ქალაქია. ჩემია თავისი უსულო ღამეებით, ბინძური ხედებით, აუტანლად ცხელი ზაფხულით, უსახლკაროებით, სასტუმროთი, პირამიდით, მეტალურგიით, სიონით, მტკვარით, მიკროებით, “არკით”, სამარშუტო ტაქსებით რომლებიც მხოლოდ “პირდაპირ” დადიან,  იალბუზით და ჯვრით, ზედმეტი ტაქსებით, “ქვემო ქართლი”-ს ტელევიზიით, “ბეტ” კლუბით, ინტერნატებით, “სტამბულით”..

რუსთავი ჩემი ქალაქია ჩემი უბნით, ჩემი ქუჩით, ჩემი სახლით, ჩემი მეზობლებით, ჩემი ოჯახით. რადგან რომ არა ეს ქალაქი, მე მე არ ვიქნებოდი.


ვინც არ უნდა იყო შენ, ჩემი უახლოესი მეგობარი თუ საერთოდ უცნობი პიროვნება, დაგენიძლავები, რომ ჩემზე არ იცი ის, რასაც ქვემოთ წაიკითხავ.

  1. მარცხენა მხარეს მაქვს ერთით ნაკლები ხერხემლის ნეკნი.(ანუ 11) 🙂
  2. ვინახავ ყოფილების ნაჩუქარ ნივთებს (წერილებსაც) 🙂
  3. ვწერ ლექსებს და ვხატავ, მუზა სამწუხაროდ მხოლოდ მაშინ მომდის, როდესაც ძალიან ცუდად ვარ.
  4. ადამიანებს თითქმის არასდროს ვუყურებ თვალებში, ზოგჯერ ძალიან ცუდ ენერგიას ვიღებ და მირჩევნია სხვაგან ვიყურო. ამიტომ არ ჩამითვალოთ ეს ჟესტი უზრდელობაში=))
  5. ბავშვობაში მეგონა, რომ ვარსკვლავები სახლები იყო, შიგ ხალხი ცხოვრობდა და მიკვირდა, შუქი სულ რატომ აქვთ მეთქი 🙂
  6. ბლოგი იმიტომ გავაკეთე, რომ ფურცლებზე წერა მომბეზრდა.
  7. ზურგზე მაქვს პატარა ნიშანი, რომელიც დედაჩემსაც იგივე ადგილას ჰქონდა.
  8. არ მაქვს არანაირი ოცნება, ამბიცია, მიზანი და  ცხოვრების ,,კრედო”.
  9. დღეში ვსვამ 17 აბ წამალს 🙂 (მალე 11ზე გადავალ) 🙂
  10. და ბოლოს, არაფრის გაკეთება არ დამავალოთ, ვერ ვიტან რაიმეს რომ ,,მთხოვენ” და ვერ ვგრძნობ, რომ ,,მთხოვენ”.

ასეთები ვართ ქალები, გვიყვარს თხზვა. მნიშვნელობა არ აქვს ადგილს და დროს, ჩვენ ყოველთვის გვაქვს ჩვენი საფიქრალი.

მახსოვს, პირველად ერთმანეთს სამარშუტო ტაქსიში შევხვდით. შენ დაღლილი სახე გქონდა, საღამოს 6 საათი იყო. მთელი გზა მაკვირდებოდი. არა, თავხედურად არა, ჩუმად გამოაპარებდი ხოლმე თვალს და რომ შეამჩნევდი ჩემს მზერასაც, სწრაფად მარიდებდი თვალს. ქალებს გვიყვარს ასეთი დებილი კაცები)). რომ ჩახვედი თვალი გამოგაყოლე სადამდეც შემეძლო, იქვე გზაზე შენი მანქანა იდგა, ეცი და გამოაღე, აშკარად გეჩქარებოდა სადღაც. უბნელები ვყოფილვართ. მანქანაც ყოლია_გავიფიქრე გულში. მას მერე ერთი თვე გავიდა და აი, შენ ისევ ჩემ წინ ზიხარ, ისევ ერთი გზა გვაქვს. მმმ.. აბა კარგად შევათვალიეროთ. ყავისფერი თვალები, მუქი ჯაგარი თმა, გრძელი თითები.

ამჯერად უფრო გაბედულად მიყურებ, წინ მიზიხარ, ჩვენ შორის ერთი მეტრიც არაა დაშორება. ნეტავ მიცანი? მე ხომ გიცანი? 😐 მით უმეტეს შენ უფრო დაჟინებით მიყურებ, ვიდრე მე. მე თოვლს გავყურებ ფანჯრიდან, როგორც კდემამოსილი ქალი, აბა თვალებს ხომ არ შემოგაფეთებ 🙂 ტელეფონზე ლაპარაკობ რაღაცას მობეზრებული ხმით..

გარეთ ისევ თოვს…

ცარიელ მანქანაში გაცილებით ადვილია საუბრის გაბმაო ალბათ იფიქრე და ჩაახველე: ეს პირდაპირ მიდის ხომ?

ყურებამდე მეღიმება, შენ რა თქმა უნდა შესანიშნავად იცი სადაც მიდის N6 სამარშუტო ტაქსი.

_კი, მაგრამ სადამდეა ეს ,,პირდაპირ” სამწუხაროდ არ ვიცი 🙂 _ვიშტერებ თავს.

_ა, კი, ქალაქის თავში გადის..თქვენ საით?

_მე თოდრიაზე:)

_მეეც.(ფართე ღიმილი).სამსახურიდან სახლისკენ მიდიხარ ალბათ არა?

ხო რა,შენობით ლაპარაკი გაცილებით მარტივად აღსაქმელია. მას კი ვპასუხობ:

_აჰამ.

ისევ გარიდებ თვალს, ისევ მეღიმება და მოსაბეზრებელ ამინდზე ვიწყებ წუწუნს.

_ცივა..

_შენ კი უნდა გციოდეს, ორჯერ გნახე და ორივეჯერ ამინდის შეუსაბამოდ გაცვია..=))

_ოჰო, საყვედურიც მთხლიშა. თუ კომპლიმენტია??

გულიანად ვიცინი. _ ასეთია დრეს-კოდი=))

_შენს გაჩერებამდე კარგი ყავის სახლი ვიცი, შეგვიძლია ცოტა გავთბეთ. რა თქმა უნდა, თუ იმდენად გცივა, რომ ჩემთან ერთად ყავა დალიო.

_კი, ზუსტად ამ დონეზე მცივა.. 🙂

ცოტა სიმსუქნისკენ მიდრეკილი მეჩვენება, თუმცა დაიკლებს, რა პრობლემაა. არ მიყვარს მოშვებული დონდლო ბიჭები. არა, მთლად ასეთიც არაა, უბრალოდ ზედმეტი კილოგრამები აქვს, ალბათ ასე 5…

ვზივარ ჩემთვის და ვფიქრობ: აუუ ხომ არ ტეხავს ეხლა კაფეში გაყოლაა? არადა, არადა… ჰმ, რა ჩერჩეტი ხარ, კიდევ ერთი თვე აპირებ ლოდინს როდის შეხვდებით სამსახურებიდან გამოქცეულები ერთმანეთს??

_ხო, მოვდივარ, კაი, მეც._ აქ გამიჩერეთ რა.

მძღოლს ხურდას აწვდის და ჩადის.

ასეთები ვართ ქალები, გვიყვარს თხზვა…