ცელი :D

Posted: ოქტომბერი 31, 2011 in და სხვა
ტეგები:, ,

რაღაცის დაწერას ვცდილობ, ვცდილობ სათქმელის თქმას მარტივად, გამართულად, გასაგებად, გლამურულად…=)) არ გამოდის, ისევ ჩემებურად ვიტყვი.

ძირითადად ქეთუსია ფიქრობს ხოლმე ბევრს,  ლაპარაკობს ცოტას (თუ ძაან კარგ ხასიათზე არაა) და იმ ნაფიქრალის 2%–ს, ანუ  ცოტას წერს (ამ ბოლო დროს განსაკუთრებით).

რატომღაც ეს დღეები ავიკვიატე ,,ბოლო დღეები”.

რისი, ვისი, რატომ_ ეს უკვე აღარ ვიცი..

უბრალოდ ხშირად ვფიქრობ ბოლო დღეებში ბოლო დღეებზე..=))

მოხუცი ცოლ-ქმრის ურთიერთობას თუ დაკვირვებიხართ? როგორ უფრთხილდებიან ერთმანეთს,როგორ ეფერებიან,როგორ ზრუნავენ,როგორ თბილად ექცევიან გარშემომყოფებს?

მე ვფიქრობ, იმიტომ ხდებიან ასეთები, რომ იციან, ბევრი აღარ დარჩათ და რა თქმა უნდა თუ გონიერებაც ჰყოფნით, თბილები ხდებიან..

რა მოხდებოდა, ყველანი ისე რომ ვცხოვრობდეთ, თითქოს ეს ჩვენი ბოლო დღეა?? ეჰ კარგი იქნებოდა, კარგი..

არასოდეს მიფიქრია, რომ იმ ბოლო დღეს ვინმესთვის სამაგიეროს გადახდას მოვინდომებდი, ძველ წყენას გავუხსენებდი ან ვინმეს დასჯას მოვინდომებდი, არ ვიზამდი ამას..

ვითომ იმიტომ ხდებიან ადამიანები სიცოცხლის ბოლოს სათნოები რომ სიკვდილის შიში უმძაფრდებათ?

ქეთუსიას არ ეშინია სიკვდილის..

ანუ თამამად შემიძლია ვიბოროტო, ვიშურო, ვიგინო, ვიმრუშო, ვიჩხუბო და ვსვა!!!! 😀

არ გახდეთ კარგები მხოლოდ იმის გამო, რომ მალე დაიხოცებით, თუ სიკარგე გინდათ ისე იყავით, მომავალზე ფიქრის გარეშე.

ნუ ჩააწყობთ მომავალს!

ნურც სიკვდილს 😉

გაუმარჯოს სიცოცხლეს! =))

Advertisements
კომენტარები
  1. mwvanevashli ამბობს:

    მცდარი შეხედულება გაქვს მოხუცებზე, პირიქით, სიბერისას ხასიათი უფუჭდებათ ხოლმე, ნუუ 80-90%-ს

  2. qetusia ამბობს:

    იმიტომაც მივაწერე თუ გონიერება ჰყოფნით მეთქი =)) ჩემ გარშემოც არის მსგავსი შემთხვევები,მაგრამ არა 80 %

  3. nancygaladriel ამბობს:

    გაუმარჯოს! :დ

  4. qetusia ამბობს:

    (დრუნკ) :დ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s