წინასაახალწლო განწყობას ვიქმნი, ვიქმნი და შევიქმენი =)) სამსახურში ჩემი ოთახი ფიფქებით, წვიმებით და სათამაშოებით მოვრთე, კომპის ეკრანზეც ახალი წელია, გონებაშიც ბოლო დღეებში ქაოსია, ვფიქრობ რომელი ორიგინალური კერძი მოვამზადო, რით გავაკვირვო 1–ში ერთად შეყრილი ნათესაობა, როგორ ვცადო ისეთი გოზიანყის მომზადება, რომ წელს მაინც მომეწონოს. რამდენიმე სალათის რეცეპტიც მაქვს კომპში შენახული. ნაძვის ხე ერთი კვირაა რას დავდგი, სახლიც მოვრთე და დავალაგე საფუძვლიანად.

მეტს რას ითხოვთ ჩემგან? ამას გულისხმობდით როცა მეკითხებოდით მაქვს თუ არა წინა საახალწლო განწყობა და მიხარია თუ არა ახალი წლის დადგომა? ამ ყველაფრის შემდეგ ჩემი პასუხია: არა!

მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რადგან ერთი თვით და კვირით ადრე არ მიხარია, არ გავერთობი, არ დავლევ, არ ვიყვირებ, არ ვიმღერებ, არ ვიცეკვებ, არ ვიბოდიალებ ქუჩებში და ფეხებში ასაფეთქებლებს არავის ჩავუყრი. სულაც არა მეგობრებო!

უბრალოდ წინასწარ ცანცარი და თვალების გაბრწყინება არ მიყვარს რა. აი ჩემი  სამუშაო ოთახი:

სიმართლე რომ გითხრათ, ჩემთვის ახალი წელი ზაფხულში დგება, მაშინ ვაკეთებ წლის შეჯამებას, მაშინ ვითვლი ახდენილ ოცნებებს, ჩადენილ შეცდომებს და ვაჟკაცობებსაც, მაშინ მიხარია, რომ წინა ზახულთან შედარებით რაიმე შევცვალე, რაიმეში წინ წავედი, კიდევ ერთი მივატოვე და ა.შ =))

კიდევ ერთ სიმართლეს გაგიმხელთ: როდესაც კარგად ვარ, მაშინ მაწვება ის, რასაც მე ,,ნაღვლის დენას” ვეძახი, მაშინ მახსენდება რომ თურმე ათასობით ადამიანი ამ წამს კვდება, ათასი ბავშვი მშიერია, ათი ათასს ეუბნებიან,რომ კიბო   აქვს, კიდევ იმაზე უფრო მეტს ტოვებენ მარტოს და ასე დაუსრულებლად, მე კი ვზივარ და ჩემს წიკვინა პრობლემებს ვაშეარებ, ვაფუფუნებ საკუთარ სხეულს, ვჭამ და ვსვამ ღორივით, ვხარხარებ კახპასავით და მოკლედ ასე თუ გავაგრძელე მალე საკუთარ თავთან ზავის დადება მომიწევს რომ ჩემმა ერთმა მე-მ მეორე არ მიახრჩოს =)

და მაინც, დამდეგს გილოცავთ =))

ეს ,,რაღაც” ჩემმა თანამშრომელმა ბიჭმა მაჩუქა (საყვარელია ხო?). ზედ აწერია: ,,აქ ჩაალაგე ჩემი ოთახიდან მოპარული ნივთები”. ხოდა მეც ,,სკოჩი” და კალმები ჩავდე :D:D:D

შემდეგ პოსტში ჩემს საახალწლო სახლს განახებთ და იმასაც მოგიყვებით როგორ მოვამზადებ ექსპერიმენტულ კერძებს ტრადიციული მენიუდან =)

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s