ხანდახან მინდა კარგი ვიყო, მხოლოდ ხანდახან…

Posted: ოქტომბერი 15, 2011 in მე მე მე
ტეგები:, ,

რამდენიმე დღეა ვფიქრობ, რომ რაღაცის დაწერა არ მაწყენდა, კონკრეტული ვერაფერი მოვიფიქრე, არ მიყვარს ძალით პოსტების წერა, თუ თავისით არ მოვიდა ვერ დავწერ, არ გამოვა ნამდვილი. ხოდა მეც ველოდი მუზას, ველოდი მთელი ათი დღე და დღეს ვნახე ვიდეო ,რომელმაც განსაზღვრა ჩემი პოსტის თემა და შინაარსი.  (არ ვიცი როგორ უნდა ჩავსვა ვიდეო :დ) ალბათ მინახავს ამაზე უფრო ამაღელვებელი ვიდეოებიც,მაგრამ..

ბევრჯერ მინახავს და წამიკითხავს ისეთი რამე, რომ მიფიქრია, რატომ არ ვარ უკეთესი, რატომ არ შემიძლია ვიყო უფრო კეთილი, თბილი, მოსიყვარულე, უბრალო და დადებითი, ეს ხომ ისეთი ადვილია…რა მიშლის ხელს? არც არაფერი, საკუთარი ეგოისტობა და ბოღმა,რომელიც  მახრჩობს. სხეულში, რომელშიც ვცხოვრობ,სული მეხუთება…

არ ვიცი  რა ჰქვია ამ შეგრძნებას ან რატომ მოდის ჩემთან ასე იშვიათად და მალევე მტოვებს, ამ დროს ვხვდები ხოლმე რომ ადამიანი ვარ, ვგრძნობ ხოლმე რომ რაღაც ჩემზე მეტი და ძვირფასი მმართავს, მართავს ჩემს გონებას და მე ეს მომწონს.

რატომ არ შემიძლია ადამიანებს ყველაფერი ვაპატიო, რატომ არ შემიძლია მათ თვალებში ჩავხედო და ვუთხრა: არ იდარდო, არაუშავს რომ მაწყენინე, არაუშავს რომ მიმატოვე, მერე რა, რომ არ გიყვარვარ, მერე რა, რომ გული მატკინე, არაუშავს თუ დამცინე, არაუშავს თუ დამამცირე…

სამწუხაროდ,როგორც უკვე აღვნიშნე მხოლოდ განსაკუთრებული ზემოქმედების დროს ვფიქრობ ამაზე და მალევე ვასრულებ ფიქრს, იმიტომ, რომ ჩემში ცუდი უფრო მეტია და ის ყოველთვის იმარჯვებს.

ძირითადად კი თქვენი ქეთუსია ბოროტი და შურიანი გოგოა, სძულს გარემო რომელშიც ცხოვრობს, ვერ ისვენებს,სულ რაღაცას ეძებს, იტანჯავს თავს და აწამებს სხვებსაც. ალბათ სწორედ ამიტომ არ ჰყავს ბევრი მეგობრები და ვინც ჰყავს იმათიც ძალიან უკვირს რომ უძლებენ.

კიდევ რა? კიდევ ის რომ:

ხანდახან მინდა უანგარო სიყვარული შემეძლოს

ხანდახან მინდა  ცოცხალი იყო

ხანდახან მინდა  პატარა ვიყო

ხანდახან მინდა  მყავდეს ადამიანი რომლის გამოც შევიცვლები

ხანდახან მინდა კარგი ვიყო

ეს ყველაფერი მხოლოდ ხანდახან…

Advertisements
კომენტარები
  1. Salome ამბობს:

    კაი რა ქეთი.ხანდახა კი არა, შენ სულ კარგი ხარ. :*

  2. mwvanevashli ამბობს:

    მგონი გულწრფელი არ ხარ, რაღაცა კარგი გოგო ჩანხარ :პ

  3. ninola's blog :))) ამბობს:

    ametira videoze.. :((((

    ხანდახან მინდა მყავდეს ადამიანი რომლის გამოც შევიცვლები… aseti adamiani damibrunda da mgoia rom mis gamo sheudzlebels shevdzleb..magram es yvelaperi mxolod xandaxan ❤

  4. qetusia ამბობს:

    ჰო,ახლა მოდაშია ძალით თავის დაბეჩავება :D:D:DD

  5. qetusia ამბობს:

    ნინოლაა იმას გულისხმობ მე ვინც მგონია?/ დაგიბრუნდა? =))

  6. ninola's blog :))) ამბობს:

    ki qetusia 🙂 mas vgulisxmob damibrunda! (happy) gulshi agar meteva :)))
    minda davwero magram ver vwer,upro albat ar vwer,meshinia rom isev ar gaqres.. magram davwer..aucileblad davwer..

  7. qetusia ამბობს:

    აუ რა კარგია ნინ;( გილოცავ ძალიან გამიხარდა,არასოდეს აღარ გაუშვა!ძალიან გამიხარდა მართლა, შენს ჩანაწერებს რომ ვკითხულობდი გული მეწვოდა;((( და ძალიან მიხარია გახარებული რომ ხარ =)))))))))))))))

  8. ninola's blog :))) ამბობს:

    madloba madloba madlobaaaa :***** ogoves gisurveb sheenc :))))

  9. qetusia ამბობს:

    )))))))) shenc madloba :*

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s