Archive for ნოემბერი, 2011


ცეკვაზე უნდა მივიდე.

მოყვარულებში მინდა ჩავეწერო, გავიხსენო ძველი დრო და როგორც ვეტერანმა მოცეკვავემ ისე ვიცეკვო ვინმე ხანში შესულთან ერთად ვალსი,სალსა, რუმბა…მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენთან მოყვარულებში ასაკიანი ხალხი არ დადის=)

მე ეგოისტი ვარ,სულ ჩემს თავზე ვლაპარაკობ.

კიდევ მინდა რაიმე ხელსაქმე ვაკეთო, რაიმე კიარა,მინდა ლამაზი ნივთების შექმნა შემეძლოს,სამკაულების.. ვაკეთებ ესკიზებს და მერე ვყრი, არ მიყვარს არ–დაწყებულ ვერ–დაწყებულ რაღაცეებზე ფიქრი=))

მინდა, რომ საღამოს ვისეირნოთ მე და შენ.

მაგრამ რადგან შენ არ არსებობ,ამიტომ მარტო არ ვსეირნობ და სამარშუტო ტაქსით დავდივარ. (აქ არის კულმინაცია ჩაშხამების, თუ რაიმე რომანტიკის ნაპერწკალს ხედავდით ზემოთ, ამ ფრაზით ყველაფერი ჩაგშხამდათ, მე მიყვარს მომენტების გაფუჭება :დ)

დიდი ხანია არაფერი დამიხატავს, ხატვა არ ვიცი, ხოდა ამიტომ ჯობდა მეთქვა: დიდი ხანია ფურცელზე ჩემი ემოციები ფანქრით არ გადმომინთხევია.

შარშანწინ ამ დროს, მქონდა მუქ წითლად შეღებილი თმა, ვიჯექი ბაღის ეზოში და ვხატავდი დიდ შავ წრეებს,ერთმანეთზე მუქს, უშავესს=)).

ვერ ვიტან ბანალურ, დამწვარი ტიპების დაწერილ უაზრო ლექსებს ღამეზე, მთვარეზე, ცრემლებზე, ცაზე, გზაზე,დსდსაზე, ბკრგრაზე და ტრაკზე რავიცი მე, რაც გაერითმება ყველაფერს რომ შიგ ყრიან ლექსში.

გუშინ ჩემი იუბილე იყო, 22 წლის გავხდი, ისე მიხაროდა, ისე მიხაროდა, მთელი დღე მლაშე ცრემლებს ვყლაპავდი აღარ ვიცოდი ამდენი ბედნიერება და მოზღვავებული სიხარული სად წამეღო=))

ხო, კიდევ ერთი ლაწირაკია ფბ–ში, ყოველ შესვლაზე მწერს რა ფერის ლიფი გაცვიაო, რა საინტერესო ადამიანია არა?? ^ ^

დღეს აჭარული ხაჭაპური ვახრამუნე უუუგემრიელესი იყო, ვისაც გიყვართ, რეკომენდაციას ვუწევ რუსთავში კაფე ,,_”–ს, სახელი არ მახსოვს და იმიტომ :დ

კიდევ დაწერდა ერთი–ორ ხაზ სისულელეს კაცი, მაგრამ მეზარება..

პ.ს. დღეს შერიდანი შემომელევინა უსაქმურობის ჟამს და ძალიან გულთანაც ნუ მიიტანთ ამდენ მოზღვავებულ სისულელეს ერთ პოსტში=))

 


საკუთარ იუბილეზე პოსტი არასოდეს დამიწერია..და არც მეჩვენება საინტერესოდ ამის წერა,უბრალოდ, რაღაცნაირად…

გამარჯობა,მე ქეთუსია ვარ, დღეს 22 წლის გავხდი. ჩემი სტუმრები უკვე წავიდნენ,  დედაჩემის სადღეგრძელოს დალევა დაავიწყდათ.

+

რამდენჯერაც ტელეფონი ახმაურდება იქნებ ის იყოს,იქნებ ის იყოს_მეთქი ვფიქრობ.

+

ძალიან მენატრება რამდენიმე ადამიანი და განსაკუთრებით მაშინ მენატრებიან როცა ვიცინი,ვმხიარულობ და მათ ჩემს გვერდზე ვერ ვხედავ.

და ვეღარც ვნახავ ვერასდროს.

და მაინც,

რა ლამაზი დღეა…

მეზობლებმა დამასაჩუქრეს))

 

ესეც მეორე ტორტი ^ ^


მე 21წლის ვარ, შენ 20 ის. (მგონი პედოფილი ვარ). ჩვენ სამი წელია ვმეგობრობთ, შენ ჩემი ყველაზე ყველაზე ხარ. არ ხარ ამ სტატუსის ღირსი მაგრამ ხარ. ჩვენ ორივე მბრძანებლები ვართ. ჩვენ ძალიან ხშირად გვიყვარს და გვძულს ერთმანეთი ერთნაირი ძალით. ჩვენ ვატარებთ საუკეთესო დროს ერთად. ჩვენ ვცხოვრობთ ერთმანეთით. დავდივართ ყველაგან ერთად, ვაკეთებთ ყველაფერს ერთად. მე მაინც მგონია რომ ეს ჩემი დამსახურება.

მე მიკვირს რატომ მითმობ და მპატიობ ამდენ რამეს ამდენი წელი.

იცი მე ახლა ყველაზე მეტად შენზე მიჭირს ლაპარაკი, იმიტომ რომ ჯერ ისევ მტკივა.

და იმიტომ რომ შენი ნათქვამი ,,მიყვარხარ” ყველაზე გულწრფელად ჩავთვალე.

და მაშინ,როცა ჩვენ ყველაზე კარგად ვართ, როცა ვფიქრობ რომ შენ ხარ ის, ვინც ჩემია და მე მისი, იმ დროს როდესაც შენ ჩემი სიზმრები გიკავშირდება, იმ დროს როდესაც შენ ლექსებს მიძღვნი, მაშინ როდესაც შენ ტირი იმიტომ რომ მოგენატრე, მაშინ როდესაც მე მეღიმება შენი სურათის ყურებისას, მაშინ როდესაც ვაპირებ თვალებში ჩაგხედო კოცნის დროს,

შენ მე მღალატობ.

შემდეგი, თუ შეიძლება, ცხოვრებავ!


მე 19 ის ვარ. შენც!

მე მორწმუნე ვარ. შენც!

მე მიყვარს შოკოლადის ნაყინი. შენც!

მე პირველს ვივიწყებ. შენც!

მე მიყვარს ლუდი. შენც!

მე ვსველდები ზაფხულის წვიმაში. შენც!

მე ლექსებს ვწერ. შენც!

მე ვტირი. შენც!

მე ვმღერი. შენც!

მე ვხატავ. შენც!

მე არ ვეწევი. არც შენ!

მე აღარ მომწონს ამდენი საერთო რომ გვაქვს.

_…….

მე გავიგე რომ 18 წლის ხარ.

_…….

მე ვხედავ რომ შენ ჩემი ფული ძალიან გიყვარს.

_…….

მე გავიგე რომ ისევ ეწევი.

_…….

მე ვხედავ,  რომ შეხვედრაზე  ყოველთვის აგვიანებ.

_………

მე მივხვდი, რომ შენ ძალიან დიდ გავლენას ახდენ ჩემზე ჩემდაუნებურად.

_…………

მე ვგრძნობ,რომ ვიხუთები შენ გვერდზე.

_……….

მე ვგრძნობ, რომ სასწრაფოდ უნდა განვთავისუფლდე შენგან.

_………..

ორი თვის თავზე მე შენ გტოვებ.

_………..

შენ-პირველი

Posted: ნოემბერი 3, 2011 in მე მე მე
ტეგები:

მე 17 წლის ვარ. შენ 18 ის. ჩვენ ბავშვები ვართ. ჩვენ ბავშვურად ცხვირს ვიბზუებთ ერთმანეთზე. მე პირველად გხედავ შენს აგარაკზე, სადაც მე და ჩემი დეიდა შენი სტუმრები ვართ, არ მომწონხარ, ნერვიულად დადიხარ და ბუზღუნებ.

ერთ კვირაში ინგლისურის გამოცდის ქულას ვიგებ, ძალიან ვბრაზდები საკუთარ უნიჭობაზე (87ქულა) და ტირილს ვიწყებ. შენ ჩემს ოთახში შემოდიხარ და ჩემს დამშვიდებას ცდილობ.

მეორე დღეს მთხოვ, რომ უფრო ხშირად გაგიღიმო ხოლმე.

მესამე დღეს შენ ჩემზე ზრუნვას იწყებ, ხელჩაკიდებული დაგყავარ ტყეში აღმართებზე, თუმცა იცი რომ დაუხმარებლადაც მშვენივრად ვივლი.

მეოთხე დღეს მიყვარხარ.

მერე რა ხდება აღარც კი მახსოვს… ჩვენ ერთი თვე ვართ ერთად, გვძინავს გვერდიგვერდ ოთახებში, მთელ დღეებს ერთად ვატარებთ, თითქოს სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო..

ერთი თვის შემდეგ მე სახლში ვბრუნდები, შენ რჩები…17წელი ის ასაკია როდესაც ყველაფერი ერთად გენგრევა თავზე და სამყარო გძულს. ერთადერთი რასაც ვნანობ ის არის რომ შენ იცოდი რომ ამ დამხობილ სამყაროში შენ გამო მიხაროდა სიცოცხლე. ეს არ უნდა გცოდნოდა.

ხუთი წელი გადის მაs მერე. და მე ვხვდები, რომ ყველაფერი იქ უნდა დამთავრებულიყო,ერთი თვის შემდეგ, დღეს შენც უფრო ბედნიერი იქნებოდი და მეც.


დილას მახსოვდა რისი დაწერა მინდოდა,ეხლა აღარ მახსოვს.სკლეროზს ხომ არ მივუძღვნა ერთი პოსტი?? =))

არა, მოდი უფრო სასიამოვნო რამეზე ვილაპარაკოთ. მაგალითად იმაზე, რომ გარეთ მზეა, მე ოფისში ვზივარ და მცივა, მაგრამ მზეს რომ ვხედავ მაინც მიხარია=)) ვსვამ ყავას, ვაყოლებ მარმელადს და მეილებს ვუგზავნი კომპანიებს.. ოხხ რა ძლიერ საინტერესო საქმე მაქვს მეგობრებო!

ხო, მართლა, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა უფრო საინტერესო და სახალისო გახდეს?

როგორ გავილამაზოთ ერთი ჩვეულებრივი, მოსაწყენი, ერთფეროვანი  და დამღლელი სამუშაო დღე?

გთავაზობთ რამდენიმე მოკლე რჩევას, რომელსაც მე ვიყენებ და რომელიც ამართლებს. თუ თქვენი საქმე მთელი დღე კომპიუტერთან ჯდომა და მოსაწყენ საბუთებში ქექვაა, მაშინ ეს რჩევები თქვენთვის ზედგამოჭრილია, სხვებმაც იქნებ მოარგონ თავის საქმეს=))

რჩევა №1

დილაა, უკვე ოფისში ვართ, ყავაც დავლიეთ, თანამშრომლებიც მოვიკითხეთ და მივაღწიეთ ჩვენს სამუშაო მაგიდას. პირველ რიგში ვრთავთ ინტერნეტრადიოს და ავრორა! მუსიკა უკვე კარგი დასაწყისია=))

რჩევა №2

მეორე რჩევა სულაც არ გულისხმობს იმას,რომ თქვენ სამუშაოს თავი მიანებოთ და გაერთოთ, მაგრამ ყველას აქვს თავისუფალი დროის რაღაც მონაკვეთი, რომელიც გირჩევთ ხასიათზე მოსასვლელად ანეგდოტების კითხვაში გაატარეთ. მერე შესვენებისას მოუყევით კოლეგებს და  იცინეთ ლაღად =))

რჩევა №3

გაუგზავნეთ მეილზე (სკაიპში,ფეისბუკზე) თქვენს თანამშრომლებს (უფროსსაც ) ლამაზი, მშვიდი სურათი და მიაწერეთ have a nice day!

რჩევა №4

ყოველ 2-3 საათში ერთხელ, წამოდექით, ოთახში ცოტა გაიარ-გამოიარეთ, გააკეთეთ კისრის ვარჯიში ან ხელით დაიმასაჟეთ. ეს ვარჯიში მოგიხსნით დაძაბულობას და დაღლილობასაც შეგიმსუბუქებთ.

მეტი რაღა გითხრათ, ჩემთან ეს ყველაფერი მუშაობს და ალამაზებს ჩემს ყოველდღიურობას, დარწმუნებული ვარ თქვენც დაგეხმარებათ რომ ნაკლებად დაიღალოთ და მთელი დღე მოწყენილი სახით არ იჯდეთ =))