Archive for დეკემბერი, 2011


წინასაახალწლო განწყობას ვიქმნი, ვიქმნი და შევიქმენი =)) სამსახურში ჩემი ოთახი ფიფქებით, წვიმებით და სათამაშოებით მოვრთე, კომპის ეკრანზეც ახალი წელია, გონებაშიც ბოლო დღეებში ქაოსია, ვფიქრობ რომელი ორიგინალური კერძი მოვამზადო, რით გავაკვირვო 1–ში ერთად შეყრილი ნათესაობა, როგორ ვცადო ისეთი გოზიანყის მომზადება, რომ წელს მაინც მომეწონოს. რამდენიმე სალათის რეცეპტიც მაქვს კომპში შენახული. ნაძვის ხე ერთი კვირაა რას დავდგი, სახლიც მოვრთე და დავალაგე საფუძვლიანად.

მეტს რას ითხოვთ ჩემგან? ამას გულისხმობდით როცა მეკითხებოდით მაქვს თუ არა წინა საახალწლო განწყობა და მიხარია თუ არა ახალი წლის დადგომა? ამ ყველაფრის შემდეგ ჩემი პასუხია: არა!

მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რადგან ერთი თვით და კვირით ადრე არ მიხარია, არ გავერთობი, არ დავლევ, არ ვიყვირებ, არ ვიმღერებ, არ ვიცეკვებ, არ ვიბოდიალებ ქუჩებში და ფეხებში ასაფეთქებლებს არავის ჩავუყრი. სულაც არა მეგობრებო!

უბრალოდ წინასწარ ცანცარი და თვალების გაბრწყინება არ მიყვარს რა. აი ჩემი  სამუშაო ოთახი:

სიმართლე რომ გითხრათ, ჩემთვის ახალი წელი ზაფხულში დგება, მაშინ ვაკეთებ წლის შეჯამებას, მაშინ ვითვლი ახდენილ ოცნებებს, ჩადენილ შეცდომებს და ვაჟკაცობებსაც, მაშინ მიხარია, რომ წინა ზახულთან შედარებით რაიმე შევცვალე, რაიმეში წინ წავედი, კიდევ ერთი მივატოვე და ა.შ =))

კიდევ ერთ სიმართლეს გაგიმხელთ: როდესაც კარგად ვარ, მაშინ მაწვება ის, რასაც მე ,,ნაღვლის დენას” ვეძახი, მაშინ მახსენდება რომ თურმე ათასობით ადამიანი ამ წამს კვდება, ათასი ბავშვი მშიერია, ათი ათასს ეუბნებიან,რომ კიბო   აქვს, კიდევ იმაზე უფრო მეტს ტოვებენ მარტოს და ასე დაუსრულებლად, მე კი ვზივარ და ჩემს წიკვინა პრობლემებს ვაშეარებ, ვაფუფუნებ საკუთარ სხეულს, ვჭამ და ვსვამ ღორივით, ვხარხარებ კახპასავით და მოკლედ ასე თუ გავაგრძელე მალე საკუთარ თავთან ზავის დადება მომიწევს რომ ჩემმა ერთმა მე-მ მეორე არ მიახრჩოს =)

და მაინც, დამდეგს გილოცავთ =))

ეს ,,რაღაც” ჩემმა თანამშრომელმა ბიჭმა მაჩუქა (საყვარელია ხო?). ზედ აწერია: ,,აქ ჩაალაგე ჩემი ოთახიდან მოპარული ნივთები”. ხოდა მეც ,,სკოჩი” და კალმები ჩავდე :D:D:D

შემდეგ პოსტში ჩემს საახალწლო სახლს განახებთ და იმასაც მოგიყვებით როგორ მოვამზადებ ექსპერიმენტულ კერძებს ტრადიციული მენიუდან =)

Advertisements

გამოცდების პერიოდი

გამოცდების პერიოდი

სიზარმაცე სენია, დაავადება, რომელიც ძნელად იკურნება, ან საერთოდ არ იკურნება და გადამდებია(warning!)

ყველა ადამიანი ზარმაცია, ოღონდ სხვადასხვა ხარისხში. არსებობენ პასიური ზარმაცები, ზარმაცები, ხშირად ზარმაცები და ძააან ძერსკებეეე კიარადა ძალიან ზარმაცები.

აი მე, მაგალითად, მეგობრებო, ზე–ზარმაცი ვარ, ხანდახან სუნთქვაც კი მეზარება, კიდევ კარგი ეს დალოცვილი დიდ ძალას არ მოითხოვს და თანდაყოლილია, თორემ დავიღუპებოდი=)).

ვერ გამაკვირვებთ ვერაფრის დაზარებას,იმიტომ რომ დღის განმავლობაში არ მგონია ჩემზე მეტჯერ იყენებდეთ ამ სიტყვას.

მე მეზარება:

დილით ადგომა,

ჩაცმა,

მოწესრიგება,

ჭამა,

მგზავრობა,

სამსახურში ყავის დალევა,

მეილის შემოწმება,

პასუხების გაგზავნა და ა.შ. მთელი სამუშაო პროცესი,

მერე სახლში მოსულს მეზარება ტანსაცმლის გამოცვლა,

კომპიუტერის დანახვაც კი მეზარება უკვე,

სკაიპში მეგობრების მოკითხვაზე პასუხის გაცემაც  მეზარება,

ტუალეტში შესვლაც მეზარებაააააააა :დ

მერე მოსწავლე მეზარება,

მერე ტივის ყურებაც უკვე დიდი ხანია მეზარება

და მეგობრებო, დგება კულმინაციური მომენტი, ამდენ დაზარებაში, არის ის, რაც ჩემს სულს ახარებს, სხეულს ამხნევებს და გონებას აბედნიერებს!

ერთადერთი რაც არ მეზარება არის ძილი! :დ ძილის წინ მაქვს მთელი ცერემონიალი,ჩემთვის ყველაზე ტკბილი ნაწილი, ყველაზე აამღელვებელი და მგრძნობიარე არის პიჟამოების ჩაცმის და ლოგინში შეყუჟვის მომენტი ❤

ესეც მე ვარ:

შესაბამისად, ყველაზე არასასიამოვნო პროცესი ამ სიამოვნებისგან ჩემი მოწყვეტაა, ამიტომ არავის არ გირჩევთ დილით ჩემს მაღვიძარაზე ადრე ჩემთან კონტაქტში შემოსვლას, ძალიან სახიფათო და ფატალური შედეგით შეიძლება დასრულდეს ყველაფერი)).

ერთადერთი მახსოვს რომ რამოდენიმე წლის წინ ჩემმა ძმამ დაბადების დღე მომილოცა და დილით თავთან რაფაელო დამიდო და მაგაზე გამეღვიძა, მაგრამ ვაპატიე რაფაელოს ხათრით :დ

მე ❤ ძილი =))))

პ.ს. თუ რაიმე საქმე გექნებათ გადაუდებელი, დილაობით სანამ გამაღვიძებთ საწოლთან შორს დადექით თავიდან, ერთ დაძახებაზეც გავიგებ და ეგრევე ხელების ქნევას დავიწყებ ,,მტრის ლიკვიდაციის მიზნით”, ხოდა შორს თუ იდგებით გადარჩებით 😀


გამოფენა-გაყიდვა გაიმართება კაფე Fragola-ში, ალ. ყაზბეგის გამზირი #2 (პავლოვის ქუჩა #2)  16-27დეკემბრის ჩათვლით.

პირველი რაც მახსენდება ამ ამბავთან დაკავშირებით არის თოვლში ფეხშიშველი რომ დგახარ ეგ  შეგრძნება :დ.

რამდენიმე კვირის წინ, თიონამ  ფეისბუკის გვერდის წევრებს კონკურსის შესახებ ამცნო, რომლის მონაწილეებსაც გადაიღებდა  პროექტის ფოტოსესიაში.

პროექტი,როგორც სათაურიდან შეიტყვეთ ხეების გადასარჩენად გადადგმული მოკრძალებული ნაბიჯია, ჩვენ, მისი მონაწილეები და ავტორი უარს ვამბობთ ხეების მოჭრაზე და საზოგადოებასაც იგივე ლოზუნგით მოვუწოდებთ.

კონკურსი კი ლამაზ თმიანი გოგონებისთვის ჩატარდა, გამოვლინდა რამდენიმე გამარჯვებული. ესეც ჩემი საკონკურსო ფოტო))

ავტორს ჰქონდა სურვილი ყველა მონაწილე გადაეღო პროქტისთვის და გამარჯვებულისთვის მოეწყო დამატებითი ფოტოსესია, მაგრამ ზოგმა კონკურსანტმა თავი შეიკავა რატომღაც ფოტოების გადაღებისგან. იმედი მაქვს მიზეზი მისი თემატურობა არ იყო.))

თქვენი ქეთუსიაც დიდი სიამოვნებით ჩაერთო პროექტში, გამარჯვებული ვერ გახდა მაგრამ თავისი ფოტოთი ხეების დამცველთა რიგში ადგილი დაიკავა. ))

ფოტოების გადასაღებად წითელსოფელში გახლდით, ერთ–ერთი მონაწილის და ჩემი ჯგუფელის სახლში. მიუხედავად ყინვისა და თოვლისა, მაინც მშვენიალური სურათები გამოგვივიდა, ორიგინალ ფოტოებს ვერა, მაგრამ ჩემი ტელეფონის 6 წლიანი დაძველების ხარისხით გადაღებულ მუშაობის პროცესს გთავაზობთ.

მალე გაიმართება გამოფენა სადაც საზოგადოება თეოს ნამუშევრებს ჩვენი მონაწილეობით იხილავს. გოგონებს სხეულზე ახატავდნენ ხის რომელიმე ნაწილს და ისე იღებდნენ. მე არაფერი დამიხატავს, მაგრამ რანაირად გადამიღეს ეგ საიდუმლოა)) გამოფენის დეტალებს ჩემს ფეისბუკის გვერდზე შეგატყობინებთ და გელით იქ ყველას.

ეს ჩვენი დიდი გულშემატკივარი ფისოა,რომელსაც მე ჯეკი დავარქვი. მართალია ვერ ვიტან ამ არსებებს მაგრამ ალბათ ხვდებოდა რომ მციოდა და მალ–მალე გამიქლასუნებდა ხოლმე კუდს :დ მე განწირული ვუყვიროდი გადი იქით კატავ–მეთქი):დ:დ მაგრამ მთლიანობაში მაინც კარგი ფისო იყო,სტუმართმოყვარე))

ეს ერთ–ერთი მონაწილე თაკოა, ყელთან ნეკერჩხლის ფოთლები ახატია და მხოლოდ სახე და ფოთლები გამოჩნდება სურათში))

პ.ს: ხო, გამოფენა–გაყიდვაზე საშუალება გექნებათ თქვენი ფავორიტი სურათი შეიძინოთ და თქვენ მიერ გადახდილი თანხით მონაწილეობა მიიღოთ  ნერგების დარგვაში, რომელსაც თიონა თავისი სტუდიის ეზოში აპირებს)).