_რამდენი წლის ხარ?

_23ის

_როგორც კი შევთანხმდით შეხვედრაზე, მაშინვე გამოვედი, ბევრი ხომ არ გალოდინე?

_არაუშავს, უარესებიც ყოფილა))

_შესავლები არ გვინდოდეს ხო? პირდაპირ დავიწყოთ, არ მინდა რომ დაიღალო და ბოლომდე ვერ მივიყვანოთ საქმე.

_კარგი, როგორც გინდა, თუმცა რა დამღლის, მე მხოლოდ პირი უნდა ვამოძრაო, აი შენ კი სერიოზული ჯაფა გადგას.=))

_რატომ მოინდომე სრულიად უცხო ადამიანთან ამის გაკეთება?

_ალბათ იმიტომ, რომ უცხოსთან გაცილებით გახსნილად ვსაუბრობ, როცა არ მაინტერესებს რას იფიქრებს ის ჩემზე.

_ფსიქოლოგთან მისვლა არ გიცდია?

_(იღიმის) ვერავინ დამარწმუნებს, რომ ჩემს მოსმენაში ვინც ფულს იღებს, ის მართლა მისმენს და იმაზე არ ფიქრობს როდის გავა ერთი საათი.

_შეგახსენებ, რომ რასაც მეტყვი მე იმის გაყიდვას ვაპირებ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემს უკან სამაოდ ფართო აუდიტორია გისმენს ახლა, ხომ არ გადაიფიქრებ?

_მკიდია, წეღან ისეთი რაღაც დამალევინეს რომ ეხლა ყველაფერი მკიდია..

_აქ როგორ მოხვდი? მე შენი ისტორიიდან მარტო მთავარი მონახაზი ვიცი, რომ შენ შემოგაკვდა საძულველი ადამიანი, დანაშაულის მოხდა კი აქ გიწევს, რადგან შენი ფსიქიკური მდგომარეობა ნორმალურად არ მიიჩნიეს.

_ყველაფერი გცოდნია (იღიმის). საძულველი ადამიანი კი არ შემომაკვდა, არამედ სრულიად გააზრებულად მოვკალი, იმიტომ რომ ჩემგან ის უნდოდა, რასაც მე ნებართვის გარეშე არ ვიძლევი, ის კი ბავშვობიდან ტრაკში მიძვრებოდა, დამპალი პედოფილი იყო. სამწუხაროდ მე ამის დამტკიცება არ შემეძლო. ვიცოდი, რომ ფაქტები არ მქონდა, მხოლოდ 4 წლის ვიყავი როცა ეს ყველაფერი დაიწყო.

_ვინ იყო?

_ბიძაჩემი, ქალაქში ცხოვრობდა თავისი ოჯახით, ჩვენ ხშირად ჩავდიოდით რაიონიდან მათ სანახავად, არ ვიცი როგორ ახერხებდა  მაგრამ დილით ჩემს საწოლში მხვდებოდა, ვიღვიძებდი და ჩემს გვერდით იწვა, მხოლოდ 13 წლისა მივხვდი რა იყო ის რბილი სხეული, ტანზე რომ მედებოდა სასირცხო ადგილას. ანდა საიდან უნდა მივმხვდარიყავი, კეთილი ბიძიას თვალებით საბნის ქვეშ რას გიდებენ რომელი 4 წლის ბავშვი მიხვდება? თუმცა როცა მივხვდი უკვე გვიანი იყო..

_საშინელებას მიყვები, იცი მინდა შენი მჯეროდეს, მაგრამ შენი ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე …

_ არაუშავს, არც იმას სჯეროდა ყელს რომ გამოვჭრიდი, მაგრამ ეს დიდი სიამოვნებით გავაკეთე, სამწუხარო ის იყო მხოლოდ, რომ იმაზე მალე მოკვდა, ვიდრე მე ველოდი, უფრო დიდხანს უნდა ეხრიალა და ეფიქრა, რატომ დაემართა ეს. მე კი თავზე ვედექი და თვალებში ვუყურებდი, არ ვაძლევდი გათიშვის საშუალებას, მინდოდა დიდხანს ეყურა შეშინებული თვალებით, მატკბობდა მისი სიკვდილის ყურება და იმის წარმოდგენა, რომ მთელი ჩემი სიცოცხლე აღარასოდეს მომიწევდა მასთან შეხვედრა, ეს ნამდვილი ორგაზმი იყო… შენ ამას ვერ მიხვდები.

ფანჯრისკენ იყურება და იღიმის, ფეხები სკამზე აქვს შემოწყობილი და თბილი ხალათი აცვია. ლამაზი თმა აქვს,გრძელი და ხვეული.

_გინდა ჩემი ბავშობის სურათები განახო?

_კი, კარგი იქნებოდა.

_წამოდი ჩემს ოთახში გავიდეთ.

მისი ოთახი დერეფნის ბოლოშია, ნელი ნაბიჯით მივდივართ, ყველა ოთახის კართან ჩავლისას პატარა ისტორიას მიყვება იქაურ ბინადარზე.ეტყობა რომ აქ ყოფნა არ აღიზიანებს.

_კეთილი იყოს შენი ფეხები ჩემს ოთახში, მეკვლე ხარ ჩემი, აქ ერთი ექთნის გარდა არავის ვუშვებ, დამპალი კახპები, ნივთებს მპარავენ. თავიდან ყველას ვიღებდი, მერე შევნიშნე რომ ჩემი სამკაულები შეცოტავდა, მერე ჩემი სახატავები გაქრა სადღაც, ბოლოს ჩემი ულამაზესი წითელი, ფუშფუშელა კაბა. ეხლა ყველას დავემუქრე ყელს გამოგჭრით მეთქი და ეშინიათ საწყლებს (იცინის).

საკმაოდ კარგად მოწყობილი ოთახია, ამ ადგილის კვალობაზე ზედმეტაც კარგიც კი, მე ვფიქრობდი აქ ყველა ოთახში ნესტის სუნი იდგა და ვირთხები დარბოდნენ.სადა და ნათელია, თუმცა მუქი ფარდებიც კიდია.

აღმოსავლეთის კედელზე სამლოცველო კუთხეა, მის გვერდით, სამუშაო მაგიდაზე, ფურცლები და წიგნები ყრია. კედლებზე ნახატებია გაკრული, აბსტრაქტებია, ძირითადად შავი წრეები ხატია, შუაში თეთრი წერტილებით, უმეტესობა ასეთია, მხოლოდ შავ–თეთრი სურათებია..

აი ჩემი ფოტო, ნახე რამხელა ნაკეცები მაქვს ფეხებზე და როგორი ქერა ვარ. ^^

სურათიდან მართლაც საყვარელი, პუტკუნა ბავშვი შემომციცინებს.

_ ის ყლე კი ამ ასაკში უკვე ჩემს ხმარებას ცდილობდა.

_დარწმუნებული ხარ რომ მართლა ასე იყო? არამგონია 3 წლის ბავშვი სწორად აღიქვამდეს და იმახსოვრებდეს იმას, რაც მის თავს ხდება.

_ძალიან კარგად მახსოვს და როგორც გითხარი, 13 წლისამ აღვიქვი რაც ხდებოდა და იმ დღიდან, ჩემი ერთადერთი გრძნობა ამ კაცის მიმართ იყო ზიზღი. მძულდა მთელი ჩემი არსებით, გული მერეოდა რომ ვხედავდი, არ შემეძლო მასთან ერთად ოთახში გაჩერება, თითქმის არ ველაპარაკებოდი როცა ჩვენ გვიწევდა მათთან ჩასვლა, ან ისინი ჩამოდიოდნენ ჩვენთან. არ ვპასუხობდი მის კითხვებს, მეზიზღებოდა როცა მიყურებდა, საშინლად განვიცდიდი ღამე რომ ერთ სახლში გვეძინა, შენ არ გეგონოს, რომ მხოლოდ ბავშობაში მიკეთებდა ამას და რომ გავიზარდე აღარ, რამდენჯერ აღმოვაჩინე იცი ჩემს ლოგინთან მოსული ღამე? როცა მთვრალი იყო, არ ვიცი რა ძალა მაღვიძებდა, მაგრამ როდესაც ცდილობდა საბანი გადაეხადა, ვიწყებდი ტრიალს, არც ის მინდოდა დაენახა რომ მეღვიძა და ვიცოდი რასაც აკეთებდა, მერე მანებებდა ხოლმე თავს. ერთხელ რომ აღარ მომეშვა, ადვექი საწოლიდან და დეიდაჩემს მივუწექი.

_საშინელებაა რასაც ყვები, ან როგორ შეგიძლია ამაზე ასე წყნარად საუბარი?

_ახლა უკვე შემიძლია, თან შენთან,  მე ამას ბევრს კი არ ვუყვები, სასამართლოში მარტო ის ვთქვი, რომ ღამე მოვიდა და ჩემი გაუპატიურება უნდოდა მეთქი, და მე თავს ვიცავდი, ის კი არავის უფიქრია რა უნდოდა ჩემს საწოლთან დანას(იცინის და თავს აქნევს).

_ რა უნდოდა შენს საწოლთან შუა ღამისას დანას?

_ რა უნდოდა და მე მაგაზე 7 წელი ვფიქრობდი, 7 წელი ველოდი როდის გაბედავდა ისევ ჩემთან მოკარებას, ყოველთვის, როცა მათთან ვიყავით სახლში, დაწოლის წინ ლოგინში მოვინდომებდი ხოლმე რაიმე ხილის დაჭრას, რომ არავის გასჩენოდა კითხვა, რატომ მედო ლოგინთან სკამზე დანა და თეფში. ბოლო დროს თითქმის ძალითაც კი ვცდილობდი მის გამოწვევას რომ მერე ღორივით გამომეჭრა ყელი და აქეთ მე გამოვსულიყავი დაზარალებული.))

რა თქმა უნდა, ეჭვიც არავის აუღია რომ ეს მართლა ასე იყო, და რა არ იყო??? აბა მე გიჟი ვარ და ტყუილად მოვკალი საწყალი კაცი უმიზეზოდ?? ის დამპალი ხორცის უსულო მასა…

_როგორ მოახერხე ეს, თუ იმ სახლში კიდევ ცხოვრობდნენ შენი ნათესავები?

_ ძალიან ადვილად, მე ცალკე ოთახში ვიძინებდი ხოლმე, ის ყველაზე ბოლო ოთახი იყო მათ სახლში, მოშორებით. ესეც რა თქმა უნდა სპეციალურად, ვიმიზეზებდი იმას, რომ დილით თქვენი ხმაური მაღვიძებს მეთქი. დიდი არაფერი უნდოდა იმის თქმას, რომ პირზე ხელი ამაფარა, მე კი სკამზე რასაც მივწვდი, ეს დანა აღმოჩნდა და სიბნელეში არ ვიცი სად მოვახვედრე, ის ხომ ხელებსაც ,, მიჭერდა”. მე ვცდილობდი მეყვირა, ის კი უნამუსოდ უკვე ჩემს საწოლში იყო.

ეს რა თქმა უნდა ზღაპარია, მე მისთვის წინააღმდეგობა მაშინ არ  გამიწევია, შენ გგონია მართლა ჰქონდა იმის ტრაკი რომ გავეუპატიურებინე? სიმართლე გითხრა არ მახსოვს ბავშვობაში ბოლომდე აკეთებდა თუ არა ამას, როგორც მახსოვს, არა, მაგრამ იმ მისთვის უბედურ ღამეს ნამდვილად ყველაფერი მე მოვუწყვე. ვაიძულე ჩემს ოთახამდე მოსულიყო, დანარჩენი კი უკვე მისი სიმთვრალის და ჩემი დამსახურებაა.

_ანუ შენ ის წინასწარი განძრახვით მოკალი.

_ რა თამა უნდა, არ იყო ღირსი? მითხარი ერთი, რას იზამ შენს შვილს რომ შენმა ძმამ იგივე გაუკეთოს? სამწუხაროდ მე ეს არავისთვის მითქვამს (ან როგორ უნდა მეთქვა) და ამიტომ შურისძიებაც მევე მომიწია.

_აქ ყოფნა ალბათ ძნელია..

_ სულაც არა, აქ ყოფნა გარეთ ყოფნაზე უკეთესია, წარმოიდგინე, როგორ უნდა მეცხოვრა რომ არ მომეკლა, ამდენი წელი ამ ამბის გამო მძულდა საკუთარი თავი, მძულდა ყველა, მძულდა ცხოვრება, არ შემეძლო ვყოფილიყავი ჩვეულებრივი ახალგაზრდა გოგო, მეზიზღებოდა როცა ვინმე მეხებოდა, გული მერეოდა ყველა ბიჭზე, ვიკაწრავდი სხეულს, ვტიროდი როცა თავიდან ვერ ვიგდებდი მის სახეს, როცა ურცხვად და უტიფრად მიყურებდა ხოლმე, კედელს ვურტყამდი  თავს და თმებს ვიგლეჯდი.

ნამდვილად დიდი დახმარება გამიწიეს იმ ფსიქოლოგებმა, ვისაც ჩემი შემოწმება ჰქონდათ დავალებული, რამდენჯერმე გასაუბრების შემდეგ ნამდვილად არ გასჭირვებიათ ვინმეს დარწმუნება იმაში, რომ შეშლილი ვიყავი..

ან იქნებ მართლა ვარ კიდეც?!

თავს უკან სწევს და ხარხარებს, თან ფეხს იატაკზე აბრახუნებს, წინ იხრება და მუხლებზე ემხობა, იატაკს თავს ურტყამს და ყვირის: არა, არა, არა, გიჟები თქვენ თვითონ ხართ, უნდა მომეკლა ის ღორი, ახლა თავისუფლად ვსუნთქავ, ახლა მე მე ვარ და არაფრის აღარ მეშინია…

თავს ზევით სწევს, დაწყნარებული სახე აქვს, დაწყნარებული და კმაყოფილი.

_წამო ეზოში გავაგრძელოთ, შენ თუ გგონია აქ ჩემს კივილზე ვინმე შემოვა ძაან ცდები, ესენი ჩემი დაქალუშკები არიან და როცა ასე ვყვირი, იციან, რომ თუ არ შემოვლენ, უფრო მალე დავწყნარდები. =))

_ ცოტა შეშინებული მივყვები, ალბათ მე ვერასოდეს გავიგებ ბოლომდე, რა არის ამ ქალის ცხოვრება და რას განიცდის ის ახლა, საოცრად სწრაფად შეუძლია გარდასახვა.

ეზოში იგრძნობა, რომ მარტია, აი ისეთი მზეა, ცხვირს რომ გიწვავს, მაგრამ ვერ გათბობს.

_შენი აზრით ასეთი ამბები ხალხს აინტერესებს?

_კი, ხალხს უყვარს სხვისი უბედურების სეირის ყურება, უყვართ ის, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას ცოტა ხნით ძაბავს, წაკითხულის წარმოსახვით მაინც.

_მე ჟურნალებს არ ვკითხულობ, არ გეწყინოს..=)

_აუცილებლად გამოგიგზავნი რომ დაიბეჭდება ეს სტატია.

_არაა, არ მინდა, მადლობა.

_იცი, ყოველთვის ამბობდნენ, რომ მე ჩაკეტილი, ცივი და უცნაური ბავშვი ვიყავი, არასოდეს არ ვლაპარაკობდი რა მაწუხებდა, ვიცოდი, რომა არავის არ აინტერესებდა ჩემი მდგომარეობა, რაც უფრო მეტი ხალხი იყო ჩემ გარშემო, მე მით უფრო მარტო ვგრძნობდი თავს..

_რა რეაქცია ჰქონდათ შენს ოჯახის წევრებს და ნათესავებს?

_აბა წარმოიდგინე, გოგონამ თავისი ბიძა მოკლა, ვიღაცა დაქვრივდა, ვიღაც დაობლდა, ვიღაცას კი გულზე მოეშვა, ანუ მე =)

ავუკრძალე ყველას აქ მოსვლა, გავაფრთხილე რომ ფეხი არ მოადგან. მოდიან, მიტოვებენ ყველაფერს, რაც მჭირდება და მიდიან, როგორც ხედავ არაფერი მაკლია. იცი? საერთოდ არ მაინტერესებს ეხლა გარეთ ხალხი რას ფიქრობს ჩემზე, გჯერა რომ ბედნიერი ვარ?

_როგორ არ უნდა გჯეროდეს, როცა ის სკამზე წევს, მზეს ხელებით ეთამაშება თვალებში რომ არ მიანათოს და გაღიმებული მიყვება ამ საზარელ ისტორიას.

სკამიდან წამოდგა და მეუბნება: მოდი, დაჯექი, ეხლა არ მითხრა რომ ჩემი გეშინია:)

_ვცდილობ არაფერი გამომეპაროს.

_რა უნდა გამოგეპაროს, ამხელა დიქტოფონი გიჭირავს 🙂

იცი, აქედან რომ გავალ, ახალ ცხოვრებას დავიწყებ, ხომ წარმოგიდგენია ჩემი ისტორიის პატრონს როგორი ცხოვრება მექნება:)

_რთული ალბათ…

_რთული გარეგნულად, შინაგანად კი მშვიდი.. გინახავს შენ როგორია მშვიდი მკვლელი?

ან იქნებ იმიტომ ვარ ახლა მშვიდად, რომ რაღაცეებს ვსვამ, ალბათ ამიტომ ვარ მშვიდად არა?

ეტყობა, რომ ჩემი პასუხის გაცემა არაფერში სჭირდება, ის უფრო თავისთვის მსჯელობს.

_იქ, გარეთ, უჩემოდ უფრო ადვილად გადახარშავენ ამ ამბავს და რომ გავალ, ნაკლებ კითხვებს დამისვამენ, უფრო სწორედ, ალბათ არავინ არაფერს შემეკითხება, მათ ხომ გიჟი ვგონივარ, ის კი არ იციან, რომ ერთ ღამეში არ გიჟდება ადამიანი, რაც უფრო მეტს ფიქრობს, მით უფრო უახლოვდება სიგიჟეს..

შენი აზრით, ეს მასალა საკმარისია?

_ვფიქრობ, კი. მკითხველის ძირითადი კითხვა არის ხოლმე ,,რატომ?”, რომელსაც შენ, ვფიქრობ, ამომწურავი პასუხი გაეცი.

ანუ არ ნანობ?

_არც ერთ წამით..

_არც მე არ ვინანებდი…

_მადლობა, შენ კაცი ხარ, მაგრამ გესმის ჩემი, ალბათ იმათაც ესმით, გარეთ რომ არიან.. =))

არ ვიცი ესმის თუ არა ვინმეს ამ გოგონასი, მაგრამ სადღაც, ქალაქგარეთ, არის ერთი პატარა საგიჟე, სადაც ზიზღისა და შურისძიებისაგან დაცლილი ადამიანი სასჯელს იხდის იმისთვის, რომ საკუთარ თავს შვება მოუტანა…

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s